მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი განისაზღვრა
საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი განისაზღვრა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღად 31 ოქ­ტომ­ბე­რი გა­ნი­სა­ზღვრა, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გამ­რთულ ბრი­ფინგზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­დრო ბარ­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თა­რი­ღი – 27 ოქ­ტომ­ბე­რი ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მა იყო. ბარ­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ოქ­ტომ­ბრის ბოლო კა­ლენ­და­რუ­ლი დღით გან­სა­ზღვრას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას უკვე გა­და­ეგ­ზავ­ნა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზეც გან­თავ­სდა.

თავ­და­პირ­ვე­ლად საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღად 27 ოქ­ტომ­ბე­რი გა­მო­ცხად­და. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ გა­ა­კე­თა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მო­რი­გი არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა დღეს, 1-ელ ივ­ლისს ხელი უკვე მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი უკვე გა­მო­ცე­მუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მო­რი­გი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა 2013 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს, ეს არის ოქ­ტომ­ბრის თვის ბოლო კვი­რა დღე", - აღ­ნიშ­ნა დღეს მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი განისაზღვრა

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი განისაზღვრა

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი განისაზღვრა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამრთულ ბრიფინგზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა.

მისი თქმით, თავდაპირველად დასახელებული თარიღი – 27 ოქტომბერი ტექნიკური შეცდომა იყო. ბარნოვის განცხადებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტი, საპრეზიდენტო არჩევნების ოქტომბრის ბოლო კალენდარული დღით განსაზღვრასთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გადაეგზავნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც განთავსდა.

თავდაპირველად საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერი გამოცხადდა. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ.

"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 1-ელ ივლისს ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას და აღნიშნული სამართლებრივი აქტი უკვე გამოცემულია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება 2013 წლის 27 ოქტომბერს, ეს არის ოქტომბრის თვის ბოლო კვირა დღე", - აღნიშნა დღეს მანანა მანჯგალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა