პედაგოგმა გამოცდა სამი ექვსიანის გამო დატოვა

პედაგოგმა გამოცდა სამი ექვსიანის გამო დატოვა

ქუთაისის საგამოცდო ცენტრში ერთ-ერთმა პედაგოგმა საგამოცდო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ქუთაისის საგამოცდო ცენტრში, რომელიც აკაკი წერეთლის უნივერსიტეტშია განთავსებული, დილიდან პროფესიულ უნარებში პედაგოგების გამოცდა მიმდინარეობს.

როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ერთ-ერთმა პედაგოგმა საგამოცდო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. იგი მეექვსე სექტორში N6 მაგიდაზე მოხვდა. მოგვიანებით მან გვერდით მჯდომებს გადახედა და თქვა, რომ "კიდევ ერთი 6-იანი გამოთვალა". საბოლოდ, მან აღნიშნული ფაქტი ანტიქრისტიანულად ჩათვალა და საგამოცდო პროცესი მიატოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა, ზეინაბ ხაჩიძემ განუცხადა, "პედაგოგმა აპლიკანტის პროცედურა დაარღვია და ხელი არ მოაწერა ტესტის ჩაბარებას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ციფრი 6-ის გასწვრივ მისი ხელმოწერა არ იქნებოდა".

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია