მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკი იონათამიშვილი პრეზიდენტს ვალების გასტუმრებაში დახმარებას სთხოვდა
 კოკი იონათამიშვილი პრეზიდენტს ვალების გასტუმრებაში დახმარებას სთხოვდა

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი კოკი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პი­რა­დი ვა­ლე­ბის გას­ტუმ­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და და შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლი­თაც მი­მარ­თა.

წე­რილ­ში, რო­მე­ლიც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მი­ა­წო­და, იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი ქვეყ­ნის პირ­ველ პირს პი­რა­დი ბიზ­ნე­სი­დან წი­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბის სურ­ვილს უმ­ხელს.

"ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მოგ­მარ­თავ­დით ასეთ კერ­ძო და პრი­ვა­ტულ თე­მა­ზე... ვე­რას­დროს ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასე გავ­კად­ნი­ერ­დე­ბო­დი, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. სა­ოც­რად გა­ფა­სებთ, მაგ­რამ ამ წე­რილ­ში ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ გა­მო­მი­ვა. მინ­და გი­თხრათ, რომ არ ვთვლი, რომ რა­ი­მე ისე­თი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ ასე მო­მე­მარ­თა თქვენ­თვის... მაგ­რამ რაც არის, არის... წე­რაც კი მიმ­ძი­მეს და პი­რა­დად ხომ ამის თქმას სა­ერ­თოდ ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი. მოკ­ლედ, პრობ­ლე­მა მაქვს, ისე­თი რო­გორც ბევ­რს, არა­ფე­რი ორი­გი­ნა­ლუ­რი, ვა­ლებ­მა რომ იტყვი­ან, და­მახ­რჩო. მოკ­ლედ რომ გი­თხრათ, მსურს გთხო­ვოთ დახ­მა­რე­ბა... ისე­თი პრობ­ლე­მუ­რი გა­რე­მო მაქვს, რომ გავ­კად­ნი­ერ­დი და მოგ­მარ­თეთ. თუ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ მი­შუ­ამ­დგომ­ლოთ რო­მე­ლი­მე ბიზ­ნეს­მენ­თან, მე მაქვს წილი ერთ "ბიზ­ნეს­ში", რო­მელ­საც რიგი ობი­ექ­ტუ­რი და სუ­ბი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი­სა ვერ ვყი­დი და თუ ვინ­მე თქვე­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის ხარ­ჯზე და­მეხ­მა­რე­ბო­და, ჩემ­თვის ეს... არც კი ვიცი რა სი­ტყვა შე­ვარ­ჩიო, უპი­რო­ბო გა­მო­სა­ვალს და გა­დარ­ჩე­ნას ნიშ­ნავს. "ეს ბიზ­ნე­სი" ცუდი არ არის, მაგ­რამ დღეს მხო­ლოდ თქვე­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბის ხარ­ჯზე თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ვინ­მე... თუ რა თქმა უნდა ამ თავ­ხე­დო­ბას შე­მინ­დობთ და და­მეხ­მა­რე­ბით, არც კი ვიცი, რა სი­ტყვე­ბი შე­ვარ­ჩიო, ეს ჩემი გა­დარ­ჩე­ნა იქ­ნე­ბა. რა­ღა­ცე­ებ­ში უბ­რა­ლოდ სას­ტი­კად არ გა­მი­მარ­თლა. გი­გიმ ნა­წი­ლობ­რივ იცის ეს პრობ­ლე­მე­ბი და რამ­დე­ნი­მე­ჯერ მაგ­რად მო­მეხ­მა­რა კი­დეც, რის გა­მოც მისი მად­ლო­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მოგ­ვა­რე­ბა არ გა­მო­ვი­და...

მე მაქვს წილი ფირ­მა "სა­ბურ­თა­ლო 2007"-ში, 2 %. ამ ფირ­მას აქვს სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა, შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია ტექ­ნი­კის ჰი­პერ­მარ­კე­ტი "გა­ლაქ­სი", პე­კი­ნის 46-ში. "გა­ლაქ­სი" ქი­რა­ობს ფართს ჩვენ­გან, აქვს 15 წლი­ა­ნი იჯა­რა, ყო­ველ­თვი­უ­რად ვი­ღებ 1000 დო­ლარ­ზე მეტს ჩემს წი­ლად. შე­ნო­ბის ფარ­თია თით­ქმის 5 ათა­სი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი, სარ­და­ფის ჩათ­ვლით. სხვა მე­წი­ლე­ებ­მა ახლა წილი ვერ იყი­დეს. წი­ლის გა­ყიდ­ვა, 2 %-ის დათ­მო­ბა ჯამ­ში მსურს 100 ათას დო­ლა­რად", - ნათ­ქვა­მია იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლის მიერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

იხი­ლეთ წე­რი­ლის სრუ­ლი ტექ­სტი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

კოკი იონათამიშვილი პრეზიდენტს ვალების გასტუმრებაში დახმარებას სთხოვდა

 კოკი იონათამიშვილი პრეზიდენტს ვალების გასტუმრებაში დახმარებას სთხოვდა

თბილისის საკრებულოს დეპუტატი კოკი იონათამიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირადი ვალების გასტუმრებაში დახმარებას სთხოვდა და შესაბამისი წერილითაც მიმართა.

წერილში, რომელიც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიაწოდა, იონათამიშვილი ქვეყნის პირველ პირს პირადი ბიზნესიდან წილების გასხვისების სურვილს უმხელს.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოგმართავდით ასეთ კერძო და პრივატულ თემაზე... ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე გავკადნიერდებოდი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. საოცრად გაფასებთ, მაგრამ ამ წერილში ამაზე საუბარი არ გამომივა. მინდა გითხრათ, რომ არ ვთვლი, რომ რაიმე ისეთი მაქვს გაკეთებული, რომ ასე მომემართა თქვენთვის... მაგრამ რაც არის, არის... წერაც კი მიმძიმეს და პირადად ხომ ამის თქმას საერთოდ ვერ მოვახერხებდი. მოკლედ, პრობლემა მაქვს, ისეთი როგორც ბევრს, არაფერი ორიგინალური, ვალებმა რომ იტყვიან, დამახრჩო. მოკლედ რომ გითხრათ, მსურს გთხოვოთ დახმარება... ისეთი პრობლემური გარემო მაქვს, რომ გავკადნიერდი და მოგმართეთ. თუ თქვენ შეგიძლიათ მიშუამდგომლოთ რომელიმე ბიზნესმენთან, მე მაქვს წილი ერთ "ბიზნესში", რომელსაც რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებისა ვერ ვყიდი და თუ ვინმე თქვენი შუამდგომლობის ხარჯზე დამეხმარებოდა, ჩემთვის ეს... არც კი ვიცი რა სიტყვა შევარჩიო, უპირობო გამოსავალს და გადარჩენას ნიშნავს. "ეს ბიზნესი" ცუდი არ არის, მაგრამ დღეს მხოლოდ თქვენი შუამდგომლობის ხარჯზე თუ დაინტერესდება ვინმე... თუ რა თქმა უნდა ამ თავხედობას შემინდობთ და დამეხმარებით, არც კი ვიცი, რა სიტყვები შევარჩიო, ეს ჩემი გადარჩენა იქნება. რაღაცეებში უბრალოდ სასტიკად არ გამიმართლა. გიგიმ ნაწილობრივ იცის ეს პრობლემები და რამდენიმეჯერ მაგრად მომეხმარა კიდეც, რის გამოც მისი მადლობელი ვარ, მაგრამ საბოლოოდ მოგვარება არ გამოვიდა...

მე მაქვს წილი ფირმა "საბურთალო 2007"-ში, 2 %. ამ ფირმას აქვს საკუთარი ქონება, შენობა, რომელიც განთავსებულია ტექნიკის ჰიპერმარკეტი "გალაქსი", პეკინის 46-ში. "გალაქსი" ქირაობს ფართს ჩვენგან, აქვს 15 წლიანი იჯარა, ყოველთვიურად ვიღებ 1000 დოლარზე მეტს ჩემს წილად. შენობის ფართია თითქმის 5 ათასი კვადრატული მეტრი, სარდაფის ჩათვლით. სხვა მეწილეებმა ახლა წილი ვერ იყიდეს. წილის გაყიდვა, 2 %-ის დათმობა ჯამში მსურს 100 ათას დოლარად", - ნათქვამია იონათამიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილისადმი გაგზავნილ წერილში.

იხილეთ წერილის სრული ტექსტი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა