მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი ნინი ბადურაშვილი ფეხმძიმედ არის, მუშაობას მაინც სიამოვნებით განაგრძობს, ოღონდ - ამჯერად არა როგორც მომღერალი, არამედ როგორც ჟიურის წევრი - ის ზაზა შენგელიასთან და მიშა მშვილდაძესთან ერთად "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტებს შეაფასებს. "შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ტელევიზია "რუსთავი 2"-ისგან მივიღე და არ მესმის, ამ წინადადებაზე უარი რატომ უნდა მეთქვა? ეს ამბავი ირაკლის რომ ვუთხარი, ერთი დღე კი იფიქრა, მაგრამ მერე დამთანხმდა. მე მთელ მსოფლიოში ყველაზე გამგები ქმარი მყავს", - გვითხრა მომღერალმა.
- ჟიურის შემადგენლობაში შენი გამოჩენა ბევრისთვის მოულოდნელობა იყო...
- როცა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე, თავიდან გამიხარდა, მერე ცოტა არ იყოს შემეშინდა, რადგანაც საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი. საკმაოდ რთულ საქმეს შევეჭიდე: ყველა გამომსვლელს ყურადღებით უნდა მოვუსმინო და მათში საუკეთესო ავარჩიო. დღეში 40-50 კონკურსანტს ვუსმენ. ძალიან მიხარია, რომ ზაზა შენგელიასა და მიშა მშვილდაძესთან ერთად ვარ - მიშა სწორ შეფასებებს აკეთებს, ზაზა კი ამ საქმის პროფესიონალია. მგონი, ცოტათი მკაცრია, მაგრამ ეს სიმკაცრეც საჭიროა.
- თავად როგორი ხარ?
- არ მინდა, ძალიან მკაცრი ან ლმობიერი ვიყო. მოდიან ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, რომლებსაც სმენაც აქვთ და კარგი ხმაც, მაგრამ როცა კონკურსანტი ფინალში გადაგყავს, მას კიდევ სხვა რამ მოეთხოვება. პირველ რიგში, ძლიერი უნდა იყოს, რადგან ბრძოლა მოუწევს. 3-4 ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ძალიან მომეწონა, გამორჩეულები არიან. მიხარია, რომ საქართველოში ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს.
- ეს პროექტი ივნისის ბოლოს მთავრდება, ანუ ამ პერიოდის განმავლობაში თბილისში უნდა იყო. შენი მეუღლე ამ ამბავს როგორ ეგუება?
- ირაკლი მთელ მსოფლიოში ყველაზე გამგები ქმარია. ალბათ, ბევრი მამაკაცი მასავით არ მოიქცეოდა. მან იცის, ეს საქმე ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია და ამიტომაც დამთანხმდა...
- მეუღლის ამპლუაში თავს როგორ გრძნობ?
- კარგად. ვფიქრობ, გათხოვებას ყველა ქალი ეჩვევა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მეუღლე ძალიან მომთხოვნია. ირაკლის ხასიათმა ბევრი რამ გამიადვილა. ის დაკავებულია, მთელი დღე სახლიდან გასულია და ჩემგან სადილის ან საუზმის მომზადებას არ მოითხოვს. მთავარია, სახლში წესრიგი და სისუფთავე იყოს.
- როგორია შენი ერთი დღე მოსკოვში?
- რუსეთში ჯერ ჩემი საქმე არ მაქვს. დილით ვსაუზმობთ, ვლაპარაკობთ, მერე ირაკლი სამსახურში მიდის. მე შინ ვრჩები, საღამოს 7 საათისთვის კი მას ბარში ვაკითხავ, მერე ერთად სადმე სხვაგან მივდივართ.
- მოსკოვში ახალი მეგობრები შეიძინე?
- იქ საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს და ცხადია, რუსებზე მეტად, ქართველებთან ვმეგობრობ. ქეთა თოფურიას თუ სცალია, ვნახულობ. მას ყოველთვის ბევრი საქმე აქვს, სულ მუშაობს. დეკემბერში 2-3-ჯერ ძლივს ვნახე. თან, ქეთაც გაგვითხოვდა... ბევრი ქართველი იქ წლების მანძილზე ცხოვრობს. ჩვენ საღამოობით ვიკრიბებით და დრო ასე გადის.
- როგორც მომღერალი, არ აქტიურობ?
- გამოსვლა მქონდა ერთ-ერთ კლუბში. ასევე, ვმონაწილეობდი პროექტში - "აისოლ". ამ პროექტში უმეტესად, უცნობი შემსრულებლები მონაწილეობენ. იმართება კონცერტი ბენდთან ერთად და უამრავი მაყურებელი ესწრება. იმ საღამოს, როცა მე გამოვედი, აჩი ფურცელაძემაც იმღერა. მოსკოვში შევნიშნე, რომ იქაური მსმენელები საქართველოდან ყოველთვის ნიჭიერ ადამიანს ელოდებიან. იქ დღეისთვის ყველაზე ცნობილი მომღერალი - გრიგორი ლეფსი (ლეფსვერიძე) ქართველია, რომ აღარაფერი ვთქვა მელაძეზე, გვერდწითელზე, პავლიაშვილზე... ამ ადამიანების მოსმენის შემდეგ ცხადია, რომ რუს მაყურებელში არის ასეთი მოლოდინი და განცდა: ქართველი თუა, ნიჭიერი იქნება.
- საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი ხარ?
- კარგად ვიმღერე. იქ ქულებს არავინ გიწერს; აპლოდისმენტით უნდა მიხვდე, შენი გამოსვლა რამდენად წარმატებული იყო. ამ პროექტში მონაწილეობა ორჯერ მივიღე და კმაყოფილი ვარ. მსმენელები მოდიოდნენ, მილოცავდნენ და მეკითხებოდნენ: აქამდე სად იყავიო? დასაწყისისთვის კარგია!
- ირაკლი რას გეუბნება?
- ის არასდროს ყოფილა იმის წინააღმდეგ, რომ მემღერა. მგულშემატკივრობს და მაქსიმალურად მიწყობს ხელს. სხვათა შორის, პროექტი - "აისოლ" მის მეგობარს ეკუთვნის და ჩემი გამოსვლის ინიციატორი სწორედ ირაკლი იყო. მისი მადლობელი ვარ.
- ბავშვს როდისთვის ელოდებით?
- ჩვენი პატარა ივლისის ბოლოს დაიბადება. ძალიან ბედნიერები ვართ.
- ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! სქესი იცი?
- კი, გოგოს ველოდებით. თავიდან ირაკლი ამბობდა, - ბიჭი იქნებაო, მაგრამ შეცდა... პირველი შვილიშვილის დაბადებას ბებია-ბაბუებიც მოუთმენლად ელოდებიან.
- ალბათ, მშობიარობა თბილისში მოგიწევს.
- პროექტის - "საქართველოს ვარსკვლავი" დასრულებამდე აქედან ვერ წავალ, მერე კი, ვინაიდან უკვე 8 თვის ფეხმძიმე ვიქნები, მოსკოვში გაფრენას ვეღარ მოვახერხებ. ასე რომ, ჩემი შვილი საქართველოში დაიბადება.
- ფეხმძიმობა აქტიურობაში ხელს არ გიშლის?
- არა. თუ პირველ 3 თვეს არ ჩავთვლით, ცუდი ფეხმძიმობა არ მაქვს. მინდა, პროექტის პარალელურად, ერთ რუსულენოვან სიმღერაზეც ვიმუშაო - სამომავლოდ, მოსკოვში გამომადგება.
- წარმატებებს გისურვებ!
- გმადლობ.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)