პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სა­ა­კაშ­ვილს რომ შე­ეძ­ლოს, არ­ჩევ­ნებს მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი­ვით 32 ოქ­ტომ­ბერს და­ნიშ­ნავ­და"

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტსა და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- პარ­ლა­მენ­ტის­თვის ეს არას­რუ­ლი ერ­თწლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი და, ამა­ვე დროს, ნა­ყო­ფი­ე­რი იყო. ძნე­ლი­ა, რო­ცა პარ­ლა­მენ­ტში არ გყავს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა და ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კითხ­ე­ბის გა­სა­ტა­ნად ხმე­ბი არ გყოფ­ნის, ამის გა­მო რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი ვერ გა­ვი­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ერ ვე­ტო­და­დე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბი არა მარ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რი­თაც დავ­ძლი­ეთ; შრო­მის კო­დექ­სი, ჯან­დაც­ვის თე­მა, სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს ფორ­მი­რე­ბის სა­კი­თხი სე­რი­ო­ზუ­ლი სჯა-­ბა­ა­სის შემ­დეგ იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი. ამას­თან, დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა იმ მხრი­ვაც, რომ დღე­ვან­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა კო­ა­ლი­ცი­უ­რი­ა, მას­ში შე­მა­ვალ პარ­ტი­ებს შო­რის არა­ერთ სა­კითხ­ზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა­ა, ბო­ლო ხანს ასე­თი იყო "უ­მაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნი". ინი­ცი­ა­ტო­რებს ბევ­რი კა­ნონ­პრო­ექ­ტის უკან გა­ტა­ნა ან მას­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა მო­უხდ­ათ.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას, ჩვე­ნი მხრი­დან ამის სურ­ვი­ლი იყო, თუმ­ცა, ხში­რად ეს ვერ ხერ­ხდე­ბო­და და არც უნ­და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი­ყო. არის სა­კითხ­ე­ბი, რა­ზეც თვა­ლის და­ხუჭ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, რა­დი­კა­ლიზ­მი აუ­ცი­ლე­ბე­ლია და იმის გა­მო, არი­ქა, კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი არ და­ირ­ღვე­სო, თვალს ვერ დავ­ხუ­ჭავთ. ამის დას­ტუ­რია ის პო­ლი­ტი­კუ­რი ბო­ი­კო­ტი, დე­მარ­ში, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად აქვს გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რო­მე­ლიც თავს ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად მი­იჩ­ნევს, "ძლი­ე­რე­ბა" რომ გან­ზე გა­დავ­დოთ. ეს ტერ­მი­ნი ჩემ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი­ა, არ­სე­ბობს თუნ­დაც ერ­თი შემ­თხვე­ვა, რომ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, რომ­ლის ლი­დე­რი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი­ა, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი, სა­დაც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 1/3 ცხოვ­რობს, ჰყავს გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი, საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში - უმ­რავ­ლე­სო­ბა. ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­ქვას? რა­ტომ გვა­ცო­დე­ბენ თავს? სხვა სა­კითხ­ი­ა, რომ პარ­ლა­მენ­ტში ჰყავთ უმ­ცი­რე­სო­ბა. დღეს ქვე­ყა­ნა­ში ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა­ა, ამი­ტო­მაც არის ლა­პა­რა­კი პო­ლი­ტი­კურ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა­ზე. ყვე­ლა იმ პრობ­ლე­მის გა­მო, რაც ქვე­ყა­ნა­ში­ა, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გუნ­დი მთავ­რო­ბის­კენ იშ­ვერს ხელს. სა­ა­კაშ­ვი­ლი ახ­ლა ეკო­ნო­მი­კა­ზე ალა­პა­რაკ­და, რე­ა­ლუ­რად კი ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კა, ბიზ­ნე­სი 5-6 კა­ცის ხელ­ში იყო თავ­მოყ­რი­ლი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის­გან იყო ხელ­დას­ხმუ­ლი, ახ­ლა ერ­თი გაქ­ცე­უ­ლი­ა, მე­ო­რე - და­ჭე­რი­ლი, მე­სა­მე­ ის­ტე­რი­კა­შია და მო­ნო­პო­ლი­უ­რი ბიზ­ნე­სი ჩა­მო­ი­შა­ლა, ახ­ლა მი­სი ად­გი­ლი ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში წარ­მო­შო­ბილ­მა ბიზ­ნეს­ჯგუ­ფებ­მა უნ­და და­ი­კა­ვონ. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ამას ხელს უშ­ლის, ქვე­ყა­ნა-­ქვე­ყა­ნა, ქუ­ჩა-­ქუ­ჩა დარ­ბის და ლან­ძღვა-­გი­ნე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, გაჰ­ყვი­რის, რომ არის ძა­ლა­დო­ბა, შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი, ტე­რო­რი და ა.შ. ვფიქ­რობ, ამ ყვე­ლა­ფერს წერ­ტილს და­უს­ვამს ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში ერ­თხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა დამ­ყარ­დე­ბა, თუმ­ცა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ოპო­ზი­ცი­ას­თან გაგ­რძელ­დე­ბა.

- და­სავ­ლე­თი ამ არ­ჩევ­ნე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღ­ე­ბას იჩენს, აშ­შ-ის ელ­ჩმა ახ­ლა­ხან თქვა, რომ ეს სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნ­და იყოს. რო­გორ აფა­სებთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტის შანსს იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ზო­გი­ერ­თი გა­მო­კითხ­ვით, მას 44-პრო­ცენ­ტი­ა­ნი რე­ი­ტინ­გი აქვს, რის გა­მოც არც მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბას გა­მო­რიცხ­ა­ვენ?

- ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ და მის­და­მი ინ­ტე­რე­სიც ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლა­დო­ბით, გა­ყალ­ბე­ბით, ტყუ­ი­ლი­თა და და­ში­ნე­ბით არ­ჩევ­ნე­ბი აღარ ჩა­ტარ­დე­ბა, არ­ჩე­ვან­ში ყვე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა. ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ამ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა. ეს პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში მოხ­დე­ბა, ამის თქმის სა­ფუძ­ველს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა მაძ­ლევს, და არა მარ­ტო ის, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­მორ­ჩეუ­ლი ერუ­დი­ცი­ის, პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბე­ბი­ს მქო­ნე და, ამა­ვე დროს, ობი­­ექ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი­ა. მჯე­რა, ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად და­ი­ნა­ხავს და თუ დღეს მი­სი ცნო­ბა­დო­ბა ზო­გი­ერთ გა­პი­ა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კოს­ზე და­ბა­ლი­ა, ეს დრო­ი­სა და იმის სა­კითხ­ი­ა, რამ­დე­ნად მო­ვა­ხერ­ხებთ, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი უკეთ გა­იც­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილ­მა, ვინც ჯერ კი­დევ არ იც­ნობს.

- რო­გორ აფა­სებთ სხვა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის შან­სებს, მათ შო­რის "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტისა. ისი­ნი აცხ­ა­დე­ბენ, რომ პრა­ი­მე­რის გზით არ­ჩე­უ­ლი და არა და­ნიშ­ნუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ეყო­ლე­ბათ.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ცდი­ლო­ბენ, რა­ღა­ცით მა­ინც მი­იქ­ცი­ონ ყუ­რადღ­ე­ბა, რო­გორც თა­ვის დრო­ზე, ჰი­პე­ბი და მე­ტა­ლის­ტე­ბი ჩაც­მუ­ლო­ბით და ვარ­ცხნი­ლო­ბით აინ­ტე­რე­სებ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. პრა­ი­მე­რი კარ­გია დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ამის ტრა­დი­ცია არ­სე­ბობს და არა "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში", რო­მე­ლიც დიქ­ტა­ტუ­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბა­ა, ერთ კაც­ზე აწყ­ო­ბი­ლი პარ­ტი­ა, აბა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჰქონ­დეს მე­სა­მედ პრე­ზი­დენ­ტად კენ­ჭის­ყრის შან­სი, გა­ბე­დავ­დნენ პრა­ი­მე­რის ჩა­ტა­რე­ბას?! ეს პრა­ი­მე­რიც ფან­დია პო­ლი­ტი­კუ­რი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. თუმ­ცა, ყვე­ლა პარ­ტი­ას უნ­და ჰქონ­დეს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა, ვერ­დიქტს კი ამომ­რჩე­ვე­ლი გა­მო­ი­ტანს. რო­ცა ხალ­ხი ზე­დი­ზედ რამ­დენ­ჯერ­მე არ მის­ცემს ხმას, პარ­ტია და­იშ­ლე­ბა, ძა­ლით არა­ფე­რი უნ­და და­შა­ლო, რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის აკ­რძალ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ.

- რით ახ­სნით, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი თა­რი­ღი - 27 ოქ­ტომ­ბე­რი შე­იც­ვა­ლა და 31 ოქ­ტომ­ბე­რი და­სა­ხელ­და? პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად 27 ოქ­ტომ­ბრის და­სა­ხე­ლე­ბა ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მით ახ­სნა. თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის 31 ოქ­ტომ­ბერს, ანუ ხუთ­შა­ბათს ჩა­ტა­რე­ბა, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში არ ჯდე­ბა.

- ერ­თი თვის წინ უცხ­ო­ელ კო­ლე­გას, კითხ­ვა­ზე - რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი? - ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით ვუ­პა­სუ­ხე: დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ა­კაშ­ვი­ლი ბედ­ნი­ე­რია იმით, რომ ოქ­ტომ­ბე­რი 31-ი­თაა და არა 30-ით, ერ­თი დღით გა­ი­ხან­გრძლი­ვებს პრე­ზი­დენ­ტო­ბას­-მეთ­ქი. რო­ცა პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე არ­ჩევ­ნე­ბის 27 ოქ­ტომ­ბერს და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ, გა­მიკ­ვირ­და, 4 დღე რო­გორ დათ­მო-­მეთ­ქი და ვა­ღი­ა­რე, რომ შევ­ცდი. თუმ­ცა, მა­ლე­ვე შეც­ვა­ლა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, პრე­ზი­დენ­ტო­ბის 4 დღეც და­ე­ნა­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შე­ეძ­ლოს, სა­ა­კაშ­ვი­ლი, მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი­ვით, არ­ჩევ­ნებს 32 ოქ­ტომ­ბერს და­ნიშ­ნავ­და. ასე რომ, 31 ოქ­ტომ­ბერს დამ­თავ­რდე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბაც და ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბაც.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­რა­უდს, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ხან­გრძლი­ვე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის­თვის ცდი­ლობს, რა უნ­და გა­ი­ხან­გრძლი­ვოს? ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ვა­და აქვს: არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სამ კვი­რა­ში ცეს­კო შე­დე­გებს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს, ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტი კი 28-29 ნო­ემ­ბერ­სა­ა. ან ვის რა­ში სჭირ­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­ზე? შე­ეც­დე­ბა, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­დუ­რა გა­ა­ჭი­ა­ნუ­როს და ოთხი დღე იმა­ი­მუ­ნოს? რო­გორც ცხრა წე­ლი სა­მარ­ცხვი­ნოდ მარ­თა სა­ა­კაშ­ვილ­მა ქვე­ყა­ნა, ისე სა­მარ­ცხვი­ნოდ ამ­თავ­რებს.. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბო­ლო დღე­ებ­ში ის თვით­მფრი­ნა­ვი­დან არ ჩა­მო­ვა, შე­ეც­დე­ბა, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა მო­ი­ა­როს, სა­დაც ნამ­ყო­ფი არ არის, თუმ­ცა, ამას წი­ნათ უკ­რა­ი­ნა­ში იყო და იქ არც ერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რი არ დახ­ვედ­რი­ა, მხო­ლოდ კი­ევ­ში მყოფ რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ქარ­თველ ემიგ­რანტს შეხ­ვდა.

- ეუ­თოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­­ბლე­ის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ექ­სპრე­მი­ერ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. ევ­რო­საბ­ჭო­შიც საკ­მა­ოდ ცხა­რე დე­ბა­ტე­ბი შედ­გა... არ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და­სავ­ლეთ­ში პი­ა­რის თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მე­ბი აქვს?

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მა­დგე­ნელ­თა ნა­წი­ლი "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რად­ სა­ხავ­და, ახ­ლა მათ უჭირთ აღი­ა­რე­ბა, რომ ამ­დენ ხანს ცდე­ბოდ­ნენ, მა­თაც თა­ვი­ან­თი ამომ­რჩე­ვე­ლი ჰყავთ! მე­ო­რე მხრივ, არის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის წევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ლო­ბი­რებს "ნაც­მოძ­რა­ო­ბას", რა­ტომ და რა ინ­ტე­რე­სით - ეს კი­დევ სხვა თე­მა­ა, მა­თი მო­რა­ლის, ზნე­ო­ბის სა­კითხ­ი­ა. ასე რომ, ყი­ნუ­ლი თან­და­თან გალხვე­ბა, კრი­მი­ნალს კი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ებ­რძვი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა რომ იყოს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წინ და უკან ამ­დენს ვერ იფ­რენ­დნენ. დღეს პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშ­სწო­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ ისი­ნი, ვინც ამ­დენ ხანს პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშ­სწო­რე­ბის აპო­ლო­გე­ტე­ბი იყ­ვნენ.

- რო­გორ აფა­სებთ მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქტს სწო­რედ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის ვი­ზი­ტის დროს?

- პირ­ვე­ლად კითხ­ვა გა­მიჩ­ნდა: რა­ღა დღეს და­ი­ჭი­რეს? თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი თა­ვის საქ­მეს აკე­თე­ბენ და არ აკე­თე­ბენ სწო­რე­ბას პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე, იმა­ზე, თუ რა სჭირ­დე­ბა მმარ­თველ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას. თა­ვი რომ მო­ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ რას­მუ­სე­ნის­თვის, თით­ქოს­და არა­ფე­რი ხდე­ბა და მი­სი წას­ვლის მე­რე და­ე­ჭი­რათ, ეს იქ­ნე­ბო­და სწო­რი? ეს ნიშ­ნავს, რომ არც ჩვენ დაგ­ვიკ­ვე­თია და­ჭე­რა, მა­შინ სა­ათ­საც და­ვუკ­ვე­თ­დით და არც იმა­ში ჩავ­რე­ულ­ვართ, რა­ტომ და­ი­ჭი­რეს დი­ლით და არა სა­ღა­მოს, ეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის გა­და­საწყ­ვე­ტი­ა, ყვე­ლამ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად უნ­და იმოქ­მე­დოს და თუ კა­ნო­ნი და­ირ­ღვე­ვა, შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ი­ძი­ებს...

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სა­ა­კაშ­ვილს რომ შე­ეძ­ლოს, არ­ჩევ­ნებს მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი­ვით 32 ოქ­ტომ­ბერს და­ნიშ­ნავ­და"

"სა­ა­კაშ­ვილს რომ შე­ეძ­ლოს, არ­ჩევ­ნებს მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი­ვით 32 ოქ­ტომ­ბერს და­ნიშ­ნავ­და"

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტსა და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- პარ­ლა­მენ­ტის­თვის ეს არას­რუ­ლი ერ­თწლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი და, ამა­ვე დროს, ნა­ყო­ფი­ე­რი იყო. ძნე­ლი­ა, რო­ცა პარ­ლა­მენ­ტში არ გყავს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა და ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კითხ­ე­ბის გა­სა­ტა­ნად ხმე­ბი არ გყოფ­ნის, ამის გა­მო რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი ვერ გა­ვი­და. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ერ ვე­ტო­და­დე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბი არა მარ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რი­თაც დავ­ძლი­ეთ; შრო­მის კო­დექ­სი, ჯან­დაც­ვის თე­მა, სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა, იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს ფორ­მი­რე­ბის სა­კითხი სე­რი­ო­ზუ­ლი სჯა-­ბა­ა­სის შემ­დეგ იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი. ამას­თან, დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა იმ მხრი­ვაც, რომ დღე­ვან­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა კო­ა­ლი­ცი­უ­რი­ა, მას­ში შე­მა­ვალ პარ­ტი­ებს შო­რის არა­ერთ სა­კითხ­ზე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა­ა, ბო­ლო ხანს ასე­თი იყო "უ­მაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის კა­ნო­ნი". ინი­ცი­ა­ტო­რებს ბევ­რი კა­ნონ­პრო­ექ­ტის უკან გა­ტა­ნა ან მას­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა მო­უხდ­ათ.

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას, ჩვე­ნი მხრი­დან ამის სურ­ვი­ლი იყო, თუმ­ცა, ხში­რად ეს ვერ ხერ­ხდე­ბო­და და არც უნ­და მო­ხერ­ხე­ბუ­ლი­ყო. არის სა­კითხ­ე­ბი, რა­ზეც თვა­ლის და­ხუჭ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, რა­დი­კა­ლიზ­მი აუ­ცი­ლე­ბე­ლია და იმის გა­მო, არი­ქა, კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი არ და­ირ­ღვე­სო, თვალს ვერ დავ­ხუ­ჭავთ. ამის დას­ტუ­რია ის პო­ლი­ტი­კუ­რი ბო­ი­კო­ტი, დე­მარ­ში, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად აქვს გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რო­მე­ლიც თავს ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად მი­იჩ­ნევს, "ძლი­ე­რე­ბა" რომ გან­ზე გა­დავ­დოთ. ეს ტერ­მი­ნი ჩემ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი­ა, არ­სე­ბობს თუნ­დაც ერ­თი შემ­თხვე­ვა, რომ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, რომ­ლის ლი­დე­რი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი­ა, რომ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი, სა­დაც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 1/3 ცხოვ­რობს, ჰყავს გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი, საკ­რე­ბუ­ლო­ებ­ში - უმ­რავ­ლე­სო­ბა. ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­ქვას? რა­ტომ გვა­ცო­დე­ბენ თავს? სხვა სა­კითხ­ი­ა, რომ პარ­ლა­მენ­ტში ჰყავთ უმ­ცი­რე­სო­ბა. დღეს ქვე­ყა­ნა­ში ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა­ა, ამი­ტო­მაც არის ლა­პა­რა­კი პო­ლი­ტი­კურ კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა­ზე. ყვე­ლა იმ პრობ­ლე­მის გა­მო, რაც ქვე­ყა­ნა­ში­ა, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გუნ­დი მთავ­რო­ბის­კენ იშ­ვერს ხელს. სა­ა­კაშ­ვი­ლი ახ­ლა ეკო­ნო­მი­კა­ზე ალა­პა­რაკ­და, რე­ა­ლუ­რად კი ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კა, ბიზ­ნე­სი 5-6 კა­ცის ხელ­ში იყო თავ­მოყ­რი­ლი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის­გან იყო ხელ­დას­ხმუ­ლი, ახ­ლა ერ­თი გაქ­ცე­უ­ლი­ა, მე­ო­რე - და­ჭე­რი­ლი, მე­სა­მე­ ის­ტე­რი­კა­შია და მო­ნო­პო­ლი­უ­რი ბიზ­ნე­სი ჩა­მო­ი­შა­ლა, ახ­ლა მი­სი ად­გი­ლი ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში წარ­მო­შო­ბილ­მა ბიზ­ნეს­ჯგუ­ფებ­მა უნ­და და­ი­კა­ვონ. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ამას ხელს უშ­ლის, ქვე­ყა­ნა-­ქვე­ყა­ნა, ქუ­ჩა-­ქუ­ჩა დარ­ბის და ლან­ძღვა-­გი­ნე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, გაჰ­ყვი­რის, რომ არის ძა­ლა­დო­ბა, შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი, ტე­რო­რი და ა.შ. ვფიქ­რობ, ამ ყვე­ლა­ფერს წერ­ტილს და­უს­ვამს ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში ერ­თხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა დამ­ყარ­დე­ბა, თუმ­ცა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ოპო­ზი­ცი­ას­თან გაგ­რძელ­დე­ბა.

- და­სავ­ლე­თი ამ არ­ჩევ­ნე­ბი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღ­ე­ბას იჩენს, აშ­შ-ის ელ­ჩმა ახ­ლა­ხან თქვა, რომ ეს სა­მარ­თლი­ა­ნი და თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნ­და იყოს. რო­გორ აფა­სებთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტის შანსს იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ზო­გი­ერ­თი გა­მო­კითხ­ვით, მას 44-პრო­ცენ­ტი­ა­ნი რე­ი­ტინ­გი აქვს, რის გა­მოც არც მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბას გა­მო­რიცხ­ა­ვენ?

- ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ და მის­და­მი ინ­ტე­რე­სიც ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლა­დო­ბით, გა­ყალ­ბე­ბით, ტყუ­ი­ლი­თა და და­ში­ნე­ბით არ­ჩევ­ნე­ბი აღარ ჩა­ტარ­დე­ბა, არ­ჩე­ვან­ში ყვე­ლა თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა. ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ამ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა. ეს პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში მოხ­დე­ბა, ამის თქმის სა­ფუძ­ველს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა მაძ­ლევს, და არა მარ­ტო ის, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი გა­მორ­ჩეუ­ლი ერუ­დი­ცი­ის, პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბე­ბი­ს მქო­ნე და, ამა­ვე დროს, ობი­­ექ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნი­ა. მჯე­რა, ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად და­ი­ნა­ხავს და თუ დღეს მი­სი ცნო­ბა­დო­ბა ზო­გი­ერთ გა­პი­ა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კოს­ზე და­ბა­ლი­ა, ეს დრო­ი­სა და იმის სა­კითხ­ი­ა, რამ­დე­ნად მო­ვა­ხერ­ხებთ, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი უკეთ გა­იც­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილ­მა, ვინც ჯერ კი­დევ არ იც­ნობს.

- რო­გორ აფა­სებთ სხვა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბის შან­სებს, მათ შო­რის "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტისა. ისი­ნი აცხ­ა­დე­ბენ, რომ პრა­ი­მე­რის გზით არ­ჩე­უ­ლი და არა და­ნიშ­ნუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ეყო­ლე­ბათ.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ცდი­ლო­ბენ, რა­ღა­ცით მა­ინც მი­იქ­ცი­ონ ყუ­რადღ­ე­ბა, რო­გორც თა­ვის დრო­ზე, ჰი­პე­ბი და მე­ტა­ლის­ტე­ბი ჩაც­მუ­ლო­ბით და ვარ­ცხნი­ლო­ბით აინ­ტე­რე­სებ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. პრა­ი­მე­რი კარ­გია დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ამის ტრა­დი­ცია არ­სე­ბობს და არა "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში", რო­მე­ლიც დიქ­ტა­ტუ­რის გან­სა­ხი­ე­რე­ბა­ა, ერთ კაც­ზე აწყ­ო­ბი­ლი პარ­ტი­ა, აბა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჰქონ­დეს მე­სა­მედ პრე­ზი­დენ­ტად კენ­ჭის­ყრის შან­სი, გა­ბე­დავ­დნენ პრა­ი­მე­რის ჩა­ტა­რე­ბას?! ეს პრა­ი­მე­რიც ფან­დია პო­ლი­ტი­კუ­რი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. თუმ­ცა, ყვე­ლა პარ­ტი­ას უნ­და ჰქონ­დეს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა, ვერ­დიქტს კი ამომ­რჩე­ვე­ლი გა­მო­ი­ტანს. რო­ცა ხალ­ხი ზე­დი­ზედ რამ­დენ­ჯერ­მე არ მის­ცემს ხმას, პარ­ტია და­იშ­ლე­ბა, ძა­ლით არა­ფე­რი უნ­და და­შა­ლო, რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ის აკ­რძალ­ვის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ.

- რით ახ­სნით, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი თა­რი­ღი - 27 ოქ­ტომ­ბე­რი შე­იც­ვა­ლა და 31 ოქ­ტომ­ბე­რი და­სა­ხელ­და? პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად 27 ოქ­ტომ­ბრის და­სა­ხე­ლე­ბა ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მით ახ­სნა. თუმ­ცა ექ­სპერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის 31 ოქ­ტომ­ბერს, ანუ ხუთ­შა­ბათს ჩა­ტა­რე­ბა, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში არ ჯდე­ბა.

- ერ­თი თვის წინ უცხ­ო­ელ კო­ლე­გას, კითხ­ვა­ზე - რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი? - ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით ვუ­პა­სუ­ხე: დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ა­კაშ­ვი­ლი ბედ­ნი­ე­რია იმით, რომ ოქ­ტომ­ბე­რი 31-ი­თაა და არა 30-ით, ერ­თი დღით გა­ი­ხან­გრძლი­ვებს პრე­ზი­დენ­ტო­ბას­-მეთ­ქი. რო­ცა პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე არ­ჩევ­ნე­ბის 27 ოქ­ტომ­ბერს და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ, გა­მიკ­ვირ­და, 4 დღე რო­გორ დათ­მო-­მეთ­ქი და ვა­ღი­ა­რე, რომ შევ­ცდი. თუმ­ცა, მა­ლე­ვე შეც­ვა­ლა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, პრე­ზი­დენ­ტო­ბის 4 დღეც და­ე­ნა­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შე­ეძ­ლოს, სა­ა­კაშ­ვი­ლი, მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი­ვით, არ­ჩევ­ნებს 32 ოქ­ტომ­ბერს და­ნიშ­ნავ­და. ასე რომ, 31 ოქ­ტომ­ბერს დამ­თავ­რდე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბაც და ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბაც.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­რა­უდს, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ხან­გრძლი­ვე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტის­თვის ცდი­ლობს, რა უნ­და გა­ი­ხან­გრძლი­ვოს? ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ვა­და აქვს: არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სამ კვი­რა­ში ცეს­კო შე­დე­გებს გა­მო­აქ­ვეყ­ნებს, ვილ­ნი­უ­სის სა­მი­ტი კი 28-29 ნო­ემ­ბერ­სა­ა. ან ვის რა­ში სჭირ­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი ვილ­ნი­უ­სის სა­მიტ­ზე? შე­ეც­დე­ბა, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­დუ­რა გა­ა­ჭი­ა­ნუ­როს და ოთხი დღე იმა­ი­მუ­ნოს? რო­გორც ცხრა წე­ლი სა­მარ­ცხვი­ნოდ მარ­თა სა­ა­კაშ­ვილ­მა ქვე­ყა­ნა, ისე სა­მარ­ცხვი­ნოდ ამ­თავ­რებს.. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბო­ლო დღე­ებ­ში ის თვით­მფრი­ნა­ვი­დან არ ჩა­მო­ვა, შე­ეც­დე­ბა, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა მო­ი­ა­როს, სა­დაც ნამ­ყო­ფი არ არის, თუმ­ცა, ამას წი­ნათ უკ­რა­ი­ნა­ში იყო და იქ არც ერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რი არ დახ­ვედ­რი­ა, მხო­ლოდ კი­ევ­ში მყოფ რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ქარ­თველ ემიგ­რანტს შეხ­ვდა.

- ეუ­თოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­­ბლე­ის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ექ­სპრე­მი­ერ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. ევ­რო­საბ­ჭო­შიც საკ­მა­ოდ ცხა­რე დე­ბა­ტე­ბი შედ­გა... არ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და­სავ­ლეთ­ში პი­ა­რის თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მე­ბი აქვს?

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მა­დგე­ნელ­თა ნა­წი­ლი "ნაც­მოძ­რა­ო­ბას" დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რად­ სა­ხავ­და, ახ­ლა მათ უჭირთ აღი­ა­რე­ბა, რომ ამ­დენ ხანს ცდე­ბოდ­ნენ, მა­თაც თა­ვი­ან­თი ამომ­რჩე­ვე­ლი ჰყავთ! მე­ო­რე მხრივ, არის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის წევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ლო­ბი­რებს "ნაც­მოძ­რა­ო­ბას", რა­ტომ და რა ინ­ტე­რე­სით - ეს კი­დევ სხვა თე­მა­ა, მა­თი მო­რა­ლის, ზნე­ო­ბის სა­კითხ­ი­ა. ასე რომ, ყი­ნუ­ლი თან­და­თან გალხვე­ბა, კრი­მი­ნალს კი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ებ­რძვი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა რომ იყოს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წინ და უკან ამ­დენს ვერ იფ­რენ­დნენ. დღეს პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშ­სწო­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ ისი­ნი, ვინც ამ­დენ ხანს პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშ­სწო­რე­ბის აპო­ლო­გე­ტე­ბი იყ­ვნენ.

- რო­გორ აფა­სებთ მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქტს სწო­რედ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის ვი­ზი­ტის დროს?

- პირ­ვე­ლად კითხ­ვა გა­მიჩ­ნდა: რა­ღა დღეს და­ი­ჭი­რეს? თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი თა­ვის საქ­მეს აკე­თე­ბენ და არ აკე­თე­ბენ სწო­რე­ბას პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე, იმა­ზე, თუ რა სჭირ­დე­ბა მმარ­თველ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას. თა­ვი რომ მო­ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ რას­მუ­სე­ნის­თვის, თით­ქოს­და არა­ფე­რი ხდე­ბა და მი­სი წას­ვლის მე­რე და­ე­ჭი­რათ, ეს იქ­ნე­ბო­და სწო­რი? ეს ნიშ­ნავს, რომ არც ჩვენ დაგ­ვიკ­ვე­თია და­ჭე­რა, მა­შინ სა­ათ­საც და­ვუკ­ვე­თ­დით და არც იმა­ში ჩავ­რე­ულ­ვართ, რა­ტომ და­ი­ჭი­რეს დი­ლით და არა სა­ღა­მოს, ეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის გა­და­საწყ­ვე­ტი­ა, ყვე­ლამ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად უნ­და იმოქ­მე­დოს და თუ კა­ნო­ნი და­ირ­ღვე­ვა, შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ი­ძი­ებს...

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა