Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჯაფარიძე: იმედი არ დამიკარგავს, რომ დავით ბაქრაძეს ვაჯობებ!
ზურაბ ჯაფარიძე: იმედი არ დამიკარგავს, რომ დავით ბაქრაძეს ვაჯობებ!

"მე ფარ-ხმა­ლი ჯერ არ და­მიყ­რია. ყვე­ლა­ფე­რი წინ არის, და­ვით ბაქ­რა­ძეს მი­ნი­მუმ ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­ვუ­წევ"- ამ­ბობს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე. რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრა­ი­მე­რის პირ­ველ ტურ­ში და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ი­მარ­ჯვა, თუმ­ცა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­მარ­ჯვე­ბას სწო­რედ ის, და არა ბაქ­რა­ძე იმ­სა­ხუ­რებ­და.

- ბა­ტო­ნო ზურა, რა გაძ­ლევთ იმის იმედს, რომ და­ვით ბაქ­რა­ძეს ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევთ?

- მე მეს­მის, რომ არა­მარ­ტო და­ვით ბაქ­რა­ძეს, პრა­ი­მერ­ში მო­ნა­წი­ლე და­ნარ­ჩენ კან­დი­და­ტებ­საც, შოთა მა­ლაშ­ხი­ა­სა და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს, გა­ცი­ლე­ბით დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. ამ თვალ­საზ­რი­სით, ჩემ­ზე უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, მაგ­რამ არის რა­ღა­ცე­ბი, რაც, ჩემი აზ­რით, მე მათ­გან გა­მო­მარ­ჩევს.

- "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რი­ტუ­ა­ლი" - ასე შე­ა­ფა­სა პო­ლი­ტო­ლოგ­მა სოსო ცინ­ცა­ძემ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პრა­ი­მე­რი". მისი აზ­რით, ეს მხო­ლოდ მას­კა­რა­დია და ყვე­ლამ წი­ნას­წარ იცის, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და­ვით ბაქ­რა­ძე იქ­ნე­ბა, თქვენ და და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი უბ­რა­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი ფი­გუ­რე­ბი ხართ. თქვენ რას იტყვით ამის შე­სა­ხებ?

- მე თავი ფორ­მა­ლურ ფი­გუ­რად არ მი­მაჩ­ნია. მერ­წმუ­ნეთ, პრა­ი­მე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა. პირ­ველ ტურ­ში გან­ცდი­ლი მარ­ცხის მი­უ­ხე­და­ვად, ფარ-ხმა­ლის დაყ­რას არ ვა­პი­რებ, წინ კი­დევ 5 რა­უნ­დია. ჩვენ სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე გავ­მარ­თავთ დე­ბა­ტებს. ვფიქ­რობ, რომ და­ვით ბაქ­რა­ძეს მი­ნი­მუმ სე­რი­ო­ზულ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­ვუ­წევ, თუ არ ვა­ჯო­ბებ კი­დეც.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ზურაბ ჯაფარიძე: იმედი არ დამიკარგავს, რომ დავით ბაქრაძეს ვაჯობებ!

ზურაბ ჯაფარიძე: იმედი არ დამიკარგავს, რომ დავით ბაქრაძეს ვაჯობებ!

"მე ფარ-ხმალი ჯერ არ დამიყრია. ყველაფერი წინ არის, დავით ბაქრაძეს მინიმუმ ღირსეულ კონკურენციას გავუწევ"- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე. როგორც უკვე ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის პირველ ტურში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა, თუმცა, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გამარჯვებას სწორედ ის, და არა ბაქრაძე იმსახურებდა.

- ბატონო ზურა, რა გაძლევთ იმის იმედს, რომ დავით ბაქრაძეს ღირსეულ კონკურენციას გაუწევთ?

- მე მესმის, რომ არამარტო დავით ბაქრაძეს, პრაიმერში მონაწილე დანარჩენ კანდიდატებსაც, შოთა მალაშხიასა და გიორგი ბარამიძეს, გაცილებით დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვთ. ამ თვალსაზრისით, ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ არის რაღაცები, რაც, ჩემი აზრით, მე მათგან გამომარჩევს.

- "დემოკრატიული რიტუალი" - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ "ნაციონალური პრაიმერი". მისი აზრით, ეს მხოლოდ მასკარადია და ყველამ წინასწარ იცის, რომ გამარჯვებული დავით ბაქრაძე იქნება, თქვენ და დანარჩენები კი უბრალოდ ფორმალური ფიგურები ხართ. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

- მე თავი ფორმალურ ფიგურად არ მიმაჩნია. მერწმუნეთ, პრაიმერი დემოკრატიულად ჩატარდება. პირველ ტურში განცდილი მარცხის მიუხედავად, ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებ, წინ კიდევ 5 რაუნდია. ჩვენ სხვადასხვა თემებზე გავმართავთ დებატებს. ვფიქრობ, რომ დავით ბაქრაძეს მინიმუმ სერიოზულ წინააღმდეგობას გავუწევ, თუ არ ვაჯობებ კიდეც.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა