პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიმიტრი შაშკინი - "ჩემი ოჯახი და პირადი ცხოვრება ყოველთვის ჩაკეტილი იყო, იმიტომ, რომ ის არის ჩემი"
დიმიტრი შაშკინი - "ჩემი ოჯახი და პირადი ცხოვრება ყოველთვის ჩაკეტილი იყო, იმიტომ, რომ ის არის ჩემი"

ოთხი წელი გა­ა­ტა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი რთუ­ლი სა­მი­ნის­ტრო გა­მო­იც­ვა­ლა. ის ერთ-ერთი იყო ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ნის­ტრე­ბი­დან, რომ­ლებ­მაც ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვეს. დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი ექ­ვსი თვის შემ­დეგ უკან დაბ­რუნ­და. და­კი­თხეს, მაგ­რამ არ და­უ­ჭე­რი­ათ. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" რჩე­ბა, მაგ­რამ საქ­მი­ა­ნო­ბას სხვა­გან აგ­რძე­ლებს. შაშ­კი­ნი საკ­მა­ოდ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რია ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას და ჩვე­ნი დას­მუ­ლი არც ერთი კი­თხვის­თვის არ აუ­რი­დე­ბია თავი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა, მის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნი არც იყო.

- თბი­ლის­ში 52-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. 1992 წელს ქარ­თულ-ბერ­ძნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე, 1993-ში - თსუ-ში. ერთი და მყავს. სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დით, მშობ­ლე­ბი ახ­ლაც იქ ცხოვ­რო­ბენ. მამა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. დედა - მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

- ბავ­შვო­ბი­დან გა­ინ­ტე­რე­სებ­დათ პო­ლი­ტი­კა?

- არა, მარ­თა­ლია, დიდი ხა­ნია, რაც პო­ლი­ტი­კას­თან მაქვს შე­ხე­ბა, მაგ­რამ ჩემს თავს უფრო მე­ნე­ჯე­რად მი­ვიჩ­ნევ. პირ­ვე­ლად მუ­შა­ო­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბის სამ­სა­ხურ­ში და­ვი­წყე. ია­რა­ღის აღ­რი­ცხვა და გა­ცე­მა მე­ვა­ლე­ბო­და.

- სად გა­და­იკ­ვე­თა თქვე­ნი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის გზე­ბი?

- სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა და თუ ადა­მი­ა­ნი პო­ლი­ტი­კურ გზას აირ­ჩევს, სა­ნამ თა­ვად არ გა­და­წყვეტს, იქამ­დე დარ­ჩე­ბა. ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც დღე­საც არი­ან პო­ლი­ტი­კა­ში, 1997-1998 წლე­ბი­დან ვიც­ნობ, რო­დე­საც იუ­რის­ტთა ამე­რი­კულ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვმუ­შა­ობ­დი.

- თქვე­ნი პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯი გა­იხ­სე­ნეთ.

- პო­ლი­ტი­კურ ნა­ბი­ჯებს არ ვდგამ­დი, სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტმა 2009 წელს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრად არ დამ­ნიშ­ნა. ეს იყო ჩემ­თვის გა­მოწ­ვე­ვა. პირ­ვე­ლად სა­ა­კაშ­ვილ­მა 2008 წლის დე­კემ­ბერ­ში მთხო­ვა და თე­ბერ­ვლამ­დე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ვერ ვი­ტყვი, რომ თავს ვი­კა­ვებ­დი, მაგ­რამ თერ­თმე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი და ცხოვ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რად მქონ­და აწყო­ბი­ლი. ცი­ხე­ში არ დავ­ბა­დე­ბულ­ვარ და პირ­ვე­ლად ამ სის­ტე­მას­თან შე­ხე­ბა 2009 წელს მქონ­და.

- მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ რამ­დე­ნად ხში­რად ხვდე­ბო­დით პა­ტიმ­რებს?

- არც ერთი ციხე არ არის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც არ ვყო­ფილ­ვარ. ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ვიყ­ვა­ნე.

- შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, მა­შინ რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო გლ­და­ნის ცი­ხე­ში?

- გლ­და­ნის ციხე არ არის მხო­ლოდ ერთი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა. იქ არი­ან მი­უს­ჯე­ლე­ბი და მის­ჯი­ლი პა­ტიმ­რე­ბი. ეს იყო ახ­ლად აშე­ნე­ბუ­ლი ციხე და რო­გორც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მკაც­რი რე­ჟი­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, იმი­ტომ რომ მი­უს­ჯე­ლი პა­ტიმ­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ჩემი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში ორი სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნი­ტო­რინ­გი ჩა­ტარ­და, მა­შინ ომ­ბუდსმე­ნი სო­ზარ სუ­ბა­რი იყო, რო­მე­ლიც დიდი სიყ­ვა­რუ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მი­მართ. თქვენ თუ ნა­ხავთ მის დას­კვნებს, იქ არის ცალ­კე­ულ პრობ­ლე­მებ­ზე მი­თი­თე­ბა, მაგ­რამ სის­ტე­მურ და­ნა­შა­ულ­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა.

- რო­დე­საც ცი­ხის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­გო­რი იყო თქვე­ნი რე­აქ­ცია?

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის შოკი იყო, ეს არის ამაზ­რზე­ნი ფაქ­ტი და ყვე­ლა სა­დის­ტი, ვინც ეს ჩა­ი­დი­ნა, უნდა და­ი­სა­ჯოს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს იყო კი­დევ ერთი მი­თი­თე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

- და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თქვე­ნი მი­ნის­ტრო­ბის დრო­საც ხომ მუ­შა­ობ­და?

- დიახ, გაგა მკურ­ნა­ლი­ძე და და­ვით ჭა­კუა. მათ­თან ერ­თად საკ­მა­ოდ რთუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. იმა­ვე ქალ­თა კო­ლო­ნი­ის ბუნ­ტის დროს. მე, ჭა­კუა და ჩემი მო­ად­გი­ლე აჯან­ყე­ბულ კო­ლო­ნი­ა­ში მარ­ტო ვიმ­ყო­ფე­ბო­დით. ამ ფაქ­ტებს გა­მარ­თლე­ბა არ აქვს, მაგ­რამ აქ არის მე­ო­რე პრობ­ლე­მა, რა უნდა გა­ა­კე­თოს ამის შემ­დეგ ქვე­ყა­ნამ, რომ მსგავ­სი რამ აღარ გან­მე­ორ­დეს. ახალ­მა მთავ­რო­ბამ ამა­ზე უნდა იფიქ­როს. ამის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ არის. გა­იხ­სე­ნეთ აბუ გრე­ი­ბის ცი­ხის სკან­და­ლი.

- ჭა­კუ­ას და მკურ­ნა­ლი­ძეს რამ­დე­ნად კარგ თა­ნამ­შრომ­ლე­ბად იც­ნობ­დით თქვე­ნი მი­ნის­ტრო­ბის დროს?

- 2009 წლის თე­ბერ­ვლი­დან ნო­ემ­ბრამ­დე დათო ჭა­კუ­ა­სა და გაგა მკურ­ნა­ლი­ძეს­თან არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ მქო­ნია. სამი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ და ერ­თა­დერ­თი ახ­სნაა, რომ სი­ტუ­ა­ცია ხე­ლი­დან გა­ექ­ცათ.

- ბა­ტო­ნო დიმა, ბოლო დროს ბევ­რს ხუმ­რო­ბენ, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ცო­ლებ­მა და­ღუ­პე­სო. ამ შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნი­მე მი­ნის­ტრის მე­უღ­ლეს გუ­ლის­ხმო­ბენ. თქვე­ნი მე­უღ­ლე არა­სო­დეს ჩნდე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

- მე და ჩემი მე­უღ­ლე, ანა ტყე­მა­ლა­ძე, თხუთ­მე­ტი წე­ლია, ერ­თად ვართ. უკვე ორი შვი­ლი გვყავს. 14 და 9 წლის. ანა არ მუ­შა­ობს, ბავ­შვებს უვ­ლის. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ვარ, მირ­ჩევ­ნია, ცოლ­მა ოჯახს მი­ხე­დოს. ჩემი ოჯა­ხი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის ჩა­კე­ტი­ლი იყო, იმი­ტომ, რომ ის არის ჩემი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვი­ყა­ვი, არ მი­ვიჩ­ნევ, რომ ჩემი ოჯა­ხის შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო ვი­ღა­ცის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო უნდა იყოს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დიმიტრი შაშკინი - "ჩემი ოჯახი და პირადი ცხოვრება ყოველთვის ჩაკეტილი იყო, იმიტომ, რომ ის არის ჩემი"

დიმიტრი შაშკინი - "ჩემი ოჯახი და პირადი ცხოვრება ყოველთვის ჩაკეტილი იყო, იმიტომ, რომ ის არის ჩემი"

ოთხი წელი გაატარა ხელისუფლებაში და ამ პერიოდის განმავლობაში სამი რთული სამინისტრო გამოიცვალა. ის ერთ-ერთი იყო ძველი ხელისუფლების მინისტრებიდან, რომლებმაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველო დატოვეს. დიმიტრი შაშკინი ექვსი თვის შემდეგ უკან დაბრუნდა. დაკითხეს, მაგრამ არ დაუჭერიათ. "ნაციონალურ მოძრაობაში" რჩება, მაგრამ საქმიანობას სხვაგან აგრძელებს. შაშკინი საკმაოდ კომუნიკაბელურია ჟურნალისტებთან ურთიერთობისას და ჩვენი დასმული არც ერთი კითხვისთვის არ აურიდებია თავი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეიძლება, მისთვის სასიამოვნო მოსასმენი არც იყო.

- თბილისში 52-ე საშუალო სკოლა დავამთავრე. 1992 წელს ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში ჩავაბარე, 1993-ში - თსუ-ში. ერთი და მყავს. საბურთალოს ქუჩაზე ვცხოვრობდით, მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ. მამა პროკურატურაში მუშაობდა, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში. დედა - მთელი ცხოვრება შინაგან საქმეთა სამინისტროში.

- ბავშვობიდან გაინტერესებდათ პოლიტიკა?

- არა, მართალია, დიდი ხანია, რაც პოლიტიკასთან მაქვს შეხება, მაგრამ ჩემს თავს უფრო მენეჯერად მივიჩნევ. პირველად მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიარაღების სამსახურში დავიწყე. იარაღის აღრიცხვა და გაცემა მევალებოდა.

- სად გადაიკვეთა თქვენი და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გზები?

- საქართველო პატარა ქვეყანაა და თუ ადამიანი პოლიტიკურ გზას აირჩევს, სანამ თავად არ გადაწყვეტს, იქამდე დარჩება. ხალხს, რომლებიც დღესაც არიან პოლიტიკაში, 1997-1998 წლებიდან ვიცნობ, როდესაც იურისტთა ამერიკულ ასოციაციაში და საერთაშორისო რესპუბლიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობდი.

- თქვენი პირველი პოლიტიკური ნაბიჯი გაიხსენეთ.

- პოლიტიკურ ნაბიჯებს არ ვდგამდი, სანამ პრეზიდენტმა 2009 წელს სასჯელაღსრულების მინისტრად არ დამნიშნა. ეს იყო ჩემთვის გამოწვევა. პირველად სააკაშვილმა 2008 წლის დეკემბერში მთხოვა და თებერვლამდე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ვერ ვიტყვი, რომ თავს ვიკავებდი, მაგრამ თერთმეტი წლის განმავლობაში ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობდი და ცხოვრება სხვანაირად მქონდა აწყობილი. ციხეში არ დავბადებულვარ და პირველად ამ სისტემასთან შეხება 2009 წელს მქონდა.

- მინისტრად დანიშვნის შემდეგ რამდენად ხშირად ხვდებოდით პატიმრებს?

- არც ერთი ციხე არ არის საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც არ ვყოფილვარ. ძალიან ბევრი ახალი თანამშრომელი მივიყვანე.

- შეგიძლიათ გვითხრათ, მაშინ რა მდგომარეობა იყო გლდანის ციხეში?

- გლდანის ციხე არ არის მხოლოდ ერთი დაწესებულება. იქ არიან მიუსჯელები და მისჯილი პატიმრები. ეს იყო ახლად აშენებული ციხე და როგორც ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებულად მკაცრი რეჟიმით გამოირჩეოდა, იმიტომ რომ მიუსჯელი პატიმრებიც იმყოფებოდნენ. ჩემი მინისტრობის პერიოდში ორი საერთაშორისო მონიტორინგი ჩატარდა, მაშინ ომბუდსმენი სოზარ სუბარი იყო, რომელიც დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდა სააკაშვილის მთავრობის მიმართ. თქვენ თუ ნახავთ მის დასკვნებს, იქ არის ცალკეულ პრობლემებზე მითითება, მაგრამ სისტემურ დანაშაულზე საუბარი არ ყოფილა.

- როდესაც ციხის ცნობილი კადრები გამოქვეყნდა, როგორი იყო თქვენი რეაქცია?

- ყველა ადამიანისთვის შოკი იყო, ეს არის ამაზრზენი ფაქტი და ყველა სადისტი, ვინც ეს ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს. სამწუხაროდ, ეს იყო კიდევ ერთი მითითება, რომ საქართველოში ინსტიტუციების მშენებლობა არ დასრულებულა.

- დაკავებული ადამიანებიდან რამდენიმე თქვენი მინისტრობის დროსაც ხომ მუშაობდა?

- დიახ, გაგა მკურნალიძე და დავით ჭაკუა. მათთან ერთად საკმაოდ რთული პერიოდი მაქვს გატარებული. იმავე ქალთა კოლონიის ბუნტის დროს. მე, ჭაკუა და ჩემი მოადგილე აჯანყებულ კოლონიაში მარტო ვიმყოფებოდით. ამ ფაქტებს გამართლება არ აქვს, მაგრამ აქ არის მეორე პრობლემა, რა უნდა გააკეთოს ამის შემდეგ ქვეყანამ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ახალმა მთავრობამ ამაზე უნდა იფიქროს. ამისგან დაზღვეული არავინ არის. გაიხსენეთ აბუ გრეიბის ციხის სკანდალი.

- ჭაკუას და მკურნალიძეს რამდენად კარგ თანამშრომლებად იცნობდით თქვენი მინისტრობის დროს?

- 2009 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე დათო ჭაკუასა და გაგა მკურნალიძესთან არანაირი პრეტენზია არ მქონია. სამი წელი გავიდა მას შემდეგ და ერთადერთი ახსნაა, რომ სიტუაცია ხელიდან გაექცათ.

- ბატონო დიმა, ბოლო დროს ბევრს ხუმრობენ, ნაციონალები ცოლებმა დაღუპესო. ამ შემთხვევაში რამდენიმე მინისტრის მეუღლეს გულისხმობენ. თქვენი მეუღლე არასოდეს ჩნდებოდა საზოგადოებაში.

- მე და ჩემი მეუღლე, ანა ტყემალაძე, თხუთმეტი წელია, ერთად ვართ. უკვე ორი შვილი გვყავს. 14 და 9 წლის. ანა არ მუშაობს, ბავშვებს უვლის. ასეთი ადამიანი ვარ, მირჩევნია, ცოლმა ოჯახს მიხედოს. ჩემი ოჯახი და პირადი ცხოვრება ყოველთვის ჩაკეტილი იყო, იმიტომ, რომ ის არის ჩემი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ თანამდებობაზე ვიყავი, არ მივიჩნევ, რომ ჩემი ოჯახის შიდა სამზარეულო ვიღაცისთვის საინტერესო უნდა იყოს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია