მომღერალი ეკა კვალიაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვედზე "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულის, ნინა სუბლატის შესახებ გუშინ გავრცელებულ საკუთარ პოსტზე განმარტებას აკეთებს. კვალიაშვილი წერს, რომ მისი გამონათქვამი ხალხმა არასწორად გაიგო. მომღერალი ნინა სუბლატს გამარჯვებას ულოცავს და მის გულშემატკივრებს კორექტულობისკენ მოუწოდებს.
"რაღაც ვერ გაიგო ხალხმა, და ცუდი შლეიფი მიაბეს ჩემს ნათქვამს. ვულოცავ ნინა სუბლატს "ტვ.რუსთავი 2"-ის პროექტის "საქართველოს ვარსკვლავის" ტიტულს, წარმატებები ნინიკო:)
(იმედია, ახლა მაინც გაიგებენ ნინას გულშემატკივრები, რა ვთქვი და მეორედ აღარ შეარცხვენენ ამ ბავშვს ასეთ უზრდელი გულშემატკივრობით).
"ambebi .ge"-ზე კომენტარებია, იტირებთ :))))) სულ გაგიჟდა ეს ხალხი, სულ დაკარგეს ზრდილობა, სულ გამხეცდნენ, რას ჰქვია "რუსთავი 2"-ის ვარსკვლავობაო :))))) "რუსთავი 2"-ის არ არის საქართველოს ვარსკვლავი??????? აბა, რატომ დებს ხელშეკრულებას მომღერალი "რუსთავი 2"-თან, ხალხო, გამაგებინეთ, ჩემთვის ეს ერთმანეთთან ასოცირდება და მეზიზღება უკვე არა ჩემი საქართველო, მე ჩემი საქართველო მაქვს!!!!", - წერს მომღერალი.
მომღერალი ნინა სუბლატს კიდევ ერთხელ ულოცავს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს:
"ამ სტატუსს ვუძღვნი იმ ადამიანებს, ვინც ტვინი წაიღო ჩემი და ნუკას ლანძღვით!!! იგივე კომენტარი შეგიძლიათ იხილოთ "საქართველოს ვარსკვლავის" გვერდზე.
ახლა მაინც შეგრცხვეთ, ენაჭარტალა და აგრესიულო ადამიანებო, ნუ
გადაიქცევით სექტანტებად და ნუ დაემსგავსებით ფანატიკოსებს. ხო მიხვდით, რომ ეკა არაფერს აწყობდა, ხო მიხვდით, რომ ეს არჩევნი "რუსთავი 2"-მა გააკეთა, მეორედ ხმა აღარ გავიგო ცუდი, ჩემზე და ნუკაზე:) ნინა გილოცავ შვილო გამარჯვებას:) წარმატებული ქალი იყავი მთელი შენი ცხოვრება:*", - წერს კვალიაშვილი.
იხილეთ ასევე: "ეკა კვალიაშვილმა ნინა სუბლატი ”რუსთავი 2”-ის ვარსკვლავად მონათლა"