საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანული მხარის წარმომადგენელი - კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკური ღონისძიებების დროს პოლიტიკას გვერდს ავუვლიდით
ირანული მხარის წარმომადგენელი - კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკური ღონისძიებების დროს პოლიტიკას გვერდს ავუვლიდით

კარ­გი იქ­ნე­ბო­და, თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დროს პო­ლი­ტი­კას გვერდს ავუვ­ლი­დით, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ირა­ნის სამ­რეწ­ვე­ლო-სა­ვაჭ­რო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ირა­ნელ ბიზ­ნეს­მენ­თა დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა სეიტ ბა­ბა­იმ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში 150-მდე ირა­ნუ­ლი ან­გა­რი­შის გა­ყინ­ვის შე­სა­ხებ ჰკი­თხეს.

მი­სი­ვე თქმით, ირა­ნი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენს სამ­რეწ­ვე­ლო და სტრა­ტე­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, რო­გორც რე­გი­ონ­ში, ისე - მსოფ­ლი­ო­ში.

"მე ვფიქ­რობ, რომ ამ ქვე­ყა­ნას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უა­რის თქმა ალ­ბათ სხვე­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, კერ­ძო სექ­ტო­რი არა­ნა­ი­რად არ ერე­ვა პო­ლი­ტი­კა­ში. იგი­ვე და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ შე­ზღუდ­ვებს უწე­სე­ბენ ირანს, ადრე თუ გვი­ან მიხ­ვდე­ბი­ან, რომ მათ­თვის­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ზი­ა­ნო ირან­თან ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უა­რის თქმა", - გა­ნა­ცხა­და სეიტ ბა­ბა­იმ, რომ­ლის აზ­რი­თაც, სა­ერ­თოდ პო­ლი­ტი­კა შორს უნდა იყოს ეკო­ნო­მი­კის­გან.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო-ირანს შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა საკ­მა­ოდ კარ­გად ვი­თარ­დე­ბა და კი­დევ არის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რათა ეს ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ირან-სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს­ფო­რუმს, ფო­რუ­მი "ექ­სპო­ჯორ­ჯი­ა­ში" მიმ­დი­ნა­რე­ობს. თბი­ლის­ში ირა­ნის 87-მდე სხვა­დას­ხვა სამ­რეწ­ვე­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იმ­ყო­ფე­ბა. დე­ლე­გა­ცი­ა­ში შე­დი­ან ინ­ვეს­ტო­რე­ბი, სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ვი­ზი­ტის ძი­რი­თად მი­ზანს წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს გაც­ნო­ბა.

რო­გორც სეიტ ბა­ბა­იმ აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს სამ­რეწ­ვე­ლო სფე­რო ირა­ნე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა.

"სა­ქარ­თვე­ლო სა­ინ­ტე­რე­სოა, თუნ­დაც ქვეყ­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვაქვს კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლი, არ­სე­ბობს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის, მაგ­რამ საკ­მა­ოდ დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი არის, რომ ეს გაღ­რმავ­დეს", - გა­ნა­ცხა­და სეიტ ბა­ბა­იმ.

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ უცხო­ურ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო, ამე­რი­კის სან­ქცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ირა­ნულ ბიზ­ნესს არ ზღუ­დავს. ამ თე­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას კი სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 150-მდე ირა­ნუ­ლი ან­გა­რი­შია გა­ყი­ნუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირანული მხარის წარმომადგენელი - კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკური ღონისძიებების დროს პოლიტიკას გვერდს ავუვლიდით

ირანული მხარის წარმომადგენელი - კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკური ღონისძიებების დროს პოლიტიკას გვერდს ავუვლიდით

კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკური ღონისძიებების დროს პოლიტიკას გვერდს ავუვლიდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ირანის სამრეწველო-სავაჭრო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირანელ ბიზნესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელმა სეიტ ბაბაიმ განაცხადა, რომელსაც საქართველოში 150-მდე ირანული ანგარიშის გაყინვის შესახებ ჰკითხეს.

მისივე თქმით, ირანი საკმაოდ სერიოზულ ქვეყანას წარმოადგენს სამრეწველო და სტრატეგიული თვალსაზრისით, როგორც რეგიონში, ისე - მსოფლიოში.

"მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ალბათ სხვებისთვის საზიანო იქნება. გარდა ამისა, კერძო სექტორი არანაირად არ ერევა პოლიტიკაში. იგივე დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს უწესებენ ირანს, ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ მათთვისვე შეიძლება იყოს საზიანო ირანთან ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობაზე უარის თქმა", - განაცხადა სეიტ ბაბაიმ, რომლის აზრითაც, საერთოდ პოლიტიკა შორს უნდა იყოს ეკონომიკისგან.

მანვე აღნიშნა, საქართველო-ირანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა საკმაოდ კარგად ვითარდება და კიდევ არის პოტენციალი, რათა ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

რაც შეეხება ირან-საქართველოს ბიზნესფორუმს, ფორუმი "ექსპოჯორჯიაში" მიმდინარეობს. თბილისში ირანის 87-მდე სხვადასხვა სამრეწველო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფება. დელეგაციაში შედიან ინვესტორები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს გაცნობა.

როგორც სეიტ ბაბაიმ აღნიშნა, საქართველოს სამრეწველო სფერო ირანელი ინვესტორებისთვის საინტერესოა.

"საქართველო საინტერესოა, თუნდაც ქვეყნების სიახლოვიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კულტურულ-ისტორიული წარსული, არსებობს თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, მაგრამ საკმაოდ დიდი პოტენციალი არის, რომ ეს გაღრმავდეს", - განაცხადა სეიტ ბაბაიმ.

რამდენიმე ხნის წინ უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველო, ამერიკის სანქციების მიუხედავად, ირანულ ბიზნესს არ ზღუდავს. ამ თემის კომენტირებისას კი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში 150-მდე ირანული ანგარიშია გაყინული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა