ჟურნალმა Hello-მ ავრილ ლავინის და ჩედ კრიუგერის ქორწილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა. ავრილს როკ-პრინცესას სტილისთვის არც ამ მნიშვნელოვან დღეს უღალატია და საკურთხეველთან შავ საპატარძლო კაბაში გამოწყობილი და ხელში შავი თაიგულით მივიდა. მეუღლეს მხარი ჩედმაც აუბა და ქორწილის დღისთვის შავი შარვალ-კოსტუმი შეარჩია.
ავრილი და ჩედი 2012 წლის აგვისტოში დაინიშნენ. წყვილმა ერთმანეთი თებერვალში გაიცნო, როდესაც ლავინის მეხუთე ალბომისთვის სიმღერას ერთად წერდნენ. ავრილი ამბობდა, რომ გრანდიოზული ქორწილი სურდა: "მინდა, რომ ეს ნამდვილად ხალისიანი და შესანიშნავი მოვლენა იყოს და რომ სტუმრებმა განიცადონ რაღაც ისეთი, რაც ცხოვრებაში ერთხელ ხდება",-აღნიშნა მომღერალმა.
ავრილისთვის ეს პირველი ქორწინება არაა: იგი 2006 წელს დერეკ უიბლის გაჰყვა ცოლად. წყვილი 2009 წელს გაიყარა.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.