Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილის ხელისუფლების დისკრედიტაცია წარმატებულად განხორციელდა
ივანიშვილის ხელისუფლების დისკრედიტაცია წარმატებულად განხორციელდა

27 ივ­ნისს მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბამ, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ და ისევ და­კა­ვე­ბამ ერთი ანეკ­დო­ტი გა­მახ­სე­ნა: კა­ხე­თის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მი­ტუა თა­ნა­სოფ­ლე­ლებს ყო­ველ­დღე მაგ­რად ჟეჟავ­და, შე­წუ­ხე­ბუ­ლებ­მა ფული შე­აგ­რო­ვეს და კა­რა­ტის­ტი და­ი­ქი­რა­ვეს. როცა მი­ტუა სოფ­ლის "ბირ­ჟას" მი­ად­გა და თა­ნა­სოფ­ლე­ლებს და­ე­რია, კა­რა­ტის­ტმა წიხლქვეშ გა­იგ­დო და იმ­დე­ნი ურტყა ძვალრ­ბი­ლი გა­უ­ერ­თი­ა­ნა. მოკ­ლედ, მი­ტუა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან სამი თვის შემ­დეგ გა­მო­ვი­და, პირ­და­პირ "ბირ­ჟა­ზე" მი­ვი­და და იკი­თხა, - ჯო, ი კა­რა­ტის­ტი წა­ვი­და?.. წა­ვი­დაო - უპა­სუ­ხეს თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­მა. ჰოდა, ეხლა გი­ტი­რებთ ყო­ფა­სო. ასე რომ, ან­დრეს ფოგ რას­მუ­სენ­მა, კა­რა­ტის­ტის არ იყოს, მხო­ლოდ დრო­ე­ბით გა­და­ა­ვა­და გარ­და­უ­ვა­ლი პრო­ცე­სი. ხუმ­რო­ბა იქით იყოს და, რას­მუ­სე­ნი­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ვი­ზი­ტი­სას მე­რი­ი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის მა­სობ­რივ­მა და­კა­ვე­ბამ, შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბამ - მოწ­მის სტა­ტუ­სით დავ­კი­თხე­თო, სხვა­დას­ხვა ეჭვი აღ­ძრა. არ მინ­და ჟარ­გო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ ალ­ბათ, სი­ტყვა "გა­უ­ჩა­ლი­ჩეს" ყვე­ლა­ზე უკეთ ასა­ხავს იმას, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც აღ­მოჩ­ნდა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 27 ივ­ნი­სის დი­ლას. ამ მო­საზ­რე­ბას ეთან­ხმე­ბა ექ­სპერ­ტი სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი და ამას­თან­ვე იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის დად­გე­ნას ითხოვს, ვინც ამ უც­ნა­უ­რი და აბ­სურ­დუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა.

- 27 ივ­ნისს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბა იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ხალ­ხი ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის 28 ელ­ჩის თვალ­წინ და­ა­კა­ვეს და ამ მოვ­ლე­ნის შე­სა­ფა­სებ­ლად ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი "მო­იწ­ვი­ეს". ეს ჩა­ნა­ფიქ­რი, ანუ ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია, წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და და ეს აი­ტა­ცეს რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა, ისე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" აგი­ტა­ტო­რებ­მა. ისე, ამ­გვა­რი ქმე­დე­ბის­თვის უც­ნა­უ­რი სამ­ზა­დი­სი წინა დღე­ებ­შიც შე­იმ­ჩნე­ო­და. ჩემ­თვის გა­საკ­ვი­რი იყო რას­მუ­სე­ნის მყი­სი­ე­რი რე­აქ­ცია. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა. თუმ­ცა არ მიკ­ვირს - რას­მუ­სენ­მა ამ თე­მის გარ­ჩე­ვამ­დეც მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, რო­დე­საც ბრძა­ნა, პრე­ზი­დენ­ტი დე­მოკ­რა­ტი­ის "აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი­აო". არც ეს მიკ­ვირს, რად­გან რას­მუ­სე­ნი, რო­მე­ლიც ასე ღე­ლავს 17 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­ზე, კრინტს არ ძრავს 26 მა­ი­სის ამ­ბებ­ზე. ეს ყვე­ლა­ფე­რი იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნა­ტოს მი­მართ იმედ­გაც­რუ­ე­ბას. ამი­ტომ, მინ­და და­ვარ­წმუ­ნო ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი, რომ ნატო და რას­მუ­სე­ნი არ არის სი­ნო­ნი­მე­ბი, თუმ­ცა მის­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლო იდენ­ტუ­რი ცნე­ბე­ბია. რო­დე­საც ასე­თი სუ­ბი­ექ­ტი­ვიზ­მია ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მხრი­დან, ფასი ეკარ­გე­ბა მის მიერ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ქე­ბას.

- და­ვუბ­რუნ­დეთ მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის ჯერ და­კა­ვე­ბის, შემ­დეგ ბრა­ლის წა­უ­ყე­ნებ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის და მერე ისევ და­კა­ვე­ბის თე­მას. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი სპე­ცი­ა­ლუ­რად იყო ისე მო­წყო­ბი­ლი, რომ და­კა­ვე­ბი­სას (რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­კი­თხვა­ზე მიყ­ვა­ნად მო­ნათ­ლეს) და­ირ­ღვა პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი.

- მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბა ნამ­დვი­ლად შე­ი­ცავ­და სა­ბო­ტა­ჟის ნიშ­ნებს. ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, იცო­დეს სა­ხე­ლი და გვა­რი იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რო­მელ­თა ტვინ­შიც მო­ი­ხარ­შა ამ ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის დრო და ფორ­მა. ხალ­ხმა უნდა იცო­დეს "გმი­რე­ბის" სა­ხე­ლე­ბი, რათა მერე ყვე­ლა­ფე­რი ერთ კაცს არ დაჰბ­რალ­დეს.

- ნო­დარ ხა­დურს?

- ძა­ლი­ან დიდი ფან­ტა­ზი­ის მქო­ნე უნდა იყო ადა­მი­ა­ნი, რომ ნო­დარ ხა­დურს და­აბ­რა­ლო ამ­გვა­რი ქმე­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, ხა­დურ­მა გა­ნა­ცხა­და - კა­ნო­ნი შვე­ბუ­ლე­ბა­ში არა­სო­დეს გა­დი­სო. ხა­ტო­ვა­ნი გა­მოთ­ქმაა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როა, რომ ზოგ­ჯერ გო­ნე­ბა და საღი აზრი გა­დის შვე­ბუ­ლე­ბა­ში და რო­გორც წესი, ეს ემარ­თე­ბა ჩვენს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს. შე­საძ­ლოა, სწო­რედ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ბრა­ლი იყოს, რომ ამ ორ­გა­ნო­ებ­ში დღემ­დე "პა­რა­დი" მიჰ­ყავთ იმ კად­რებს, რომ­ლე­ბიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერ­თგუ­ლი იყ­ვნენ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სწო­რედ ისი­ნი გეგ­მა­ვენ ასეთ უგუ­ნურ ოპე­რა­ცი­ებს.

- და­ვა­ზუს­ტოთ - რო­გორ ფიქ­რობთ, ასე­თი მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცია და­ი­გეგ­მა, თან იმ დროს, რო­დე­საც ლა­მის მთე­ლი ნატო სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო და ხა­დუ­რი არ ჩა­ა­ყე­ნეს საქ­მის კურ­სში?

- არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ნო­დარ ხა­დუ­რი მარ­თლაც არ იყო საქ­მის კურ­სში.

- ვის შე­ეძ­ლო ასე­თი ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მა - ხა­დუ­რის მო­ად­გი­ლეს, ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­როსს თუ მის მო­ად­გი­ლეს? ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ასე­თი მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე ბრძა­ნე­ბას სა­შუ­ა­ლო რგო­ლის ჩი­ნო­სა­ნი ვერ გას­ცემ­და. ვინ აიღო თა­ვის თავ­ზე ეს ყვე­ლა­ფე­რი? მან ხომ და­ღუ­პა თა­ვი­სი კა­რი­ე­რა, რად­გან ესეც "ვაი-ფაით" ატ­ვირ­თუ­ლი "თა­ლი­ბა­ნის" ვი­დეო ხომ არ არის, რომ გზა-კვა­ლი ვერ და­ად­გი­ნონ.

- რა­ტომ გვგო­ნია, რომ ჩი­ნო­სა­ნი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბო­რო­ტე­ბას სჩა­დი­ო­და, უც­ბად კა­ნო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას და­ი­წყებს. ეს ეხე­ბა ყვე­ლას - და­წყე­ბუ­ლი შსს-პრო­კუ­რა­ტუ­რით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ით. ალ­ბათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ცდი­ლო­ბენ, და­ად­გი­ნონ ბრძა­ნე­ბის გამ­ცე­მის ვი­ნა­ო­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ში­და­უ­წყებ­რი­ვი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა. თო­რემ და­ვემ­სგავ­სე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მე­ლიც ელე­მენ­ტა­რუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხებს ვერ აგ­ვა­რებს და მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", და­ი­პყროს ტე­ლე­ე­თე­რი და ილა­პა­რა­კოს მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ზე. სხვა­თა შო­რის, არა­ვის უთ­ქვამს, რომ არ მომ­ხდა­რა იმ 50 მი­ლი­ო­ნამ­დე ლა­რის სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის გაფ­ლან­გვა, რა ბრალ­დე­ბი­თაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­რი­ის ოთხი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მა­ინც და­ა­კა­ვეს. ყვე­ლა ამ­ბობ­და - სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ფორ­მა და დრო არ ვარ­გო­დაო. ისე, მარ­თლაც, თუ უდა­ნა­შა­უ­ლოა, სად გარ­ბო­და "თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლი? მა­ნამ­დე სად გარ­ბო­და ადე­იშ­ვი­ლი? 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, სა­ნამ ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის თვლა და­ი­წყე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო­დან სამი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გა­იქ­ცა. ეს ხომ თვით­ლუსტრა­ცი­აა?! ამის შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ჰყოფ­ნით თავ­ხე­დო­ბა და ითხო­ვენ - გა­მო­ძი­ე­ბა­ში ჩაგ­ვრთე­თო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ივანიშვილის ხელისუფლების დისკრედიტაცია წარმატებულად განხორციელდა

ივანიშვილის ხელისუფლების დისკრედიტაცია წარმატებულად განხორციელდა

27 ივნისს მერიის მაღალჩინოსნებისა და საკრებულოს წევრების დაკავებამ, გათავისუფლებამ და ისევ დაკავებამ ერთი ანეკდოტი გამახსენა: კახეთის ერთ-ერთ სოფელში მიტუა თანასოფლელებს ყოველდღე მაგრად ჟეჟავდა, შეწუხებულებმა ფული შეაგროვეს და კარატისტი დაიქირავეს. როცა მიტუა სოფლის "ბირჟას" მიადგა და თანასოფლელებს დაერია, კარატისტმა წიხლქვეშ გაიგდო და იმდენი ურტყა ძვალრბილი გაუერთიანა. მოკლედ, მიტუა საავადმყოფოდან სამი თვის შემდეგ გამოვიდა, პირდაპირ "ბირჟაზე" მივიდა და იკითხა, - ჯო, ი კარატისტი წავიდა?.. წავიდაო - უპასუხეს თანასოფლელებმა. ჰოდა, ეხლა გიტირებთ ყოფასო. ასე რომ, ანდრეს ფოგ რასმუსენმა, კარატისტის არ იყოს, მხოლოდ დროებით გადაავადა გარდაუვალი პროცესი. ხუმრობა იქით იყოს და, რასმუსენისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტისას მერიიის მაღალჩინოსნებისა და საკრებულოს წევრების მასობრივმა დაკავებამ, შემდეგ გათავისუფლებამ და საგამოძიებო სამსახურის განცხადებამ - მოწმის სტატუსით დავკითხეთო, სხვადასხვა ეჭვი აღძრა. არ მინდა ჟარგონების გამოყენება, მაგრამ ალბათ, სიტყვა "გაუჩალიჩეს" ყველაზე უკეთ ასახავს იმას, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ივანიშვილის ხელისუფლება 27 ივნისის დილას. ამ მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი და ამასთანვე იმ თანამდებობის პირის დადგენას ითხოვს, ვინც ამ უცნაური და აბსურდული სპეცოპერაციის ჩატარების ბრძანება გასცა.

- 27 ივნისს, დილის საათებში, მერიის მაღალჩინოსნებისა და საკრებულოს წევრების დაკავება ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა იყო. ფაქტობრივად, ეს ხალხი ნატოს წევრი ქვეყნების 28 ელჩის თვალწინ დააკავეს და ამ მოვლენის შესაფასებლად ანდერს ფოგ რასმუსენი "მოიწვიეს". ეს ჩანაფიქრი, ანუ ივანიშვილის ხელისუფლების დისკრედიტაცია, წარმატებულად განხორციელდა და ეს აიტაცეს როგორც პრეზიდენტმა, ისე "ნაციონალების" აგიტატორებმა. ისე, ამგვარი ქმედებისთვის უცნაური სამზადისი წინა დღეებშიც შეიმჩნეოდა. ჩემთვის გასაკვირი იყო რასმუსენის მყისიერი რეაქცია. კარგი იქნებოდა, ნატოს გენერალურ მდივანს კომენტარებისგან თავი შეეკავებინა. თუმცა არ მიკვირს - რასმუსენმა ამ თემის გარჩევამდეც მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც ბრძანა, პრეზიდენტი დემოკრატიის "აღმაშენებელიაო". არც ეს მიკვირს, რადგან რასმუსენი, რომელიც ასე ღელავს 17 მაისის მოვლენებზე, კრინტს არ ძრავს 26 მაისის ამბებზე. ეს ყველაფერი იწვევს საზოგადოებაში ნატოს მიმართ იმედგაცრუებას. ამიტომ, მინდა დავარწმუნო ჩვენი მკითხველი, რომ ნატო და რასმუსენი არ არის სინონიმები, თუმცა მისთვის სააკაშვილი და საქართველო იდენტური ცნებებია. როდესაც ასეთი სუბიექტივიზმია ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან, ფასი ეკარგება მის მიერ ჩვენი ქვეყნის ქებას.

- დავუბრუნდეთ მერიის მაღალჩინოსნებისა და საკრებულოს წევრების ჯერ დაკავების, შემდეგ ბრალის წაუყენებლად გათავისუფლების და მერე ისევ დაკავების თემას. თითქოს ყველაფერი სპეციალურად იყო ისე მოწყობილი, რომ დაკავებისას (რომელიც მოგვიანებით დაკითხვაზე მიყვანად მონათლეს) დაირღვა პროცესუალური ნორმები.

- მაღალჩინოსნებისა და საკრებულოს წევრების დაკავება ნამდვილად შეიცავდა საბოტაჟის ნიშნებს. ძალზე საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის, იცოდეს სახელი და გვარი იმ ადამიანებისა, რომელთა ტვინშიც მოიხარშა ამ ოპერაციის ჩატარების დრო და ფორმა. ხალხმა უნდა იცოდეს "გმირების" სახელები, რათა მერე ყველაფერი ერთ კაცს არ დაჰბრალდეს.

- ნოდარ ხადურს?

- ძალიან დიდი ფანტაზიის მქონე უნდა იყო ადამიანი, რომ ნოდარ ხადურს დააბრალო ამგვარი ქმედება. სხვათა შორის, ხადურმა განაცხადა - კანონი შვებულებაში არასოდეს გადისო. ხატოვანი გამოთქმაა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ზოგჯერ გონება და საღი აზრი გადის შვებულებაში და როგორც წესი, ეს ემართება ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს. შესაძლოა, სწორედ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების ბრალი იყოს, რომ ამ ორგანოებში დღემდე "პარადი" მიჰყავთ იმ კადრებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთგული იყვნენ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ისინი გეგმავენ ასეთ უგუნურ ოპერაციებს.

- დავაზუსტოთ - როგორ ფიქრობთ, ასეთი მასშტაბური სპეცოპერაცია დაიგეგმა, თან იმ დროს, როდესაც ლამის მთელი ნატო საქართველოში იყო და ხადური არ ჩააყენეს საქმის კურსში?

- არ გამოვრიცხავ, რომ ნოდარ ხადური მართლაც არ იყო საქმის კურსში.

- ვის შეეძლო ასეთი ბრძანების გაცემა - ხადურის მოადგილეს, ფინანსური პოლიციის უფროსს თუ მის მოადგილეს? ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარებაზე ბრძანებას საშუალო რგოლის ჩინოსანი ვერ გასცემდა. ვინ აიღო თავის თავზე ეს ყველაფერი? მან ხომ დაღუპა თავისი კარიერა, რადგან ესეც "ვაი-ფაით" ატვირთული "თალიბანის" ვიდეო ხომ არ არის, რომ გზა-კვალი ვერ დაადგინონ.

- რატომ გვგონია, რომ ჩინოსანი, რომელიც წლების განმავლობაში ბოროტებას სჩადიოდა, უცბად კანონიერი გადაწყვეტილებების მიღებას დაიწყებს. ეს ეხება ყველას - დაწყებული შსს-პროკურატურით და დამთავრებული ფინანსური პოლიციით. ალბათ, ხელისუფლებაში ცდილობენ, დაადგინონ ბრძანების გამცემის ვინაობა. აუცილებელია შიდაუწყებრივი გამოძიების ჩატარება და შემდეგ საზოგადოების ინფორმირება. თორემ დავემსგავსებით სახელმწიფოს, რომელიც ელემენტარული სპეცოპერაციის ჩატარების საკითხებს ვერ აგვარებს და მივცემთ საშუალებას "ნაციონალურ მოძრაობას", დაიპყროს ტელეეთერი და ილაპარაკოს მხოლოდ პოლიტიკურ დევნაზე. სხვათა შორის, არავის უთქვამს, რომ არ მომხდარა იმ 50 მილიონამდე ლარის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა, რა ბრალდებითაც მოგვიანებით მერიის ოთხი მაღალჩინოსანი მაინც დააკავეს. ყველა ამბობდა - სპეცოპერაციის ფორმა და დრო არ ვარგოდაო. ისე, მართლაც, თუ უდანაშაულოა, სად გარბოდა "თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი? მანამდე სად გარბოდა ადეიშვილი? 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, სანამ ბიულეტენების თვლა დაიწყებოდა, საქართველოდან სამი თავდაცვის მინისტრი გაიქცა. ეს ხომ თვითლუსტრაციაა?! ამის შემდეგ "ნაციონალებს" ჰყოფნით თავხედობა და ითხოვენ - გამოძიებაში ჩაგვრთეთო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა