პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კეზერაშვილი "უსაფუძვლო ბრალდებების ავტორების" წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს
დავით კეზერაშვილი "უსაფუძვლო ბრალდებების ავტორების" წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ყვე­ლა "უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბის ავ­ტო­რის" წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვად იბ­რძო­ლებს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, შოთა მინ­დე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და უსა­ფუძ­ვლო, და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი და გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ად­ვო­კა­ტის თქმით, ცალ­კე­უ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან არის მცდე­ლო­ბე­ბი, შექ­მნან ისე­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი, რაც კე­ზე­რაშ­ვი­ლის პი­როვ­ნე­ბას უკი­დუ­რე­სად უარ­ყო­ფი­თად წარ­მო­ა­ჩენს.

"მე, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, გაც­ნო­ბებთ, რომ შე­ტა­ნი­ლია სარ­ჩე­ლი თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძი­სა და მისი ად­ვო­კა­ტის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ, ბა­ტონ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის პი­როვ­ნე­ბის პა­ტი­ვის, ღირ­სე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვი­სათ­ვის, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს მიერ უკვე მი­ღე­ბუ­ლია წარ­მო­ე­ბა­ში. ამ პი­რე­ბის მიერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ბრალ­დე­ბა არის აბ­სურ­დუ­ლი, უსა­ფუძ­ვლო და არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს რე­ა­ლო­ბას­თან. ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც თით­ქოს და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძის ოჯახს და გან­სა­კუთ­რე­ბით მის შვილს, ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბო­და, არის ყო­ველ­გვარ ზღვარს გა­და­სუ­ლი და უკი­დუ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი. მან­ქა­ნის დაწ­ვის ფაქტთან და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მყი­სი­ე­რი და­კავ­ში­რე­ბა, ემ­სა­ხუ­რე­ბა მისი პი­როვ­ნე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და არა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნას. და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლის ასო­ცი­რე­ბა შვი­ლის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფას­თან, წარ­მო­ად­გენს უსა­ფუძ­ვლო, მაგ­რამ უმ­ძი­მეს ბრალ­დე­ბას, რაც არ შე­იძ­ლე­ბა რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩეს და ეპა­ტი­ოს მის ავ­ტო­რებს. ამ ფონ­ზე და ასე­თი სა­ზა­რე­ლი ბრალ­დე­ბის შემ­დეგ, რა თქმა უნდა არ ვა­პი­რებთ ჩუ­მად ყოფ­ნას და სა­სა­მარ­თლოს გზით ვიბ­რძო­ლებთ თა­მაზ ნი­ჟა­რა­ძი­სა და მის­ნა­ი­რი სხვა უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბის ავ­ტო­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ხოლო ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი სრუ­ლად მოხ­მარ­დე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტებს, მათ შო­რის ბავ­შვებ­ზე ზრუნ­ვას",-ნათ­ქვა­მია კე­ზე­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, შოთა მინ­დე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

დავით კეზერაშვილი "უსაფუძვლო ბრალდებების ავტორების" წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს

დავით კეზერაშვილი "უსაფუძვლო ბრალდებების ავტორების" წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ყველა "უსაფუძვლო ბრალდების ავტორის" წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს, - ამის შესახებ ნათქვამია დავით კეზერაშვილის ადვოკატის, შოთა მინდელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ადვოკატის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა უსაფუძვლო, დაუდასტურებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დავით კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებით. ადვოკატის თქმით, ცალკეული პირების მხრიდან არის მცდელობები, შექმნან ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რაც კეზერაშვილის პიროვნებას უკიდურესად უარყოფითად წარმოაჩენს.

"მე, დავით კეზერაშვილის ადვოკატი, გაცნობებთ, რომ შეტანილია სარჩელი თამაზ ნიჟარაძისა და მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის წინააღმდეგ, ბატონ დავით კეზერაშვილის პიროვნების პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის, რომელიც სასამართლოს მიერ უკვე მიღებულია წარმოებაში. ამ პირების მიერ წამოყენებული ყველა ბრალდება არის აბსურდული, უსაფუძვლო და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. ის განცხადებები, რომლის თანახმადაც თითქოს დავით კეზერაშვილი თამაზ ნიჟარაძის ოჯახს და განსაკუთრებით მის შვილს, ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა, არის ყოველგვარ ზღვარს გადასული და უკიდურესად შეურაცხმყოფელი. მანქანის დაწვის ფაქტთან დავით კეზერაშვილის მყისიერი დაკავშირება, ემსახურება მისი პიროვნების დისკრედიტაციას და არა მომხდარის შესახებ ჭეშმარიტების დადგენას. დავით კეზერაშვილის სახელის ასოცირება შვილის სიცოცხლის ხელყოფასთან, წარმოადგენს უსაფუძვლო, მაგრამ უმძიმეს ბრალდებას, რაც არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს და ეპატიოს მის ავტორებს. ამ ფონზე და ასეთი საზარელი ბრალდების შემდეგ, რა თქმა უნდა არ ვაპირებთ ჩუმად ყოფნას და სასამართლოს გზით ვიბრძოლებთ თამაზ ნიჟარაძისა და მისნაირი სხვა უსაფუძვლო ბრალდებების ავტორების წინააღმდეგ, ხოლო ზიანის ანაზღაურებით მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება საქველმოქმედო პროექტებს, მათ შორის ბავშვებზე ზრუნვას",-ნათქვამია კეზერაშვილის ადვოკატის, შოთა მინდელის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ