მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აპირებენ თუ არა კახიანები ირაკლი კუტალაძისთვის პასუხის გაცემას?
აპირებენ თუ არა კახიანები ირაკლი კუტალაძისთვის პასუხის გაცემას?

მას შემ­დეგ, რაც ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და და "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ჟი­უ­რის წევ­რი გახ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მისი და ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის შე­საძ­ლო და­შო­რე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და. ნინი პრე­სის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ამას და­მა­ჯე­რებ­ლად უარ­ყოფ­და, უფრო მე­ტიც - ამ­ბობ­და, რომ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გამ­გე­ბი ქმა­რი ჰყავს. ახ­ლა­ხან კი პრე­სა­ში მისი მე­უღ­ლის ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა: ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ნი­ნის მი­ზა­ნი იყო, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­თხო­ვი­ლი­ყო და შვი­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბი­დან გა­ე­ჩი­ნა. ქმა­რი და ოჯა­ხის შექ­მნა მის გეგ­მა­ში არ შე­დი­ო­დაო... მას ცოლ­თან და­შო­რე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს და ვერც მი­ზეზს ხე­დავს, ეს ნა­ბი­ჯი რომ არ გა­დად­გას.

კა­ხი­ა­ნე­ბი ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის­თვის პა­სუ­ხის გა­ცე­მას პრე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით არ აპი­რე­ბენ.

ეკა კა­ხი­ა­ნი:

- ინ­ტერ­ვი­უ­ებს არ ვიძ­ლე­ვი.

- ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ირაკ­ლი არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ნახ­ვამ­დის.

თა­ვის დრო­ზე "გზის" მკი­თხვე­ლებს ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის კუ­ლუ­ა­რუ­ლი ამ­ბე­ბი მომ­ღერ­ლის ბე­ბი­ამ, ლალი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა უამ­ბო. მა­შინ სიძე ძა­ლი­ან მოს­წონ­და, მას­ზე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ლა­პა­რა­კობ­და. ამ­ბობ­და, ირაკ­ლი ნამ­დვი­ლი მა­ჩო­აო და შვი­ლიშ­ვილს არ­ჩე­ვანს უწო­ნებ­და. დღეს კი მის საქ­ცი­ელს არა­მა­მა­კა­ცურს უწო­დებს.

ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი:

- წა­ვი­კი­თხე ირაკ­ლის ინ­ტერ­ვიუ. ვი­ცო­დი, მას ძა­ლი­ან უნ­დო­და, ქარ­თულ პრე­სას­თან ამ თე­მა­ზე ელა­პა­რა­კა.

- ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ი­დან გაქვთ?

- 2 გა­მო­ცე­მას და­უ­კავ­შირ­და. მათ ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი უთხრეს. რო­გორც ჩანს, ნი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ეს. ირაკ­ლი გაბ­რაზ­და და სხვა გა­მო­ცე­მას და­უ­კავ­შირ­და. მყავს მე­გო­ბა­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ეს ამ­ბა­ვი მათ მი­თხრეს. ირაკ­ლის საქ­ცი­ე­ლი ძალ­ზე არა­კა­ცუ­რია. ოჯა­ხურ ამ­ბებ­ზე სა­ჯა­როდ ვინ ლა­პა­რა­კობს?!

- ნი­ნი­სა და ირაკ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა არ უც­დი­ათ?

- ვე­რა­ფერს გე­ტყვით, ნინი ძა­ლი­ან თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია. ვიცი, მხო­ლოდ ის, რომ მოს­კოვ­ში მარ­ტო­ო­ბამ შე­ა­წუ­ხა. ეს სი­მარ­ტო­ვე ირაკ­ლიმ ვერ შე­უვ­სო. მეს­მის, შე­იძ­ლე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, ბევ­რი საქ­მე გქონ­დეს, მაგ­რამ ახალ­მოყ­ვა­ნი­ლი ცო­ლის­თვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვა უნდა შეძ­ლო. მით უმე­ტეს მა­შინ, როცა უცხო ქა­ლაქ­ში მიგ­ყავს.

- ნინი მე­უღ­ლეს­თან უთან­ხმო­ე­ბა­ზე, წყე­ნა­ზე ოჯა­ხის წევ­რებ­თან თუ ლა­პა­რა­კობ­და?

- რო­გორც ჩანს, ყვე­ლა­ფე­რი ჯერ არ იყო გარ­კვე­უ­ლი და ნინი ურ­თი­ერ­თო­ბას უფრთხილ­დე­ბო­და. ახლა ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ზედ­მე­ტი კი­თხვე­ბით არ მინ­და შე­ვა­წუ­ხო.

- ინ­ტერ­ვი­უ­ში ირაკ­ლი ამ­ბობს, რომ ნი­ნის მა­მას­თან, ერეკ­ლეს­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. მას­თან პრობ­ლე­მა­ზე ულა­პა­რა­კია?

- მათ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი ჰქონ­დათ.

- ბო­ლოს ერ­თმა­ნეთს რო­დის და­ე­ლა­პა­რაკ­ნენ?

- დიდი ხა­ნია, აღარ ულა­პა­რა­კი­ათ. ერეკ­ლემ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გა­მოც­ვა­ლა და რო­გორც ჩანს, ირაკ­ლიმ ახა­ლი ნო­მე­რი ვერ გა­ი­გო. ერეკ­ლე­საც აღარ და­უ­რე­კავს.

- თა­ვის დრო­ზე, ნი­ნი­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­უთ­ქვამს ერეკ­ლეს­თან?

- არა, მსგავ­სი არას­დროს არა­ფე­რი უთ­ქვამს.

- ნი­ნის დღეს ელა­პა­რა­კეთ?

- არა. 2 კვი­რა­ში ბავ­შვს ელო­დე­ბა და უსი­ა­მოვ­ნო თე­მა­ზე ვერ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

აპირებენ თუ არა კახიანები ირაკლი კუტალაძისთვის პასუხის გაცემას?

აპირებენ თუ არა კახიანები ირაკლი კუტალაძისთვის პასუხის გაცემას?

მას შემდეგ, რაც ნინი ბადურაშვილი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა და "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრი გახდა, საზოგადოება მისი და ირაკლი კუტალაძის შესაძლო დაშორებაზე ალაპარაკდა. ნინი პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში ამას დამაჯერებლად უარყოფდა, უფრო მეტიც - ამბობდა, რომ მსოფლიოში ყველაზე გამგები ქმარი ჰყავს. ახლახან კი პრესაში მისი მეუღლის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ირაკლი კუტალაძე ამბობს, რომ ნინის მიზანი იყო, ოფიციალურად გათხოვილიყო და შვილი კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმაში არ შედიოდაო... მას ცოლთან დაშორება გადაწყვეტილი აქვს და ვერც მიზეზს ხედავს, ეს ნაბიჯი რომ არ გადადგას.

კახიანები ირაკლი კუტალაძისთვის პასუხის გაცემას პრესის საშუალებით არ აპირებენ.

ეკა კახიანი:

- ინტერვიუებს არ ვიძლევი.

- ირაკლი კუტალაძის...

- (მაწყვეტინებს) ირაკლი არ მაინტერესებს. ნახვამდის.

თავის დროზე "გზის" მკითხველებს ნინი ბადურაშვილის გაბედნიერებისა და გრანდიოზული ქორწილის კულუარული ამბები მომღერლის ბებიამ, ლალი ბადურაშვილმა უამბო. მაშინ სიძე ძალიან მოსწონდა, მასზე აღფრთოვანებული ლაპარაკობდა. ამბობდა, ირაკლი ნამდვილი მაჩოაო და შვილიშვილს არჩევანს უწონებდა. დღეს კი მის საქციელს არამამაკაცურს უწოდებს.

ლალი ბადურაშვილი:

- წავიკითხე ირაკლის ინტერვიუ. ვიცოდი, მას ძალიან უნდოდა, ქართულ პრესასთან ამ თემაზე ელაპარაკა.

- ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?

- 2 გამოცემას დაუკავშირდა. მათ ინტერვიუზე უარი უთხრეს. როგორც ჩანს, ნინის მდგომარეობას ანგარიში გაუწიეს. ირაკლი გაბრაზდა და სხვა გამოცემას დაუკავშირდა. მყავს მეგობარი ჟურნალისტები, ეს ამბავი მათ მითხრეს. ირაკლის საქციელი ძალზე არაკაცურია. ოჯახურ ამბებზე საჯაროდ ვინ ლაპარაკობს?!

- ნინისა და ირაკლის ურთიერთობის გარკვევა არ უცდიათ?

- ვერაფერს გეტყვით, ნინი ძალიან თავშეკავებულია. ვიცი, მხოლოდ ის, რომ მოსკოვში მარტოობამ შეაწუხა. ეს სიმარტოვე ირაკლიმ ვერ შეუვსო. მესმის, შეიძლება დაკავებული იყო, ბევრი საქმე გქონდეს, მაგრამ ახალმოყვანილი ცოლისთვის დროის გამონახვა უნდა შეძლო. მით უმეტეს მაშინ, როცა უცხო ქალაქში მიგყავს.

- ნინი მეუღლესთან უთანხმოებაზე, წყენაზე ოჯახის წევრებთან თუ ლაპარაკობდა?

- როგორც ჩანს, ყველაფერი ჯერ არ იყო გარკვეული და ნინი ურთიერთობას უფრთხილდებოდა. ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ზედმეტი კითხვებით არ მინდა შევაწუხო.

- ინტერვიუში ირაკლი ამბობს, რომ ნინის მამასთან, ერეკლესთან ჰქონდა ურთიერთობა. მასთან პრობლემაზე ულაპარაკია?

- მათ სატელეფონო საუბრები ჰქონდათ.

- ბოლოს ერთმანეთს როდის დაელაპარაკნენ?

- დიდი ხანია, აღარ ულაპარაკიათ. ერეკლემ ტელეფონის ნომერი გამოცვალა და როგორც ჩანს, ირაკლიმ ახალი ნომერი ვერ გაიგო. ერეკლესაც აღარ დაურეკავს.

- თავის დროზე, ნინიზე უკმაყოფილება გამოუთქვამს ერეკლესთან?

- არა, მსგავსი არასდროს არაფერი უთქვამს.

- ნინის დღეს ელაპარაკეთ?

- არა. 2 კვირაში ბავშვს ელოდება და უსიამოვნო თემაზე ვერ დაველაპარაკები.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება