პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაიას ადვოკატი - ბრალდების მოწმემ განაცხადა, რომ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ
ბაჩო ახალაიას ადვოკატი - ბრალდების მოწმემ განაცხადა, რომ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ

ბაჩო ახა­ლა­ი­ას საქ­მის გან­ხილ­ვი­სას, ბრალ­დე­ბის მოწ­მემ, იაღ­ლუ­ჯის პო­ლი­გო­ნის ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რო ექიმ­მა ლე­ვან სუ­თი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მას ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას აი­ძუ­ლებ­დნენ. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბაჩო ახა­ლა­ი­ას ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ონი­ან­მა დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი შეს­ვე­ნე­ბის დროს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ბაჩო ახა­ლა­ი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვი­სას, რო­მე­ლიც ე.წ. 7 სპეც­რაზ­მე­ლის წა­მე­ბის ბრალ­დე­ბას ეხე­ბა, ბრალ­დე­ბის მოწ­მემ გა­ნა­ცხა­და, რომ მას ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას აი­ძუ­ლებ­დნენ და ამ მიზ­ნით პრო­ცე­სამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ტყე­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ი­ტა­ცეს.

"მოწ­მემ გა­ნა­ცხა­და, რომ იგი ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე, ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, წყნე­თის ტყე­ში ჰყავ­დათ წაყ­ვა­ნი­ლი. ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ რაც პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბი­დან არ ახ­სოვ­და, ტყე­ში გა­ახ­სე­ნებ­დნენ. ამის შემ­დეგ მან­ქა­ნი­დან გად­მო­აგ­დეს, შუ­ა­ღა­მი­სას ტყე­ში და­ტო­ვეს, ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­თი­შეს და გა­და­უგ­დეს. ლე­ვან სუ­თი­ძე ყვე­ბა, რომ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ეძებ­და ტე­ლე­ფონს, შემ­დეგ და­უ­კავ­შირ­და მე­გო­ბარ სპეც­რაზ­მელს, რო­მე­ლიც დღე­საც მუ­შა­ობს და წაყ­ვა­ნა სთხო­ვა. მას პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რო­რი ჩა­ე­კი­თხა, ხომ არ იყო დაც­ვის მხრი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პრო­ვო­კა­ცია. მოწ­მემ თქვა, რომ ეს იყო ფაქ­ტი, რო­მე­ლიც მოხ­და. სუ­თი­ძემ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ამის და­დას­ტუ­რე­ბა შე­ეძ­ლო მის მე­უღ­ლე­სა და სპეც­რაზ­მის იმ წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მელ­მაც იგი წყნე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან შუ­ა­ღა­მეს წა­მო­იყ­ვა­ნა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ონი­ან­მა.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე, სა­დაც ბაჩო ახა­ლა­ი­ას საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ იმ­ყო­ფე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­დე­ო­კა­მე­რებს მოწ­მის ჩვე­ნე­ბა გა­და­ღე­ბუ­ლი არ აქვთ. თუმ­ცა, რო­გორც ად­ვო­კა­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, სა­სა­მარ­თლოს კა­მე­რე­ბით გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლას ისი­ნი გა­მო­ი­თხო­ვენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ბაჩო ახალაიას ადვოკატი - ბრალდების მოწმემ განაცხადა, რომ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ

ბაჩო ახალაიას ადვოკატი - ბრალდების მოწმემ განაცხადა, რომ ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ

ბაჩო ახალაიას საქმის განხილვისას, ბრალდების მოწმემ, იაღლუჯის პოლიგონის ყოფილმა სამხედრო ექიმმა ლევან სუთიძემ განაცხადა, რომ მას ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ონიანმა დღევანდელ პროცესზე გამოცხადებული შესვენების დროს განუცხადა.

მისი თქმით, ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, რომელიც ე.წ. 7 სპეცრაზმელის წამების ბრალდებას ეხება, ბრალდების მოწმემ განაცხადა, რომ მას ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ და ამ მიზნით პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე ტყეში, სავარაუდოდ, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა გაიტაცეს.

"მოწმემ განაცხადა, რომ იგი ღამის პირველ საათზე, ნების საწინააღმდეგოდ, წყნეთის ტყეში ჰყავდათ წაყვანილი. ეუბნებოდნენ, რომ რაც პირველი ჩვენებიდან არ ახსოვდა, ტყეში გაახსენებდნენ. ამის შემდეგ მანქანიდან გადმოაგდეს, შუაღამისას ტყეში დატოვეს, ტელეფონი გაუთიშეს და გადაუგდეს. ლევან სუთიძე ყვება, რომ ნახევარი საათი ეძებდა ტელეფონს, შემდეგ დაუკავშირდა მეგობარ სპეცრაზმელს, რომელიც დღესაც მუშაობს და წაყვანა სთხოვა. მას პროცესზე პროკურორი ჩაეკითხა, ხომ არ იყო დაცვის მხრიდან გამომდინარე პროვოკაცია. მოწმემ თქვა, რომ ეს იყო ფაქტი, რომელიც მოხდა. სუთიძემ ასევე განაცხადა, რომ ამის დადასტურება შეეძლო მის მეუღლესა და სპეცრაზმის იმ წარმომადგენელს, რომელმაც იგი წყნეთის ტერიტორიიდან შუაღამეს წამოიყვანა", - განაცხადა გიორგი ონიანმა.

დღევანდელ პროცესზე, სადაც ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა მიმდინარეობს, მედიის წარმომადგენლები არ იმყოფებიან. შესაბამისად, ვიდეოკამერებს მოწმის ჩვენება გადაღებული არ აქვთ. თუმცა, როგორც ადვოკატები განმარტავენ, სასამართლოს კამერებით გადაღებულ მასალას ისინი გამოითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"