საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყვე­ლამ და­ვაგ­ვი­ა­ნეთ" - "დე­და ემუ­და­რე­ბო­და მირ­ზას - ოთხი დღე მა­ინც მო­გეთ­მი­ნა­ო"
"ყვე­ლამ და­ვაგ­ვი­ა­ნეთ" - "დე­და ემუ­და­რე­ბო­და მირ­ზას - ოთხი დღე მა­ინც მო­გეთ­მი­ნა­ო"

რამ­დე­ნი­მე დღე­ა, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მწო­ლი­ა­რე 12 წლის ბა­თუ­მე­ლი მირ­ზა ცეცხ­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და. არა­და, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დი­დი ძა­ლის­ხმე­ვით და მათ პრო­ტეს­ტზე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­ა­გი­რე­ბის შემ­დეგ მირ­ზას უცხ­ო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლო თან­ხა შე­უგ­როვ­და და ამ დღე­ებ­ში იტა­ლი­ა­ში უნ­და გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო. პა­ტა­რა ბი­ჭი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სი­ცოცხ­ლის­თვის იბ­რძვის, მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კი სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინ­ში ვართ - მირ­ზა ახ­ლა­ხან მო­ი­ნათ­ლა, გი­ორ­გი ეწო­და და თუ­კი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მის­თვის ილო­ცებს, ეგებ უფალ­მა გვა­ჩუ­ქოს მირ­ზას სი­ცოცხ­ლე.

ნა­ტო თო­თი­ბა­ძე, კომ­პო­ზი­ტო­რი: - მირ­ზას მდგო­მა­რე­ო­ბა რომ დამ­ძიმ­და, მივ­ხვდი, ვე­რა­ფერს გა­ვუ­კე­თებ­დი, გარ­და ლოც­ვი­სა და ვი­ფიქ­რე, ბავ­შვს მსწრაფ­ლშემ­სმე­ნელ ხატს მი­ვუ­ტან­-მეთ­ქი. ჯან­მრთე­ლო­ბის პა­რაკ­ლი­სის გა­და­სახ­დე­ლად მღვდელ­მა მირ­ზას ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლი მკითხ­ა, მა­შინ გა­ვარ­კვი­ე, მირ­ზა მო­უ­ნათ­ლა­ვი რომ იყო.

კა­ხა ჯა­ნაშ­ვი­ლი, ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი, დი­ტო ცინ­ცა­ძის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი: - ნათ­ლო­ბა­ზე რომ გა­უ­გი­ა, მირ­ზას დე­დის­თვის უთ­ქვამს, წი­ნა­აღ­მდე­გი თუ არ იქ­ნე­ბი, მო­ვი­ნათ­ლე­ბი და თუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი - გვგუ­ლის­ხმობ­და დი­ტო ცინ­ცა­ძეს, თამ­თა დე­მუ­რიშ­ვილს, ნა­ტო თო­თი­ბა­ძეს, რუ­სუ­დან ცხო­მე­ლი­ძეს და მე - ჩე­მი ნათ­ლი­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი კა­ცი არ იქ­ნე­ბა­ო. 29 ივ­ნისს დი­ლი­დან მი­ვე­დით კლი­ნი­კა­ში, სა­ღა­მოს­კენ მოძღ­ვა­რიც მო­ვი­და და უკ­ვე პა­ლა­ტა­ში უნ­და შევ­სუ­ლი­ყა­ვით, კი­ვი­ლი რომ ატყ­და - მირ­ზას გა­ფან­ტუ­ლი გა­ჟონ­ვა და­ე­მარ­თა და გო­ნე­ბა და­კარ­გა. პა­ლა­ტა­ში იმ­წამს შე­ვი­და მღვდე­ლი და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­საქ­რის­ტი­ა­ნებ­ლად სწრა­ფი მო­ნათ­ვლის წე­სის მი­ხედ­ვით, ლოც­ვი­თა და წყლით მო­ნათ­ლა მირ­ზა, ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლად კი გი­ორ­გი უწო­და.

ნა­ტო თო­თი­ბა­ძე: - დე­და­მი­სის ტი­რი­ლი რომ მო­გეს­მი­ნათ, გუ­ლი გა­გის­კდე­ბო­დათ: რო­გორ ემუ­და­რე­ბო­და მირ­ზას, ოთხი დღე მა­ინც მო­გეთ­მი­ნა, მე მა­ჩუ­ქე ეგ ოთხი დღე, სამ­კურ­ნა­ლოდ რომ წა­გიყ­ვა­ნო­ო. შემ­ზა­რა იქ­ვე მყო­ფი ბავ­შვე­ბის თვა­ლებ­მა: ალ­ბათ თი­თო­ე­უ­ლი ფიქ­რობ­და, ხვალ ჩვენც ეს მოგ­ვე­ლი­სო. გან­სა­კუთ­რე­ბით 13 წლის გი­ორ­გი გა­ბე­და­ვას მზე­რა ჩამ­რჩა - მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბაც უმ­ძი­მე­სი­ა, თუმ­ცა თუ სწრა­ფად გა­ვამ­გზავ­რებთ იტა­ლი­ა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­დარ­ჩე­ბა. ვი­ცი, მირ­ზას­თვის გან­კუთ­ვნილ თან­ხას გი­ორ­გის მკურ­ნა­ლო­ბას მო­ახ­მა­რენ.

კა­ხა ჯა­ნაშ­ვი­ლი: - ამ სა­ში­ნე­ლე­ბა­ში სა­კუ­თარ თავ­საც ვა­და­ნა­შა­უ­ლებ და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც, ბიზ­ნეს­მე­ნებს, პო­ლი­ტი­კო­სებს, ბა­თუმ­ელებს, ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს - ყვე­ლას. ჩვე­ნი გულ­გრი­ლო­ბით მი­ვიყ­ვა­ნეთ მირ­ზა აქამ­დე. ეს იმის ბრა­ლი­ა, რომ სხვის გა­სა­ჭირს აღარ ვის­მენთ და მარ­თლაც "ღო­ბის ჩხი­რად" მიგ­ვაჩ­ნი­ა. ქარ­თვე­ლე­ბი გა­ჭირ­ვე­ბი­სას თა­ნად­გო­მით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დით და ახ­ლა რა დაგ­ვე­მარ­თა, ასე რა­ტომ შე­ვიც­ვა­ლეთ? რა­ტომ არ გა­ვი­გო­ნეთ ქალ­ბა­ტო­ნი იამ­ზეს - მირ­ზას დე­დის შე­ძა­ხი­ლი, შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნას რომ თხოვ­და ყვე­ლას - ჯერ ბა­თუმ­ში, მე­რე აქ? ჩვე­ნამ­დე რომ მო­აღ­წია და აგ­ვახ­მა­უ­რა, ხომ ხე­დავთ, უკ­ვე რა გვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა?! ახ­ლა კი დაგ­ვპირ­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გი­ენ­კო, დღე­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში უსახ­სრო­ბის გა­მო ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­გი­ა­ში ბავ­შვე­ბი აღარ და­ი­ღუ­პე­ბი­ა­ნო. ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მაც დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ 2014 წლის ბი­უ­ჯეტ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხას და სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მუ­რად მი­უდ­გე­ბა ამ პრობ­ლე­მას - ვფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს ეს სის­ტე­მუ­რო­ბა. მჯე­რა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ და­ნა­პი­რებს შე­ას­რუ­ლებს. მხო­ლოდ გულ­და­საწყ­ვე­ტი­ა, რომ ასე­თი ცენ­ტრის შექ­მნა­ზე აქამ­დე არა­ვინ იფიქ­რა. ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ცენ­ტრი რომ გვქო­ნო­და, არც ანა დაგ­ვე­ღუ­პე­ბო­და, არც მირ­ზა იქ­ნე­ბო­და ამ გან­საც­დელ­ში, არც სხვა ბავ­შვე­ბი. ვფიქ­რობ, ყვე­ლამ და­ვაგ­ვი­ა­ნეთ. თუნ­დაც ერ­თი თვით ად­რე რომ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პრო­ტეს­ტის ამ ფორ­მით, ეგებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მა­შინ მი­ე­ღო ზო­მე­ბი და მირ­ზა გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა. მა­ინც უფ­ლის სას­წა­უ­ლის იმე­დად ვართ და ყვე­ლა­ნი ვლო­ცუ­ლობთ, მირ­ზა ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს.

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"ყვე­ლამ და­ვაგ­ვი­ა­ნეთ" - "დე­და ემუ­და­რე­ბო­და მირ­ზას - ოთხი დღე მა­ინც მო­გეთ­მი­ნა­ო"

"ყვე­ლამ და­ვაგ­ვი­ა­ნეთ" - "დე­და ემუ­და­რე­ბო­და მირ­ზას - ოთხი დღე მა­ინც მო­გეთ­მი­ნა­ო"

რამ­დე­ნი­მე დღე­ა, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მწო­ლი­ა­რე 12 წლის ბა­თუ­მე­ლი მირ­ზა ცეცხ­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და. არა­და, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დი­დი ძა­ლის­ხმე­ვით და მათ პრო­ტეს­ტზე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­ა­გი­რე­ბის შემ­დეგ მირ­ზას უცხ­ო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლო თან­ხა შე­უგ­როვ­და და ამ დღე­ებ­ში იტა­ლი­ა­ში უნ­და გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო. პა­ტა­რა ბი­ჭი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სი­ცოცხ­ლის­თვის იბ­რძვის, მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კი სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინ­ში ვართ - მირ­ზა ახ­ლა­ხან მო­ი­ნათ­ლა, გი­ორ­გი ეწო­და და თუ­კი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მის­თვის ილო­ცებს, ეგებ უფალ­მა გვა­ჩუ­ქოს მირ­ზას სი­ცოცხ­ლე.

ნა­ტო თო­თი­ბა­ძე, კომ­პო­ზი­ტო­რი: - მირ­ზას მდგო­მა­რე­ო­ბა რომ დამ­ძიმ­და, მივ­ხვდი, ვე­რა­ფერს გა­ვუ­კე­თებ­დი, გარ­და ლოც­ვი­სა და ვი­ფიქ­რე, ბავშვს მსწრაფ­ლშემ­სმე­ნელ ხატს მი­ვუ­ტან­-მეთ­ქი. ჯან­მრთე­ლო­ბის პა­რაკ­ლი­სის გა­და­სახ­დე­ლად მღვდელ­მა მირ­ზას ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლი მკითხ­ა, მა­შინ გა­ვარ­კვი­ე, მირ­ზა მო­უ­ნათ­ლა­ვი რომ იყო.

კა­ხა ჯა­ნაშ­ვი­ლი, ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი, დი­ტო ცინ­ცა­ძის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი: - ნათ­ლო­ბა­ზე რომ გა­უ­გი­ა, მირ­ზას დე­დის­თვის უთ­ქვამს, წი­ნა­აღ­მდე­გი თუ არ იქ­ნე­ბი, მო­ვი­ნათ­ლე­ბი და თუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი - გვგუ­ლის­ხმობ­და დი­ტო ცინ­ცა­ძეს, თამ­თა დე­მუ­რიშ­ვილს, ნა­ტო თო­თი­ბა­ძეს, რუ­სუ­დან ცხო­მე­ლი­ძეს და მე - ჩე­მი ნათ­ლი­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი კა­ცი არ იქ­ნე­ბა­ო. 29 ივ­ნისს დი­ლი­დან მი­ვე­დით კლი­ნი­კა­ში, სა­ღა­მოს­კენ მოძღ­ვა­რიც მო­ვი­და და უკ­ვე პა­ლა­ტა­ში უნ­და შევ­სუ­ლი­ყა­ვით, კი­ვი­ლი რომ ატყ­და - მირ­ზას გა­ფან­ტუ­ლი გა­ჟონ­ვა და­ე­მარ­თა და გო­ნე­ბა და­კარ­გა. პა­ლა­ტა­ში იმ­წამს შე­ვი­და მღვდე­ლი და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­საქ­რის­ტი­ა­ნებ­ლად სწრა­ფი მო­ნათ­ვლის წე­სის მი­ხედ­ვით, ლოც­ვი­თა და წყლით მო­ნათ­ლა მირ­ზა, ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლად კი გი­ორ­გი უწო­და.

ნა­ტო თო­თი­ბა­ძე: - დე­და­მი­სის ტი­რი­ლი რომ მო­გეს­მი­ნათ, გუ­ლი გა­გის­კდე­ბო­დათ: რო­გორ ემუ­და­რე­ბო­და მირ­ზას, ოთხი დღე მა­ინც მო­გეთ­მი­ნა, მე მა­ჩუ­ქე ეგ ოთხი დღე, სამ­კურ­ნა­ლოდ რომ წა­გიყ­ვა­ნო­ო. შემ­ზა­რა იქ­ვე მყო­ფი ბავ­შვე­ბის თვა­ლებ­მა: ალ­ბათ თი­თო­ე­უ­ლი ფიქ­რობ­და, ხვალ ჩვენც ეს მოგ­ვე­ლი­სო. გან­სა­კუთ­რე­ბით 13 წლის გი­ორ­გი გა­ბე­და­ვას მზე­რა ჩამ­რჩა - მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბაც უმ­ძი­მე­სი­ა, თუმ­ცა თუ სწრა­ფად გა­ვამ­გზავ­რებთ იტა­ლი­ა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­დარ­ჩე­ბა. ვი­ცი, მირ­ზას­თვის გან­კუთ­ვნილ თან­ხას გი­ორ­გის მკურ­ნა­ლო­ბას მო­ახ­მა­რენ.

კა­ხა ჯა­ნაშ­ვი­ლი: - ამ სა­ში­ნე­ლე­ბა­ში სა­კუ­თარ თავ­საც ვა­და­ნა­შა­უ­ლებ და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც, ბიზ­ნეს­მე­ნებს, პო­ლი­ტი­კო­სებს, ბა­თუმ­ელებს, ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს - ყვე­ლას. ჩვე­ნი გულ­გრი­ლო­ბით მი­ვიყ­ვა­ნეთ მირ­ზა აქამ­დე. ეს იმის ბრა­ლი­ა, რომ სხვის გა­სა­ჭირს აღარ ვის­მენთ და მართლაც "ღო­ბის ჩხი­რად" მიგ­ვაჩ­ნი­ა. ქარ­თვე­ლე­ბი გა­ჭირ­ვე­ბი­სას თა­ნად­გო­მით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დით და ახ­ლა რა დაგ­ვე­მარ­თა, ასე რა­ტომ შე­ვიც­ვა­ლეთ? რა­ტომ არ გა­ვი­გო­ნეთ ქალ­ბა­ტო­ნი იამ­ზეს - მირ­ზას დე­დის შე­ძა­ხი­ლი, შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნას რომ თხოვ­და ყვე­ლას - ჯერ ბა­თუმ­ში, მე­რე აქ? ჩვე­ნამ­დე რომ მო­აღ­წია და აგ­ვახ­მა­უ­რა, ხომ ხე­დავთ, უკ­ვე რა გვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა?! ახ­ლა კი დაგ­ვპირ­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გი­ენ­კო, დღე­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში უსახ­სრო­ბის გა­მო ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­გი­ა­ში ბავ­შვე­ბი აღარ და­ი­ღუ­პე­ბი­ა­ნო. ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მაც დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ 2014 წლის ბი­უ­ჯეტ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხას და სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მუ­რად მი­უდ­გე­ბა ამ პრობ­ლე­მას - ვფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს ეს სის­ტე­მუ­რო­ბა. მჯე­რა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ და­ნა­პი­რებს შე­ას­რუ­ლებს. მხო­ლოდ გულ­და­საწყ­ვე­ტი­ა, რომ ასე­თი ცენ­ტრის შექ­მნა­ზე აქამ­დე არა­ვინ იფიქ­რა. ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ცენ­ტრი რომ გვქო­ნო­და, არც ანა დაგ­ვე­ღუ­პე­ბო­და, არც მირ­ზა იქ­ნე­ბო­და ამ გან­საც­დელ­ში, არც სხვა ბავ­შვე­ბი. ვფიქ­რობ, ყვე­ლამ და­ვაგ­ვი­ა­ნეთ. თუნ­დაც ერ­თი თვით ად­რე რომ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პრო­ტეს­ტის ამ ფორ­მით, ეგებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მა­შინ მი­ე­ღო ზო­მე­ბი და მირ­ზა გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა. მა­ინც უფ­ლის სას­წა­უ­ლის იმე­დად ვართ და ყვე­ლა­ნი ვლო­ცუ­ლობთ, მირ­ზა ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს.

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია