1 ივლისს კახი კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძეს 24 წელი შეუსრულდა.
როგორც ანუკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, დაბადების დღის გადახდას არ აპირებდა, თუმცა უკრაინიდან და იტალიიდან ჩამოსული სტუმრების პატივსაცემად წვეულება 12 საათში დაიგეგმა.
"ბევრი დამრჩა ნაწყენი, დაბადების დღის გადახდას არც ვაპირებდი და მხოლოდ 12 საათით ადრე გადაწყდა. მხოლოდ იმიტომ, რომ იტალიიდან და უკრაინიდან ჩამოვიდნენ სტუმრები, რომელთაც არ ველოდი. ასე რომ, ვინმე თუ გამომრჩა, მომიტევეთ. 25 მრგვალი თარიღია და მომავალ წელს ერთი კვირით ადრე დავგეგმავ", - წერს დიზაინერი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ანუკის დაბადების დღეს დაესწრნენ მომღერალი ბერა ივანიშვილი და ახლო მეგობრები, მოდელი სალომე ღვინიაშვილი და ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლე ნინი ზარქუა.
საღამოს ბოლოს არეშიძეს ორიგინალური სიურპრიზი მოუწყვეს და ნარიყალაზე განათების მეშვეობით "HAPPY BIRTHDAY ANUKI" დაუწერეს.