მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეგვიპტის პრეზიდენტმა ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა
ეგვიპტის პრეზიდენტმა ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა

ეგ­ვიპ­ტის პრე­ზი­დენ­ტმა მო­ჰა­მედ მურ­სიმ უარი თქვა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ულ­ტი­მა­ტუ­მის შეს­რუ­ლე­ბა­ზე - ქვეყ­ნის ყვე­ლა მოქ­მედ პო­ლი­ტი­კოსს 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნა პოს­ტი. ამის შე­სა­ხებ "ბი­ბი­სი" იუ­წყე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ის გა­აგ­რძე­ლებს ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბას, რად­გან და­უშ­ვებ­ლად მი­აჩ­ნია უკან და­ხე­ვა და 2011 წლის 25 იან­ვარს მომ­ხდა­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­ნა­პოვ­რის ღა­ლა­ტი.

მო­ჰა­მედ მურ­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა­ფერს იღო­ნებს ხალ­ხის შე­რი­გე­ბის­თვის.

ეგ­ვიპ­ტუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მო­ჰა­მედ ქა­მელ ამ­რიმ. თუ მისი გან­ცხა­დე­ბა დაკ­მა­ყო­ფილ­და, ის იმ ხუთ მი­ნისტრს შე­უ­ერ­თდე­ბა, რო­მელ­თაც ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის გამო თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვეს.

გუ­შინ­დე­ლი შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად ეგ­ვიპ­ტე­ში 8 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ქა­ი­რო­ში, დე­მონ­სტრან­ტებ­მა პარ­ტია "მუს­ლიმ­თა საძ­მოს" შტაბ-ბინა შტურ­მით აი­ღეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ეგვიპტის პრეზიდენტმა ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა

ეგვიპტის პრეზიდენტმა ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა

ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ უარი თქვა შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს ულტიმატუმის შესრულებაზე - ქვეყნის ყველა მოქმედ პოლიტიკოსს 48 საათის განმავლობაში დაეტოვებინა პოსტი. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

პრეზიდენტის განცხადებით, ის გააგრძელებს ქვეყნის აღმშენებლობას, რადგან დაუშვებლად მიაჩნია უკან დახევა და 2011 წლის 25 იანვარს მომხდარი რევოლუციის მონაპოვრის ღალატი.

მოჰამედ მურსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ყველაფერს იღონებს ხალხის შერიგებისთვის.

ეგვიპტური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ქამელ ამრიმ. თუ მისი განცხადება დაკმაყოფილდა, ის იმ ხუთ მინისტრს შეუერთდება, რომელთაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო თანამდებობა დატოვეს.

გუშინდელი შეტაკებების შედეგად ეგვიპტეში 8 ადამიანი დაიღუპა. ქაიროში, დემონსტრანტებმა პარტია "მუსლიმთა საძმოს" შტაბ-ბინა შტურმით აიღეს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა