პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გინესის წიგნში შესაყვანი პრეზიდენტობის კანდიდატი და საპასუხისმგებლო არჩევანი
გინესის წიგნში შესაყვანი პრეზიდენტობის კანდიდატი და საპასუხისმგებლო არჩევანი

"ის "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" შო­რის ყვე­ლა­ზე სუფ­თა წარ­სუ­ლის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სია", - ასე ახა­სი­ა­თებს პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" - პრა­ი­მე­რის ქუ­თა­ი­სის ტურ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ და­ვით ბაქ­რა­ძეს. ბაქ­რა­ძის კონ­კუ­რენ­ტე­ბი შოთა მა­ლაშ­ხია, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე არი­ან.

კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სულ 387-მა დე­ლე­გატ­მა მი­ი­ღო. "პრა­ი­მე­რის მი­ზა­ნი იყო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სრუ­ლი­ად ახალ პარ­ტი­ად ყა­ლიბ­დე­ბა. ეს არის დე­მონ­სტრი­რე­ბა იმი­სა, რომ პარ­ტი­ა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ყვე­ლა წევ­რი იღებს, რაც პარ­ტი­ის შიდა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ. მარ­თლაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­და თუ არა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" პრა­ი­მე­რი და რა შან­სე­ბი აქვს ბაქ­რა­ძეს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში? ამ კი­თხვე­ბით სოსო ცინ­ცა­ძეს მივ­მარ­თეთ.

სოსო ცინ­ცა­ძე:

- რა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი? ვინ უნდა და­ი­ჯე­როს, რომ და­ვით ბაქ­რა­ძეს შოთა მა­ლაშ­ხია და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ან თუნ­დაც გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე გა­უ­წევ­დნენ კონ­კუ­რენ­ცი­ას? "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" უბ­რა­ლოდ, სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სცა­და. ჩვენ ხომ ყვე­ლამ ვი­ცით, რომ პრა­ი­მე­რი უბ­რა­ლოდ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რი­ტუ­ა­ლია...

- თქვე­ნი აზ­რით, და­ვით ბაქ­რა­ძეს აქვს გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში?

- ჩემი აზ­რით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შან­სი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" არც ერთ წევ­რს არ გა­აჩ­ნია. ვფიქ­რობ, ეს თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მაც" იცი­ან. ისი­ნი უბ­რა­ლოდ, ეც­დე­ბი­ან, თა­ვი­ან­თი კან­დი­და­ტი სა­მე­ულ­ში მა­ინც მო­ახ­ვედ­რონ.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კან­დი­და­ტი მე­ო­რე ად­გილ­ზეც ვერ გავა. პირ­ველ-მე­ო­რე ად­გი­ლებს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და ბურ­ჯა­ნა­ძე გა­ი­ყო­ფენ. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კი მე­სა­მე ად­გილ­ზე გავა და ამით შე­ეც­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ნახ­ვოს, რომ ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლია და ხმე­ბი მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე - გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი. ისე, არ შე­მიძ­ლია არ ვთქვა, რომ და­ვით ბაქ­რა­ძე არა მარ­ტო "ნა­ცი­ო­ნა­ლებს", არა­მედ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა შო­რის ის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სია, რო­მე­ლიც არ გახ­ვე­უ­ლა სკან­დალ­ში, ინ­ტრი­გებ­ში, კო­რუფ­ცი­ა­ში, ტენ­დერე­ბის მი­ტა­ცე­ბა­ში... ამ ადა­მი­ან­მა 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავი სუფ­თად შე­ი­ნა­ხა, ის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საკბი­ლო­ნიც კი არას­დროს გამ­ხდა­რან.

- მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბურ­ჯა­ნა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი არა­ერ­თხელ გახ­ვე­უ­ლან სკან­დალ­ში, თა­ვად მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი კი ასე­ვე არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­კი­ცხვის სა­გა­ნი. რა გაძ­ლევთ იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ ის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მარ­გვე­ლაშ­ვილს ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს?

- მერ­წმუ­ნე, ბურ­ჯა­ნა­ძე მარ­გვე­ლაშ­ვილს არა­თუ ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს, არა­მედ და­ა­მარ­ცხებს კი­დეც, თუ მარ­გვე­ლაშ­ვილს ზურგს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არ გა­უ­მაგ­რებს. თუ პრე­მი­ე­რი იტყვის, რომ მის­თვის ორი­ვე კან­დი­და­ტი ერ­თნა­ი­რად მი­სა­ღე­ბია და არ­ჩე­ვანს ხალ­ხს მი­ან­დობს, ბურ­ჯა­ნა­ძეს გა­მარ­ჯვე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა. თქვენ ბურ­ჯა­ნა­ძის ოჯა­ხი და პო­ლი­ტი­კა­ში მის მიერ გა­დად­გმუ­ლი არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ახ­სე­ნეთ. ეს უკვე გან­ვლი­ლი ეტა­პია და ის­ტო­რი­ის სა­კუთ­რე­ბაა. იმის მერე მან არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ ძლი­ე­რი და პრინ­ცი­პუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სია. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი ოჯახ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ არის და პო­ლი­ტი­კა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად თა­მა­შობს. ჩვენ ხმა უნდა მივ­ცეთ თა­ვად ბურ­ჯა­ნა­ძეს და არა მის ოჯახს.

- ბა­ტო­ნო სოსო, ბურ­ჯა­ნა­ძის აგი­ტა­ცი­ას ეწე­ვით?

- იცით, რა­შია საქ­მე? სი­ტუ­ა­ცი­ის ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბა უნდა შევ­ძლოთ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნა­ში ისევ ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა დამ­ყარ­დეს. სხვა­თა შო­რის, 2003 წელს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბიც" კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი იდე­ე­ბით მო­ვიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მაგ­რამ ხომ ხე­დავთ, მერე რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი. აბ­სო­ლუ­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად რყვნის ადა­მი­ა­ნებს. თუ არ­ჩევ­ნებ­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­ი­მარ­ჯვებს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა გა­და­ვა და მერე კაც­მა არ იცის, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. ხომ ხე­დავთ, ივა­ნიშ­ვი­ლი უკვე წას­ვლა­ზე ალა­პა­რაკ­და...

- ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ პრე­მი­ე­რის პოსტზე მა­ნამ­დე დარ­ჩე­ბა, ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა, ამას კი ალ­ბათ ძა­ლი­ან ბევ­რი დრო დას­ჭირ­დე­ბა.

- დიახ, სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცი­ის და­ლა­გე­ბას ორი ან სამი წელი კი არა, შე­საძ­ლოა, ორი ან სამი თა­ო­ბა დას­ჭირ­დეს. 30 წე­ლია, რაც პო­ლი­ტი­კას ვსწავ­ლობ და რა­ღაც მეც და­მე­ჯე­რე­ბა... "მო­ვალ, და­ვა­ლა­გებ და წა­ვალ" - ეს ძა­ლი­ან გუ­ლუბ­რყვი­ლო ნათ­ქვა­მია.

- რისი თქმა გინ­დათ? ივა­ნიშ­ვილ­მა არ იცის, რას ამ­ბობს, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ატყუ­ებს?

- არა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ ატყუ­ებს, უბ­რა­ლოდ მას ასე სწამს. ის ხომ პო­ლი­ტი­კო­სი არ არის? ხომ ხე­დავთ, რვა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ შე­იც­ვა­ლა მისი ტონი და გან­ცხა­დე­ბე­ბი. ივა­ნიშ­ვი­ლი ისე­თი კა­ტე­გო­რი­უ­ლი აშ­კა­რად აღარ არის, რო­გორც შარ­შან ამ დროს იყო. მას ხში­რად მო­უ­წია და კი­დევ მო­უ­წევს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შეც­ვლა. შე­საძ­ლოა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი და­ტო­ვოს, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შე მა­ინც იქ­ნე­ბა. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი კი უბ­რა­ლოდ მის მი­თი­თე­ბებს შე­ას­რუ­ლებს. სხვა­თა შო­რის, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შია შე­სა­ტა­ნი. უამ­რა­ვი ის­ტო­რი­უ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი წიგ­ნი თუ სტა­ტია მაქვს წა­კი­თხუ­ლი, მაგ­რამ ჯერ არ გა­მი­გია, ადა­მი­ანს ეთ­ქვას, - მე იმი­ტომ გა­ვი­მარ­ჯვებ, რომ ჩემს ზურგს უკან ესა თუ ის პი­როვ­ნე­ბა დგა­სო. რაც უნდა მა­რი­ო­ნე­ტი იყოს პი­როვ­ნე­ბა, ის მა­ინც ცდი­ლობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­არ­წმუ­ნოს, ვი­თომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია.

- ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­ცვლე­ლად პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ბოლო დრომ­დე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ლე­ვან ვა­სა­ძე, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ. ახ­ლა­ხან კუ­ლუ­ა­რებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი თა­ვის მემ­კვიდ­რედ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას და­ტო­ვე­ბას აპი­რებს. თქვენ რას იტყვით ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- არა მგო­ნია, ეს კუ­ლუ­ა­რუ­ლი ამ­ბა­ვი რე­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ირაკ­ლი ალა­სა­ნია ვიცე-პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან უკვე ჩა­მო­აქ­ვე­ი­თეს. მის აქ­ტივ­ში დღეს არა­ფე­რია. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი "თავ­დაც­ვა­ში". მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი რო­გორც ნა­ტოს­თან, ისე ავ­ღა­ნეთ­თან. მე ვფიქ­რობ, ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვანს მა­ინც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე გა­ა­კე­თებს. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ის უკვე კარ­გად გა­ეც­ნო თა­ვის გა­რე­მოც­ვას და ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უპი­რო­ბოდ ენ­დო­ბა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლია. თა­ვის დრო­ზე ალა­სა­ნი­ა­საც ენ­დო­ბო­და, მაგ­რამ მას სხვა, ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ირაკ­ლი ალა­სა­ნია საპ­რე­ზი­დენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის მომ­ხრეა. საპ­რე­ზი­დენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა კი ქვეყ­ნის ერ­თპი­როვ­ნულ მარ­თვას გუ­ლის­ხმობს. ალა­სა­ნი­ას გაპ­რე­მი­ე­რე­ბა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ძა­ლი­ან ცუდი იქ­ნე­ბა, მით უფრო მა­შინ, თუ პრე­ზი­დენ­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ის ვერ შეძ­ლო, რომ ბენ­დუ­ქი­ძეს­თან გა­მო­ე­ჩი­ნა პრინ­ცი­პუ­ლო­ბა და პრე­მი­ე­რის პოსტზე მყოფ ალა­სა­ნი­ას­თან შეძ­ლებს და­პი­რის­პი­რე­ბას? ალა­სა­ნი­ას და­ბა­ლან­სე­ბას მხო­ლოდ ბურ­ჯა­ნა­ძე თუ შეძ­ლებს. ორი­ვე ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბაა და ერთი მე­ო­რე­ზე ვე­რას­დროს იბა­ტო­ნებს. სხვა­თა შო­რის, ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ პრე­მი­ე­რი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, პრე­ზი­დენ­ტი კი - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი... ეს კაცი ნამ­დვი­ლად არის ერუ­დი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი... ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა­ფე­რია, გარ­და პო­ლი­ტი­კო­სი­სა. ქვე­ყა­ნას კი პრე­ზი­დენ­ტად ზრდი­ლო­ბი­ა­ნი თო­ჯი­ნა ნამ­დვი­ლად არ გა­მო­ად­გე­ბა. მა­შინ, რო­დე­საც პრე­ზი­დენტს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბერ­კე­ტე­ბი გა­მო­ეც­ლე­ბა, მისი რე­სურ­სი პი­რა­დი ავ­ტო­რი­ტე­ტი რჩე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ გვჭირ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტად ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა და არა - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. ქარ­თველ ხალ­ხს 31 ოქ­ტომ­ბერს ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო არ­ჩევ­ნის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევს. ახლა გა­ცი­ლე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად არის საქ­მე, ვიდ­რე 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის დროს იყო...

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

გინესის წიგნში შესაყვანი პრეზიდენტობის კანდიდატი და საპასუხისმგებლო არჩევანი

გინესის წიგნში შესაყვანი პრეზიდენტობის კანდიდატი და საპასუხისმგებლო არჩევანი

"ის "ნაციონალებს" შორის ყველაზე სუფთა წარსულის მქონე პოლიტიკოსია", - ასე ახასიათებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "ნაციონალური მოძრაობის" - პრაიმერის ქუთაისის ტურში გამარჯვებულ საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს. ბაქრაძის კონკურენტები შოთა მალაშხია, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ბარამიძე არიან.

კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 387-მა დელეგატმა მიიღო. "პრაიმერის მიზანი იყო, საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სრულიად ახალ პარტიად ყალიბდება. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ პარტიაში გადაწყვეტილებას ყველა წევრი იღებს, რაც პარტიის შიდა დემოკრატიულობის თვალსაზრისით, აუცილებელია", - განაცხადა ბაქრაძემ. მართლაც დემოკრატიულად ჩატარდა თუ არა "ნაციონალური" პრაიმერი და რა შანსები აქვს ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში? ამ კითხვებით სოსო ცინცაძეს მივმართეთ.

სოსო ცინცაძე:

- რა დემოკრატიული არჩევნები? ვინ უნდა დაიჯეროს, რომ დავით ბაქრაძეს შოთა მალაშხია და ზურაბ ჯაფარიძე ან თუნდაც გიორგი ბარამიძე გაუწევდნენ კონკურენციას? "ნაციონალურმა მოძრაობამ" უბრალოდ, სახის შენარჩუნება სცადა. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ პრაიმერი უბრალოდ, დემოკრატიული რიტუალია...

- თქვენი აზრით, დავით ბაქრაძეს აქვს გამარჯვების შანსი საპრეზიდენტო არჩევნებში?

- ჩემი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ წევრს არ გააჩნია. ვფიქრობ, ეს თავად "ნაციონალებმაც" იციან. ისინი უბრალოდ, ეცდებიან, თავიანთი კანდიდატი სამეულში მაინც მოახვედრონ.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ "ნაციონალების" კანდიდატი მეორე ადგილზეც ვერ გავა. პირველ-მეორე ადგილებს მარგველაშვილი და ბურჯანაძე გაიყოფენ. "ნაციონალური მოძრაობა" კი მესამე ადგილზე გავა და ამით შეეცდება, საზოგადოებას დაანახვოს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია და ხმები მის გარდაცვალებაზე - გაზვიადებული. ისე, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ დავით ბაქრაძე არა მარტო "ნაციონალებს", არამედ მაღალჩინოსანთა შორის ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც არ გახვეულა სკანდალში, ინტრიგებში, კორუფციაში, ტენდერების მიტაცებაში... ამ ადამიანმა 9 წლის განმავლობაში თავი სუფთად შეინახა, ის და მისი ოჯახის წევრები ჟურნალისტების საკბილონიც კი არასდროს გამხდარან.

- მისგან განსხვავებით, ბურჯანაძის ოჯახის წევრები არაერთხელ გახვეულან სკანდალში, თავად მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებები კი ასევე არაერთხელ გამხდარა საზოგადოების გაკიცხვის საგანი. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს?

- მერწმუნე, ბურჯანაძე მარგველაშვილს არათუ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს, არამედ დაამარცხებს კიდეც, თუ მარგველაშვილს ზურგს ბიძინა ივანიშვილი არ გაუმაგრებს. თუ პრემიერი იტყვის, რომ მისთვის ორივე კანდიდატი ერთნაირად მისაღებია და არჩევანს ხალხს მიანდობს, ბურჯანაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება. თქვენ ბურჯანაძის ოჯახი და პოლიტიკაში მის მიერ გადადგმული არაპოპულარული ნაბიჯები ახსენეთ. ეს უკვე განვლილი ეტაპია და ისტორიის საკუთრებაა. იმის მერე მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი და პრინციპული პოლიტიკოსია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ქალბატონი ოჯახზე დამოკიდებული არ არის და პოლიტიკაში დამოუკიდებლად თამაშობს. ჩვენ ხმა უნდა მივცეთ თავად ბურჯანაძეს და არა მის ოჯახს.

- ბატონო სოსო, ბურჯანაძის აგიტაციას ეწევით?

- იცით, რაშია საქმე? სიტუაციის ობიექტურად შეფასება უნდა შევძლოთ. საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანაში ისევ ერთპარტიული მმართველობა დამყარდეს. სხვათა შორის, 2003 წელს "ნაციონალებიც" კეთილშობილური იდეებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ხომ ხედავთ, მერე როგორ განვითარდა მოვლენები. აბსოლუტური ხელისუფლება აბსოლუტურად რყვნის ადამიანებს. თუ არჩევნებში მარგველაშვილი გაიმარჯვებს, "ქართული ოცნების" ხელში აბსოლუტური ძალაუფლება გადავა და მერე კაცმა არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ხომ ხედავთ, ივანიშვილი უკვე წასვლაზე ალაპარაკდა...

- ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერის პოსტზე მანამდე დარჩება, ვიდრე ქვეყანაში ყველაფერი დალაგდება, ამას კი ალბათ ძალიან ბევრი დრო დასჭირდება.

- დიახ, საქართველოში სიტუაციის დალაგებას ორი ან სამი წელი კი არა, შესაძლოა, ორი ან სამი თაობა დასჭირდეს. 30 წელია, რაც პოლიტიკას ვსწავლობ და რაღაც მეც დამეჯერება... "მოვალ, დავალაგებ და წავალ" - ეს ძალიან გულუბრყვილო ნათქვამია.

- რისი თქმა გინდათ? ივანიშვილმა არ იცის, რას ამბობს, თუ საზოგადოებას ატყუებს?

- არა, საზოგადოებას არ ატყუებს, უბრალოდ მას ასე სწამს. ის ხომ პოლიტიკოსი არ არის? ხომ ხედავთ, რვა თვის განმავლობაში როგორ შეიცვალა მისი ტონი და განცხადებები. ივანიშვილი ისეთი კატეგორიული აშკარად აღარ არის, როგორც შარშან ამ დროს იყო. მას ხშირად მოუწია და კიდევ მოუწევს გადაწყვეტილებების შეცვლა. შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვოს, მაგრამ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური მოთამაშე მაინც იქნება. მარგველაშვილი კი უბრალოდ მის მითითებებს შეასრულებს. სხვათა შორის, მარგველაშვილი გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი. უამრავი ისტორიული და პოლიტიკური წიგნი თუ სტატია მაქვს წაკითხული, მაგრამ ჯერ არ გამიგია, ადამიანს ეთქვას, - მე იმიტომ გავიმარჯვებ, რომ ჩემს ზურგს უკან ესა თუ ის პიროვნება დგასო. რაც უნდა მარიონეტი იყოს პიროვნება, ის მაინც ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, ვითომ დამოუკიდებელია.

- ივანიშვილის შემცვლელად პრემიერის თანამდებობაზე, ბოლო დრომდე ირაკლი ღარიბაშვილი, ლევან ვასაძე, დავით უსუფაშვილი და თეა წულუკიანი მოიაზრებოდნენ. ახლახან კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი თავის მემკვიდრედ ირაკლი ალასანიას დატოვებას აპირებს. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

- არა მგონია, ეს კულუარული ამბავი რეალურად განხორციელდეს. ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან უკვე ჩამოაქვეითეს. მის აქტივში დღეს არაფერია. გარდა ამისა, ძალიან სერიოზული საქმე აქვს გასაკეთებელი "თავდაცვაში". მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი როგორც ნატოსთან, ისე ავღანეთთან. მე ვფიქრობ, ივანიშვილი საბოლოო არჩევანს მაინც ირაკლი ღარიბაშვილზე გააკეთებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის უკვე კარგად გაეცნო თავის გარემოცვას და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უპირობოდ ენდობა, ირაკლი ღარიბაშვილია. თავის დროზე ალასანიასაც ენდობოდა, მაგრამ მას სხვა, ივანიშვილისთვის მიუღებელი ამბიციები აღმოაჩნდა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეა. საპრეზიდენტო რესპუბლიკა კი ქვეყნის ერთპიროვნულ მართვას გულისხმობს. ალასანიას გაპრემიერება ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ცუდი იქნება, მით უფრო მაშინ, თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი იქნება. მარგველაშვილმა ის ვერ შეძლო, რომ ბენდუქიძესთან გამოეჩინა პრინციპულობა და პრემიერის პოსტზე მყოფ ალასანიასთან შეძლებს დაპირისპირებას? ალასანიას დაბალანსებას მხოლოდ ბურჯანაძე თუ შეძლებს. ორივე ძლიერი პიროვნებაა და ერთი მეორეზე ვერასდროს იბატონებს. სხვათა შორის, ერთპარტიული მმართველობა იქნება ქვეყანაში იმ შემთხვევაშიც, თუ პრემიერი ღარიბაშვილი იქნება, პრეზიდენტი კი - მარგველაშვილი... ეს კაცი ნამდვილად არის ერუდირებული პიროვნება, ინტელექტუალური, ზრდილობიანი... ერთი სიტყვით, ყველაფერია, გარდა პოლიტიკოსისა. ქვეყანას კი პრეზიდენტად ზრდილობიანი თოჯინა ნამდვილად არ გამოადგება. მაშინ, როდესაც პრეზიდენტს საკანონმდებლო ბერკეტები გამოეცლება, მისი რესურსი პირადი ავტორიტეტი რჩება. სწორედ ამიტომ გვჭირდება პრეზიდენტად ძლიერი პიროვნება და არა - მარგველაშვილი. ქართველ ხალხს 31 ოქტომბერს ძალზე სერიოზული და საპასუხისმგებლო არჩევნის გაკეთება მოუწევს. ახლა გაცილებით სერიოზულად არის საქმე, ვიდრე 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს იყო...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა