სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მანანა ნაჭყებია - "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკიდან უნდა წავიდეს
მანანა ნაჭყებია - "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკიდან უნდა წავიდეს

"ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი მა­ნა­ნა ნა­ჭყე­ბია ქვე­ყა­ნა­ში მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს გარ­და­უ­ვალს უწო­დებს, ამ­ბობს, რომ პარ­ტი­ის აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად მზად არის.

- რაც უნდა ამ­ტკი­ცონ ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა, რომ ეს ამაზ­რზე­ნი ფაქ­ტე­ბი შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­ი­დან გად­მო­პა­რუ­ლი ერთი-ორი კად­რის ავ­ტო­რო­ბით ხდე­ბო­და, ეს არის ზღა­პა­რი და თა­ვი­ანთ მხარ­დამ­ჭე­რებს მო­უყვნენ, თუ ვინ­მე შე­მორ­ჩათ. ეს იყო სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამ­ტკი­ცე­ბა­სა და მტკივ­ნე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას ძა­ლა­დობ­რი­ვად, ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბი­თა და და­ში­ნე­ბის გზით ცდი­ლობ­და. ამას ნიშ­ნის მო­გე­ბით არ ვამ­ბობ, მაგ­რამ რო­გორც გა­ირ­კვა, ჩვენ სხვებ­ზე კარ­გად გვცოდ­ნია "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ანა­ტო­მია, ამი­ტო­მაც მუდ­მი­ვად ოპო­ზი­ცი­ა­ში ვე­დე­ქით და პრაქ­ტი­კუ­ლად, ერ­თა­დერ­თი ძალა ვი­ყა­ვით, რო­მელ­საც ამ რე­ჟი­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თვის მხა­რი არ დაგ­ვი­ჭე­რია. ეს მა­შინ ძა­ლი­ან არა­პო­პუ­ლა­რულ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნე­ო­და... მათი მოს­ვლის შემ­დეგ მა­ლე­ვე გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორ ექ­ცე­ოდ­ნენ ცი­ხე­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს, ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს და ზო­გა­დად, იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც მათი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზრი ჰქონ­დათ. სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მსგავ­სი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ გვსმე­ნია...

- მა­შინ რა­ტომ არ ლა­პა­რა­კობ­დით ამა­ზე?

- ძა­ლი­ან ხში­რად ვსა­უბ­რობ­დით და კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბიც მოგ­ვყავ­და, რო­გორც ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის, ისე სხვე­ბის შე­სა­ხებ. ყო­ველ­თვის კარ­გად ვხე­დავ­დით, რო­გორ ექ­ცე­ოდ­ნენ თა­ვი­ანთ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს. მა­შინ ამის გა­კე­თე­ბა ად­ვი­ლი არ იყო, რად­გან შსს ქვეყ­ნის ხერ­ხემ­ლად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი.

- პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და...

- კი ბა­ტო­ნო, ბო­დი­შის მოხ­დის უფ­ლე­ბა ყვე­ლას აქვს, მაგ­რამ ჩვენ ამ დღე­ებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ბო­დი­ში მო­ვის­მი­ნეთ, ბო­დი­შებს იხ­დი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, გიგი უგუ­ლა­ვა და გიგა ბო­კე­რი­აც... მაგ­რამ, აბა, გა­მო­ვიდ­ნენ ქუ­ჩა­ში და გამ­ვლელ-გა­მომ­ვლე­ლებს მო­უ­ხა­დონ ბო­დი­ში. იმის თქმა არ მინ­და, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ობ­და, ასეთ სა­ზი­ზღრო­ბას აკე­თებ­და, მაგ­რამ ცხა­დია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია და ტაქ­ტი­კა ჰქონ­და, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ზე­წო­ლა და ამის­თვის ჰყავ­და სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ სა­ზი­ზღრო­ბას სჩა­დი­ო­და. ამა­ზე ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლი პა­სუხს ვერ აგებს და არც უნდა აგე­ბი­ნო, თუმ­ცა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, გიგა ბო­კე­რი­ა­სა და სხვა ლი­დე­რე­ბის ბო­დი­ში საქ­მეს ვე­ღარ გა­მო­ას­წო­რებს, რად­გან ქარ­თვე­ლი ერის წი­ნა­შე უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი აქვთ ჩა­დე­ნი­ლი. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რო­მელ­მაც მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი და­ნერ­გა, პო­ლი­ტი­კი­დან უნდა წა­ვი­დეს, ან ამ პარ­ტი­ის რი­გებ­ში უნდა დარ­ჩნენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კი არ და­ი­ცა­ვენ, არა­მედ გა­ე­მიჯ­ნე­ბი­ან ამ ყვე­ლა­ფერს, ან სულ სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა უნდა შექ­მნან.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

მანანა ნაჭყებია - "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკიდან უნდა წავიდეს

მანანა ნაჭყებია - "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკიდან უნდა წავიდეს

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გარდაუვალს უწოდებს, ამბობს, რომ პარტიის აქტიურ პოლიტიკაში დასაბრუნებლად მზად არის.

- რაც უნდა ამტკიცონ ნაციონალებმა, რომ ეს ამაზრზენი ფაქტები შევარდნაძის ხელისუფლების დროიდან გადმოპარული ერთი-ორი კადრის ავტორობით ხდებოდა, ეს არის ზღაპარი და თავიანთ მხარდამჭერებს მოუყვნენ, თუ ვინმე შემორჩათ. ეს იყო სისტემური დანაშაული. "ნაციონალური მოძრაობა" ძალაუფლების გამტკიცებასა და მტკივნეული რეფორმების გატარებას ძალადობრივად, ადამიანების წამებითა და დაშინების გზით ცდილობდა. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ როგორც გაირკვა, ჩვენ სხვებზე კარგად გვცოდნია "ნაციონალების" ანატომია, ამიტომაც მუდმივად ოპოზიციაში ვედექით და პრაქტიკულად, ერთადერთი ძალა ვიყავით, რომელსაც ამ რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლისთვის მხარი არ დაგვიჭერია. ეს მაშინ ძალიან არაპოპულარულ ნაბიჯად მიიჩნეოდა... მათი მოსვლის შემდეგ მალევე გვქონდა ინფორმაცია, როგორ ექცეოდნენ ციხეში მყოფ ადამიანებს, ე.წ. კანონიერ ქურდებს და ზოგადად, იმ ადამიანებს, რომელთაც მათი საწინააღმდეგო აზრი ჰქონდათ. სანდრო გირგვლიანის მსგავსი ტრაგედიის შესახებ არაერთხელ გვსმენია...

- მაშინ რატომ არ ლაპარაკობდით ამაზე?

- ძალიან ხშირად ვსაუბრობდით და კონკრეტული მაგალითებიც მოგვყავდა, როგორც ჩვენი გუნდის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის, ისე სხვების შესახებ. ყოველთვის კარგად ვხედავდით, როგორ ექცეოდნენ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს. მაშინ ამის გაკეთება ადვილი არ იყო, რადგან შსს ქვეყნის ხერხემლად იყო აღიარებული.

- პატიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა ბოდიში მოიხადა...

- კი ბატონო, ბოდიშის მოხდის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ ამ დღეებში ძალიან ბევრი ბოდიში მოვისმინეთ, ბოდიშებს იხდიან მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და გიგა ბოკერიაც... მაგრამ, აბა, გამოვიდნენ ქუჩაში და გამვლელ-გამომვლელებს მოუხადონ ბოდიში. იმის თქმა არ მინდა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ასეთ საზიზღრობას აკეთებდა, მაგრამ ცხადია, რომ ხელისუფლებას შემუშავებული სტრატეგია და ტაქტიკა ჰქონდა, რათა საზოგადოებაზე განეხორციელებინა ზეწოლა და ამისთვის ჰყავდა სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, რომელიც ამ საზიზღრობას სჩადიოდა. ამაზე ყველა პოლიციელი პასუხს ვერ აგებს და არც უნდა აგებინო, თუმცა ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და სხვა ლიდერების ბოდიში საქმეს ვეღარ გამოასწორებს, რადგან ქართველი ერის წინაშე უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი. "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც მსგავსი ქმედებები დანერგა, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, ან ამ პარტიის რიგებში უნდა დარჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კი არ დაიცავენ, არამედ გაემიჯნებიან ამ ყველაფერს, ან სულ სხვა პოლიტიკური ძალა უნდა შექმნან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა