საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკის პრეზიდენტთა წყევლა
ამერიკის პრეზიდენტთა წყევლა

აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი და ჯონ ფი­ცჯე­რალდ კე­ნე­დი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ლი­დე­რე­ბი არი­ან ქვეყ­ნის მთე­ლი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ თით­ქმის მთე­ლი სა­უ­კუ­ნე აშო­რებთ, ამ ორი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა, ბედი და სიკ­ვდი­ლის გა­რე­მო­ე­ბე­ბი სა­ოც­რად ჰგავს ერ­თმა­ნეთს.

რე­ინ­კარ­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ

აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნიც და ჯონ კენე­დიც გა­ნათ­ლე­ბით იუ­რის­ტე­ბი იყ­ვნენ, ორი­ვე 46 წლის ასაკ­ში გახ­და კონ­გრეს­მე­ნი. პრე­ზი­დენ­ტად ორი­ვე... 60 წელს ნო­ემ­ბერ­ში აირ­ჩი­ეს, თავ­თა­ვი­ანთ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, ცხა­დია, და ორი­ვე, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი­სა და რა­სე­ბის თა­ნას­წო­რო­ბის­თვის იბ­რძო­და.

აბ­რა­ა­მიც და ჯო­ნიც ოჯახ­ში მე­ო­რე ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ და სა­ხე­ლე­ბი პა­პე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს. უყ­ვარ­დათ სარ­წე­ვე­ლა სა­ვარ­ძე­ლი. ორი­ვე 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და­ქორ­წინ­და შავგვრე­მან მზე­თუ­ნა­ხავ­ზე და მათ სხვა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ჩა­მო­ა­შო­რეს. მათი ცო­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად ლა­პა­რა­კობ­დნენ ფრან­გუ­ლად და თეთ­რი სახ­ლის ნამ­დვი­ლი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი გახ­დნენ.

ორი­ვეს არ­ჩე­ვამ­დე და­ე­ღუ­პა ორი შვი­ლი ოთხი­დან. ლინ­კოლ­ნის ვაჟი მერი იუ­ნის­ზე და­ქორ­წინ­და, ხოლო კე­ნე­დის დას მერი იუ­ნი­სი ერ­ქვა. სა­ხელ­გან­თქმუ­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის პი­რად ექი­მებს ასე­ვე ერთი სა­ხე­ლი ჰქონ­დათ - ჩარლზ ტაფ­ტი. ლინ­კოლ­ნის მე­გო­ბარ­სა და მრჩე­ველს უი­ლი­ამ გრე­ჰე­მი ერ­ქვა და კე­ნე­დი­საც ჰყავ­და მრჩე­ვე­ლი ასე­თი­ვე სა­ხე­ლით.

ლინ­კოლ­ნი ფორ­დის თე­ატ­რში, ნო­მერ მე-7 ლო­ჟა­ში მოკ­ლეს. კე­ნე­დის მა­შინ ეს­რო­ლეს, როცა მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი "ფორდ-ლინ­კოლ­ნი" (!) ეს­კორ­ტში რი­გით მეშ­ვი­დე მი­ე­მარ­თე­ბო­და. ორი­ვე კე­ფა­ში ნას­რო­ლი ტყვი­ით, თა­ვი­ან­თი ცო­ლე­ბის თვალ­წინ და­ი­ღუ­პა. და ბო­ლოს, ორი­ვე მათ­გა­ნი შეც­ვა­ლეს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტებ­მა, რო­მელ­თა გვა­რიც ჯონ­სო­ნი გახ­ლდათ.

არ არის საკ­მა­რი­სი? კი­დევ შეგ­ვიძ­ლია გა­ვაგ­რძე­ლოთ...

ლინ­კოლ­ნის მკვლე­ლი ჯონ ბუტი და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან გა­იქ­ცა, ამა­ში მას ვინ­მე ოს­ვალ­დი და­ეხ­მა­რა. ამა­ვე გვარს ატა­რებ­და მოყ­ვა­რუ­ლი სნა­ი­პე­რი, რო­მელ­მაც ჯონ კე­ნე­დის ეს­რო­ლა. თავ­დას­ხმის შემ­დეგ ბუტ­მა სას­წრა­ფოდ და­ტო­ვა თე­ატ­რი და შემ­დეგ პა­ტა­რა სა­წყობ­ში და­ი­ჭი­რეს, ხოლო უიღ­ბლო მსრო­ლე­ლი ოს­ვალ­დი, თა­ვის მხრივ, წიგნ­სა­ცა­ვი­დან გა­იქ­ცა და კი­ნო­თე­ატ­რში და­ა­კა­ვეს. ერ­თი­ცა და მე­ო­რეც და­ა­პა­ტიმ­რა პო­ლი­ცი­ელ­მა გვა­რად ბე­ი­კერ­მა. კი­ლერ­თა ბე­დიც სა­ოც­რად ჰგავს ერ­თმა­ნეთს: ისი­ნი ყო­ველ­გვა­რი სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე დახ­ვრი­ტეს. და უკვე სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ის, რომ ორი­ვე პრე­ზი­დენ­ტის დაკ­რძალ­ვაც წვრილ­მა­ნებ­ში ჰგავს ერ­თმა­ნეთს. კე­ნე­დის ისე­თი­ვე ლა­ფე­ტით, კა­ტა­ფალ­კი­თა და წი­თე­ლი ხის ისე­თი­ვე კუ­ბო­თი მი­ას­ვე­ნებ­დნენ, რო­გო­რი­თაც თა­ვის დრო­ზე პრე­ზი­დენტ ლინ­კოლნს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ამერიკის პრეზიდენტთა წყევლა

ამერიკის პრეზიდენტთა წყევლა

აბრაამ ლინკოლნი და ჯონ ფიცჯერალდ კენედი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერები არიან ქვეყნის მთელი ისტორიის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ თითქმის მთელი საუკუნე აშორებთ, ამ ორი ადამიანის ცხოვრება, ბედი და სიკვდილის გარემოებები საოცრად ჰგავს ერთმანეთს.

რეინკარნაციის შესახებ

აბრაამ ლინკოლნიც და ჯონ კენე­დიც განათლებით იურისტები იყვნენ, ორივე 46 წლის ასაკში გახდა კონგრესმენი. პრეზიდენტად ორივე... 60 წელს ნოემბერში აირჩიეს, თავთავიანთ საუკუნეებში, ცხადია, და ორივე, შეძლებისდაგვარად, სამოქალაქო თავისუფლებებისა და რასების თანასწორობისთვის იბრძოდა.

აბრაამიც და ჯონიც ოჯახში მეორე ბავშვები იყვნენ და სახელები პაპების პატივსაცემად დაარქვეს. უყვარდათ სარწეველა სავარძელი. ორივე 30 წელს გადაცილებული დაქორწინდა შავგვრემან მზეთუნახავზე და მათ სხვა თაყვანისმცემლები ჩამოაშორეს. მათი ცოლები თავისუფლად ლაპარაკობდნენ ფრანგულად და თეთრი სახლის ნამდვილი დიასახლისები გახდნენ.

ორივეს არჩევამდე დაეღუპა ორი შვილი ოთხიდან. ლინკოლნის ვაჟი მერი იუნისზე დაქორწინდა, ხოლო კენედის დას მერი იუნისი ერქვა. სახელგანთქმული პრეზიდენტების პირად ექიმებს ასევე ერთი სახელი ჰქონდათ - ჩარლზ ტაფტი. ლინკოლნის მეგობარსა და მრჩეველს უილიამ გრეჰემი ერქვა და კენედისაც ჰყავდა მრჩეველი ასეთივე სახელით.

ლინკოლნი ფორდის თეატრში, ნომერ მე-7 ლოჟაში მოკლეს. კენედის მაშინ ესროლეს, როცა მისი ავტომობილი "ფორდ-ლინკოლნი" (!) ესკორტში რიგით მეშვიდე მიემართებოდა. ორივე კეფაში ნასროლი ტყვიით, თავიანთი ცოლების თვალწინ დაიღუპა. და ბოლოს, ორივე მათგანი შეცვალეს ვიცე-პრეზიდენტებმა, რომელთა გვარიც ჯონსონი გახლდათ.

არ არის საკმარისი? კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ...

ლინკოლნის მკვლელი ჯონ ბუტი დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, ამაში მას ვინმე ოსვალდი დაეხმარა. ამავე გვარს ატარებდა მოყვარული სნაიპერი, რომელმაც ჯონ კენედის ესროლა. თავდასხმის შემდეგ ბუტმა სასწრაფოდ დატოვა თეატრი და შემდეგ პატარა საწყობში დაიჭირეს, ხოლო უიღბლო მსროლელი ოსვალდი, თავის მხრივ, წიგნსაცავიდან გაიქცა და კინოთეატრში დააკავეს. ერთიცა და მეორეც დააპატიმრა პოლიციელმა გვარად ბეიკერმა. კილერთა ბედიც საოცრად ჰგავს ერთმანეთს: ისინი ყოველგვარი სასამართლოს გარეშე დახვრიტეს. და უკვე სრულიად ბუნებრივად გამოიყურება ის, რომ ორივე პრეზიდენტის დაკრძალვაც წვრილმანებში ჰგავს ერთმანეთს. კენედის ისეთივე ლაფეტით, კატაფალკითა და წითელი ხის ისეთივე კუბოთი მიასვენებდნენ, როგორითაც თავის დროზე პრეზიდენტ ლინკოლნს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს