პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დანა დამისვა და მითხრა, შიდსიანის არისო" - როგორ ეძებდა ბუთლიაშვილი რემბრანდტს
"დანა დამისვა და მითხრა, შიდსიანის არისო" - როგორ ეძებდა ბუთლიაშვილი რემბრანდტს

თე­მის გაგ­რძე­ლე­ბა - ასე­თი სა­დის­ტი დღეს და­უს­ჯე­ლია!

ბა­თუ­მე­ლი 36 წლის ლე­ვან ცე­ცხლა­ძე გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დის სას­ჯელს. ის "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" გოგა ბუ­თლი­აშ­ვილ­ზე და­ბეჭ­დილ სტა­ტი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ამ­ბობს, რომ რე­ჟი­მის მსხვერ­პლია და შემ­ზა­რავ ფაქ­ტებს იხ­სე­ნებს.

ლე­ვან ცე­ცხლა­ძე:

- თბი­ლის­ში, მრგვალ ბაღ­თან, ან­ტიკ­ვა­რე­ბის მა­ღა­ზია მქონ­და, ასე­თი­ვე მა­ღა­ზია უზ­ნა­ძის #2-ში, ასე­ვე ბა­თუმ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში გავ­ხსე­ნი. ას­ლან აბა­ში­ძის რე­ჟი­მი თვე­ში 50.000 დო­ლარს მთხოვ­და, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი 2001 წლის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­დან წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მას მერე პრა­ღა­ში ვცხოვ­რობ­დი. აბა­ში­ძის დროს ბა­თუმ­ში 200 დო­ლა­რად მქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი ბინა და მე­პატ­რო­ნეს და­ა­წე­რი­ნეს, თით­ქოს იმ ბი­ნა­ში, ხა­ლი­ჩის ქვეშ 10.000 დო­ლარს ინა­ხავ­და და ეს თან­ხა მი­ვით­ვი­სე. რო­მე­ლი ჭკუ­ა­თამ­ყო­ფე­ლი და­უ­ტო­ვებ­და მდგმურს თან­ხას ბი­ნა­ში? მოკ­ლედ, გა­ვი­ქე­ცი და ძებ­ნა გა­მო­ცხად­და. 2007 წელს დავ­ბრუნ­დი იმ იმე­დით, რომ სა­მარ­თალს ვი­პო­ვი­დი და 10.000 ლა­რად საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­მი­ფორ­მეს. ერთი წელი პა­ტიმ­რო­ბა და 4 წელი პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი მო­მი­სა­ჯეს. წე­ლი­წა­დი ბა­თუ­მის ცი­ხე­ში გა­ვა­ტა­რე. 2008 წლის 19 მა­ისს გავ­თა­ვი­სუფ­ლდი, მაგ­რამ 4 წელი პი­რო­ბი­თი დამ­რჩა. ისევ ბიზ­ნესს მივ­ყა­ვი ხელი. ქვეყ­ნი­დან ხში­რად მი­წევ­და გას­ვლა და რო­გორც პრო­ბა­ცი­ო­ნე­რი, წე­ლი­წად­ში 3.400 ლარს ვიხ­დი­დი, რათა ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა მო­ე­ცათ. ბიზ­ნე­სი კარ­გად წა­მი­ვი­და. ლონ­დონ­ში "კრის­ტის" აუქ­ცი­ო­ნის წევ­რი ვარ და კავ­კა­სი­ის აუქ­ცი­ო­ნის ჩა­ტა­რე­ბას ვა­პი­რებ­დი.

- მე­ო­რედ ცი­ხე­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- რემ­ბრან­დტის ძვი­რად ღი­რე­ბულ სუ­რათს სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ცავ­ში ვი­ნა­ხავ­დი, ნა­ხა­ტის ფოტო დავ­დე ინ­ტერ­ნეტ­ში, მქონ­და აი­ვა­ზოვ­სკის "ზღვა" და შიშ­კი­ნის სუ­რა­თიც. იმ პე­რი­ოდ­ში 140.000 დო­ლა­რად ერთი სუ­რა­თი გავ­ყი­დე და მო­გე­ბა, 20% ბი­უ­ჯეტ­ში შე­ვი­ტა­ნე. რო­დე­საც და­ი­ნა­ხეს, დიდ თან­ხებ­თან მქონ­და საქ­მე, სის­ხლი­ან­მა რე­ჟიმ­მა ჩემს მა­ღა­ზი­ა­ში სა­გა­და­სა­ხა­დო და პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­მო­უშ­ვა, მაგ­რამ დარ­ღვე­ვა ვერ იპო­ვეს, ამი­ტომ სხვა გზას მი­მარ­თეს. 2010 წლის 23 ივ­ნისს, დი­ლით, ავ­ლა­ბარ­ში, მე­გობ­რის ან­ტიკ­ვა­რულ მა­ღა­ზი­ა­ში წა­ვე­დი, იქი­დან ორი სუ­რა­თი უნდა წა­მო­მე­ღო. ღვი­ნის აღ­მარ­თზე მან­ქა­ნა გა­და­მიდ­გა, ია­რა­ღი და­მი­მიზ­ნეს და მი­თხრეს, და­კა­ვე­ბუ­ლი ხარო. ორ­დე­რი მაჩ­ვე­ნეთ-მეთ­ქი. ორ­დე­რი კი არა, შენი დე­დაც, და­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ში, თო­რემ უა­რესს გი­ზამ­თო. ოქმი არც შე­უდ­გე­ნი­ათ, ისე წა­მიყ­ვა­ნეს პო­ლი­ცი­ა­ში. ვი­თხოვ­დი ად­ვო­კატს, მაგ­რამ არ მო­მიყ­ვა­ნეს. დი­ა­ბე­ტი მაქვს, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან პირი მიშ­რე­ბო­და და წყა­ლი მო­ვი­თხო­ვე, მაგ­რამ მი­თხრეს, ჯერ არ შე­იძ­ლე­ბაო. ჩან­თა­ში ვი­ღაც ახალ­გაზ­რდამ ვერ­ცხლის­ფერ ქა­ღალ­დში გახ­ვე­უ­ლი რა­ღაც ჩადო და მი­თხრა, ამით და­გა­სა­ჩუქ­რე­თო. ერთ სა­ათ­ში მა­მა­კაც­მა წყა­ლი მო­მა­წო­და და ორი ყლუ­პი რომ მოვ­სვი, მწა­რე გემო ვიგ­რძე­ნი. არა­კა­ცე­ბო, რას მა­ს­მევთ, ვერ ხე­დავთ, შა­ქა­რი რომ მაქვს-მეთ­ქი და წყა­ლი პო­ლი­ცი­ელს ფე­ხებ­თან და­ვუს­ხი. ისე მცე­მეს, გა­ვი­თი­შე. რომ გა­მოვ­ფხიზ­ლდი, სკამ­ზე ვი­ყა­ვი ხელ­ბორ­კი­ლით მიბ­მუ­ლი. მერე სხვა ოთახ­ში გა­მიყ­ვა­ნეს, ერ­თმა მე­ო­რეს უთხრა, მა­ცი­ვარ­ში ბოთ­ლით წყა­ლი დევს და ის გა­მო­უ­ტა­ნეო. დავ­ლიე, ისევ ცუდი გემო ვიგ­რძე­ნი. ბოთ­ლი რომ ავ­წიე, ქვე­ვით ნა­ლე­ქი ჰქონ­და. მალე ამა­კან­კა­ლა. სი­გა­რე­ტი მო­მა­წო­დეს... მერე სხვა ოთახ­ში გა­მიყ­ვა­ნეს და მი­თხრეს, ახლა შენი პი­რა­დი ნივ­თე­ბის ჩხრე­კას და­ეს­წა­რიო. ჩან­თა­ში ბრი­ლი­ან­ტის კო­ლიე, 500 დო­ლა­რი და 40 ლარი მქონ­და. ბო­ლოს ამო­ი­ღეს მათი ჩა­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კი. ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში რომ მი­მიყ­ვა­ნეს, ნარ­კო­ტი­კის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ აღ­მოვ­ჩნდი. არა­და, არა­სო­დეს გავ­კა­რე­ბი­ვარ. ბრა­ლი შე­ნახ­ვა-შე­ძე­ნა-მოხ­მა­რე­ბის­თვის წა­მი­ყე­ნეს.

- რას ითხოვ­დნენ?

- სა­ნამ წყალს და­მა­ლე­ვი­ნებ­დნენ, მი­თხრეს, რემ­ბრან­დტის სუ­რა­თი მოგ­ვე­ცი და 200.000 ლა­რით და­გა­სა­ჩუქ­რებთ, ახალ ჯიპ­საც გა­ჩუ­ქებს მი­ნის­ტრიო. ლა­პა­რა­კი იყო ადე­იშ­ვილ-მე­რა­ბიშ­ვილ­ზე. არა მაქვს-მეთ­ქი, რო­გორ არა გაქვს, ინ­ტერ­ნეტ­ში გედო სუ­რა­თიო... მერე კა­პე­ზე­ში პრო­კუ­რო­რი მე­უბ­ნე­ბო­და, თუ მის­ცემ, ხვალ­ვე გა­გიშ­ვებ­თო. ად­ვო­კატ­მა ზაზა ნა­ჭყე­ბი­ამ მო­მა­ტყუა, 10.000 ლარი გა­მო­მარ­თვა, გა­რი­გე­ბას გა­გი­ფორ­მე­ბო, მაგ­რამ ეს თან­ხა მი­ით­ვი­სა. მერე ნა­წი­ლი და­ვაბ­რუ­ნე­ბი­ნე და მის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი 8 თვეა შე­ტა­ნი­ლი მაქვს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ასე­ვე: "ასე­თი სა­დის­ტი დღეს და­უს­ჯე­ლია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"დანა დამისვა და მითხრა, შიდსიანის არისო" - როგორ ეძებდა ბუთლიაშვილი რემბრანდტს

"დანა დამისვა და მითხრა, შიდსიანის არისო" - როგორ ეძებდა ბუთლიაშვილი რემბრანდტს

თემის გაგრძელება - ასეთი სადისტი დღეს დაუსჯელია!

ბათუმელი 36 წლის ლევან ცეცხლაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ის "კვირის პალიტრაში" გოგა ბუთლიაშვილზე დაბეჭდილ სტატიას გამოეხმაურა. ამბობს, რომ რეჟიმის მსხვერპლია და შემზარავ ფაქტებს იხსენებს.

ლევან ცეცხლაძე:

- თბილისში, მრგვალ ბაღთან, ანტიკვარების მაღაზია მქონდა, ასეთივე მაღაზია უზნაძის #2-ში, ასევე ბათუმსა და აზერბაიჯანში გავხსენი. ასლან აბაშიძის რეჟიმი თვეში 50.000 დოლარს მთხოვდა, ამიტომ იძულებული გავხდი 2001 წლის ბოლოს საქართველოდან წავსულიყავი. მას მერე პრაღაში ვცხოვრობდი. აბაშიძის დროს ბათუმში 200 დოლარად მქონდა ნაქირავები ბინა და მეპატრონეს დააწერინეს, თითქოს იმ ბინაში, ხალიჩის ქვეშ 10.000 დოლარს ინახავდა და ეს თანხა მივითვისე. რომელი ჭკუათამყოფელი დაუტოვებდა მდგმურს თანხას ბინაში? მოკლედ, გავიქეცი და ძებნა გამოცხადდა. 2007 წელს დავბრუნდი იმ იმედით, რომ სამართალს ვიპოვიდი და 10.000 ლარად საპროცესო შეთანხმება გამიფორმეს. ერთი წელი პატიმრობა და 4 წელი პირობითი სასჯელი მომისაჯეს. წელიწადი ბათუმის ციხეში გავატარე. 2008 წლის 19 მაისს გავთავისუფლდი, მაგრამ 4 წელი პირობითი დამრჩა. ისევ ბიზნესს მივყავი ხელი. ქვეყნიდან ხშირად მიწევდა გასვლა და როგორც პრობაციონერი, წელიწადში 3.400 ლარს ვიხდიდი, რათა ქვეყნის დატოვების უფლება მოეცათ. ბიზნესი კარგად წამივიდა. ლონდონში "კრისტის" აუქციონის წევრი ვარ და კავკასიის აუქციონის ჩატარებას ვაპირებდი.

- მეორედ ციხეში როგორ აღმოჩნდით?

- რემბრანდტის ძვირად ღირებულ სურათს საზღვარგარეთ საცავში ვინახავდი, ნახატის ფოტო დავდე ინტერნეტში, მქონდა აივაზოვსკის "ზღვა" და შიშკინის სურათიც. იმ პერიოდში 140.000 დოლარად ერთი სურათი გავყიდე და მოგება, 20% ბიუჯეტში შევიტანე. როდესაც დაინახეს, დიდ თანხებთან მქონდა საქმე, სისხლიანმა რეჟიმმა ჩემს მაღაზიაში საგადასახადო და პროკურატურა შემოუშვა, მაგრამ დარღვევა ვერ იპოვეს, ამიტომ სხვა გზას მიმართეს. 2010 წლის 23 ივნისს, დილით, ავლაბარში, მეგობრის ანტიკვარულ მაღაზიაში წავედი, იქიდან ორი სურათი უნდა წამომეღო. ღვინის აღმართზე მანქანა გადამიდგა, იარაღი დამიმიზნეს და მითხრეს, დაკავებული ხარო. ორდერი მაჩვენეთ-მეთქი. ორდერი კი არა, შენი დედაც, დაჯექი მანქანაში, თორემ უარესს გიზამთო. ოქმი არც შეუდგენიათ, ისე წამიყვანეს პოლიციაში. ვითხოვდი ადვოკატს, მაგრამ არ მომიყვანეს. დიაბეტი მაქვს, ნერვიულობისგან პირი მიშრებოდა და წყალი მოვითხოვე, მაგრამ მითხრეს, ჯერ არ შეიძლებაო. ჩანთაში ვიღაც ახალგაზრდამ ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული რაღაც ჩადო და მითხრა, ამით დაგასაჩუქრეთო. ერთ საათში მამაკაცმა წყალი მომაწოდა და ორი ყლუპი რომ მოვსვი, მწარე გემო ვიგრძენი. არაკაცებო, რას მასმევთ, ვერ ხედავთ, შაქარი რომ მაქვს-მეთქი და წყალი პოლიციელს ფეხებთან დავუსხი. ისე მცემეს, გავითიშე. რომ გამოვფხიზლდი, სკამზე ვიყავი ხელბორკილით მიბმული. მერე სხვა ოთახში გამიყვანეს, ერთმა მეორეს უთხრა, მაცივარში ბოთლით წყალი დევს და ის გამოუტანეო. დავლიე, ისევ ცუდი გემო ვიგრძენი. ბოთლი რომ ავწიე, ქვევით ნალექი ჰქონდა. მალე ამაკანკალა. სიგარეტი მომაწოდეს... მერე სხვა ოთახში გამიყვანეს და მითხრეს, ახლა შენი პირადი ნივთების ჩხრეკას დაესწარიო. ჩანთაში ბრილიანტის კოლიე, 500 დოლარი და 40 ლარი მქონდა. ბოლოს ამოიღეს მათი ჩადებული ნარკოტიკი. ნარკოლოგიურში რომ მიმიყვანეს, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ აღმოვჩნდი. არადა, არასოდეს გავკარებივარ. ბრალი შენახვა-შეძენა-მოხმარებისთვის წამიყენეს.

- რას ითხოვდნენ?

- სანამ წყალს დამალევინებდნენ, მითხრეს, რემბრანდტის სურათი მოგვეცი და 200.000 ლარით დაგასაჩუქრებთ, ახალ ჯიპსაც გაჩუქებს მინისტრიო. ლაპარაკი იყო ადეიშვილ-მერაბიშვილზე. არა მაქვს-მეთქი, როგორ არა გაქვს, ინტერნეტში გედო სურათიო... მერე კაპეზეში პროკურორი მეუბნებოდა, თუ მისცემ, ხვალვე გაგიშვებთო. ადვოკატმა ზაზა ნაჭყებიამ მომატყუა, 10.000 ლარი გამომართვა, გარიგებას გაგიფორმებო, მაგრამ ეს თანხა მიითვისა. მერე ნაწილი დავაბრუნებინე და მის წინააღმდეგ სარჩელი 8 თვეა შეტანილი მაქვს პროკურატურაში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ასევე: "ასეთი სადისტი დღეს დაუსჯელია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ