ხმები იმის შესახებ, რომ ნინი ბადურაშვილი მეუღლეს დაშორდა, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. მაშინ თავად ნინიც, დედამისი ეკა კახიანი და ოჯახის ყველა წევრი კატეგორიულად უარყოფდნენ ხმებს მომღერლის ოჯახის დანგრევის შესახებ, თუმცა ჟურნალისტებამდე მაინც მოდიოდა ჭორები და ნახევრად დადასტურებული ამბები ნინისა და მოსკოვში მცხოვრები ირაკლი კუტალაძის ურთიერთობების დასრულების შესახებ.
თუმცა, ვინაიდან დადასტურებულად ამის თქმა არ შეიძლებოდა, თანაც, ნინი ფეხმძიმედ არის და მის მდგომარეობასაც გარკვეულწილად ყველა უწევდა ანგარიშს, ამის შესახებ პრესაში არ დაწერილა, თუმცა ჭორების გავრცელებას, გაგიკვირდებათ და, წერტილი ნინი ბადურაშვილის მეუღლემ თავად დაუსვა, როდესაც 1 ივლისის ჟურნალ "თბილისელებში" ცოლის შესახებ იმდენად სკანდალური განცხადებები გააკეთა, როგორიც ალბათ, არასდროს მოგისმენიათ. ირაკლი კუტალაძე ამბობს, რომ ნინი ბადურაშვილმა ის გამოიყენა და მისი მიზანი იყო, "კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი.
შეგახსენებთ, რომ ნინი ბადურაშვილის გრანდიოზული ქორწილი "შერატონში" 2012 წლის 25 ოქტომბერს შედგა, შემდეგ კი ის საცხოვრებლად მეუღლესთან, მოსკოვში გადავიდა. როგორც გავრცელებული ხმების მიხედვით ირკვევა, ნინიმ იქაურ ცხოვრებას ალღო ვერ აუღო და თბილისი სულ ენატრებოდა, თანაც, სულაც არ დახვდა ისეთი სიტუაცია, როგორც თავიდან ეგონა, ამიტომ მალევე გადაწყვიტა ქმართან გაშორება და საქართველოში დაბრუნება.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები მოხერხებულად მალავდნენ ნინისა და ირაკლის დაშორების ამბავს, გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ ამას აზრი აღარ ჰქონდა, თუმცა ჟურნალში ინტერვიუს შესახებ ნინის ბებიამ, ქალბატონმა ლალი ბადურაშვილმა ჩვენგან გაიგო და შესაბამისი კომენტარიც გააკეთა.
- თუ გაეცანით თქვენი შვილიშვილის მეუღლის, ირაკლი კუტალაძის სკანდალურ განცხადებებს?
ლალი ბადურაშვილი:
- ირაკლი სხვა გამოცემებშიც დარბოდა და უარი უთხრეს ინტერვიუს გამოქვეყნებაზე. "თბილისელებს" კი გამოუქვეყნებია.
- ნინი უპასუხებს ირაკლის საჯაროდ?
- არა მგონია, რაიმე კომენტარი გააკეთოს. ამას ნინის ხასიათიდან გამომდინარე ვამბობ. ის ძალიან თავშეკავებული ადამიანია. თავის პრობლემებზე ჩვენთანაც მინიმალურად ლაპარაკობდა. ნინის გული სწყდებოდა მხოლოდ იმაზე, რომ მოიხიბლა ამ ბიჭით, წავიდა უცხო ქალაქში, დათმო თავისი მშობლიური გარემო, დედ-მამა, ბებიები და ირაკლიმ მისთვის ვერ მოიცალა. თანაც, ეს ხომ არ იყო ათი წლის ქორწინება? ორი თვის ქორწინებაზე გვაქვს საუბარი. ნინიმ წესიერად ქალაქი არც იცოდა და კვირაში ერთი საღამოც კი ვერ გამონახო ახლადმოყვანილი ცოლისთვის, რამდენად მოსაწონია? ამის მიუხედავად ნინი ჩუმად იყო და ირაკლის სირბილი პრესაში და განცხადებები რამდენად მამაკაცური საქციელია, ეს თქვენ თავად განსაჯეთ.
ასევე იხილეთ:
ირაკლი კუტალაძე - "ნინის მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი"
ნინი ბადურაშვილი - მთელ მსოფლიოში ყველაზე გამგები ქმარი მყავს