პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ში რესტორნების ყველაზე მავნე კერძი გამოავლინეს
აშშ-ში რესტორნების ყველაზე მავნე კერძი გამოავლინეს

აშშ-ის რეს­ტორ­ნე­ბის ყვე­ლა­ზე ცუდ კერ­ძად ზეთ­ში შემ­წვა­რი თევ­ზი აღი­ა­რეს.

კერძს სა­ხე­ლად "დიდი და­ჭე­რა" წრა­ფი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის ქსელ Long John Silver’s-ში ყი­დი­ან. მისი ერთი ულუ­ფა 33 გრამ ტრანს-ცხი­მებს და 3700 მი­ლიგ­რამ ნატ­რი­უმს შე­ი­ცავს. ამას­თან, ამე­რი­კუ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით, ადა­მი­ან­მა ერთ დღე-ღა­მე­ში 2 გრამ­ზე მეტი ტრანს-ცხი­მე­ბი და 1500 მი­ლიგ­რამ­ზე მეტი ნატ­რი­უ­მი არ უნდა მო­იხ­მა­როს.

სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის (CSPI — Center for Science in the Public Interest) ხელ­მძღვა­ნელ­მა, მა­იკლ ჯე­ი­კობ­სონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "დიდი და­ჭე­რა" ად­გილს "ზღვის ფსკერ­ზე" იმ­სა­ხუ­რებს.

"ეს კომ­პა­ნია იდე­ლურ ჯან­საღ თევზს იღებს და მას ჰიდ­რო­გე­ნი­ზე­ბუ­ლი სო­ი­ოს ზე­თის სქე­ლი ფე­ნით ფა­რავს, რო­მე­ლიც შეწ­ვი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ჯე­ი­კობ­სონ­მა და დას­ძი­ნა, რომ მსგავ­სი კვე­ბის შე­დე­გი "გუ­ლის შე­ტე­ვაა".

თევ­ზი "ფას­ტფუდ­თან" შე­და­რე­ბით მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის (1320) კა­ლო­რი­ას შე­ი­ცავს, მაგ­რამ სის­ხლძარ­ღვე­ბის­თვის ძა­ლი­ან მავ­ნეა. გარ­და ამი­სა, თევ­ზი შემ­წვა­რი ხახ­ვის რგო­ლე­ბით იყი­დე­ბა, რო­მე­ლიც, რო­გორც მეც­ნი­ე­რებ­მა გა­არ­კვი­ეს, სამ­ჯერ მეტ ტრანს-ცხი­მებს შე­ი­ცავს, ვიდ­რე შე­ფუთ­ვა­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი.

Long John Silver’s-ს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში სწრა­ფი მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის თევ­ზის რეს­ტო­რა­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ქსე­ლია, CSPI-ის კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Agence France-Presse

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ში რესტორნების ყველაზე მავნე კერძი გამოავლინეს

აშშ-ში რესტორნების ყველაზე მავნე კერძი გამოავლინეს

აშშ-ის რესტორნების ყველაზე ცუდ კერძად ზეთში შემწვარი თევზი აღიარეს.

კერძს სახელად "დიდი დაჭერა" წრაფი კვების ობიექტების ქსელ Long John Silver’s-ში ყიდიან. მისი ერთი ულუფა 33 გრამ ტრანს-ცხიმებს და 3700 მილიგრამ ნატრიუმს შეიცავს. ამასთან, ამერიკული კარდიოლოგიური ასოციაციის რეკომენდაციით, ადამიანმა ერთ დღე-ღამეში 2 გრამზე მეტი ტრანს-ცხიმები და 1500 მილიგრამზე მეტი ნატრიუმი არ უნდა მოიხმაროს.

სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CSPI — Center for Science in the Public Interest) ხელმძღვანელმა, მაიკლ ჯეიკობსონმა განაცხადა, რომ "დიდი დაჭერა" ადგილს "ზღვის ფსკერზე" იმსახურებს.

"ეს კომპანია იდელურ ჯანსაღ თევზს იღებს და მას ჰიდროგენიზებული სოიოს ზეთის სქელი ფენით ფარავს, რომელიც შეწვისას გამოიყენება",- განაცხადა ჯეიკობსონმა და დასძინა, რომ მსგავსი კვების შედეგი "გულის შეტევაა".

თევზი "ფასტფუდთან" შედარებით მცირე რაოდენობის (1320) კალორიას შეიცავს, მაგრამ სისხლძარღვებისთვის ძალიან მავნეა. გარდა ამისა, თევზი შემწვარი ხახვის რგოლებით იყიდება, რომელიც, როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, სამჯერ მეტ ტრანს-ცხიმებს შეიცავს, ვიდრე შეფუთვაზეა მითითებული.

Long John Silver’s-ს, რომელიც მსოფლიოში სწრაფი მომსახურეობის თევზის რესტორანების ყველაზე დიდი ქსელია, CSPI-ის კვლევის შედეგებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მომზადებულია Agence France-Presse

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს