მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Hammad Zaman-ის მუქარა "რეზონანსის" ჟურნალისტის "ფეისბუკის" გვერდზე
Hammad Zaman-ის მუქარა "რეზონანსის" ჟურნალისტის "ფეისბუკის" გვერდზე

რა­ო­დენ უც­ნა­უ­რა­დაც უნდა მო­გეჩ­ვე­ნოთ, ვინ­მე "ჰამ­მად ზა­მა­ნის" მიერ 6 ივ­ნისს გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა ჩემი "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე მხო­ლოდ ორი დღის წინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. შე­ტყო­ბი­ნე­ბა სულ სამი წი­ნა­და­დე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა. პირ­ვე­ლი ორი წი­ნა­და­დე­ბა ინ­გლი­სუ­რად წე­რია და მუ­ქა­რას გა­მო­ხა­ტავს: "ჩვენ ყვე­ლა ქარ­თველ ჯვა­რო­სანს გა­ვა­ნად­გუ­რებთ, ჯი­ჰა­დი მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის", - მწერს გა­მომ­გზავ­ნი. მე­სა­მე წი­ნა­და­დე­ბა არა­ბუ­ლი შრიფ­ტი­თაა და­წე­რი­ლი, რო­მე­ლიც გუ­გლის მეშ­ვე­ო­ბით და­ახ­ლო­ე­ბით ასე ვთარ­გმნე: "არ არ­სე­ბობს სხვა ღმერ­თი, გარ­და ალა­ჰი­სა".

"ჰამ­მად ზა­მა­ნი" მიგ­ზავ­ნის იმ ვი­დეო-რგო­ლის ლინკსაც, რო­მე­ლიც 5 ივ­ნისს "იუ­თუბ­ზე" ატ­ვირ­თა და ინ­ტერ­ნე­ტით გა­ავ­რცე­ლა, და რო­მელ­საც შსს ამ­ჟა­მა­დაც იძი­ებს.

ამ, ასე ვთქვათ, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ტე­რო­რის­ტის შე­ტყო­ბი­ნე­ბა თა­ვის დრო­ზე რომ მე­ნა­ხა, ალ­ბათ უფრო მძაფ­რი რე­აქ­ცია მექ­ნე­ბო­და, რად­გა­ნაც ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ავ­ღა­ნე­თის პრო­ვინ­ცია ჰელ­მან­დში, ქარ­თულ ბა­ზა­ზე მომ­ხდარ­მა ტე­რაქ­ტმა შვი­დი ჯა­რის­კა­ცი იმ­სხვერ­პლა. მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც გავ­რცელ­და ცნო­ბა ამ ვი­დე­ოს ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ, მეც მშვი­დად შევ­ხვდი ამ "მუ­ქა­რას" და გა­მო­ძი­ე­ბას წარ­ვუდ­გი­ნე.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრტე­რო­რის­ტულ დე­პარ­ტა­მენ­ტში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მკი­თხავ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­კი­თხვის დე­ტა­ლე­ბის გამ­ხე­ლის­გან თავს ვი­კა­ვებ. მინ­და, ამ სტა­ტი­ა­ში მხო­ლოდ ჩემი ვერ­სია და ვა­რა­უ­დი გა­მოვ­თქვა, თუ რა­ტომ შე­მარ­ჩია ვირ­ტუ­ა­ლურ­მა "თა­ლიბ­მა" მუ­ქა­რის ად­რე­სა­ტად.

ვი­დე­ორ­გო­ლის შემ­ქმნე­ლის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ვერ­სი­ას კი­დევ მე­ტად ამ­ყა­რებს მუ­ქა­რის ჩემ­თვის გა­მოგ­ზავ­ნის ფაქ­ტიც. ორი­ო­დე სი­ტყვით აღვწერ ჩემს "ფე­ის­ბუ­კის" გვერდს. მთა­ვარ ფო­ტო­ე­ბად მი­დევს სამ­ხედ­რო წვრთნე­ბის დროს პო­ლი­გონ­ზე საბ­რძო­ლო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი სუ­რა­თე­ბი. თვი­თონ გვერ­დი დატ­ვირ­თუ­ლი მაქვს ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ფო­ტო­ე­ბით, და სა­ერ­თოდ, აი­სა­ფის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვი­დეო და ფო­ტო­მა­სა­ლით. ყო­ვე­ლი­ვე ეს აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­სი­ი­სად­მი ჩემს მხარ­და­ჭე­რა­სა და კე­თილ­გან­წყო­ბას ადას­ტუ­რებს. პოს­ტებ­სა და კო­მენ­ტა­რებ­ში კი მუდ­მი­ვად აღ­ვნიშ­ნავ, რომ ვემ­ზა­დე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში წა­სას­ვლე­ლად და ჟურ­ნა­ლის­ტის ამ­პლუ­ა­ში მი­სი­ის გა­სა­შუ­ქებ­ლად.

ამას­თა­ნა­ვე, არ და­მი­მა­ლავს, რომ ვმუ­შა­ობ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ მე­დია-პრო­ექ­ტზე ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ პრო­ექ­ტის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია გა­აჩ­ნია ბევ­რს სამ­თავ­რო­ბო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რას. რამ­დე­ნა­დაც ამ ავან­ტი­უ­რის ერთ-ერთი მი­ზა­ნი ხალ­ხის და­ში­ნე­ბა და და­პა­ნი­კე­ბაა, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მუ­ქა­რის ად­რე­სა­ტად ჩემი შერ­ჩე­ვის მი­ზა­ნი იყო, რომ მე­დია-სა­შუ­ა­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი პა­ნი­კა ამე­ტე­ხა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერთი გა­რე­მო­ე­ბაც, "ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ტე­რო­რისტ(ებ)ის" კლიპ­ში ჯა­რის­კა­ცე­ბი, რო­მელ­თაც ისი­ნი გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბი­ან, ჩემი "ფე­ის­ბუ­კის" მე­გობ­რე­ბი არი­ან და მათ­თან საკ­მა­ოდ თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს. "ჰამ­მად ზა­მა­ნის" აზ­რით, ალ­ბათ უფრო მე­ტად დავ­პა­ნიკ­დე­ბო­დი, როცა კლიპ­ში ჩემს ახ­ლო­ბელ ჯა­რის­კა­ცებს ვნა­ხავ­დი. ალ­ბათ ამი­ტო­მაც "იუ­თუბ­ზე" ატ­ვირ­თუ­ლი ორი ვი­დეო-რგო­ლი­დან მხო­ლოდ ის გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, სა­დაც ჩემი ნაც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცე­ბი ჩან­დნენ.

ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში, მა­შინ, როცა "ჯი­ჰა­დის კლი­პე­ბი" გავ­რცელ­და, და იქ ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ვი­ხი­ლე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ვი­პო­ვე და ვკი­თხე, ნა­ხეს თუ არა თა­ვი­ან­თი თავი ვი­დეო-რგოლ­ში. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ამ­ბა­ვი ჩემ­გან გა­ი­გეს და ლინ­კის გა­დაგ­ზავ­ნა მთხო­ვეს. ასე რომ, მათი პირ­ვე­ლი რე­აქ­ცი­ი­სა და ემო­ცი­ის მოწ­მე და გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი სწო­რედ მე ვი­ყა­ვი. მათი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, მათ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, მხო­ლოდ იმ ფრა­ზებს მო­ვიყ­ვან, რომ­ლე­ბიც მათ კლი­პის ნახ­ვის­თა­ნა­ვე მი­თხრეს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი მე­უბ­ნე­ბა, მხო­ლოდ გა­მე­ცი­ნა და მეტი არა­ფე­რი, რით და­ვიმ­სა­ხუ­რე ნე­ტავ, კლიპ­ში რომ მო­მახ­ვედ­რე­სო? მე­ო­რე­მაც, ასე­ვე, ხუმ­რო­ბით მო­მი­გო, "თა­ლი­ბებს" აქეთ ჩა­მოს­ვლით არ შე­ვა­წუ­ხებ, სექ­ტემ­ბერ­ში იქით ვე­ახ­ლე­ბიო. მე­სა­მეს კი უფრო რა­დი­კა­ლუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და: "მალე წა­ვალ ავ­ღა­ნეთ­ში და მა­გათ ვაჩ­ვე­ნებ, ვინ არი­ან ქარ­თვე­ლე­ბი".

არ ვიცი, რო­დის და რო­გორს, მაგ­რამ ალ­ბათ სა­ბო­ლოო სი­ტყვას გა­მო­ძი­ე­ბა იტყვის. მა­ნამ­დე კი თავს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ, ხმა­მაღ­ლა გან­ვა­ცხა­დო, "ვირ­ტუ­ა­ლურ­მა ტე­რო­რის­ტებ­მა" და­სა­ხულ მი­ზანს ვერ მი­აღ­წი­ეს. მათ ვერც ჯა­რის და­პა­ნი­კე­ბა შეძ­ლეს და ვერც - სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის. ჩემი აზ­რით, ვერც ის მო­ა­ხერ­ხეს, რომ ნა­ტო­სა და აი­სა­ფის მი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა ძი­რე­უ­ლად შე­ეც­ვა­ლათ.

ზა­ი­რა მი­ქა­ტა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

Hammad Zaman-ის მუქარა "რეზონანსის" ჟურნალისტის "ფეისბუკის" გვერდზე

Hammad Zaman-ის მუქარა "რეზონანსის" ჟურნალისტის "ფეისბუკის" გვერდზე

რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ვინმე "ჰამმად ზამანის" მიერ 6 ივნისს გამოგზავნილი შეტყობინება ჩემი "ფეისბუკის" გვერდზე მხოლოდ ორი დღის წინ აღმოვაჩინე. შეტყობინება სულ სამი წინადადებისაგან შედგება. პირველი ორი წინადადება ინგლისურად წერია და მუქარას გამოხატავს: "ჩვენ ყველა ქართველ ჯვაროსანს გავანადგურებთ, ჯიჰადი მოდის საქართველოსთვის", - მწერს გამომგზავნი. მესამე წინადადება არაბული შრიფტითაა დაწერილი, რომელიც გუგლის მეშვეობით დაახლოებით ასე ვთარგმნე: "არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ალაჰისა".

"ჰამმად ზამანი" მიგზავნის იმ ვიდეო-რგოლის ლინკსაც, რომელიც 5 ივნისს "იუთუბზე" ატვირთა და ინტერნეტით გაავრცელა, და რომელსაც შსს ამჟამადაც იძიებს.

ამ, ასე ვთქვათ, ვირტუალური ტერორისტის შეტყობინება თავის დროზე რომ მენახა, ალბათ უფრო მძაფრი რეაქცია მექნებოდა, რადგანაც ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში, ქართულ ბაზაზე მომხდარმა ტერაქტმა შვიდი ჯარისკაცი იმსხვერპლა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა ამ ვიდეოს ქართული წარმომავლობის შესახებ, მეც მშვიდად შევხვდი ამ "მუქარას" და გამოძიებას წარვუდგინე.

ამასთან დაკავშირებით შს სამინისტროს კონტრტერორისტულ დეპარტამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში მკითხავდნენ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაკითხვის დეტალების გამხელისგან თავს ვიკავებ. მინდა, ამ სტატიაში მხოლოდ ჩემი ვერსია და ვარაუდი გამოვთქვა, თუ რატომ შემარჩია ვირტუალურმა "თალიბმა" მუქარის ადრესატად.

ვიდეორგოლის შემქმნელის ქართული წარმომავლობის ვერსიას კიდევ მეტად ამყარებს მუქარის ჩემთვის გამოგზავნის ფაქტიც. ორიოდე სიტყვით აღვწერ ჩემს "ფეისბუკის" გვერდს. მთავარ ფოტოებად მიდევს სამხედრო წვრთნების დროს პოლიგონზე საბრძოლო აღჭურვილობაში გადაღებული საკუთარი სურათები. თვითონ გვერდი დატვირთული მაქვს ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების ფოტოებით, და საერთოდ, აისაფის თემასთან დაკავშირებული ვიდეო და ფოტომასალით. ყოველივე ეს აღნიშნული მისიისადმი ჩემს მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას ადასტურებს. პოსტებსა და კომენტარებში კი მუდმივად აღვნიშნავ, რომ ვემზადები ავღანეთში წასასვლელად და ჟურნალისტის ამპლუაში მისიის გასაშუქებლად.

ამასთანავე, არ დამიმალავს, რომ ვმუშაობ საკმაოდ სერიოზულ მედია-პროექტზე ავღანეთის მისიასთან დაკავშირებით და ამ პროექტის თაობაზე ინფორმაცია გააჩნია ბევრს სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურას. რამდენადაც ამ ავანტიურის ერთ-ერთი მიზანი ხალხის დაშინება და დაპანიკებაა, არ გამოვრიცხავ, რომ მუქარის ადრესატად ჩემი შერჩევის მიზანი იყო, რომ მედია-საშუალებით გარკვეული პანიკა ამეტეხა.

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, "ვირტუალური ტერორისტ(ებ)ის" კლიპში ჯარისკაცები, რომელთაც ისინი განადგურებით ემუქრებიან, ჩემი "ფეისბუკის" მეგობრები არიან და მათთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა მაკავშირებს. "ჰამმად ზამანის" აზრით, ალბათ უფრო მეტად დავპანიკდებოდი, როცა კლიპში ჩემს ახლობელ ჯარისკაცებს ვნახავდი. ალბათ ამიტომაც "იუთუბზე" ატვირთული ორი ვიდეო-რგოლიდან მხოლოდ ის გამომიგზავნეს, სადაც ჩემი ნაცნობი ჯარისკაცები ჩანდნენ.

ივნისის დასაწყისში, მაშინ, როცა "ჯიჰადის კლიპები" გავრცელდა, და იქ ჩემი ახლობელი ჯარისკაცები ვიხილე, დაუყოვნებლივ ვიპოვე და ვკითხე, ნახეს თუ არა თავიანთი თავი ვიდეო-რგოლში. აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი ჩემგან გაიგეს და ლინკის გადაგზავნა მთხოვეს. ასე რომ, მათი პირველი რეაქციისა და ემოციის მოწმე და გამზიარებელი სწორედ მე ვიყავი. მათი უსაფრთხოების მიზნით, ყოველი შემთხვევისთვის, მათ სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ, მხოლოდ იმ ფრაზებს მოვიყვან, რომლებიც მათ კლიპის ნახვისთანავე მითხრეს. ერთ-ერთი მათგანი მეუბნება, მხოლოდ გამეცინა და მეტი არაფერი, რით დავიმსახურე ნეტავ, კლიპში რომ მომახვედრესო? მეორემაც, ასევე, ხუმრობით მომიგო, "თალიბებს" აქეთ ჩამოსვლით არ შევაწუხებ, სექტემბერში იქით ვეახლებიო. მესამეს კი უფრო რადიკალური რეაქცია ჰქონდა: "მალე წავალ ავღანეთში და მაგათ ვაჩვენებ, ვინ არიან ქართველები".

არ ვიცი, როდის და როგორს, მაგრამ ალბათ საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის. მანამდე კი თავს უფლებას ვაძლევ, ხმამაღლა განვაცხადო, "ვირტუალურმა ტერორისტებმა" დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს. მათ ვერც ჯარის დაპანიკება შეძლეს და ვერც - საქართველოს მოსახლეობის. ჩემი აზრით, ვერც ის მოახერხეს, რომ ნატოსა და აისაფის მისიასთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოების განწყობა ძირეულად შეეცვალათ.

ზაირა მიქატაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები