პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი - "ჩემი შვილები დაცვით არ დადიან იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ბიჭები არიან"
თინა ხიდაშელი - "ჩემი შვილები დაცვით არ დადიან იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ბიჭები არიან"

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე მის შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­სა­ში ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს.

"დღეს გა­ვი­გე, ჩემი შვი­ლე­ბი, თურ­მე, დაც­ვით და­დი­ან, რო­გორც გა­ზე­თი წერს "ზო­ო­პარკშიც კი დაც­ვის გა­რე­შე არ მი­დი­ა­ნო". ოე, "ალია" ხარ თუ "ქრო­ნი­კა", ჩემ­ზე რომ სა­ზი­ზღრობ არ მა­ღელ­ვებს, რაც გინ­დათ წე­რეთ, მაგ­რამ ჩემს შვი­ლებს ნუ ახ­სე­ნებთ და ტყუ­ი­ლებს ნუ უგო­ნებთ :(((

სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი. გვა­რე­ბი და სა­ხე­ლე­ბიც გე­ცო­დი­ნე­ბათ ჩემი შვი­ლე­ბის დაც­ვის და იქ­ნებ მეც გა­მა­გე­ბი­ნოთ ჭო­რი­კა­ნა ბოდ­ვე­ბის ნაკ­რე­ბი.

გა­საკ­ვი­რია თუ არა ვინ­მეს­თვის, არ ვიცი, მაგ­რამ ჩემი შვი­ლე­ბი დაც­ვით არ და­დი­ან იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი ბი­ჭე­ბი არი­ან და პირ­ველ დღეს, როცა კი­თხვა და­ვუს­ვით, ორი­ვემ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა და პა­ტა­რამ, რო­მე­ლიც 7 წლის არის, სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად თქვა, მე სხვა­ზე უკე­თე­სი რითი ვარ, რომ დაც­ვა დამ­ყვე­ბო­დე­სო. მათ­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა და ეს დუ­რა­კუ­რი სტა­ტია რომ ნა­ხეს, მე­ზო­ბელ­მა ჰკი­თხა, ვა, მარ­თლა დაც­ვით და­დი­ხარ­თო, კი­ნა­ღამ გა­და­ი­რივ­ნენ.

გარ­და ამი­სა, თა­ვად სტა­ტია ისე­თი სა­ოც­რე­ბაა, რომ ენით აუ­წე­რე­ლი. ვგიჟ­დე­ბი "ალი­ას" პას­კვი­ლებ­ზე, ტყუ­ი­ლე­ბის გრო­ვებ­ზე, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხოვ ჩემი შვი­ლე­ბი აღა­რა­სო­დეს ახ­სე­ნონ, არა­ვი­თარ კონ­ტექ­სტში. ამ ბინ­ძუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან მათ ხსე­ნე­ბა უკვე პრობ­ლე­მაა.

მე ჩი­ვილს არ ვა­პი­რებ, ერთი იმი­ტომ, რომ ეს ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბო­და მა­გათ­თვის, ჩემ­ზე იმ­დენ ტყუ­ილს და სა­ზი­ზღრო­ბას წე­რენ სათ­ვა­ლა­ვი ამე­რია და მე­ო­რეც, იმი­ტომ, რომ ზო­გა­დად არას­წო­რი მგო­ნია, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს უჩი­ვი­ან. მა­გათ ისიც ეყო­ფათ, ასე­თი სა­ცო­და­ვე­ბი რომ არი­ან.

ისე მეც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ცოლი ვარ და მეც მე­კუთ­ვნის დაც­ვა, მაგ­რამ არაო და ახლა რა ვქნათ. იმი­ტომ რომ გვე­კუთ­ვნის, წე­რონ რომ გვყავს კი­დეც. მგო­ნი რთუ­ლი გა­სა­გე­ბი არ უნდა იყოს.

მე არ მგო­ნია, ისე­თი მტრე­ბი მყავს, რომ მე ან ჩემი შვი­ლე­ბი დაც­ვით უნდა და­დი­ოდ­ნენ. ნამ­დვი­ლად არ ვფიქ­რობ, რომ რა­ი­მე საფრ­თხე არ­სე­ბობს, რომ­ლის­გა­ნაც დაც­ვა გვჭირ­დე­ბა", - წერს ხი­და­შე­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თინა ხიდაშელი - "ჩემი შვილები დაცვით არ დადიან იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ბიჭები არიან"

თინა ხიდაშელი - "ჩემი შვილები დაცვით არ დადიან იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ბიჭები არიან"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თინათინ ხიდაშელი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მის შვილებთან დაკავშირებით პრესაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებას აპროტესტებს.

"დღეს გავიგე, ჩემი შვილები, თურმე, დაცვით დადიან, როგორც გაზეთი წერს "ზოოპარკშიც კი დაცვის გარეშე არ მიდიანო". ოე, "ალია" ხარ თუ "ქრონიკა", ჩემზე რომ საზიზღრობ არ მაღელვებს, რაც გინდათ წერეთ, მაგრამ ჩემს შვილებს ნუ ახსენებთ და ტყუილებს ნუ უგონებთ :(((

სამარცხვინოები. გვარები და სახელებიც გეცოდინებათ ჩემი შვილების დაცვის და იქნებ მეც გამაგებინოთ ჭორიკანა ბოდვების ნაკრები.

გასაკვირია თუ არა ვინმესთვის, არ ვიცი, მაგრამ ჩემი შვილები დაცვით არ დადიან იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ბიჭები არიან და პირველ დღეს, როცა კითხვა დავუსვით, ორივემ კატეგორიული უარი თქვა და პატარამ, რომელიც 7 წლის არის, სრულიად შეგნებულად თქვა, მე სხვაზე უკეთესი რითი ვარ, რომ დაცვა დამყვებოდესო. მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ეს დურაკური სტატია რომ ნახეს, მეზობელმა ჰკითხა, ვა, მართლა დაცვით დადიხართო, კინაღამ გადაირივნენ.

გარდა ამისა, თავად სტატია ისეთი საოცრებაა, რომ ენით აუწერელი. ვგიჟდები "ალიას" პასკვილებზე, ტყუილების გროვებზე, მაგრამ კატეგორიულად მოვითხოვ ჩემი შვილები აღარასოდეს ახსენონ, არავითარ კონტექსტში. ამ ბინძური ადამიანებისაგან მათ ხსენება უკვე პრობლემაა.

მე ჩივილს არ ვაპირებ, ერთი იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი პატივი იქნებოდა მაგათთვის, ჩემზე იმდენ ტყუილს და საზიზღრობას წერენ სათვალავი ამერია და მეორეც, იმიტომ, რომ ზოგადად არასწორი მგონია, პოლიტიკოსები რომ ჟურნალისტებს უჩივიან. მაგათ ისიც ეყოფათ, ასეთი საცოდავები რომ არიან.

ისე მეც პარლამენტის თავმჯდომარის ცოლი ვარ და მეც მეკუთვნის დაცვა, მაგრამ არაო და ახლა რა ვქნათ. იმიტომ რომ გვეკუთვნის, წერონ რომ გვყავს კიდეც. მგონი რთული გასაგები არ უნდა იყოს.

მე არ მგონია, ისეთი მტრები მყავს, რომ მე ან ჩემი შვილები დაცვით უნდა დადიოდნენ. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ რაიმე საფრთხე არსებობს, რომლისგანაც დაცვა გვჭირდება", - წერს ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს