საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის მო­მენ­ტი­დან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია (აგი­ტა­ცია) იწყე­ბა. ამას "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი" ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლის თა­ნახ­მად, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი ამ დღი­დან სარ­გებ­ლო­ბენ თა­ნას­წო­რი უფ­ლე­ბე­ბით - კა­ნო­ნით და­დე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად.

არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის დღი­დან სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტო­ბის კან­დი­დატს უფ­ლე­ბა აქვს, და­ამ­ზა­დოს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მო­წო­დე­ბე­ბი, გან­ცხა­დე­ბე­ბი, წარ­წე­რე­ბი, ფურ­ცლე­ბი, ფო­ტო­მა­სა­ლე­ბი და სხვა. აკ­რძა­ლუ­ლია მათი გავ­რცე­ლე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლა და ჩა­მორ­თმე­ვა, აგ­რეთ­ვე სა­ა­გი­ტა­ციო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო და სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა ან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ის მიზ­ნით მათი გა­მო­ყე­ნე­ბი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა.

სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებ­სა და მათ მხარ­დამ­ჭე­რებს დღე­ი­დან უფ­ლე­ბა აქვთ, გა­მო­ვიდ­ნენ მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პროგ­რა­მით. სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მა არ უნდა შე­ი­ცავ­დეს ომი­სა და ძა­ლა­დო­ბის პრო­პა­გან­დას, არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წყო­ბი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლის ან დამ­ხო­ბის­კენ, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვის­კენ, ეროვ­ნუ­ლი შუღ­ლი­სა და მტრო­ბის­კენ, რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ მო­წო­დე­ბას.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ის გა­წე­ვის და აგი­ტა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა აქვს ნე­ბის­მი­ერ პირს, გარ­და: სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რი­სა, მო­სა­მარ­თლი­სა, ში­ნა­გან საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის, პრო­კუ­რა­ტუ­რის, დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი­სა, გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რი­სა, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი­სა, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა, საქ­ველ­მოქ­მე­დო და რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა, სა­ხელ­მწი­ფო და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი­სა, რო­დე­საც ისი­ნი უშუ­ა­ლოდ ას­რუ­ლე­ბენ სამ­სა­ხუ­რებ­რივ ფუნ­ქცი­ებს, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ი­სა და ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი­სა.

ამას­თან, კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბა შემ­დე­გი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნო­ბებ­ში: აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­სა­მარ­თლო­ე­ბი, სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი.

ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, ხელი შე­უ­წყონ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებს ამომ­რჩევ­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი­სა და კრე­ბე­ბის, სა­ჯა­რო დე­ბა­ტე­ბი­სა და დის­კუ­სი­ე­ბის, შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ჩა­ტა­რე­ბა­ში, უზ­რუნ­ველ­ყონ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა.

კენ­ჭისყ­რის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში აკ­რძა­ლუ­ლია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცია.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი­დან ცნო­ბი­ლია. მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლია. კონ­კრე­ტუ­ლი კან­დი­და­ტი ჯერ შერ­ჩე­უ­ლი არ ჰყავს "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პრა­ი­მე­რიზს ატა­რებს და კან­დი­და­ტუ­რის შერ­ჩე­ვას ოთხ ლი­დერს შო­რის ცდი­ლობს, თუმ­ცა მთე­ლი ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­ით სწო­რედ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ხა­სი­ათს ატა­რებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

არჩევნების დანიშვნის მომენტიდან წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება. ამას "საარჩევნო კოდექსი" ითვალისწინებს, რომლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით - კანონით დადენილი წესის შესაბამისად.

არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს, დაამზადოს წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს დღეიდან უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, მოსამართლისა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა, გენერალური აუდიტორისა, სახალხო დამცველისა, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა, საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.

ამასთან, კანონით აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სასამართლოები, სამხედრო ნაწილები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველები ძირითადი პოლიტიკური გაერთიანებებიდან ცნობილია. მმართველი კოალიციის - "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია. კონკრეტული კანდიდატი ჯერ შერჩეული არ ჰყავს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ამ მიმართულებით პრაიმერიზს ატარებს და კანდიდატურის შერჩევას ოთხ ლიდერს შორის ცდილობს, თუმცა მთელი ეს ღონისძიება თავისი შინაარსიით სწორედ წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათს ატარებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა