თურქეთში, ქალაქ კიუტახიაში მცხოვრებ 42 წლის იბრაჰიმ იუსელის თავზე რკინის გალია ადგას - გალია იბრაჰიმს ეხმარება, სიგარეტი არ მოწიოს და მავნე ჩვევას თავი დაანებოს.
ის ბოლო 26 წელია სიგარეტს ეწევა და შიშობს, ასაკში ფილტვებზე პრობლემები არ შეექმნას. რკინის გალიის გასაღებს ორი ასლი აქვს - ერთს მისი ცოლი ინახავს, ხოლო მეორეს - მისი 14 წლის ქალიშვილი. ცოლ-შვილი იბრაჰიმს გალიას მხოლოდ მაშინ უღებს, როდესაც შია, ან სწყურია. შედეგად, რამდენიმე კვირაა მამაკაცს სიგარეტი არ მოუწევია.
იბრაჰიმი ამბობს, რომ ქუჩაში გალიით სიარული რცხვენია, მაგრამ მიზნის მისაღწევად ყველაფრისთვის მზადაა.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.