სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბავშვზე ძალადობის ფაქტის დამალვა დაისჯება
ბავშვზე ძალადობის ფაქტის დამალვა დაისჯება

ოჯახ­ში ბავ­შვზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის მი­წო­დე­ბა შე­საძ­ლოა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დეს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი ეს კა­ნო­ნით დას­ჯად ქმე­დე­ბად იქ­ცეს. ამას "ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის აღ­კვე­თის, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა დაც­ვი­სა და დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა გა­მომ­დი­ნა­რე კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, სას­წავ­ლო და სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებს და მათი უფ­ლე­ბა­მო­სილ თა­ნამ­შრომ­ლებს. ასე­ვე, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კა­ნო­ნით ეკის­რე­ბათ ბავ­შვთა დაც­ვის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის პრო­ცე­დუ­რებ­ში ჩარ­თულ სხვა შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და მათ უფ­ლე­ბა­მო­სილ თა­ნამ­შრომ­ლებს. თუ ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ი­ტყვეს, რომ არ­სე­ბობს ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი, ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, აც­ნო­ბონ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს", - აცხა­დებს "ალი­ას­თან" სა­უ­ბარ­ში კა­ნონპ­რო­ექ­ტის ერთ-ერთ ავ­ტო­რი დე­პუ­ტა­ტი გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებს უნდა მი­ე­წო­დოთ, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ და ასე­ვე პო­ლი­ცი­ას. რაც შე­ე­ხე­ბა ცალ­კე­ულ პი­რებს, ვინც შე­ი­ტყობს ძა­ლა­დო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას, მე­ზო­ბე­ლი იქ­ნე­ბა ეს, მე­გო­ბა­რი თუ უბ­რა­ლოდ რი­გი­თი გამ­ვლე­ლი, მათ არ ენი­ჭე­ბათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კა­ნო­ნით.

"ასეთ პი­რებს, არ ენი­ჭე­ბათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კა­ნო­ნით. თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ისი­ნიც შე­ა­ტყო­ბი­ნე­ბენ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ", - აცხა­დებს გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც იცის, რომ ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა ხდე­ბა და არ ჩა­ა­ყე­ნებს პო­ლი­ცი­ას საქ­მის კურ­სში, ჯა­რიმ­დე­ბა პირ­ველ ჯერ­ზე 50 ლა­რით, ხოლო მე­ო­რედ - 100 ლა­რით.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკვე გა­და­იგ­ზავ­ნა გა­ნათ­ლე­ბის, იუს­ტი­ცი­ი­სა და შს სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბიც გა­ი­ა­რა. მის დამ­ტკი­ცე­ბას ავ­ტო­რე­ბი სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ებ­ზე ვა­რა­უ­დო­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ბავშვზე ძალადობის ფაქტის დამალვა დაისჯება

ბავშვზე ძალადობის ფაქტის დამალვა დაისჯება

ოჯახში ბავშვზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესაბამისი ორგანოებისთვის მიწოდება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს კანონით დასჯად ქმედებად იქცეს. ამას "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი და მასთან დაკავშირებული სხვა გამომდინარე კანონპროექტები ითვალისწინებს.

"ეს ვალდებულება შეეხება სამედიცინო დაწესებულებებს, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, სამართალდამცავ ორგანოებს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს და მათი უფლებამოსილ თანამშრომლებს. ასევე, ეს ვალდებულება კანონით ეკისრებათ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებსა და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს. თუ ამ დაწესებულების თანამშრომლებმა შეიტყვეს, რომ არსებობს ბავშვებზე ძალადობის ფაქტები, ისინი ვალდებულები არიან, აცნობონ შესაბამის სამსახურებს", - აცხადებს "ალიასთან" საუბარში კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორი დეპუტატი გუგული მაღრაძე.

კანონპროექტის თანახმად, ბავშვებზე ძალადობის შესახებ შეტყობინება სოციალურ სამსახურებს უნდა მიეწოდოთ, რომლებიც ოჯახურ ძალადობაზე მუშაობენ და ასევე პოლიციას. რაც შეეხება ცალკეულ პირებს, ვინც შეიტყობს ძალადობაზე ინფორმაციას, მეზობელი იქნება ეს, მეგობარი თუ უბრალოდ რიგითი გამვლელი, მათ არ ენიჭებათ ვალდებულება კანონით.

"ასეთ პირებს, არ ენიჭებათ ვალდებულება კანონით. თუმცა, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ ისინიც შეატყობინებენ შესაბამის სამსახურებს მსგავსი ფაქტების შესახებ", - აცხადებს გუგული მაღრაძე.

კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი სამსახურების თანამშრომელი, რომელმაც იცის, რომ ბავშვზე ძალადობა ხდება და არ ჩააყენებს პოლიციას საქმის კურსში, ჯარიმდება პირველ ჯერზე 50 ლარით, ხოლო მეორედ - 100 ლარით.

კანონპროექტი უკვე გადაიგზავნა განათლების, იუსტიციისა და შს სამინისტროებში და შესაბამისი პროცედურებიც გაიარა. მის დამტკიცებას ავტორები საშემოდგომო სესიებზე ვარაუდობენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია