პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "წინა არჩევნები ჩატარდა სამუშაო დღეს და პირველ ადგილზე გასულ კოალიციას მაშინ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს"
მიხეილ სააკაშვილი - "წინა არჩევნები ჩატარდა სამუშაო დღეს და პირველ ადგილზე გასულ კოალიციას მაშინ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს"

არ­ჩევ­ნე­ბის თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დღეს გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი ჩვე­უ­ლი სრუ­ლი უცო­დინ­რო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სპე­ცი­ა­ლურ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც მისი "ფე­ის­ბუ­კის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­თავ­სდა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს კა­ნო­ნე­ბის კი­თხვა ეზა­რე­ბა.

"მან გა­ნა­ცხა­და, რომ მე არ­ჩევ­ნე­ბის თა­რიღს როცა ვარ­ჩევ­დი 27-სა და 31-ს შო­რის, იმი­ტომ ამო­ვარ­ჩიე თურ­მე 31, რომ 3 დღით გა­მე­ხან­გრძლი­ვე­ბი­ნა პრე­ზი­დენ­ტო­ბა. რად­გან მას კა­ნო­ნე­ბის კი­თხვა ეზა­რე­ბა, მინ­და ვუ­თხრა, რომ კა­ნონ­ში ზუს­ტად წე­რია, რო­დის მთავ­რდე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბა და ის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას­თან ერ­თად მთავ­რდე­ბა. ეს თა­რი­ღი არის მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი და ვერ იქ­ნე­ბა ჩემს მიერ შეც­ვლი­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა 27-ში და­ი­ნიშ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი თუ 31-ში", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, წინა არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და სა­მუ­შაო დღეს და არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის­გან არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ ყო­ფი­ლა. "წინა არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და ზუს­ტა­დაც სა­მუ­შაო დღეს და მა­შინ ამ არ­ჩევ­ნებ­ში, პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სულ კო­ა­ლი­ცი­ას, არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია, რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, არ გა­მო­უთ­ქვამს. უფრო მეტ­საც ვი­ტყვი, იმ არ­ჩევ­ნებ­ზე იყო რე­კორ­დუ­ლი დას­წრე­ბა, მათ შო­რის უცხო­ეთ­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის საკ­მა­ოდ რე­კორ­დუ­ლი დას­წრე­ბაც. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე მო­ვის­მი­ნე არ­გუ­მენ­ტე­ბი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, რომ მა­ინც რა­ღაც თე­მე­ბი აქვთ, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა სწო­რედ უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის მიერ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ არის, დღეს მე შევ­ხვდი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, და­ვა­ვა­ლე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როსს, რომ კი­დევ ერთხელ შეხ­ვდეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და კი­დევ ერთხელ ყვე­ლა მათი არ­გუ­მენ­ტი მო­ის­მი­ნოს. ჩვენ აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი არც ერთი თა­რი­ღი და იდე­ა­ფიქ­სი რო­მე­ლი­მე თა­რიღ­ზე არ გვაქვს", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მიხეილ სააკაშვილი - "წინა არჩევნები ჩატარდა სამუშაო დღეს და პირველ ადგილზე გასულ კოალიციას მაშინ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს"

მიხეილ სააკაშვილი - "წინა არჩევნები ჩატარდა სამუშაო დღეს და პირველ ადგილზე გასულ კოალიციას მაშინ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს"

არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამოავლინა თავისი ჩვეული სრული უცოდინრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მისი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრს კანონების კითხვა ეზარება.

"მან განაცხადა, რომ მე არჩევნების თარიღს როცა ვარჩევდი 27-სა და 31-ს შორის, იმიტომ ამოვარჩიე თურმე 31, რომ 3 დღით გამეხანგრძლივებინა პრეზიდენტობა. რადგან მას კანონების კითხვა ეზარება, მინდა ვუთხრა, რომ კანონში ზუსტად წერია, როდის მთავრდება პრეზიდენტობა და ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციასთან ერთად მთავრდება. ეს თარიღი არის მკაცრად განსაზღვრული და ვერ იქნება ჩემს მიერ შეცვლილი, მიუხედავად იმისა 27-ში დაინიშნება არჩევნები თუ 31-ში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, წინა არჩევნები ჩატარდა სამუშაო დღეს და არჩევნებში გამარჯვებული კოალიციისგან არანაირი პრეტენზია არ ყოფილა. "წინა არჩევნები ჩატარდა ზუსტადაც სამუშაო დღეს და მაშინ ამ არჩევნებში, პირველ ადგილზე გასულ კოალიციას, არანაირი პრეტენზია, რამდენადაც მახსოვს, არ გამოუთქვამს. უფრო მეტსაც ვიტყვი, იმ არჩევნებზე იყო რეკორდული დასწრება, მათ შორის უცხოეთში მყოფი ქართველების საკმაოდ რეკორდული დასწრებაც. მიუხედავად ამისა, მე მოვისმინე არგუმენტები არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ მაინც რაღაც თემები აქვთ, რომელიც უკავშირდება სწორედ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური პრობლემები არ არის, დღეს მე შევხვდი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დავავალე ადმინისტრაციის უფროსს, რომ კიდევ ერთხელ შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს და კიდევ ერთხელ ყველა მათი არგუმენტი მოისმინოს. ჩვენ აკვიატებული არც ერთი თარიღი და იდეაფიქსი რომელიმე თარიღზე არ გვაქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა