"დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე იმ პოლიციელებს ასახელებს, ვინც ლანჩხუთის მოსახლეობას ნარკოტიკებსა და იარაღს უდებდა. მის თქმით, ლაშა ჩხაიძე, ლაშა ქირია, შმაგი ურატაძე, დავით იმნაძე, ალექსანდრე ბირთველიშვილი ისევ სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობენ და წლების მანძილზე ჩადენილ კანონდარღვევებზე დღემდე პასუხი არ უგიათ. ჩხაიძის ინფორმაციით, მისთვის იარაღის ჩადებასა და მისი შვილის ნარკოტიკების გამო დაპატიმრებაში სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი პოლიციელები მონაწილეობდნენ. ის კანონდამრღვევი სამართალდამცავების სისტემიდან გათავისუფლებას ითხოვს.
"მეგონა ჩემი ჩარევის გარეშე მოიკვლევდნენ ნაძირალა პოლიციელების იმ საქმიანობას. იარაღის და ნარკოტიკის ჩამდები პოლიციელები კვლავ აგრძელებენ მუშაობას სამართალდამცავ სტრუქტურებში. თუ ეს ავაზაკები კიდევ გააგრძელებენ მუშაობას, მე ვერ ვირწმუნებ რომ სამართლიანობა აღდგება. ოთხი წელია, ამ უნამუსოების გამო ჩემი ოჯახი ციხეში და სასამართლოში დადის" - ამბობს ელგუჯა ჩხაიძე.