პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილი - 4.5-5% ეკონომიკური ზრდაც შეუძლებელია ბ-ნო კვირიკაშვილო
თამარ ჩერგოლეიშვილი - 4.5-5% ეკონომიკური ზრდაც შეუძლებელია ბ-ნო კვირიკაშვილო

ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მან 6% ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა.

" "ვფიქ­რობთ, 4,5%-5%-ს მიღ­წე­ვა კი­დევ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი წი­ნა­პი­რო­ბაა სა­ჭი­რო, მათ შო­რის, უნდა შე­წყდეს ის უარ­ყო­ფი­თი პი­ა­რი, რო­მე­ლიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ვრცელ­დე­ბა. ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს", - აღ­ნიშ­ნა კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

4.5-5% ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდაც შე­უძ­ლე­ბე­ლია ბ-ნო კვი­რი­კაშ­ვი­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა უარ­ყო­ფით პი­არს:

1. პირ­ველ რიგ­ში, პრე­მი­ერ­მა უნდა შე­წყვი­ტოს და­ვოს­ში და სხვა ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუ­მებ­ზე, სა­ა­კაშ­ვი­ლის ავად­მყო­ფუ­რი ზი­ზღის გამო, იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის წარ­მა­ტე­ბა სიც­რუ­ის შე­დე­გი იყო და მსოფ­ლიო ბან­კი და სხვა სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სიც­რუ­ის მსხვერ­პლე­ბი არი­ან.

2. მკა­ფიო უნდა გა­ხა­დოთ თქვე­ნი სა­ფი­ნან­სო პო­ლი­ტი­კა, თავი და­ა­ნე­ბოთ ენერ­გო­ტა­რი­ფე­ბის რყე­ვას, გა­ა­ნე­ბოთ თავი საწ­ვა­ვის ბიზ­ნესს, "ჩა­არ­წმუ­ნოთ" პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი, რომ ბიზ­ნეს­მე­ნებს არ უნდა უბ­რძა­ნოს "სა­ბაზ­რო ფა­სებ­თან" მი­ახ­ლო­ე­ბა.

3. უნდა მორ­ჩეს პრე­მი­ე­რი იმის მტკი­ცე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ტე­რო­რის­ტე­ბის ბუ­დეა.

4. უნდა მორ­ჩეს პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნას "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის" სა­ხე­ლით - რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მე­ბის სა­მე­ულ­შიც კი არ შე­დის მისი და­ჩე­მე­ბუ­ლი ე. წ. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა - ხალ­ხს სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, ეკო­ნო­მი­კა და ჯან­დაც­ვა ანაღ­ვლებს.

5. უნდა მო­აშ­თოს ხუ­ხაშ­ვი­ლი.

6. უნდა და­ი­თხო­ვოს მთავ­რო­ბა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ხალ­ხი და­ნიშ­ნოს მი­ნის­ტრე­ბად.

7. უნდა გა­მოს­წორ­დეს კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა - სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. ცოტა ხან­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ სტა­ტის­ტი­კას.

8. უნდა შე­წყვი­ტოთ ისე­თი იდი­ო­ტუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით გა­მოს­ვლა, რო­გო­რი­ცა­აა მი­წის უცხო­ე­ლებ­ზე მი­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვა.

9. უნდა და­ი­სა­ჯოს 17 მა­ი­სის და სხვა ტი­პის ძა­ლა­დობ­რი­ვი კე­რე­ბის შემ­ქმნე­ლე­ბი.

და ა. შ.", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თამარ ჩერგოლეიშვილი - 4.5-5% ეკონომიკური ზრდაც შეუძლებელია ბ-ნო კვირიკაშვილო

თამარ ჩერგოლეიშვილი - 4.5-5% ეკონომიკური ზრდაც შეუძლებელია ბ-ნო კვირიკაშვილო

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან 6% ეკონომიკური ზრდის შესახებ გააკეთა.

" "ვფიქრობთ, 4,5%-5%-ს მიღწევა კიდევ არის შესაძლებელი. ამისთვის ძალიან ბევრი წინაპირობაა საჭირო, მათ შორის, უნდა შეწყდეს ის უარყოფითი პიარი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

4.5-5% ეკონომიკური ზრდაც შეუძლებელია ბ-ნო კვირიკაშვილო. რაც შეეხება უარყოფით პიარს:

1. პირველ რიგში, პრემიერმა უნდა შეწყვიტოს დავოსში და სხვა ეკონომიკურ ფორუმებზე, სააკაშვილის ავადმყოფური ზიზღის გამო, იმაზე ლაპარაკი, რომ ქართული ეკონომიკის წარმატება სიცრუის შედეგი იყო და მსოფლიო ბანკი და სხვა საფინანსო ორგანიზაციები სიცრუის მსხვერპლები არიან.

2. მკაფიო უნდა გახადოთ თქვენი საფინანსო პოლიტიკა, თავი დაანებოთ ენერგოტარიფების რყევას, გაანებოთ თავი საწვავის ბიზნესს, "ჩაარწმუნოთ" პრემიერ მინისტრი, რომ ბიზნესმენებს არ უნდა უბრძანოს "საბაზრო ფასებთან" მიახლოება.

3. უნდა მორჩეს პრემიერი იმის მტკიცებას, რომ საქართველო ტერორისტების ბუდეა.

4. უნდა მორჩეს პოლიტიკური ოპონენტების დევნას "სამართლიანობის აღდგენის" სახელით - როგორც ირკვევა, საქართველოს მოსახლეობის პრობლემების სამეულშიც კი არ შედის მისი დაჩემებული ე. წ. სამართლიანობის აღდგენა - ხალხს სამუშაო ადგილები, ეკონომიკა და ჯანდაცვა ანაღვლებს.

5. უნდა მოაშთოს ხუხაშვილი.

6. უნდა დაითხოვოს მთავრობა და კვალიფიციური ხალხი დანიშნოს მინისტრებად.

7. უნდა გამოსწორდეს კრიმინოგენული ვითარება - საშინელება ხდება. ცოტა ხანში გამოვაქვეყნებთ სტატისტიკას.

8. უნდა შეწყვიტოთ ისეთი იდიოტური ინიციატივებით გამოსვლა, როგორიცააა მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა.

9. უნდა დაისაჯოს 17 მაისის და სხვა ტიპის ძალადობრივი კერების შემქმნელები.

და ა. შ.", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს