პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ფაჩუაშვილი "ჩემი ცოლის დაქალებში" 14-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ აღმოჩნდა
მაია ფაჩუაშვილი "ჩემი ცოლის დაქალებში" 14-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ აღმოჩნდა

სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" რამ­დე­ნი­მე სე­რი­ის წინ ახა­ლი გმი­რე­ბი - პეტ­რე და ელე­ნე გა­მოჩ­ნდნენ. პეტ­რე ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რის, თი­ნას სიმ­პა­თი­ის ობი­ექ­ტად იქცა, ელე­ნე კი პეტ­რეს დაა, რო­მე­ლიც ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად ინ­ვა­ლი­დის ეტლსაა მი­ჯაჭ­ვუ­ლი, მის გამო კი ძმამ სა­ზღვარ­გა­რეთ კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი თქვა. მა­ყუ­რე­ბე­ლი ძა­ლი­ან და­ა­ინ­ტე­რე­სა ელე­ნეს გმი­რის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, რომ­ლიც მსა­ხი­ო­ბი მაია ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი გახ­ლავთ. ქალ­ბა­ტო­ნი მა­ი­ას ჯგუ­ფი თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში დღეს უკვე მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. მარ­თა­ლია, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მცი­რე სცე­ნა­ზე გა­ნაგ­რძო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ამის შემ­დეგ ჰქონ­და 14-წლი­ა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სცე­ნას ისევ და­უბ­რუნ­და და მიხ­ვდა, რომ მისი ად­გი­ლი იქაა, ერთ-ერთი სპექ­ტაკ­ლი­დან კი პირ­და­პირ სე­რი­ალ­ში აღ­მოჩ­ნდა.

- ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და მსა­ხი­ო­ბო­ბა. ჩა­ვა­ბა­რე შე­სა­ბა­მის ფა­კულ­ტეტ­ზე და არაჩ­ვე­ულბ­რივ ჯგუფ­ში ვსწავ­ლობ­დი. ისე­თი ჯგუ­ფე­ლე­ბი მყავ­დნენ, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ანთ საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს და მათი გვარ-სა­ხე­ლე­ბიც დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია: მე­რაბ ნი­ნი­ძე, ნა­ნუ­კა ხუს­კი­ვა­ძე, ნანა შო­ნია, ლე­ვან ბე­რი­კაშ­ვი­ლი, გოჩა კა­პა­ნა­ძე, ირაკ­ლი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, ლე­ვან წუ­ლა­ძეც ჩვე­ნი ჯგუ­ფე­ლი იყო, სა­ნამ სა­რე­ჟი­სო­რო­ზე გა­და­ვი­დო­და. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯგუ­ფი ვი­ყა­ვით, სას­წავ­ლებ­ლის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მთე­ლი ჯგუ­ფი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მცი­რე სცე­ნა­ზე სა­თა­მა­შოდ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ვმუ­შა­ობ­დით ერ­თად, მაგ­რამ შემ­დეგ ყვე­ლამ თა­ვი­სი გზა მო­ნა­ხა. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ის პე­რი­ო­დი, გვყავ­და ჩვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, არა­ვის არ უნ­დო­და ჩვე­ნი დაშ­ლა, მაგ­რამ 1993 წლი­დან ყვე­ლა­ფე­რი აი­რია და ცხოვ­რე­ბა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გა­ვაგ­რძე­ლეთ.

- რო­გორ წა­რი­მარ­თა თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა?

- ძა­ლი­ან დიდი პა­უ­ზა მქონ­და, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს დრო ჩემს შვილს მო­ვახ­მა­რე. იმ პე­რი­ოდ­ში თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში დათო დო­ი­აშ­ვი­ლის სპექ­ტაკლ "ჰენ­რიხ IV"-ში ვი­თა­მა­შე, თან ვმუ­შა­ობ­დი გახ­მო­ვა­ნე­ბა­ზე. ამ­ჟა­მად კი ვთა­მა­შობ ჭო­ლას­თან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში.

- ანუ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის დას­ში ირი­ცხე­ბით?

- არა, ლე­ვან წუ­ლა­ძემ მი­მიწ­ვია მისი სტუ­დენ­ტის სპექ­ტაკლში სა­თა­მა­შოდ, რო­მელ­მაც თურ­ქი დრა­მა­ტურ­გის თუნ­ჯერ ჯუ­ჯე­ნ­ოღ­ლუს პი­ე­სა "ზვა­ვი" გა­ა­ცო­ცხლა სცე­ნა­ზე და უკვე ორი სე­ზო­ნია მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სხვენ­ში ვთა­მა­შობთ ამ სპექ­ტაკლს, ამას­თა­ნა­ვე ვმო­ნა­წი­ლე­ობ სპექ­ტაკლში "კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი".

- საკ­მა­ოდ გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზის შემ­დეგ, სცე­ნა­ზე დად­გო­მა არ იყო რთუ­ლი? ალ­ბათ ღე­ლავ­დით...

- დო­ის­თან მუ­შა­ო­ბამ­დე 4-წლი­ა­ნი პა­უ­ზა მქონ­და, შემ­დეგ კი 10 წელი ვი­ყა­ვი ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი ამ საქ­მეს, 14-წლი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ არა­ნა­ი­რად არ გამ­ჭირ­ვე­ბია სცე­ნა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა ამ ფაქ­ტმა და მივ­ხვდი, რომ ჩემი ად­გი­ლი იქაა, სა­დაც დღეს ვმუ­შა­ობ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მაია ფაჩუაშვილი "ჩემი ცოლის დაქალებში" 14-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ აღმოჩნდა

მაია ფაჩუაშვილი "ჩემი ცოლის დაქალებში" 14-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ აღმოჩნდა

სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" რამდენიმე სერიის წინ ახალი გმირები - პეტრე და ელენე გამოჩნდნენ. პეტრე ერთ-ერთი მთავარი გმირის, თინას სიმპათიის ობიექტად იქცა, ელენე კი პეტრეს დაა, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, მის გამო კი ძმამ საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელებაზე უარი თქვა. მაყურებელი ძალიან დააინტერესა ელენეს გმირის შემსრულებელმა ქალბატონმა, რომლიც მსახიობი მაია ფაჩუაშვილი გახლავთ. ქალბატონი მაიას ჯგუფი თეატრალურ ინსტიტუტში დღეს უკვე მეტად პოპულარული მსახიობებისგან შედგებოდა. მართალია, სწავლის დასრულებისთანავე რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე განაგრძო მუშაობა, მაგრამ ამის შემდეგ ჰქონდა 14-წლიანი შემოქმედებითი პაუზა. დროთა განმავლობაში სცენას ისევ დაუბრუნდა და მიხვდა, რომ მისი ადგილი იქაა, ერთ-ერთი სპექტაკლიდან კი პირდაპირ სერიალში აღმოჩნდა.

- ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა. ჩავაბარე შესაბამის ფაკულტეტზე და არაჩვეულბრივ ჯგუფში ვსწავლობდი. ისეთი ჯგუფელები მყავდნენ, რომლებმაც თავიანთ საქმეში წარმატებას მიაღწიეს და მათი გვარ-სახელებიც დღეს საზოგადოებისთვის ცნობილია: მერაბ ნინიძე, ნანუკა ხუსკივაძე, ნანა შონია, ლევან ბერიკაშვილი, გოჩა კაპანაძე, ირაკლი მაჭარაშვილი, ლევან წულაძეც ჩვენი ჯგუფელი იყო, სანამ სარეჟისოროზე გადავიდოდა. თეატრალურ ინსტიტუტში საკმაოდ პოპულარული ჯგუფი ვიყავით, სასწავლებლის დასრულებისთანავე მთელი ჯგუფი რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე სათამაშოდ გადაგვიყვანეს, საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდით ერთად, მაგრამ შემდეგ ყველამ თავისი გზა მონახა. ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი, გვყავდა ჩვენი მაყურებელი, თაყვანისმცემლები, არავის არ უნდოდა ჩვენი დაშლა, მაგრამ 1993 წლიდან ყველაფერი აირია და ცხოვრება სხვადასხვაგვარად გავაგრძელეთ.

- როგორ წარიმართა თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?

- ძალიან დიდი პაუზა მქონდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს დრო ჩემს შვილს მოვახმარე. იმ პერიოდში თავისუფალ თეატრში დათო დოიაშვილის სპექტაკლ "ჰენრიხ IV"-ში ვითამაშე, თან ვმუშაობდი გახმოვანებაზე. ამჟამად კი ვთამაშობ ჭოლასთან მარჯანიშვილის თეატრში.

- ანუ მარჯანიშვილის თეატრის დასში ირიცხებით?

- არა, ლევან წულაძემ მიმიწვია მისი სტუდენტის სპექტაკლში სათამაშოდ, რომელმაც თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესა "ზვავი" გააცოცხლა სცენაზე და უკვე ორი სეზონია მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ვთამაშობთ ამ სპექტაკლს, ამასთანავე ვმონაწილეობ სპექტაკლში "კოტე მარჯანიშვილი".

- საკმაოდ გრძელვადიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, სცენაზე დადგომა არ იყო რთული? ალბათ ღელავდით...

- დოისთან მუშაობამდე 4-წლიანი პაუზა მქონდა, შემდეგ კი 10 წელი ვიყავი ჩამოშორებული ამ საქმეს, 14-წლიანი შესვენების შემდეგ არანაირად არ გამჭირვებია სცენაზე დაბრუნება, პირიქით, ძალიან გამახარა ამ ფაქტმა და მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქაა, სადაც დღეს ვმუშაობ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება