ესპანეთში მწერალ პაულო კოელიოზე მხატვრული ფილმის გადაღებები დასრულდა.
სურათი "პილიგრიმი: პაოლო კოელიოს საუკეთესო ისტორია" ეკრანებზე 2014 წლის პირველ ნახევარში გამოვა.
"ეს იქნება ფილმი მეოცნებეზე, რომელიც საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრილი ალისასავით იყო - ძალიან დიდი საკუთარი სახლისთვის. მის მშობლებს სურდათ, რომ ინჟინერი გამოსულიყო, საბოლოოდ ექიმები ელექტროშოკით მკურნალობდნენ და სამხედროები კი აწამებდნენ",- ამბობს ფილმის პროდუსერი იონა დე მასედო.
ფილმის სცენარისტის, კაროლინა კოჩოს თქმით, მან სურათის სიუჟეტი კოელიოსთან საუბრების საფუძველზე დაწერა.
გადაღებები ორ ქალაქში მიმდინარეობდა: თავიდან რიო-დე-ჟანეიროში, შემდეგ კი ესპანეთის ქალაქ სანტიაგო-დე-კომპოსტელაში.
მომზადებულია Screen Daily-ის მიხედვით.