პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BBC - საქართველოს ძლევამოსილი ორთოდოქსული ეკლესია
BBC - საქართველოს ძლევამოსილი ორთოდოქსული ეკლესია

"სა­ქარ­თვე­ლოს ძლე­ვა­მო­სი­ლი ორ­თო­დოქ­სუ­ლი ეკ­ლე­სია", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBC პოლ რიმპლის სტა­ტი­ას ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­ზე. რო­გორც სტა­ტი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, როცა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი წინ გა­უ­ძღვა ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ჯგუ­ფის წი­ნა­აღ­მდეგ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის ძა­ლა­დობ­რივ თავ­დას­ხმას, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი ამის გამო შეშ­ფოთ­და.

"ქარ­თველ­თა დიდი ნა­წი­ლი შეძრწუ­ნე­ბუ­ლი იყო 17 მა­ისს თბი­ლის­ში მომ­ხდა­რით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ღრმად ტრა­დი­ცი­უ­ლი კავ­კა­სი­უ­რი ერის­თვის ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი მი­უ­ღე­ბე­ლია. ის კი რაც მოხ­და, ნათ­ლად ასა­ხავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკ­ლე­სი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას", - აღ­ნიშ­ნავს პოლ რიმპლი და დას­ძენს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ამა­ყო­ბენ თა­ვი­ან­თი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და ტო­ლე­რან­ტო­ბით, ბევ­რი მათ­გა­ნი კი თავს ქრის­ტი­ა­ნად მი­იჩ­ნევს.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ქარ­თვე­ლებ­მა ქრის­ტი­ა­ნო­ბა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს, მი­უ­ხე­და­ვად არა ერთი დამ­პყრობ­ლის, მათ შო­რის ჩინ­გიზ-ხა­ნი­სა და თე­მურ-ლენ­გის შე­მო­სე­ვე­ბი­სა.

"1917 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 455 ეკ­ლე­სია იყო, 80-იანი წლე­ბის შუ­ა­ში კი მათი რი­ცხვი მხო­ლოდ 80-ს შე­ად­გენ­და. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა 1991 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა, როცა მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ეთ­ნი­კუ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის ფი­ლო­სო­ფი­ას ემ­ხრო­ბო­და, რო­მელ­საც ეკ­ლე­სი­აც მი­ე­სალ­მე­ბო­და", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

რო­გორც BBC-ის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 80% აცხა­დებს, რომ ქრის­ტი­ა­ნე­ბი არი­ან, თუმ­ცა ეს­პერტთა გან­ცხა­დე­ბით, ეკ­ლე­სი­ურ რი­ტუ­ა­ლებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 15-25% მო­ნა­წი­ლე­ობს.

"მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ორ­თო­დოქ­სუ­ლი ეკ­ლე­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე სან­დო ინ­სტი­ტუ­ცი­ად რჩე­ბა და რო­გორც ერთ-ერთი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კვლე­ვა აჩევ­ნებს, მო­სახ­ლე­ო­ბის 95% მას ნდო­ბას უცხა­დებს", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი და თე­ო­ლოგ ბექა მინ­დი­აშ­ვი­ლის სი­ტყვებს ცი­ტი­რებს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ეს პირ­ველ­ში რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია II-ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"1977 წელს, რო­დე­საც ილია II პატ­რი­არ­ქად აირ­ჩი­ეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ 50 მღვდე­ლი იყო, ახლა მათი რი­ცხვი 1 700-ს აღ­წევს. პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტეს­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქმა 1997 წელს ჩა­ა­ბა­რა, როცა ანტი-ეკუ­მე­ნუ­რი წი­ნამ­ძღვრე­ბი ერ­თო­ბის გა­წყვე­ტით და­ე­მუქრნენ ზედ­მე­ტად ლი­ბე­რა­ლო­ბის­თვის. თუმ­ცა, ილია მე­ო­რემ თავი აა­რი­და გან­ხეთ­ქი­ლე­ბას", - აღ­ნიშ­ნავს პოლ რიმპლი.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ულტრა-კონ­სერ­ვა­ტუ­ლი ჩა­რე­ვე­ბი ისეთ გაფრ­თხი­ლე­ბებ­საც მო­ი­ცავს, რო­გო­რიც იო­გას ყალ­ბი "მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბაა", რო­მე­ლიც ხალ­ხს ღმერ­თს აშო­რებს ისე­ვე, რო­გორც ID ბა­რა­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ამას­წი­ნან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი.

"ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვი­საა აღი­ა­რე­ბუ­ლი, ილია II კი პო­ლი­ტი­კუ­რი კონფრონ­ტა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ად­ვი­ლად გა­და­ი­ზარ­დოს ძა­ლა­დობ­რივ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­დი­ა­ტო­რის რო­ლი­თაა ცნო­ბი­ლი", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი და აღ­ნიშ­ნავს, რომ 2009 წელს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეკ­ლე­სი­ას 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­უ­ყო ბი­უ­ჯე­ტი­დან, რაც სამ­ჯერ მეტი იყო წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, 10 ეპის­კო­პო­სი კი ძვირ­ფა­სი მან­ქა­ნე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რა.

"მი­უ­ხე­და­ვად გუ­ლუხ­ვი სა­ჩუქ­რე­ბი­სა, ეკ­ლე­სი­ის ბევ­რი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პრო­რუ­სუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ღიად აცხა­დებ­და პრე­ზი­დენ­ტით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. პრე­ზი­დენ­ტის პრო­და­სავ­ლუ­რო­ბას, ისი­ნი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ეკ­ლე­სი­ის ხალ­ხზე გავ­ლე­ნის შე­სუს­ტე­ბის საფრ­თხედ მი­იჩ­ნევ­დნენ", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

სტა­ტი­ა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ მი­უ­ხე­და­ვად კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მო­წო­დე­ბი­სა, რომ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, ბევ­რმა მათ­გან­მა ღიად და­უ­ჭი­რა მხა­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ა­ლი­ცი­ას, მი­ლი­არ­დერს, რო­მელ­მაც თან­ხე­ბი ჩადო სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დე­სი ეკ­ლე­სი­ის, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რის ასა­გე­ბად.

"თუმ­ცა, 13 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა და გახ­და პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­მაც სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი მისი ქვეყ­ნის თა­ნას­წო­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან", - წერს პოლ რიმპლი და აღ­ნიშ­ნავს, რომ პრე­მი­ე­რის ამ გან­ცხა­დე­ბი­დან, სამი დღის შემ­დეგ ილია მე­ო­რემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­და, 17 მა­ი­სის დე­მონ­სტრა­ცია აეკ­რძა­ლა.

"ეს პირ­ვე­ლი ღია კონფრონ­ტა­ცია იყო ეკ­ლე­სი­ა­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის, რომ­ლის კულ­მი­ნა­ცი­აც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მიერ ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა დამ­ცვე­ლი აქ­ცი­ის წევ­რე­ბის დარ­ბე­ვა იყო", - აღ­ნიშ­ნავს პოლ რიმპლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია BBC-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

BBC - საქართველოს ძლევამოსილი ორთოდოქსული ეკლესია

BBC - საქართველოს ძლევამოსილი ორთოდოქსული ეკლესია

"საქართველოს ძლევამოსილი ორთოდოქსული ეკლესია", - ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა BBC პოლ რიმპლის სტატიას ქართულ ეკლესიაზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, როცა რამდენიმე ათეული ქართველი სასულიერო პირი წინ გაუძღვა ჰომოსექსუალთა უფლებადამცველი მცირერიცხოვანი ჯგუფის წინააღმდეგ ათასობით ადამიანის ძალადობრივ თავდასხმას, ქვეყნის მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ამის გამო შეშფოთდა.

"ქართველთა დიდი ნაწილი შეძრწუნებული იყო 17 მაისს თბილისში მომხდარით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ღრმად ტრადიციული კავკასიური ერისთვის ჰომოსექსუალიზმი მიუღებელია. ის კი რაც მოხდა, ნათლად ასახავს საქართველოში ეკლესიის მნიშვნელობას", - აღნიშნავს პოლ რიმპლი და დასძენს, რომ ქართველები ამაყობენ თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და ტოლერანტობით, ბევრი მათგანი კი თავს ქრისტიანად მიიჩნევს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ქართველებმა ქრისტიანობა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს, მიუხედავად არა ერთი დამპყრობლის, მათ შორის ჩინგიზ-ხანისა და თემურ-ლენგის შემოსევებისა.

"1917 წელს საქართველოში 2 455 ეკლესია იყო, 80-იანი წლების შუაში კი მათი რიცხვი მხოლოდ 80-ს შეადგენდა. ეს მდგომარეობა 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ შეიცვალა, როცა მაშინდელი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ეთნიკური ნაციონალიზმის ფილოსოფიას ემხრობოდა, რომელსაც ეკლესიაც მიესალმებოდა", - წერს სტატიის ავტორი.

როგორც BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს მოსახლეობის 80% აცხადებს, რომ ქრისტიანები არიან, თუმცა ესპერტთა განცხადებით, ეკლესიურ რიტუალებში აქტიურად მოსახლეობის მხოლოდ 15-25% მონაწილეობს.

"მიუხედავად ამისა, ორთოდოქსული ეკლესია საქართველოში ყველაზე სანდო ინსტიტუციად რჩება და როგორც ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევა აჩევნებს, მოსახლეობის 95% მას ნდობას უცხადებს", - წერს სტატიის ავტორი და თეოლოგ ბექა მინდიაშვილის სიტყვებს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ეს პირველში რიგში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დამსახურებაა.

"1977 წელს, როდესაც ილია II პატრიარქად აირჩიეს, საქართველოში მხოლოდ 50 მღვდელი იყო, ახლა მათი რიცხვი 1 700-ს აღწევს. პირველი მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს პატრიარქმა 1997 წელს ჩააბარა, როცა ანტი-ეკუმენური წინამძღვრები ერთობის გაწყვეტით დაემუქრნენ ზედმეტად ლიბერალობისთვის. თუმცა, ილია მეორემ თავი აარიდა განხეთქილებას", - აღნიშნავს პოლ რიმპლი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ქართული ეკლესიის ულტრა-კონსერვატული ჩარევები ისეთ გაფრთხილებებსაც მოიცავს, როგორიც იოგას ყალბი "მომხიბვლელობაა", რომელიც ხალხს ღმერთს აშორებს ისევე, როგორც ID ბარათების საწინააღმდეგო ამასწინანდელი განცხადებები.

"ქართული ეკლესია ნეიტრალური პოლიტიკური პოზიციის შენარჩუნებისთვისაა აღიარებული, ილია II კი პოლიტიკური კონფრონტაციაში, რომელიც შესაძლოა ადვილად გადაიზარდოს ძალადობრივ დაპირისპირებაში, მნიშვნელოვანი მედიატორის როლითაა ცნობილი", - წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ 2009 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ეკლესიას 15 მილიონი დოლარი გამოუყო ბიუჯეტიდან, რაც სამჯერ მეტი იყო წინა წლებთან შედარებით, 10 ეპისკოპოსი კი ძვირფასი მანქანებით დაასაჩუქრა.

"მიუხედავად გულუხვი საჩუქრებისა, ეკლესიის ბევრი კონსერვატიული პრორუსული წარმომადგენელი ღიად აცხადებდა პრეზიდენტით უკმაყოფილებას. პრეზიდენტის პროდასავლურობას, ისინი ქართული ტრადიციებისა და ეკლესიის ხალხზე გავლენის შესუსტების საფრთხედ მიიჩნევდნენ", - წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდებისა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სასულიერო პირებს ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინათ, ბევრმა მათგანმა ღიად დაუჭირა მხარი ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, მილიარდერს, რომელმაც თანხები ჩადო საქართველოს უდიდესი ეკლესიის, სამების საკათედრო ტაძარის ასაგებად.

"თუმცა, 13 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დამოუკიდებელი პოზიცია დაიკავა და გახდა პირველი ქართველი პოლიტიკოსი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობები მისი ქვეყნის თანასწორი მოქალაქეები არიან", - წერს პოლ რიმპლი და აღნიშნავს, რომ პრემიერის ამ განცხადებიდან, სამი დღის შემდეგ ილია მეორემ ხელისუფლებას მოუწოდა, 17 მაისის დემონსტრაცია აეკრძალა.

"ეს პირველი ღია კონფრონტაცია იყო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომლის კულმინაციაც სასულიერო პირების მიერ ჰომოსექსუალთა დამცველი აქციის წევრების დარბევა იყო", - აღნიშნავს პოლ რიმპლი.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია