"შავი ავაზა", ნაომი კემპბელი 43 წლის ასაკშიც ისეთივე მიმზიდველი და შთამბეჭდავია, როგორც კარიერის დასაწყისში. სუპერმოდელი პარიზში გამართულ მოდის სახლ "ვერსაჩეს" ჩვენებაზე გამოჩნდა. ვარსკვლავმა ჩვენება გახსნა. "მის დანახვაზე სუნთქვა შეგვეკრა", - ემოციას ვერ მალავდნენ წვეულებაზე მყოფი მამაკაცები.
"ნაომი "ვერსაჩეს" ჩვენებაზე 14 წლის შემდეგ დაბრუნდა. ეს იყო ტრიუმფალური დაბრუნება", - ამბობენ მოდის სახლის ოფიციალური წარმომადგენლები.
კრიტიკოსების თქმით, კემპბელს ისევ იდეალური ტანი, დახვეწილი პროპორციები და ქარიზმა აქვს, რაც სხვა მოდელებისგან განასხვავებს.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 14 წლის შემდეგ ყველაზე გემოვნებიანი ბრენდის კოლექცია წარვადგინე და ვამაყობ, რომ დონატელასთვის პოდიუმზე გავიარე. 25 წელია დონატელას ვიცნობ. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ - ჩემს მიმართ ყველა თბილი და მზრუნველია", - განაცხადა სუპერმოდელმა ჟურნალისტებთან.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.