პირს ბროსნანის გერი გარდაიცვალა

პირს ბროსნანის გერი გარდაიცვალა

ლონდონში გასულ კვირას ცნობილი მსახიობის პირს ბროსნანის გერი გარდაიცვალა. 41 წლის შარლოტა საკვერცხეების კიბოთი დაიღუპა - დაავადებამ ადრე მისი დედა და ბებია იმსხვერპლა. შარლოტას დედა ავსტრალიელი მსახიობი კასანდრა ჰარისი პირს ბროსნანს 1980 წელს გაჰყვა ცოლად. მას წინა ქორწინებიდან ორი შვილი შარლოტა და კრისტოფერი ჰყავდა.

შაროტა 9 წლის იყო, როდესაც მისი დედა და ბროსნანი შეუღლდნენ. მსახიობმა მეუღლის შვილები იშვილა. ბავშვებმა ბიოლოგიური მამის გარდაცვალების შემდეგ, 1986 წელს მისი გვარი აიღეს. 1983 წელს წყვილს საერთო ვაჟი შონი შეეძინათ.

ირლანდიელი მსახიობის მეუღლე კასანდრა ჰარისი 1991 წელს საკვერცხეების კიბოთი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანამდე ამავე ავადმყოფობამ მისი დედა იმსხვერპლა.

მეუღლის გარდაცვალებიდან სამის წლის შემდეგ პირს ბროსნანმა რომანი ჟურნალისტ კილი შეი-სმიტთან გააბა. ისინი 2001 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ორი ვაჟი - 16 წლის დილანი და 12 წლის პერისი ჰყავთ.

60 წლის პირს ბროსნანმა შარლოტა ემილი ბროსნანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათავამია, რომ მისი ძვირფასი ქალიშვილი 28 ივნისს საკუთარ სახლში, ლონდონში გარდაიცვალა და რომ იგი ავადმყოფობას "მამაცურად და ღირსეულად" ებრძოდა.

შარლოტა მხატვარ ალექს სმიტის ცოლი იყო. მას ორი ბავშვი - 15 წლის იაზაბელა და 8 წლის ლუკასი დარჩა.

მომზადებულია The New York Daily News-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება