ბიძინა ივანიშვილი - აფხაზეთის გავლით რკინიგზა უნდა გაიხსნას

ბიძინა ივანიშვილი - აფხაზეთის გავლით რკინიგზა უნდა გაიხსნას

ჩვენ ვფიქრობთ, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზა აუცილებლად აღდგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ეს მაშინ მოხდება, როდესაც პირველ რიგში, ქართული საზოგადოებიდან კითხვები არ იარსებებს.

"აფხაზეთის გავლით რკინიგზა საინტერესოა და უნდა გაიხსნას. ნებისმიერ ეკონომიკას, ნებისმიერი ახალი გზა აუმჯობესებს. ეს გააუმჯობესებს ურთიერთობასაც აფხაზებსა და ჩვენს შორის. საუბედუროდ, ძალიან ხშირად, პოლიტიკა ბევრს თამაშობს იმაზე, რაც მარტივია. ამ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ. კითხვები არსებობს და ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გასარკვევი საკითხები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის რუსეთთან. აფხაზებთან სახალხო დიპლომატიის მეშვეობით ვახერხებთ ინფორმაციის გაცვლას. ეს პროცესი უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც არ გამოიწვევს დიდ ვნებათაღელვას. ჩემი აზრით, ზედმეტად პოლიტიზირებულია ეს საკითხი და ამიტომ ხდება პროცესების მდორედ მიმდინარეობა. ჩვენ გვაქვს ამის სურვილი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც არ იარსებებს კითხვები, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებიდან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველას ანგარიში გავუწიოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადავჭრით პრობლემებს და რკინიგზა აუცილებლად აღდგება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?