"ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაუჩინარებული ნინო მუმლაძის "ფეისბუქის" გვერდზე საკმაოდ საინტერესო ფოტოები აღმოვაჩინე. მონასტერში გამწესებული ნათია მოტოციკლზე ამხედრებულა და საკმაოდ პიკანტური ფოტოსესია გაუმართავს. ნინოს რომ დავუკავშირდი, გადაღება ჰქონდა და შესაბამისად, გადაღების დეტალებითაც დავინტერესდი.
- სიმართლე გითხრათ, ზუსტად არც ვიცი, რამდენად შეიძლება მოვყვე ამ გადაღებაზე, მაგრამ რამდენიმე სიტყვით გეტყვით. ეს არის ქართულ-აზერბაიჯანული პროექტი, რომელსაც, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის იხილავს ქართველი მაყურებელი. ეს არის დეტექტიური ჟანრის სერიალი. სულ თექვსმეტი სერია იქნება. ბევრი ცნობილი ქართველი მსახიობი თამაშობს.
- მაგალითად?
- ნანა შონია, ზაზა იაქაშვილი, შორენა ბეგაშვილიც, თუ არ ვცდები. აზერბაიჯანელი მსახიობებიც თამაშობენ, გადაღებები ბაქოშიც იქნება.
- რეჟისორი ქართველია თუ აზერბაიჯანელი?
- ქართულ ნაწილს ქართველი იღებს, ოთარ შამათავა.