სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივლისის ბოლოს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე უმცირესობის ლიდერი გიორგი ტყემალაძე გახდება?!
ივლისის ბოლოს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე უმცირესობის ლიდერი გიორგი ტყემალაძე გახდება?!

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სკან­და­ლუ­რი და­კა­ვე­ბე­ბის შემ­დეგ, და­კი­თხვი­დან "უვ­ნებ­ლად" გა­მო­სულ­მა მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა, რო­მე­ლიც საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეა, ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "ამ და­ჭე­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტებ­ზე ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებს. ისი­ნი და­ში­ნე­ბით ცდი­ლო­ბენ საკ­რე­ბუ­ლო­ში სა­წა­დე­ლი ოც­ნე­ბის მიღ­წე­ვას: უმ­რავ­ლე­სო­ბის დაშ­ლა­სა და ახა­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მოქ­მნას!" თით­ქოს ეს სი­ტყვე­ბი და­ა­დას­ტუ­რაო, 1 ივ­ლისს საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ფრაქ­ცი­ის ანუ უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი კოკი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი პოს­ტი­დან სკან­და­ლუ­რად გა­დად­გა და ახლა საკ­რე­ბუ­ლო­ში მუ­შა­ო­ბას და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტა­ტად გა­აგ­რძე­ლებს.

იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი გა­დად­გო­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ეპის­ტო­ლა­რულ ჟანრ­ში შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" ვრცე­ლი წე­რი­ლი დადო: "არა­ნა­ირ თავ­შე­სა­ფარს არ ვე­ძებ. ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში გა­დას­ვლა არც მი­ფიქ­რია. ჯერ ვიქ­ნე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი წევ­რი, შემ­დეგ ვნა­ხოთ..." საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის ეპის­ტო­ლეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია მე­ო­რე ეპის­ტო­ლე­თი გა­მო­ეხ­მა­უ­რა - გან­რის­ხე­ბულ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა ფარ­და იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლის პი­რად წე­რილს ახა­და, სა­დაც ის პრე­ზი­დენტს ვა­ლე­ბის და­ფარ­ვა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და. რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­სუხს "პა­სუ­ხის პა­სუ­ხი" ისევ იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლის­გან მოჰ­ყვა: "აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნევ გან­ვმარ­ტო, თუ რა მი­ზე­ზე­ბი უძღვის ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბულ კამ­პა­ნი­ას. ამ კამ­პა­ნი­ის სა­ხე­ლია, შიში... შიში იმი­სა, რომ არ და­ი­კარ­გოს ფრაქ­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გავ­ლე­ნა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ზე და, რაც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ზო­გა­დად, ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად არ გა­აგ­რძე­ლოს კრი­ზის­ში შეს­ვლა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვერ ხვდე­ბა, რომ ამ პარ­ტი­ის წევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჩემს მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს. მისი მხრი­დან ასე პირ­და­პირ წარ­მო­ე­ბუ­ლი შან­ტა­ჟი, რღვე­ვის პრო­ცესს ვერ შე­ა­ჩე­რებს!" - წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით გა­ნა­ცხა­და იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა. სა­მა­გი­ე­როდ, ზუს­ტად მე­ო­რე დღეს, ბრი­ფინ­გი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ "ოც­ნე­ბი­დან", ჯაბა სა­მუ­ში­ამ ჩა­ა­ტა­რა და სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი და­ა­ა­ნონ­სა: "უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, ფრაქ­ცია ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ბა­ზა­ზე კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფრაქ­ცია შე­იქ­მნე­ბა.

თვის ბო­ლომ­დე, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის და­ტო­ვე­ბას სულ მცი­რე 6 ადა­მი­ა­ნი აპი­რებს, რის შე­დე­გა­დაც, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში, მი­ნი­მუმ, ორი ახა­ლი ფრაქ­ცია შე­იქ­მნე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახლო მო­მა­ვალ­ში გა­აც­ნო­ბენ!" მე­ტიც, კოკი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლის წას­ვლის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას, სა­მუ­ში­ამ "ვერ­სი­ას­თან" გა­ნა­ცხა­და, რომ კო­ლე­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ ერთი თვის წინ იცო­და.

შე­სა­ბა­მი­სად, დღეს თბი­ლი­სის უფ­ლე­ბა­აყ­რილ საკ­რე­ბუ­ლო­ში ახა­ლი რე­ა­ლო­ბა გვაქვს: ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა დაშ­ლი­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, "ოც­ნე­ბის" დიდი ხნის მუ­ქა­რის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა - ზაალ სა­მა­დაშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა! ჯაბა სა­მუ­ში­ამ, რო­მე­ლიც საკ­რე­ბუ­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ერთ-ერთ ლი­დე­რად იკ­ვე­თე­ბა, "ვერ­სი­ას" ამ გეგ­მის შე­სა­ხებ ღი­ა­დაც და­უ­დას­ტუ­რა: "ზაალ სა­მა­დაშ­ვი­ლის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხი თა­ვის­თა­ვად დად­გე­ბა უახ­ლო­ეს სხდო­მა­ზე - ახა­ლი რე­ა­ლო­ბა ახალ პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უნ­ქტუ­რას ითხოვს! უნდა შეგ­როვ­დეს 17 კა­ცის ხელ­მო­წე­რა, რათა სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში შე­ვი­დეს და შემ­დეგ კენ­ჭისყრა ჩა­ტარ­დეს. სა­კუთ­რივ "ოც­ნე­ბას" ახლა 20-მდე წევ­რი ჰყავს და ეს თუნ­დაც დღის წეს­რიგ­ში სა­კი­თხის შე­სა­ტა­ნა­დაა საკ­მა­რი­სი".

რაც შე­ე­ხე­ბა საკ­რე­ბუ­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას დღეს - უშუ­ა­ლოდ ფრაქ­ცია "ოც­ნე­ბა­ში" შე­მა­ვა­ლი და მათი მოძ­მე ფრაქ­ცი­ე­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი ახა­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის შექ­მნა­ზე ფიქ­რო­ბენ, რაკი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" უმ­რავ­ლე­სო­ბა და­ი­შა­ლა. ახა­ლი ბა­ლან­სი ასე­თია: 24/23-ზე, სა­დაც ყვე­ლა­ზე დიდი, 23-კა­ცი­ა­ნი ფრაქ­ცია ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" აქვთ, და­ნარ­ჩე­ნი 24 კაცი კი ასე ნა­წილ­დე­ბა: და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი - 4 კაცი, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო - 3 კაცი, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - თბი­ლი­სე­ლე­ბი - 3 კაცი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა - 6 კაცი, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - თბი­ლი­სი - 3 კაცი, ხოლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის ფრაქ­ცია, ახლა უკვე კოკი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლის ხარ­ჯზე - 5 კაცი! ანუ, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის გარ­და, და­ნარ­ჩენ 6 ფრაქ­ცი­ა­ში, გა­და­სულ-გად­მო­სუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბით, ყო­ფი­ლი ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტით, "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რით, ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის წევ­რი­თა და "ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბით, 24 კა­ცის შე­კო­წი­წე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ჰოდა, თუ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი გზა­დაგ­ზა იშ­ლე­ბი­ან, ეს 24 კაცი ჯერ იმ კონ­დი­ცი­ამ­დეც არ მი­სუ­ლა, თუნ­დაც მყი­ფე გა­ერ­თი­ა­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და მის დაშ­ლა­ზე ვი­სა­უბ­როთ. გარ­და ამი­სა, მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა ჭო­რე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, თუ ვინ უნდა გახ­დეს საკ­რე­ბუ­ლოს ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე, ნა­ცი­ო­ნა­ლი ზაალ სა­მა­დაშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბის შემ­დეგ.

რო­გორც "ვერ­სი­ას" საკ­რე­ბუ­ლოს რამ­დე­ნი­მე წევ­რი სხვა­დას­ხვა დროს უმ­ხელ­და, ჯერ "ოც­ნე­ბა" ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის ერთ კან­დი­და­ტუ­რა­ზე ვერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა, მაგ­რამ არ­სე­ბობს სამი სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტი, რო­მელ­თაც, მეტ-ნაკ­ლე­ბად, ყვე­ლა­ზე დიდი მხარ­და­ჭე­რა აქვთ. ესე­ნი არი­ან: ყო­ფი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლი ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი ჯაბა სა­მუ­შია და მე­სა­მე და ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი - დღე­ვან­დე­ლი უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რი საკ­რე­ბუ­ლო­ში, დე­პუ­ტატ ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძის ვაჟი, გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე.

ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილს თა­ვი­სი სურ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ღიად და სა­ჯა­როდ არა­ერ­თხელ აქვს ნათ­ქვა­მი. ჯაბა სა­მუ­ში­ამ, მას მერე, რაც გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის პარ­ტია და­ტო­ვა, რო­გორც "ვერ­სი­ას" აც­ნო­ბეს, "ოც­ნე­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო ლი­დერ და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძეს­თან და­ი­წყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რედ არ­ჩე­ვის თა­ო­ბა­ზე. რო­გორც სა­მუ­შია აცხა­დებს, "ასე­თი შე­თან­ხმე­ბა არ ყო­ფი­ლა! ამ თე­მამ ერ­თა­დერ­თხელ გა­იჟ­ღე­რა, ისიც ერთ ბრი­ფინგზე, მაგ­რამ მე საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის­თვის არ მიბ­რძო­ლია. თუმ­ცა თუ ჩემი კო­ლე­გე­ბი გა­და­წყვე­ტენ მე და­მა­სა­ხე­ლონ, ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ვი­ღებ!" ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე, გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძის კან­დი­და­ტუ­რას, მას­ზე დღეს ცოტა თუ სა­უბ­რობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი არ­ჩე­ვა ამ პოსტზე ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რია: ჯერ ერთი, ტყე­მა­ლა­ძე ამ წუ­თებ­შიც საკ­რე­ბუ­ლოს უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რია, მისი არ­ჩე­ვის პრე­ის­ტო­რია რომ გა­ვიხ­სე­ნოთ, 2010 წელს, ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, იგი ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, აი­ღეს და დას­ვეს საკ­რე­ბუ­ლოს უმ­ცი­რე­სო­ბის თავ­მჯდო­მა­რედ და ბო­ლოს, რო­გორც "ვერ­სი­ას" საკ­რე­ბუ­ლოს კუ­ლუ­ა­რებ­ში უამ­ბო­ბენ, მისი კან­დი­და­ტუ­რის მხარ­და­ჭე­რა­ზე, სა­მუ­შია-ში­ხი­აშ­ვი­ლის ჯიბ­რით, უარს რამ­დე­ნი­მე ნა­ცი­ო­ნა­ლიც არ იტყვის.

სქე­მა მარ­ტი­ვია - თუ იმ 24 კა­ცი­დან, ვინც ამ დრო­ის­თვის ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში არ შე­დის, მაგ­რამ 6 სხვა­დას­ხვა ფრაქ­ცი­ა­შია გა­ფან­ტუ­ლი, ერთი-ორი მხარს სა­მუ­ში­ას და­უ­ჭერს და ამ­დე­ნი­ვე ში­ხი­აშ­ვილს, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის 23-კა­ცი­ა­ნი ფრაქ­ცია, პლუს გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე, სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ცე­მუ­ლი ოც­და­მე­ო­თხე ხმით, თა­ვის კან­დი­და­ტუ­რას გა­იყ­ვანს და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გახ­დე­ბა!

პრო­ცე­დუ­რუ­ლად, ეს არა­თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი, არა­მედ საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი­ცაა. ზაალ სა­მა­დაშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბი­სა და ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის წე­სის შე­სა­ხებ ქა­ლაქ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს რეგ­ლა­მენ­ტის მე­ხუ­თე თა­ვის, 42-ე მუხ­ლში გარ­კვე­ვით წე­რია: პუნ­ქტი 3. საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი საკ­რე­ბუ­ლოს წი­ნა­შე წე­რი­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა დას­ვას საკ­რე­ბუ­ლოს სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის არა­ნაკ­ლებ ერ­თმა მე­სა­მედ­მა (17 კაცი). საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გა­და­ყე­ნე­ბუ­ლად ჩა­ით­ვლე­ბა, თუ წი­ნა­და­დე­ბას მისი გა­და­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ მხა­რი და­უ­ჭი­რა საკ­რე­ბუ­ლოს სი­ი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა. (24 კაცი) პუნ­ქტი 4. თუ ამ მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, საკ­რე­ბუ­ლომ ვერ შეძ­ლო თავ­მჯდო­მა­რის გა­და­ყე­ნე­ბა, და­უშ­ვე­ბე­ლია მომ­დევ­ნო 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის გა­და­ყე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რის ხელ­მე­ო­რედ და­წყე­ბა. მუხ­ლი 43. პუნ­ქტი 1. საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს თა­ვი­სი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან, საკ­რე­ბუ­ლოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დით, საკ­რე­ბუ­ლოს სი­ი­თი შე­მად­გენ­ლო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტით ირ­ჩევს საკ­რე­ბუ­ლო.

ამ ყვე­ლაფ­რის გარ­კვე­ვის შემ­დეგ გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით და მის­გან სა­ინ­ტე­რე­სო პა­სუ­ხიც მო­ვის­მი­ნეთ: "ის, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას უმ­რავ­ლე­სო­ბა აღარ ჰყავს, ჯერ კი­დევ არ ნიშ­ნავს ახა­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის არ­სე­ბო­ბას. მით უმე­ტეს, შე­საძ­ლოა, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა კი­დევ რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­მა და­ტო­ვოს. ალ­ბათ, ამ თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ბო­ლოო სუ­რა­თი შე­იქ­მნე­ბა, თუ ვინ სად გა­და­ვა და რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა ახა­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა. თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან ზაალ სა­მა­დაშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბა, რეგ­ლა­მენ­ტით, უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა გი­დას­ტუ­რებთ, რომ დე­პუ­ტა­ტე­ბი ჯერ არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლან, ვინ უნდა იყოს ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე. საკ­რე­ბუ­ლოს წევრთა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვალ წევ­რებს ერთი კან­დი­და­ტუ­რა ეყო­ლე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ვერ გი­დას­ტუ­რებთ იმას, რომ ეს სა­ერ­თო კან­დი­და­ტი მე ვიქ­ნე­ბი. მე პი­რა­დად, რა მინ­და და რო­გორ მინ­და, ეს სხვა თე­მაა - შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, რომ ამ წუ­თას კო­ა­ლი­ცი­ას შე­თან­ხმე­ბუ­ლი კან­დი­და­ტუ­რა არ ჰყავს, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად ეყო­ლე­ბა და იგი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ივ­ლი­სის ბო­ლოს და­სა­ხელ­დე­ბა!"

ნინო კო­მა­ხი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ივლისის ბოლოს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე უმცირესობის ლიდერი გიორგი ტყემალაძე გახდება?!

ივლისის ბოლოს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე უმცირესობის ლიდერი გიორგი ტყემალაძე გახდება?!

რამდენიმე დღის წინ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების სკანდალური დაკავებების შემდეგ, დაკითხვიდან "უვნებლად" გამოსულმა მამუკა ახვლედიანმა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, ასეთი კომენტარი გააკეთა: "ამ დაჭერებით ხელისუფლება საკრებულოს დეპუტატებზე ზეწოლას ახორციელებს. ისინი დაშინებით ცდილობენ საკრებულოში საწადელი ოცნების მიღწევას: უმრავლესობის დაშლასა და ახალი უმრავლესობის წარმოქმნას!" თითქოს ეს სიტყვები დაადასტურაო, 1 ივლისს საკრებულოს "ნაციონალების" ფრაქციის ანუ უმრავლესობის ლიდერი კოკი იონათამიშვილი პოსტიდან სკანდალურად გადადგა და ახლა საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.

იონათამიშვილმა საკუთარი გადადგომა ჟურნალისტებს ეპისტოლარულ ჟანრში შეგვატყობინა და სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ვრცელი წერილი დადო: "არანაირ თავშესაფარს არ ვეძებ. ქართულ ოცნებაში გადასვლა არც მიფიქრია. ჯერ ვიქნები დამოუკიდებელი წევრი, შემდეგ ვნახოთ..." საკრებულოს წევრის ეპისტოლეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მეორე ეპისტოლეთი გამოეხმაურა - განრისხებულმა სააკაშვილმა ფარდა იონათამიშვილის პირად წერილს ახადა, სადაც ის პრეზიდენტს ვალების დაფარვაში დახმარებას სთხოვდა. რამდენიმე წუთში, სააკაშვილის პასუხს "პასუხის პასუხი" ისევ იონათამიშვილისგან მოჰყვა: "აუცილებლად მივიჩნევ განვმარტო, თუ რა მიზეზები უძღვის ჩემს წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას. ამ კამპანიის სახელია, შიში... შიში იმისა, რომ არ დაიკარგოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გავლენა თბილისის საკრებულოზე და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზოგადად, ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ უფრო ინტენსიურად არ გააგრძელოს კრიზისში შესვლა. მიხეილ სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ ამ პარტიის წევრების უმეტესობა ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებას თავიდან ბოლომდე სოლიდარობას უცხადებს. მისი მხრიდან ასე პირდაპირ წარმოებული შანტაჟი, რღვევის პროცესს ვერ შეაჩერებს!" - წერილობითი ფორმით განაცხადა იონათამიშვილმა. სამაგიეროდ, ზუსტად მეორე დღეს, ბრიფინგი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ "ოცნებიდან", ჯაბა სამუშიამ ჩაატარა და საინტერესო მოვლენები დააანონსა: "უახლოეს მომავალში, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ბაზაზე კიდევ რამდენიმე ფრაქცია შეიქმნება.

თვის ბოლომდე, ნაციონალების დატოვებას სულ მცირე 6 ადამიანი აპირებს, რის შედეგადაც, თბილისის საკრებულოში, მინიმუმ, ორი ახალი ფრაქცია შეიქმნება. ეს ადამიანები თავიანთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობენ!" მეტიც, კოკი იონათამიშვილის წასვლის კომენტირებისას, სამუშიამ "ვერსიასთან" განაცხადა, რომ კოლეგის გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იცოდა.

შესაბამისად, დღეს თბილისის უფლებააყრილ საკრებულოში ახალი რეალობა გვაქვს: ნაციონალური უმრავლესობა დაშლილია და განსაკუთრებული მონდომების შემთხვევაში, "ოცნების" დიდი ხნის მუქარის სისრულეში მოყვანა - ზაალ სამადაშვილის გადაყენება შეიძლება! ჯაბა სამუშიამ, რომელიც საკრებულოში მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთ ლიდერად იკვეთება, "ვერსიას" ამ გეგმის შესახებ ღიადაც დაუდასტურა: "ზაალ სამადაშვილისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი თავისთავად დადგება უახლოეს სხდომაზე - ახალი რეალობა ახალ პოლიტიკურ კონიუნქტურას ითხოვს! უნდა შეგროვდეს 17 კაცის ხელმოწერა, რათა საკითხი დღის წესრიგში შევიდეს და შემდეგ კენჭისყრა ჩატარდეს. საკუთრივ "ოცნებას" ახლა 20-მდე წევრი ჰყავს და ეს თუნდაც დღის წესრიგში საკითხის შესატანადაა საკმარისი".

რაც შეეხება საკრებულოში არსებულ ვითარებას დღეს - უშუალოდ ფრაქცია "ოცნებაში" შემავალი და მათი მოძმე ფრაქციების დეპუტატები ახალი უმრავლესობის შექმნაზე ფიქრობენ, რაკი "ნაციონალების" უმრავლესობა დაიშალა. ახალი ბალანსი ასეთია: 24/23-ზე, სადაც ყველაზე დიდი, 23-კაციანი ფრაქცია ისევ "ნაციონალებს" აქვთ, დანარჩენი 24 კაცი კი ასე ნაწილდება: დამოუკიდებელი დემოკრატები - 4 კაცი, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 3 კაცი, ქართული ოცნება - თბილისელები - 3 კაცი, თავისუფლება - 6 კაცი, ქართული ოცნება - თბილისი - 3 კაცი, ხოლო დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია, ახლა უკვე კოკი იონათამიშვილის ხარჯზე - 5 კაცი! ანუ, ნაციონალების გარდა, დანარჩენ 6 ფრაქციაში, გადასულ-გადმოსული ნაციონალებით, ყოფილი ქრისტიან-დემოკრატით, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერით, ახალი მემარჯვენეების წევრითა და "ოცნების" წევრებით, 24 კაცის შეკოწიწება შეიძლება. ჰოდა, თუ ნაციონალები გზადაგზა იშლებიან, ეს 24 კაცი ჯერ იმ კონდიციამდეც არ მისულა, თუნდაც მყიფე გაერთიანებად ჩამოყალიბდეს და მის დაშლაზე ვისაუბროთ. გარდა ამისა, მთელი ამ ხნის მანძილზე აქტიურად ვრცელდება ჭორები იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა გახდეს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, ნაციონალი ზაალ სამადაშვილის გადაყენების შემდეგ.

როგორც "ვერსიას" საკრებულოს რამდენიმე წევრი სხვადასხვა დროს უმხელდა, ჯერ "ოცნება" ახალი თავმჯდომარის ერთ კანდიდატურაზე ვერ ჩამოყალიბებულა, მაგრამ არსებობს სამი სავარაუდო კანდიდატი, რომელთაც, მეტ-ნაკლებად, ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვთ. ესენი არიან: ყოფილი ნაციონალი ირაკლი შიხიაშვილი, ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი ჯაბა სამუშია და მესამე და ყველაზე რეალური - დღევანდელი უმცირესობის ლიდერი საკრებულოში, დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის ვაჟი, გიორგი ტყემალაძე.

ირაკლი შიხიაშვილს თავისი სურვილების შესახებ ღიად და საჯაროდ არაერთხელ აქვს ნათქვამი. ჯაბა სამუშიამ, მას მერე, რაც გიორგი თარგამაძის პარტია დატოვა, როგორც "ვერსიას" აცნობეს, "ოცნების" საპარლამენტო ლიდერ დავით საგანელიძესთან დაიწყო მოლაპარაკებები საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის თაობაზე. როგორც სამუშია აცხადებს, "ასეთი შეთანხმება არ ყოფილა! ამ თემამ ერთადერთხელ გაიჟღერა, ისიც ერთ ბრიფინგზე, მაგრამ მე საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის არ მიბრძოლია. თუმცა თუ ჩემი კოლეგები გადაწყვეტენ მე დამასახელონ, ამ შემოთავაზებას მივიღებ!" ხოლო რაც შეეხება მესამე, გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას, მასზე დღეს ცოტა თუ საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი არჩევა ამ პოსტზე ყველაზე ლოგიკურია: ჯერ ერთი, ტყემალაძე ამ წუთებშიც საკრებულოს უმცირესობის ლიდერია, მისი არჩევის პრეისტორია რომ გავიხსენოთ, 2010 წელს, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, იგი ნაციონალებმა, პირდაპირი მნიშვნელობით, აიღეს და დასვეს საკრებულოს უმცირესობის თავმჯდომარედ და ბოლოს, როგორც "ვერსიას" საკრებულოს კულუარებში უამბობენ, მისი კანდიდატურის მხარდაჭერაზე, სამუშია-შიხიაშვილის ჯიბრით, უარს რამდენიმე ნაციონალიც არ იტყვის.

სქემა მარტივია - თუ იმ 24 კაციდან, ვინც ამ დროისთვის ნაციონალებში არ შედის, მაგრამ 6 სხვადასხვა ფრაქციაშია გაფანტული, ერთი-ორი მხარს სამუშიას დაუჭერს და ამდენივე შიხიაშვილს, ნაციონალების 23-კაციანი ფრაქცია, პლუს გიორგი ტყემალაძე, საკუთარი თავის სასარგებლოდ მიცემული ოცდამეოთხე ხმით, თავის კანდიდატურას გაიყვანს და საკრებულოს თავმჯდომარე გახდება!

პროცედურულად, ეს არათუ შესაძლებელი, არამედ საკმაოდ მარტივიცაა. ზაალ სამადაშვილის გადაყენებისა და ახალი თავმჯდომარის არჩევის წესის შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის მეხუთე თავის, 42-ე მუხლში გარკვევით წერია: პუნქტი 3. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა (17 კაცი). საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. (24 კაცი) პუნქტი 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკრებულომ ვერ შეძლო თავმჯდომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება. მუხლი 43. პუნქტი 1. საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.

ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ გიორგი ტყემალაძეს დავუკავშირდით და მისგან საინტერესო პასუხიც მოვისმინეთ: "ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას უმრავლესობა აღარ ჰყავს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ახალი უმრავლესობის არსებობას. მით უმეტეს, შესაძლოა, ნაციონალური მოძრაობა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს. ალბათ, ამ თვის განმავლობაში საბოლოო სურათი შეიქმნება, თუ ვინ სად გადავა და როგორ ჩამოყალიბდება ახალი უმრავლესობა. თავმჯდომარეობიდან ზაალ სამადაშვილის გადაყენება, რეგლამენტით, უკვე შესაძლებელია, თუმცა გიდასტურებთ, რომ დეპუტატები ჯერ არ ჩამოყალიბებულან, ვინ უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. საკრებულოს წევრთა უმრავლესობაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ კოალიციაში შემავალ წევრებს ერთი კანდიდატურა ეყოლება. სამაგიეროდ, ვერ გიდასტურებთ იმას, რომ ეს საერთო კანდიდატი მე ვიქნები. მე პირადად, რა მინდა და როგორ მინდა, ეს სხვა თემაა - შემიძლია დავადასტურო, რომ ამ წუთას კოალიციას შეთანხმებული კანდიდატურა არ ჰყავს, მაგრამ ნამდვილად ეყოლება და იგი, სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს დასახელდება!"

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა