Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება
ბათუმში ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

ბა­თუ­მის სა­ოც­რე­ბა­თა პარკში 22-დან 24 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით ზა­ფხუ­ლის სა­ზღვაო სე­ზო­ნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფეს­ტი­ვა­ლი BATUMI SUMMER SET FEST-2013 გა­ი­მარ­თე­ბა. ფეს­ტი­ვა­ლი ბა­თუმ­ში უკვე მე­ო­რედ ტარ­დე­ბა. სას­ტუმ­რო Holiday Inn- ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლი და­ა­ა­ნონ­სეს.

"ეს ფეს­ტი­ვა­ლი არის მათ­თვის, ვი­საც უყ­ვარს მუ­სი­კა, მათ­თვის, ვი­საც უყ­ვარს ერ­თად შეკ­რე­ბა და პო­ზი­ტი­უ­რი მუხ­ტი. მთა­ვა­რია, რომ სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებთ ეს მუ­სი­კა და იქ­ნე­ბი­ან ძა­ლი­ან კარგ და პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე", - ამ­ბობს ფეს­ტი­ვა­ლის PR-მე­ნე­ჯე­რი ნი­კო­ლოზ დვა­ლი­ძე.

ბა­თუმ­ში LAID BACK, SLEEP PARTY PEOPLE ,FAITHLESS- თან ერ­თად უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი, მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვი ჩა­მო­ვა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ქა­ლაქს, სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ ეპი­ცენ­ტრად იქ­ცეს. ფეს­ტი­ვა­ლის Line up-ი ასე­თია-BETOKO; SYNKRO; PHON-O ;GIRAFFAGE; MAX COOPER; DOMINIK EULBERG; RONE.

უცხო­ელ შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან ერ­თად ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქარ­თვე­ლი დი­ჯე­ე­ბიც მი­ი­ღე­ბენ. ფეს­ტი­ვალ­ზე ასე­ვე იგეგ­მე­ბა მაია დარსმე­ლი­ძის ახა­ლი ელექტრო­ნუ­ლი პრო­ექ­ტის "Mao & The Mins" პრე­ზენ­ტა­ცია. ფეს­ტი­ვა­ლის არტ-მე­ნე­ჯე­რი ტატო ხარ­ჩი­ლა­ვა ფიქ­რობს, რომ ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის­თვის ეს დღე თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა: "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის­თვის ამ ფეს­ტი­ვალ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ უცხო­ე­ლი არ­ტის­ტე­ბი საკ­მა­ოდ მრავ­ლად არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი, თან ისე­თი სა­ხე­ლე­ბი, რო­გო­რიც არის LAID BACK, SLEEP PARTY PEOPLE ,FAITHLESS და ა.შ. ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის კა­რი­ე­რა­ში ძა­ლი­ან კარ­გად იწე­რე­ბა ამ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა და ამ არ­ტის­ტებ­თან ერ­თად ერთ line-up-ში მოხ­ვედ­რა", - ამ­ბობს ტატო ხარ­ჩი­ლა­ვა.

ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­ყი­დე­ბა რო­გორც ერ­თდღი­ა­ნი და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თი, ასე­ვე სამდღი­ა­ნი აბო­ნე­მენ­ტი. სამი დღის აბო­ნე­მენ­ტი ეღი­რე­ბა 70 ლარი, თუმ­და პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტოს შემ­დეგ ფასი გა­იზ­რდე­ბა და 120 ლარი გახ­დე­ბა. ერ­თდღი­ა­ნი ბი­ლე­თის ფასი პირ­ველ აგ­ვის­ტომ­დე იქ­ნე­ბა 35 ლარი, ხოლო პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტოს შემ­დეგ - 50 ლარი. ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია თბი­ლის­ში, ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­ლა­რო­ებ­ში, ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, ტუ­რიზ­მის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრში და სა­იტ­ზე biletebi.ge.

წელს BATUMI SUMMER SET FEST-ი 45 000 მსმე­ნელს უმას­პინ­ძლებს. ფეს­ტი­ვა­ლის მხარ­დამ­ჭე­რია ბა­თუ­მის მე­რია და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

ელე­ნე ცინ­ცა­ძე

ბათუმში ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

ბათუმში ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

ბათუმის საოცრებათა პარკში 22-დან 24 აგვისტოს ჩათვლით ზაფხულის საზღვაო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST-2013 გაიმართება. ფესტივალი ბათუმში უკვე მეორედ ტარდება. სასტუმრო Holiday Inn- ში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი დააანონსეს.

"ეს ფესტივალი არის მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკა, მათთვის, ვისაც უყვარს ერთად შეკრება და პოზიტიური მუხტი. მთავარია, რომ სამი დღის განმავლობაში ადამიანებს გააერთიანებთ ეს მუსიკა და იქნებიან ძალიან კარგ და პოზიტიურ განწყობაზე", - ამბობს ფესტივალის PR-მენეჯერი ნიკოლოზ დვალიძე.

ბათუმში LAID BACK, SLEEP PARTY PEOPLE ,FAITHLESS- თან ერთად უამრავი ცნობილი, მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჩამოვა, რაც საშუალებას მისცემს ქალაქს, საერთაშორისო მუსიკალურ ეპიცენტრად იქცეს. ფესტივალის Line up-ი ასეთია-BETOKO; SYNKRO; PHON-O ;GIRAFFAGE; MAX COOPER; DOMINIK EULBERG; RONE.

უცხოელ შემსრულებლებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას ქართველი დიჯეებიც მიიღებენ. ფესტივალზე ასევე იგეგმება მაია დარსმელიძის ახალი ელექტრონული პროექტის “Mao & The Mins“ პრეზენტაცია. ფესტივალის არტ-მენეჯერი ტატო ხარჩილავა ფიქრობს, რომ ქართველი შემსრულებლებისთვის ეს დღე თავის წარმოჩენის განსაკუთრებული საშუალება იქნება: "დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველი არტისტებისთვის ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღებას. იქიდან გამომდინარე, რომ უცხოელი არტისტები საკმაოდ მრავლად არიან წარმოდგენილები, თან ისეთი სახელები, როგორიც არის LAID BACK, SLEEP PARTY PEOPLE ,FAITHLESS და ა.შ. ქართველი არტისტების კარიერაში ძალიან კარგად იწერება ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება და ამ არტისტებთან ერთად ერთ line-up-ში მოხვედრა", - ამბობს ტატო ხარჩილავა.

ფესტივალზე გაიყიდება როგორც ერთდღიანი დასასწრები ბილეთი, ასევე სამდღიანი აბონემენტი. სამი დღის აბონემენტი ეღირება 70 ლარი, თუმდა პირველი აგვისტოს შემდეგ ფასი გაიზრდება და 120 ლარი გახდება. ერთდღიანი ბილეთის ფასი პირველ აგვისტომდე იქნება 35 ლარი, ხოლო პირველი აგვისტოს შემდეგ - 50 ლარი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისში, ფილარმონიის სალაროებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში და საიტზე biletebi.ge.

წელს BATUMI SUMMER SET FEST-ი 45 000 მსმენელს უმასპინძლებს. ფესტივალის მხარდამჭერია ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

ელენე ცინცაძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება