პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სვანეთის განახლებული მუზეუმის პირველი დამთვალიერებელი "პალიტრა L"-მა ივანე ჯავახიშვილის 5 ტომეულით დაასაჩუქრა
სვანეთის განახლებული მუზეუმის პირველი დამთვალიერებელი "პალიტრა L"-მა ივანე ჯავახიშვილის 5 ტომეულით დაასაჩუქრა

დღეს სვა­ნე­თის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მუ­ზე­უ­მი გა­იხ­სნა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, სვა­ნე­თის ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მუ­ზე­უ­მის დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე უმას­პინ­ძლებს. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­ზე­უ­მი ყვე­ლა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს უფა­სოდ მი­ი­ღებს.

მუ­ზე­უ­მის პირ­ვე­ლი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ექი­მი ადი­ლარ ჩარ­თო­ლა­ნი გახ­ლდათ. ის 1956 წლი­დან მუ­შა­ობს მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნი­ო­ნულ სა­ვად­მყო­ფო­ში, 40 წელ­ზე მე­ტია მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის მთავ­რი ექი­მია. ამ­ჟა­მად ონ­კო­ლო­გად მუ­შა­ობს მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნი­ო­ნულ სა­ვად­მყო­ფო­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გე­ნე­რა­ლურ­მა, დი­რექ­ტორ­მა და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ მას სა­მახ­სო­ვოდ გა­დას­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ და­ბეჭ­დი­ლი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის "ქარ­თვე­ლი ერის ის­ტო­რი­ის" 5 ტო­მე­უ­ლი.

ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სვა­ნე­თის ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უ­მის ის­ტო­რია თით­ქმის სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის. მუ­ზე­უ­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზე­ბი მო­ე­წყო და აღი­ჭურ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. შე­იქ­მნა სა­რეს­ტავ­რა­ციო ლა­ბო­რა­ტო­რია და სა­ცა­ვე­ბი.

მუ­ზე­უმ­ში გა­კეთ­და 6 მუდ­მი­ვი ექ­სპო­ზი­ცი­ის დარ­ბა­ზი. მუ­ზე­უმ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია სვა­ნეთ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა, ასე­ვე, ნუ­მიზ­მა­ტი­კუ­რი კა­ბი­ნე­ტი. დარ­ბა­ზებ­ში გა­მო­ფე­ნი­ლია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რი, მათ შო­რის IX-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შექ­მნი­ლი მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის ისე­თი შე­დევ­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა ორ­მო­ცი სე­ბას­ტი­ე­ლი მო­წა­მის ხატი, ბი­ზან­ტი­უ­რი ნა­ქარ­გი ხატი, ვე­ნე­ცი­უ­რი ჯვა­რი, თა­მარ მე­ფის მიერ შე­წი­რუ­ლი სურა, მო­ხა­ტუ­ლი ხელ­ნა­წე­რის ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი ნი­მუ­ში - ადი­შის ოთხთა­ვი, (897 წ.) და სხვა. ბოლო გა­ლე­რეა კი მდი­დარ ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მა­სა­ლას ეთ­მო­ბა.

მუ­ზე­უ­მის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კომ­პლექ­სუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით და სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს UNESCO-ს საქ­მე­თა ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის, ევ­რო­კავ­ში­რის ტვი­ნინ­გის პროგ­რა­მის, პრუ­სი­ის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ფონ­დი/ბერ­ლი­ნის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, სმიტ­სო­ნის ინ­სტი­ტუ­ცი­ის, აშშ-ის ელ­ჩის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ფონ­დის, სა­ქარ­თვე­ლო­ში იტა­ლი­ის და შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

სვანეთის განახლებული მუზეუმის პირველი დამთვალიერებელი "პალიტრა L"-მა ივანე ჯავახიშვილის 5 ტომეულით დაასაჩუქრა

სვანეთის განახლებული მუზეუმის პირველი დამთვალიერებელი "პალიტრა L"-მა ივანე ჯავახიშვილის 5 ტომეულით დაასაჩუქრა

დღეს სვანეთის განახლებული მუზეუმი გაიხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურიდან აცნობეს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის განახლებული მუზეუმის დამთვალიერებლებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე უმასპინძლებს. ერთი თვის განმავლობაში მუზეუმი ყველა დამთვალიერებელს უფასოდ მიიღებს.

მუზეუმის პირველი დამთვალიერებელი ექიმი ადილარ ჩართოლანი გახლდათ. ის 1956 წლიდან მუშაობს მესტიის რაიონიონულ სავადმყოფოში, 40 წელზე მეტია მესტიის რაიონის მთავრი ექიმია. ამჟამად ონკოლოგად მუშაობს მესტიის რაიონიონულ სავადმყოფოში. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა, დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მას სამახსოვოდ გადასცა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ დაბეჭდილი ივანე ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიის" 5 ტომეული.

ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ საგამოფენო დარბაზები მოეწყო და აღიჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეიქმნა სარესტავრაციო ლაბორატორია და საცავები.

მუზეუმში გაკეთდა 6 მუდმივი ექსპოზიციის დარბაზი. მუზეუმში განთავსებულია სვანეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, ასევე, ნუმიზმატიკური კაბინეტი. დარბაზებში გამოფენილია ქრისტიანული საგანძური, მათ შორის IX-XVIII საუკუნეებში შექმნილი მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი შედევრები, როგორიცაა ორმოცი სებასტიელი მოწამის ხატი, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, ვენეციური ჯვარი, თამარ მეფის მიერ შეწირული სურა, მოხატული ხელნაწერის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუში - ადიშის ოთხთავი, (897 წ.) და სხვა. ბოლო გალერეა კი მდიდარ ეთნოგრაფიულ მასალას ეთმობა.

მუზეუმის სარეაბილიტაციო კომპლექსური სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდისა და ორგანიზაციის, მათ შორის საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის, ევროკავშირის ტვინინგის პროგრამის, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი/ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანების, სმიტსონის ინსტიტუციის, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის, საქართველოში იტალიის და შვეიცარიის საელჩოების დახმარებით მიმდინარეობდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია