რეპერმა ემინემმა ჟურნალისტებთან ნარკოდამოკიდებულებაზე პირველად ისაუბრა და განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო. 40 წლის ვარსკვლავის თქმით, ახალგაზრდობაში ზედმეტი დოზით კინაღამ გარდაიცვალა.
"არც კი მახსოვს, რომელი პრობლემის დასათრგუნად მივიღე პირველად ნარკოტიკი. ერთადერთი რაც დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, იყო ის, რომ მეტი და მეტი დოზა მჭირდებოდა. ჩემმა მეგობრებმაც კი არაფერი იცოდნენ. ყოველ ჯერზე ვამბობდი - ეს ბოლოა. მეგონა, ყველაფერს ადვილად გავაკონტროლებდი. მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რა საშინელი ცხოვრების წესი მქონდა, როდესაც საავადმყოფოში აღმოვჩნდი. ექიმებს რომ დაეგვიანათ, ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა მომკლავდა", - განაცხადა რეპერმა.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.