საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაია - "მოწმეებისთვის ნათქვამი აქვთ, თუ ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდნენ, "ყველაფერი კარგად იქნებოდა"
ბაჩო ახალაია - "მოწმეებისთვის ნათქვამი აქვთ, თუ ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდნენ, "ყველაფერი კარგად იქნებოდა"

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია მი­იჩ­ნევს, რომ რო­გორც ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გიგი კა­ლან­და­ძეს უთხრა, თუ ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას მის­ცემ­და, "ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და", ასე­ვე, უთხრეს მის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა მოწ­მეს , - ამის შე­სა­ხებ, თავ­დაც­ვი­სა და შს ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­და.

ბაჩო ახა­ლა­ია მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე და­ი­კი­თხა, რო­მე­ლიც მისი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა და აერ­თი­ა­ნებს სე­ნა­კი­სა და ვა­ზი­ა­ნის სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე ჯა­რის­კა­ცე­ბის წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ეპი­ზო­დებს, ასე­ვე, ზვი­ად აბე­სა­ძის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ეპო­ზოდს.

ბაჩო ახა­ლა­ია არც ერთ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მისი და­კა­ვე­ბა და მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრა უკავ­შირ­დე­ბა 2012 წლის 6 ნო­ემ­ბერს, რო­დე­საც იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვეს და სწო­რედ ამის შემ­დეგ სა­ხელ­და­ხე­ლოდ აღიძ­რა მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე.

"სარ­ჩე­ლი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ხე­ლოვ­ნუ­რად ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი იყო. იმ პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მო­ე­ბა­ში, რო­დე­საც მე 2012 წლის 6 ნო­ემ­ბერს დავ­ბრუნ­დი, ეს იყო სას­წრა­ფოდ მო­ქე­ქი­ლი, გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ხალ­ხი, ვი­საც ჩვე­ნე­ბა მი­ა­ცე­მი­ნეს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თი­ნი­ცი­ა­ტო­რე­ბი არ ყო­ფი­ლან, ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - თქვეს, ამას და­ვი­ჭერ­თო, ვე­რა­ვინ გა­ბე­და ეთ­ქვა, რომ ჯერ მო­ე­ძებ­ნათ რა­ი­მე ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. სწო­რედ და­კა­ვე­ბის შემ­დეგ შე­იქ­მნა ის ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც საქ­მე­ში არ­სე­ბობს. ამ ჩვე­ნე­ბე­ბის დიდი ნა­წი­ლი ზე­წო­ლით არის მო­პო­ვე­ბუ­ლი. რო­გორც თა­ვის დრო­ზე ალა­სა­ნი­ამ უთხრა კა­ლან­და­ძეს, თუ მის­ცემ­და ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და, ასე აქვთ ნათ­ქვა­მი, და­ნარ­ჩე­ნი მოწ­მე­ე­ბის­თვი­საც", - გა­ნა­ცხა­და ბაჩო ახა­ლა­ი­ამ.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე ბაჩო ახა­ლა­ია ბრალ­დე­ბის სა­მი­ვე ეპი­ზო­დის ირ­გვლივ და­ი­კი­თხა. ბაჩო ახა­ლა­ი­ას და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი შვი­დი პი­რის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მოწ­მე­თა და­კი­თხვა დას­რულ­და. სა­სა­მარ­თლო გრძელ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­კი­თხვის ეტა­პით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნი 7 აგ­ვის­ტომ­დე უნდა იყოს გა­მო­ტა­ნი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ბაჩო ახალაია - "მოწმეებისთვის ნათქვამი აქვთ, თუ ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდნენ, "ყველაფერი კარგად იქნებოდა"

ბაჩო ახალაია - "მოწმეებისთვის ნათქვამი აქვთ, თუ ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდნენ, "ყველაფერი კარგად იქნებოდა"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მიიჩნევს, რომ როგორც ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს უთხრა, თუ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, "ყველაფერი კარგად იქნებოდა", ასევე, უთხრეს მის წინააღმდეგ ყველა მოწმეს , - ამის შესახებ, თავდაცვისა და შს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ პროცესზე დაკითხვისას განაცხადა.

ბაჩო ახალაია მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა, რომელიც მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება და აერთიანებს სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე ჯარისკაცების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდებს, ასევე, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპოზოდს.

ბაჩო ახალაია არც ერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც მან აღნიშნა, მისი დაკავება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უკავშირდება 2012 წლის 6 ნოემბერს, როდესაც იგი საქართველოში დაბრუნდა. ახალაიას განცხადებით, დაბრუნებისთანავე დააკავეს და სწორედ ამის შემდეგ სახელდახელოდ აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.

"სარჩელი ჩემს წინააღმდეგ ხელოვნურად ინსპირირებული იყო. იმ პოლიტიკურ გარემოებაში, როდესაც მე 2012 წლის 6 ნოემბერს დავბრუნდი, ეს იყო სასწრაფოდ მოქექილი, განაწყენებული ხალხი, ვისაც ჩვენება მიაცემინეს ჩემს წინააღმდეგ. ეს ადამიანები თვითინიციატორები არ ყოფილან, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება - თქვეს, ამას დავიჭერთო, ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ ჯერ მოეძებნათ რაიმე ჩემს წინააღმდეგ. სწორედ დაკავების შემდეგ შეიქმნა ის ჩვენებები, რომელიც საქმეში არსებობს. ამ ჩვენებების დიდი ნაწილი ზეწოლით არის მოპოვებული. როგორც თავის დროზე ალასანიამ უთხრა კალანდაძეს, თუ მისცემდა ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას, ყველაფერი კარგად იქნებოდა, ასე აქვთ ნათქვამი, დანარჩენი მოწმეებისთვისაც", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბაჩო ახალაია ბრალდების სამივე ეპიზოდის ირგვლივ დაიკითხა. ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა დასრულდა. სასამართლო გრძელდება ბრალდებულების დაკითხვის ეტაპით, აღნიშნულ საქმეზე განაჩენი 7 აგვისტომდე უნდა იყოს გამოტანილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ