პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, მთავრობის არაფორმალურ ლიდერობას არ ვაპირებ
ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, მთავრობის არაფორმალურ ლიდერობას არ ვაპირებ

პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, მე, გა­რე­დან მთავ­რო­ბის არა­ფორ­მა­ლურ ლი­დე­რო­ბას არ ვა­პი­რებ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა მთა­ვა­რი და არა პი­როვ­ნუ­ლი. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, მო­ხერ­ხდე­ბა კონ­ტრო­ლი და შე­ნიშ­ვნე­ბის მი­ცე­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. არა­ფორ­მა­ლუ­რი ლი­დე­რო­ბის­გან კი ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

ამას­თან, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს ნუ მო­ახ­დე­ნენ მისი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბას. რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მისი წას­ვლის შე­სა­ხებ სპე­კუ­ლი­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვნე­ბა­თა­ღელ­ვას იწ­ვევს.

"რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს წას­ვლას. მე არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ვა­კე­თე ამა­ზე აქ­ცენ­ტი და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დე­გაც მო­მი­წია ამა­ზე სა­უ­ბა­რი. მინ­და მო­ვუ­წო­დო იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ ამან შე­იძ­ლე­ბა ცუდი ძვრე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში, მინ­და და­ვა­წყნა­რო ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მო­ვუ­წო­დო, რომ ამ თე­მით ნუ მო­ახ­დე­ნენ სპე­კუ­ლი­რე­ბას მო­მა­ვალ­ში. რა­მე­თუ, მე არ­სად წას­ვლას ქვეყ­ნი­დან არ ვა­პი­რებ. მე, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით თავი გავ­წი­რე პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლით. ნუ­რა­ვის ექ­ნე­ბა აზ­რად, რომ პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც ლაგ­დე­ბა, ამ პრო­ცე­სებს გა­მო­ვე­ცა­ლო და ვინ­მეს და­საშ­ლე­ლად და ასა­რე­ვად და­ვუ­ტო­ვო. ვფიქ­რობ, რომ ის ანა­ლი­ზი, რაც პირ­ვე­ლი­ვე წელს დავ­დე, ერთი ერ­თში ხდე­ბა. კარ­გად ვხე­დავ რა სჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას. ვიძ­ლე­ვი პი­რო­ბას, რომ წას­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე, მო­ა­ხერ­ხებს ყვე­ლა კი­თხვის დას­მას და პა­სუ­ხის მი­ღე­ბას. საკ­მა­რი­სი დრო­ით ადრე მე გა­ვა­კე­თე­ბებ გან­ცხა­დე­ბებს. თუ და­მარ­წმუ­ნე­ბენ, რომ აქ უფრო სა­ჭი­როა ჩემი ყოფ­ნა, რა თქმა უნდა, აქ დავ­რჩე­ბი. ნუ გა­ვა­კე­თებთ ამა­ზე აქ­ცენ­ტებს, რად­გან ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვნე­ბა­თა­ღელ­ვას იწ­ვევს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მას 20 წელი კი­დევ ექ­ნე­ბა ენერ­გია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო იყოს.

"ხოლო თუ ასაკ­ში რამე და­მე­მარ­თა, მე გა­ვეც­ლე­ბი პრო­ცე­სებს", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

ივა­ნიშ­ვილ­მა ისა­უბ­რა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც და აღ­ნიშ­ნა, რომ მო­მა­ვა­ლი წლე­ბი ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის­თვის უფრო და უფრო უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

"რაც და­პი­რე­ბე­ბი გვქონ­და არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში, ზო­გი­ერთ მათ­განს დრო­ზე ადრე და გა­და­ჭარ­ბე­ბით ვას­რუ­ლებთ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მო­ა­ხერ­ხოს სა­ქარ­თვე­ლომ აღორ­ძი­ნე­ბა, რად­გან ეკო­ნო­მი­კა არის ის სფე­რო, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რი შრო­მა, რათა მან მო­ი­პო­ვოს ძალა. პო­ლი­ტი­კა­ში არ­ყოფ­ნით უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ვიქ­ნე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, რომ ეკო­ნო­მი­კა­ში დევს ყვე­ლა გა­სა­ღე­ბი ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შემ­დე­გი წელი, ეკო­ნო­მი­კის მხრივ, შე­სამ­ჩნე­ვი იქ­ნე­ბა, 2014 წელი იქ­ნე­ბა კარ­გი და 2015 წელი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი. "შემ­დე­გი წლე­ბი კი, კი­დევ უფრო უკე­თე­სი იქ­ნე­ბა და და­ი­წყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჭეშ­მა­რი­ტი ეკო­ნო­მი­კუ­რი აღორ­ძი­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, მთავრობის არაფორმალურ ლიდერობას არ ვაპირებ

ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, მთავრობის არაფორმალურ ლიდერობას არ ვაპირებ

პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, მე, გარედან მთავრობის არაფორმალურ ლიდერობას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ინსტიტუტების განვითარებაა მთავარი და არა პიროვნული. როგორც საზოგადოების წევრი, მოხერხდება კონტროლი და შენიშვნების მიცემაც ხელისუფლებაზე. არაფორმალური ლიდერობისგან კი ღმერთმა დაგვიფაროს", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას მოუწოდებს ნუ მოახდენენ მისი პოლიტიკიდან წასვლის თემით სპეკულირებას. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მისი წასვლის შესახებ სპეკულირება საზოგადოებაში ვნებათაღელვას იწვევს.

"რაც შეეხება ჩემს წასვლას. მე არჩევნების პროცესში რამდენჯერმე გავაკეთე ამაზე აქცენტი და არჩევნების შემდეგაც მომიწია ამაზე საუბარი. მინდა მოვუწოდო იმ საზოგადოებას, რომელსაც მიაჩნია, რომ ამან შეიძლება ცუდი ძვრები გამოიწვიოს ქართულ პოლიტიკაში, მინდა დავაწყნარო ეს საზოგადოება და მოვუწოდო, რომ ამ თემით ნუ მოახდენენ სპეკულირებას მომავალში. რამეთუ, მე არსად წასვლას ქვეყნიდან არ ვაპირებ. მე, პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე პოლიტიკაში მოსვლით. ნურავის ექნება აზრად, რომ პროცესები, რომელიც ლაგდება, ამ პროცესებს გამოვეცალო და ვინმეს დასაშლელად და ასარევად დავუტოვო. ვფიქრობ, რომ ის ანალიზი, რაც პირველივე წელს დავდე, ერთი ერთში ხდება. კარგად ვხედავ რა სჭირდება ქვეყანას. ვიძლევი პირობას, რომ წასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოახერხებს ყველა კითხვის დასმას და პასუხის მიღებას. საკმარისი დროით ადრე მე გავაკეთებებ განცხადებებს. თუ დამარწმუნებენ, რომ აქ უფრო საჭიროა ჩემი ყოფნა, რა თქმა უნდა, აქ დავრჩები. ნუ გავაკეთებთ ამაზე აქცენტებს, რადგან ეს საზოგადოების ვნებათაღელვას იწვევს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მას 20 წელი კიდევ ექნება ენერგია, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო იყოს.

"ხოლო თუ ასაკში რამე დამემართა, მე გავეცლები პროცესებს", - აღნიშნა პრემიერმა.

ივანიშვილმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც და აღნიშნა, რომ მომავალი წლები ქართული ეკონომიკისთვის უფრო და უფრო უკეთესი იქნება.

"რაც დაპირებები გვქონდა არჩევნების პროცესში, ზოგიერთ მათგანს დროზე ადრე და გადაჭარბებით ვასრულებთ. წლების განმავლობაში უნდა მოახერხოს საქართველომ აღორძინება, რადგან ეკონომიკა არის ის სფერო, რომელსაც სჭირდება ყოველწლიური შრომა, რათა მან მოიპოვოს ძალა. პოლიტიკაში არყოფნით უფრო საინტერესო ვიქნები ეკონომიკური მიმართულებით. კიდევ ვიმეორებ, რომ ეკონომიკაში დევს ყველა გასაღები ჩვენი პრობლემების", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, შემდეგი წელი, ეკონომიკის მხრივ, შესამჩნევი იქნება, 2014 წელი იქნება კარგი და 2015 წელი იქნება ძალიან კარგი. "შემდეგი წლები კი, კიდევ უფრო უკეთესი იქნება და დაიწყება საქართველოს ჭეშმარიტი ეკონომიკური აღორძინება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა