სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბასა ფოცხიშვილი - პატარა ადამიანები ერგებიან და დითირამბებს უმღერიან ყველა მთავრობას
ბასა ფოცხიშვილი - პატარა ადამიანები ერგებიან და დითირამბებს უმღერიან ყველა მთავრობას

ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უ­პი­რის­პირ­და და რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ თა­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტავ­და... ქვე­ყა­ნა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ინ­ტერ­ვი­უ­ებს ერი­დე­ბა და არ­სად ჩანს, მაგ­რამ გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად ინ­ტერ­ვი­უ­ზე მა­ინც და­ვი­თან­ხმეთ...

"ისე­დაც ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რაც ხდე­ბო­და. ვიდ­რე ცი­ხის და ამ წა­მე­ბის კად­რებს ვნა­ხავ­დით, მა­ნამ­დეც ვი­ცო­დით, რომ ასე იყო... მე უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ყო­ველ­თვის ავი­მაღ­ლებ ხმას, ვინც უნდა იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის (ვინც სა­კუ­თარ თავს პა­ტივს სცემს) მო­ვა­ლე­ო­ბაა, უსა­მარ­თლო­ბას არ შე­უ­რიგ­დეს" - ამ­ბობს ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლი.

- ოქ­ტომ­ბერ­ში ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­და. რა შე­იც­ვა­ლა?

- ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნებს ში­ში­სა და და­უც­ვე­ლო­ბის სინ­დრო­მი აღარ აქვთ. თუმ­ცა, მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნებს ღირ­სე­ბა ან აქვთ ან არა და გა­ცი­ლე­ბით უფრო ღირ­სე­ბა­შე­ლა­ხუ­ლად მი­მაჩ­ნია ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით იჩაგ­რავს თავს, ვიდ­რე ის, ვი­საც ნამ­დვი­ლად ჩაგ­რა­ვენ.

- ჩვენ გვახ­სოვს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თარ თავ­ზე იწ­ვნი­ეს სამ­სა­ხუ­რე­ბის და­კარ­გვა... ოპე­რის მთა­ვარ­მა დი­რი­ჟორ­მა - ზაზა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვილ­მა დღემ­დე არ იცის მი­ზე­ზი თუ რა­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ასე­ვე იყო გოგი ჭი­ჭი­ნა­ძეც... თქვენ და­ზა­რალ­დით რე­ჟიმ­თან და­პი­რის­პი­რე­ბით?

- არ მი­მაჩ­ნია სწო­რად იმის თქმა, რომ ზაზა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლი და გოგი ჭი­ჭი­ნა­ძე და­ზა­რალ­დნენ, ისი­ნი ისე­თი რან­გის დი­რი­ჟო­რე­ბი არი­ან, რომ მათ ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს სამ­სა­ხუ­რი­დან მოხ­სნა და ასე­თი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი. ორი­ვე ისე­თი დიდი კულ­ტუ­რის და ზნე­ო­ბის ადა­მი­ა­ნია, რომ, ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, "და­ზა­რა­ლე­ბულ­ნი" იქ­ნე­ბი­ან. ეს პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­გე­ბი­ან და დი­თირ­ამ­ბებს უმ­ღე­რი­ან ყვე­ლა მთავ­რო­ბას. სა­ერ­თოდ არ მეს­მის, რა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ახლო კავ­შირ­ში იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თუ, რა თქმა უნდა, მე­გობ­რე­ბი არ არი­ან?! მა­ღა­ლი რან­გის შე­მოქ­მე­დებს ასე­თი მი­წი­ე­რი და­ზა­რა­ლე­ბით არა­ფე­რი აკ­ლდე­ბათ. ყვე­ლა­ზე დიდი რაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მოკ­ლან, ხომ? ამის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თია - მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი უდი­დეს მწერ­ლად დარ­ჩა, ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძე უდი­დეს დი­რი­ჟო­რად და ვინც ისი­ნი ფი­ზი­კუ­რად გა­ა­ნად­გუ­რა, იმ­დე­ნად არა­რა­ო­ბე­ბი არი­ან, სა­ხე­ლი და გვა­რიც არ ახ­სოვს არა­ვის...

- ბევ­რი ამ­ბობს, რომ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე ასა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა იცოდ­ნენ, თუ ეთან­ხმე­ბით და თვლით თუ არა, რომ პირ­ველ რიგ­ში ისი­ნი უნდა და­ი­სა­ჯონ?

- ისი­ნი ისე­დაც დას­ჯი­ლე­ბი არი­ან. არ­სე­ბობს კი­დევ უფრო დიდი სა­მარ­თა­ლი, ვიდ­რე აქა­უ­რი სა­მარ­თა­ლია. თა­ნამ­დე­ბო­ბით გან­დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჩემ­თვის არა­ფე­რია, იმი­ტომ, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა დღეს არის და ხვალ არ იქ­ნე­ბა. ამი­ტო­მაც, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბას ღირ­სე­ბა შეს­წი­რო, ძა­ლი­ან მიკ­ვირს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ბასა ფოცხიშვილი - პატარა ადამიანები ერგებიან და დითირამბებს უმღერიან ყველა მთავრობას

ბასა ფოცხიშვილი - პატარა ადამიანები ერგებიან და დითირამბებს უმღერიან ყველა მთავრობას

ბასა ფოცხიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც წინა ხელისუფლებას დაუპირისპირდა და რეჟიმის წინააღმდეგ თავის დამოკიდებულებას ყოველთვის აქტიურად გამოხატავდა... ქვეყანაში ცვლილებების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, ინტერვიუებს ერიდება და არსად ჩანს, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ინტერვიუზე მაინც დავითანხმეთ...

"ისედაც ყველამ ვიცოდით, რაც ხდებოდა. ვიდრე ციხის და ამ წამების კადრებს ვნახავდით, მანამდეც ვიცოდით, რომ ასე იყო... მე უსამართლობის წინააღმდეგ ყოველთვის ავიმაღლებ ხმას, ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანის (ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს) მოვალეობაა, უსამართლობას არ შეურიგდეს" - ამბობს ბასა ფოცხიშვილი.

- ოქტომბერში ქვეყანაში ახალი ხელისუფლება მოვიდა. რა შეიცვალა?

- ქვეყანაში ადამიანებს შიშისა და დაუცველობის სინდრომი აღარ აქვთ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ადამიანებს ღირსება ან აქვთ ან არა და გაცილებით უფრო ღირსებაშელახულად მიმაჩნია ის ადამიანი, ვინც ნებაყოფლობით იჩაგრავს თავს, ვიდრე ის, ვისაც ნამდვილად ჩაგრავენ.

- ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლებასთან დაპირისპირებული კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს სამსახურების დაკარგვა... ოპერის მთავარმა დირიჟორმა - ზაზა აზმაიფარაშვილმა დღემდე არ იცის მიზეზი თუ რატომ გაათავისუფლეს, ასევე იყო გოგი ჭიჭინაძეც... თქვენ დაზარალდით რეჟიმთან დაპირისპირებით?

- არ მიმაჩნია სწორად იმის თქმა, რომ ზაზა აზმაიფარაშვილი და გოგი ჭიჭინაძე დაზარალდნენ, ისინი ისეთი რანგის დირიჟორები არიან, რომ მათ ვერაფერს დააკლებს სამსახურიდან მოხსნა და ასეთი სისულელეები. ორივე ისეთი დიდი კულტურის და ზნეობის ადამიანია, რომ, ნებისმიერი ხელისუფლების დროს, "დაზარალებულნი" იქნებიან. ეს პატარა ადამიანები ერგებიან და დითირამბებს უმღერიან ყველა მთავრობას. საერთოდ არ მესმის, რა აუცილებელია, ახლო კავშირში იყვნენ ხელისუფლების და ხელოვნების წარმომადგენლები თუ, რა თქმა უნდა, მეგობრები არ არიან?! მაღალი რანგის შემოქმედებს ასეთი მიწიერი დაზარალებით არაფერი აკლდებათ. ყველაზე დიდი რაც შეიძლება მოხდეს მოკლან, ხომ? ამის არაერთი მაგალითია - მიხეილ ჯავახიშვილი უდიდეს მწერლად დარჩა, ევგენი მიქელაძე უდიდეს დირიჟორად და ვინც ისინი ფიზიკურად გაანადგურა, იმდენად არარაობები არიან, სახელი და გვარიც არ ახსოვს არავის...

- ბევრი ამბობს, რომ ფარულ ჩანაწერებზე ასახული ადამიანების წამება მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, თუ ეთანხმებით და თვლით თუ არა, რომ პირველ რიგში ისინი უნდა დაისაჯონ?

- ისინი ისედაც დასჯილები არიან. არსებობს კიდევ უფრო დიდი სამართალი, ვიდრე აქაური სამართალია. თანამდებობით განდიდებული ადამიანი ჩემთვის არაფერია, იმიტომ, რომ თანამდებობა დღეს არის და ხვალ არ იქნება. ამიტომაც, როგორ შეიძლება თანამდებობას ღირსება შესწირო, ძალიან მიკვირს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია