მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს და დავით ჩხიტუნიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუდგინდათ
 დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს და დავით ჩხიტუნიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუდგინდათ

დათა ახა­ლა­ი­ას, ოლეგ მელ­ნი­კოვს და და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძეს სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრა­ლი დღეს და­უდ­გინ­დათ. ბრალ­დე­ბე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა და­ვით ახა­ლა­ი­ას, (იმ დრო­ი­სათ­ვის - სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი) ოლეგ მელ­ნი­კო­ვი­სა (იმ დრო­ი­სათ­ვის - სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თო­ე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი) და და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძის (იმ დრო­ი­სათ­ვის - სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე) ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი.

და­ვით ახა­ლა­ი­ას ბრა­ლი ედე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ბ" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხო­ფით; 2006 წლის 30 მა­ი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით), სსკ 25, 1441 -ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და მე-2 ნა­წი­ლის "ბ", "დ", "ე", "ზ" "თ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ორი პი­რის მი­მართ, ჯგუ­ფუ­რად, სხვაგ­ვა­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლი პირ­თა მი­მართ, შეკ­ვე­თით ; 2006 წლის 30 მა­ი­სი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით), სსკ 25, 143-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა", "გ", "ზ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უა­ნო­ნო აღ­კვე­თის ორ­გა­ნი­ზე­ბა ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ, სხვა და­ნა­შა­უ­ლის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით; 2006 წლის 30 მა­ი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით) და სსკ 332-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა).

ოლეგ მელ­ნი­კოვს ბრა­ლი ედე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 24-143-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა", "გ", "ზ" ქვე­პუნ­ქტე­ბით (დახ­მა­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­ში, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ, სხვა და­ნა­შა­უ­ლის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით; 2006 წლის 30 მა­ი­სამ­დე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით).

და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძეს ბრა­ლი ედე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, სამი ეპი­ზო­დი­სათ­ვის; (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა);

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტებს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში ჩა­ბარ­დე­ბათ და­ვით ახა­ლა­ი­ას, ოლეგ მელ­ნი­კო­ვი­სა და და­ვით ჩხი­ტუ­ნი­ძის ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს და დავით ჩხიტუნიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუდგინდათ

 დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს და დავით ჩხიტუნიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დაუდგინდათ

დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს და დავით ჩხიტუნიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დღეს დაუდგინდათ. ბრალდებების ფორმულირების შესახებ პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებული გამოძიების ფარგლებში გამოტანილი იქნა დავით ახალაიას, (იმ დროისათვის - საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთოების დაცვის დეპარტამენტის უფროსი) ოლეგ მელნიკოვისა (იმ დროისათვის - საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთოების დაცვის დეპარტამენტის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე, ოპერატიული თანამშრომელი) და დავით ჩხიტუნიძის (იმ დროისათვის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე) ბრალდების დადგენილებები.

დავით ახალაიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხოფით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ 25, 1441 -ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის "ბ", "დ", "ე", "ზ" "თ" ქვეპუნქტებით (წამების ორგანიზება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირთა მიმართ, შეკვეთით ; 2006 წლის 30 მაისისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ 25, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის "ა", "გ", "ზ" ქვეპუნქტებით (თავისუფლების უანონო აღკვეთის ორგანიზება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (თანამდებობის ბოროტად გამოყენება).

ოლეგ მელნიკოვს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-143-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის "ა", "გ", "ზ" ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით).

დავით ჩხიტუნიძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამი ეპიზოდისათვის; (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება);

ბრალდებულების ადვოკატებს კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდებათ დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვისა და დავით ჩხიტუნიძის ბრალდების დადგენილებები.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ