მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი ბადურაშვილის ქორწილის დეტალები
ნინი ბადურაშვილის ქორწილის დეტალები

20 ოქ­ტომ­ბერს "შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში" ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა. ჩვენ ქალ­ბა­ტონ ლალი ბა­დუ­რაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით და შვი­ლიშ­ვი­ლის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა მი­ვუ­ლო­ცეთ. "ირაკ­ლი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ბიჭი აღ­მოჩ­ნდა, სწო­რი გზა აირ­ჩია და ნი­ნის გუ­ლიც მო­ი­გო", - გვი­თხრა ქალ­ბა­ტონ­მა ლა­ლიმ და შვი­ლიშ­ვი­ლის ქორ­წი­ლის ამ­ბე­ბის მო­სა­ყო­ლად შინ მიგ­ვი­პა­ტი­ჟა.

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქორ­წი­ლი იყო. ნინი და ირაკ­ლი ერ­თმა­ნეთს ისე უხ­დე­ბი­ან, რომ არ ვიცი, ეს წყვი­ლი რას შე­ვა­და­რო. ამას იმი­ტომ არ გე­უბ­ნე­ბით, რომ მათი ბე­ბია ვარ. ირაკ­ლი ძა­ლი­ან მა­მა­კა­ცუ­რია - გა­ნი­ე­რი მხრე­ბით, და­კუნ­თუ­ლი სხე­უ­ლით, გრძე­ლი თმით. ლა­მა­ზი ცხვი­რი და ჭრე­ლი თვა­ლე­ბი უხ­დე­ბა. ნამ­დვი­ლი მა­ჩოა. ნინი მის გვერ­დით ნაზი ყვა­ვი­ლი­ვით იყო.

- ბევ­რი სტუ­მა­რი ჰყავ­დათ?

- 400 კა­ცამ­დე. ქორ­წილ­მა ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ორ­გა­ნი­ზე­ბა ირაკ­ლიმ სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო და ეს საქ­მე შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­უ­ვი­და... სხვა­თა შო­რის, ქორ­წი­ლამ­დე 10 დღით ადრე ჩა­მო­ვი­და. დარ­ბა­ზი ძა­ლი­ან ლა­მა­ზად, ყვა­ვი­ლე­ბი­თა და სან­თლე­ბით გახ­ლდათ მორ­თუ­ლი... სუფ­რა თაფ­ლი­ა­ნი გოგ­რით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ირაკ­ლიმ ნინი იმე­დას სახ­ლი­დან წა­იყ­ვა­ნა. ჯვა­რი მცხე­თა­ში, ჯვრის მო­ნას­ტერ­ში და­ი­წე­რეს.

- ნი­ნის მეჯ­ვა­რე­ე­ბი ვინ იყ­ვნენ?

- სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი (რო­მე­ლიც ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვიც არის - ის ჩემი დის­შვი­ლიშ­ვი­ლია), თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და ქეთა თო­ფუ­რია. ირაკ­ლის მხრი­დან მეჯ­ვა­რე­ე­ბი რუ­სე­ბი იყ­ვნენ. ქორ­წილ­ში მისი ჩე­ჩე­ნი და და­ღეს­ტნე­ლი მე­გობ­რე­ბიც ჩა­მო­ვიდ­ნენ. ქორ­წილ­ში ირაკ­ლის ბა­ბუ­ის, ცნო­ბი­ლი წყალ­ბურ­თე­ლის - გივი ჩიქ­ვა­ნა­ი­ას მე­გობ­რე­ბიც იყ­ვნენ.

- თა­მა­და ვინ იყო?

- აჩი ფურ­ცე­ლა­ძე. ის მოს­კოვ­ში ირაკ­ლის ბარ­ში მღე­რის, სა­ღა­მო­ე­ბი მიჰ­ყავს. ამ დღის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და. ქორ­წი­ლით ყვე­ლა აღ­ტა­ცე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მე უფრო მე­ტად ძვე­ლე­ბუ­რი ქორ­წი­ლე­ბი მომ­წონს, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი ის­მე­ბა. აჩი წამ­ყვა­ნი-თა­მა­და იყო - ანუ სცე­ნა­ზე იდგა, მიკრო­ფონ­ში სა­დღეგ­რძე­ლოს ჭი­ქის გა­რე­შე ამ­ბობ­და, დარ­ბაზ­ში კი როინ მეტ­რე­ვე­ლი აგ­რძე­ლებ­და თა­მა­დო­ბას. ძი­რი­თა­დად, ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. სცე­ნა­ზე შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ; ეს იყო კონ­ცერ­ტი-ქორ­წი­ლი. ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად ჯგუ­ფი ჰყავ­დათ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი.

- ნი­ნიმ და ირაკ­ლიმ ქარ­თუ­ლი არ იცეკ­ვეს?

- ნინი კარ­გად ცეკ­ვავს, ირაკ­ლი­საც გა­უვ­ლია რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და ლა­მა­ზი ცეკ­ვა გა­მო­უ­ვი­დათ. მე­უღ­ლე ნი­ნის თავს არ­წი­ვი­ვით დას­ტრი­ა­ლებ­და.

- ნი­ნის რო­გო­რი კაბა ეცვა და ვინ შე­უ­კე­რა?

- ავთო ცქვი­ტი­ნი­ძემ შე­უ­კე­რა. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი თეთ­რი კაბა იყო, გრძე­ლი შლე­ი­ფით. ვი­ფიქ­რე, - ცეკ­ვა­ში ხელი შე­ეშ­ლე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ კარ­გად მოძ­რა­ობ­და. ირაკ­ლის შარ­ვა­ლი და პი­ჯა­კი ეცვა. ვუ­თხა­რი, - შენ ჩოხა მო­გიხ­დე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც პი­ჯა­კი არ­ჩია.

- ქორ­წი­ლის დღეს მე­უღ­ლემ ნი­ნის რა­ი­მე სი­ურპრი­ზი ხომ არ მო­უ­წყო?

- თა­ვად ქორ­წი­ლი იყო ერთი დიდი სი­ურპრი­ზი, თა­ვი­სი გა­ფორ­მე­ბი­თა და ფე­ი­ერ­ვერ­კით. რუ­სებს, ჩეჩ­ნებ­სა და და­ღეს­ტნე­ლებს მას­წავ­ლე­ბე­ლი და­უ­ქი­რა­ვე­ბი­ათ, რათა მთი­უ­ლუ­რი ცეკ­ვა ეს­წავ­ლათ და სა­ო­ცა­რი ეშ­ხით, ტემ­პე­რა­მენ­ტით იცეკ­ვეს. მოკ­ლედ, კარ­გი სა­ნა­ხა­ო­ბა მო­ე­წყო.

- ირაკ­ლის ოჯახ­ზე რას გვე­ტყვით?

- ირაკ­ლი დე­დი­სერ­თაა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი ჰყავს. აღ­მოჩ­ნდა, რომ მე და ბე­ბი­ა­მი­სი - მირა ერთ ქუ­ჩა­ზე ვყო­ფილ­ვართ გაზ­რდი­ლი. მან მი­თხრა: ასა­კით შენ­ზე ცოტა დიდი ვარ და მახ­სოვ­ხა­რო. გან­სა­კუთ­რე­ბით, გი­ვის სი­ტყვე­ბი მე­სი­ა­მოვ­ნა, რო­მელ­მაც ნი­ნი­ზე მი­თხრა: მისი ღირ­სე­ბა მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბა არ არის, ის ში­ნა­გა­ნად ძა­ლი­ან თბი­ლი და კარ­გად აღ­ზრდი­ლი­აო.

- ირაკ­ლი თქვენც ძა­ლი­ან მოგ­წონთ, არა?

- ირაკ­ლის ვუ­თხა­რი: ყო­ჩაღ! რა ჭკვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდი, ამ გო­გოს თავ­ზე რქე­ბი რომ წა­ამ­ტვრიე-მეთ­ქი. ნი­ნის ვი­ღაც მო­ე­წო­ნე­ბო­და, მერე რა­ღა­ცას აი­ჩე­მებ­და და, აღარ მოს­წონ­და, გულს აიც­რუ­ებ­და. მისი რამ­დე­ნი­მე თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ძა­ლი­ან მომ­წონ­და და ვე­უბ­ნე­ბო­დი, - რას უწუ­ნებ-მეთ­ქი? ბი­ჭე­ბის უმე­ტე­სო­ბა ნი­ნის­თან ურ­თი­ერ­თო­ბას სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნით იწყებ­და, ირაკ­ლი კი სხვა­ნა­ი­რად მო­იქ­ცა - ნი­ნის საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბით შეხ­ვდა. უთხრა: ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი ესტრა­დის მომ­ღერ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბას ვგეგ­მავ და მინ­და, თქვენ იმ­ღე­როთ, მაგ­რამ კი­დევ ვის მირ­ჩევ­თო? ნი­ნიმ თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და ქრის­ტი­ნა იმე­და­ძე და­უ­სა­ხე­ლა. ირაკ­ლი მოს­კოვ­ში წა­ვი­და და 3 დღე­ში ჩა­მოფ­რინ­და, ვი­თომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა უნდა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა; მერე ისევ წა­ვი­და, ისევ ჩა­მო­ვი­და. ნინი მიყ­ვე­ბო­და: კარ­გი ბი­ჭია. საქ­მი­ა­ნია, მომ­ხიბ­ვლე­ლი და თან - გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტის "გა­კე­თე­ბას" გეგ­მავ­სო. ერთ დღე­საც ნი­ნის ვუ­თხა­რი, - ეგ ირაკ­ლი წინ და უკან კონ­ცერ­ტის­თვის და­დის თუ შენ­თვის-მეთ­ქი? გა­გიჟ­და, ყვე­ლა­ფე­რი თავ­ზე და­მამ­ხო. მი­თხრა: სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე? შენ გგო­ნია, ყვე­ლა ჩემ­ზე გიჟ­დე­ბა?! ერთი კომ­პლი­მენ­ტიც კი არ უთ­ქვამ­სო. მე­ჩხუ­ბა, შენი ფან­ტა­ზი­ე­ბი შენ­თვის შე­ი­ნა­ხეო. ჰოდა, ამ სა­უბ­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ირაკ­ლიმ პირ­და­პირ აჯა­ხა, - ცო­ლად გა­მომ­ყვე­ბიო? ნინი და­იბ­ნა და პირ­ვე­ლი, რაც გა­ა­კე­თა, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს და­უ­რე­კა. უთხრა: მიშ­ვე­ლე, ის ბიჭი, რო­მე­ლიც კონ­ცერ­ტის მო­წყო­ბა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, ახლა ცო­ლო­ბას მთხოვ­სო. სა­ლო­მე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შეხ­ვდა ირაკ­ლის და ნი­ნის. ირაკ­ლი მა­თაც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ. ნი­ნიმ თან­ხმო­ბა რომ უთხრა, სარ­ძლოს გა­საც­ნო­ბად მე­ო­რე დღეს­ვე ირაკ­ლის მშობ­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ. ნიშ­ნო­ბა კა­ხი­ა­ნე­ბის აგა­რაკ­ზე, მცხე­თა­ში მოხ­და.

- ირაკ­ლი თქვენ რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- მშობ­ლებ­თან ერ­თად წყნეთ­ში, ჩემი დის აგა­რაკ­ზე დავ­პა­ტი­ჟეთ. და­ვი­ნა­ხე თუ არა, მო­მე­წო­ნა. შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეს კარ­გი აღ­ნა­გო­ბა, მაგ­რამ ცივი, კუშ­ტი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა. თან ვფიქ­რობ­დი, - მოს­კოვ­ში გაზ­რდი­ლია და შე­იძ­ლე­ბა, "ქარ­თუ­ლი" არა­ფე­რი ჰქონ­დეს-მეთ­ქი, მაგ­რამ მი­სით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი. კარ­გი ქარ­თვე­ლი ბი­ჭია, ნა­თე­ლი და ღი­მი­ლი­ა­ნი. თურ­მე, ზა­ფხუ­ლო­ბით ბე­ბი­ას­თან ჩა­მო­დი­ო­და და ქარ­თუ­ლად კარ­გად ლა­პა­რა­კობს. დე­და­მი­სი მა­მით ქარ­თვე­ლია, დე­დით - რუსი. რუსი ბე­ბია ქორ­წილ­ში ჩა­მო­ვი­და. თქვეს: თა­ვის დრო­ზე მოს­კოვ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ქა­ლად მი­იჩ­ნე­ო­დაო. ირაკ­ლის მამა, თე­მუ­რი აქ არის გაზ­რდი­ლი. ის ტი­პუ­რი ქარ­თვე­ლია. თე­მუ­რი ჰყვე­ბო­და, - ერთ დღეს სახ­ლში შე­ვე­დი და "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" სიმ­ღე­რა შე­მო­მეს­მა. შე­ვე­დი ოთახ­ში და რას ვხე­დავ, გი­ვის მაგ­ნი­ტო­ფო­ნი ჩა­ურ­თავს, ხელ­ში ღვი­ნის ჭიქა უჭი­რავს და მაგ­ნი­ტო­ფონს "უჭა­ხუ­ნებს", - თქვენ გა­გი­მარ­ჯოთ, ბი­ჭე­ბოო!

- ირაკ­ლი ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობს?

- წყალ­ბურთს აღარ თა­მა­შობს, ახლა ბარ-რეს­ტო­რა­ნი აქვს.

- მოს­კოვ­ში რო­დის გა­ემ­გზავრნენ?

- ორ­შა­ბათს. ნინი შვი­ლიშ­ვი­ლია და მიყ­ვარს, მაგ­რამ ირაკ­ლი ნი­ნი­ზე უკე­თე­სია, ამ მცი­რე ხან­ში თავი ყვე­ლას ძა­ლი­ან შეგ­ვაყ­ვა­რა. ნი­ნის მის გვერ­დით არ­სად ყოფ­ნა არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. ერეკ­ლე გიჟ­დე­ბა, სიძე ისე მოს­წონს. ეკა სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვი­სას ცოტა თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ირაკ­ლი­ზე ამ­ბობს, - როცა არ ვხე­დავ, მე­ნატ­რე­ბაო.

- ერეკ­ლეს და ეკას რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ? ნი­ნიმ საქმროს მშობ­ლე­ბი ცალ-ცალ­კე გა­აც­ნო?

- ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, რო­გო­რიც გაყ­რილ ცოლ-ქმარს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. მე­გობ­რე­ბი არ არი­ან. თუ ერ­თმა­ნეთს სად­მე შემ­თხვე­ვით შეხ­ვდე­ბი­ან, უბ­რა­ლოდ, ესალ­მე­ბი­ან. სა­მა­გი­ე­როდ, ოჯა­ხის და­ნარ­ჩენ წევ­რებს გვაქვს ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა. ნი­ნიმ მშობ­ლებს სთხო­ვა, - იქ­ნებ ჯვრის­წე­რას თქვენც და­ეს­წრო­თო, მაგ­რამ ერეკ­ლემ პირ­და­პირ რეს­ტო­რან­ში მის­ვლა არ­ჩია. ჯვრის­წე­რას ეკაც არ დას­წრე­ბია.

- ნინი კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბას მოს­კოვ­ში აპი­რებს?

- ძა­ლი­ან უნდა, შვი­ლი ჰყავ­დეს. არ აქვს სურ­ვი­ლი, რომ ძი­ძას გა­აზ­რდე­ვი­ნოს. მგო­ნი, ამ ეტაპ­ზე ნინი მთლი­ა­ნად ოჯახ­ზე გა­და­ერ­თვე­ბა... შვილ­თან და­შო­რე­ბა ერეკ­ლეს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა. ეკას ანას­ტა­სია და ქეთო ჰყავს, ერეკ­ლეს კი ნი­ნის გარ­და - არა­ვინ.

- ნინი და ირაკ­ლი ცალ­კე იცხოვ­რე­ბენ?

- ირაკ­ლის ცალ­კე აქვს ბინა, ოღონდ - იმა­ვე სახ­ლში, სა­დაც მისი მშობ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ.

- მად­ლო­ბა ინ­ტერ­ვი­უს­თვის, ნი­ნის კი ბედ­ნი­ე­რე­ბას ვუ­სურ­ვებთ!

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ნინი ბადურაშვილის ქორწილის დეტალები

ნინი ბადურაშვილის ქორწილის დეტალები

20 ოქტომბერს "შერატონ მეტეხი პალასში" ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის ქორწილი გაიმართა. ჩვენ ქალბატონ ლალი ბადურაშვილს დავუკავშირდით და შვილიშვილის გაბედნიერება მივულოცეთ. "ირაკლი ძალიან ჭკვიანი ბიჭი აღმოჩნდა, სწორი გზა აირჩია და ნინის გულიც მოიგო", - გვითხრა ქალბატონმა ლალიმ და შვილიშვილის ქორწილის ამბების მოსაყოლად შინ მიგვიპატიჟა.

- ძალიან ლამაზი ქორწილი იყო. ნინი და ირაკლი ერთმანეთს ისე უხდებიან, რომ არ ვიცი, ეს წყვილი რას შევადარო. ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ მათი ბებია ვარ. ირაკლი ძალიან მამაკაცურია - განიერი მხრებით, დაკუნთული სხეულით, გრძელი თმით. ლამაზი ცხვირი და ჭრელი თვალები უხდება. ნამდვილი მაჩოა. ნინი მის გვერდით ნაზი ყვავილივით იყო.

- ბევრი სტუმარი ჰყავდათ?

- 400 კაცამდე. ქორწილმა ძალიან კარგად ჩაიარა. ორგანიზება ირაკლიმ საკუთარ თავზე აიღო და ეს საქმე შესანიშნავად გამოუვიდა... სხვათა შორის, ქორწილამდე 10 დღით ადრე ჩამოვიდა. დარბაზი ძალიან ლამაზად, ყვავილებითა და სანთლებით გახლდათ მორთული... სუფრა თაფლიანი გოგრით იყო გაფორმებული. ირაკლიმ ნინი იმედას სახლიდან წაიყვანა. ჯვარი მცხეთაში, ჯვრის მონასტერში დაიწერეს.

- ნინის მეჯვარეები ვინ იყვნენ?

- სალომე გოგიაშვილი (რომელიც ჩვენი ნათესავიც არის - ის ჩემი დისშვილიშვილია), თაკო გაჩეჩილაძე და ქეთა თოფურია. ირაკლის მხრიდან მეჯვარეები რუსები იყვნენ. ქორწილში მისი ჩეჩენი და დაღესტნელი მეგობრებიც ჩამოვიდნენ. ქორწილში ირაკლის ბაბუის, ცნობილი წყალბურთელის - გივი ჩიქვანაიას მეგობრებიც იყვნენ.

- თამადა ვინ იყო?

- აჩი ფურცელაძე. ის მოსკოვში ირაკლის ბარში მღერის, საღამოები მიჰყავს. ამ დღისთვის სპეციალურად ჩამოვიდა. ქორწილით ყველა აღტაცებული იყო, მაგრამ მე უფრო მეტად ძველებური ქორწილები მომწონს, სადაც ტრადიციული სადღეგრძელოები ისმება. აჩი წამყვანი-თამადა იყო - ანუ სცენაზე იდგა, მიკროფონში სადღეგრძელოს ჭიქის გარეშე ამბობდა, დარბაზში კი როინ მეტრეველი აგრძელებდა თამადობას. ძირითადად, ახალგაზრდები იყვნენ. სცენაზე შოუბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს ცვლიდნენ; ეს იყო კონცერტი-ქორწილი. ქართული ცეკვების შესასრულებლად ჯგუფი ჰყავდათ დაქირავებული.

- ნინიმ და ირაკლიმ ქართული არ იცეკვეს?

- ნინი კარგად ცეკვავს, ირაკლისაც გაუვლია რეპეტიციები და ლამაზი ცეკვა გამოუვიდათ. მეუღლე ნინის თავს არწივივით დასტრიალებდა.

- ნინის როგორი კაბა ეცვა და ვინ შეუკერა?

- ავთო ცქვიტინიძემ შეუკერა. ძალიან ლამაზი თეთრი კაბა იყო, გრძელი შლეიფით. ვიფიქრე, - ცეკვაში ხელი შეეშლება-მეთქი, მაგრამ კარგად მოძრაობდა. ირაკლის შარვალი და პიჯაკი ეცვა. ვუთხარი, - შენ ჩოხა მოგიხდება-მეთქი, მაგრამ საბოლოოდ, მაინც პიჯაკი არჩია.

- ქორწილის დღეს მეუღლემ ნინის რაიმე სიურპრიზი ხომ არ მოუწყო?

- თავად ქორწილი იყო ერთი დიდი სიურპრიზი, თავისი გაფორმებითა და ფეიერვერკით. რუსებს, ჩეჩნებსა და დაღესტნელებს მასწავლებელი დაუქირავებიათ, რათა მთიულური ცეკვა ესწავლათ და საოცარი ეშხით, ტემპერამენტით იცეკვეს. მოკლედ, კარგი სანახაობა მოეწყო.

- ირაკლის ოჯახზე რას გვეტყვით?

- ირაკლი დედისერთაა. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. აღმოჩნდა, რომ მე და ბებიამისი - მირა ერთ ქუჩაზე ვყოფილვართ გაზრდილი. მან მითხრა: ასაკით შენზე ცოტა დიდი ვარ და მახსოვხარო. განსაკუთრებით, გივის სიტყვები მესიამოვნა, რომელმაც ნინიზე მითხრა: მისი ღირსება მხოლოდ გარეგნობა არ არის, ის შინაგანად ძალიან თბილი და კარგად აღზრდილიაო.

- ირაკლი თქვენც ძალიან მოგწონთ, არა?

- ირაკლის ვუთხარი: ყოჩაღ! რა ჭკვიანი აღმოჩნდი, ამ გოგოს თავზე რქები რომ წაამტვრიე-მეთქი. ნინის ვიღაც მოეწონებოდა, მერე რაღაცას აიჩემებდა და, აღარ მოსწონდა, გულს აიცრუებდა. მისი რამდენიმე თაყვანისმცემელი ძალიან მომწონდა და ვეუბნებოდი, - რას უწუნებ-მეთქი? ბიჭების უმეტესობა ნინისთან ურთიერთობას სიყვარულის ახსნით იწყებდა, ირაკლი კი სხვანაირად მოიქცა - ნინის საქმიანი წინადადებით შეხვდა. უთხრა: ქართული და რუსული ესტრადის მომღერლების ერთობლივი კონცერტის ჩატარებას ვგეგმავ და მინდა, თქვენ იმღეროთ, მაგრამ კიდევ ვის მირჩევთო? ნინიმ თაკო გაჩეჩილაძე და ქრისტინა იმედაძე დაუსახელა. ირაკლი მოსკოვში წავიდა და 3 დღეში ჩამოფრინდა, ვითომ მოლაპარაკება უნდა გაეგრძელებინა; მერე ისევ წავიდა, ისევ ჩამოვიდა. ნინი მიყვებოდა: კარგი ბიჭია. საქმიანია, მომხიბვლელი და თან - გრანდიოზული კონცერტის "გაკეთებას" გეგმავსო. ერთ დღესაც ნინის ვუთხარი, - ეგ ირაკლი წინ და უკან კონცერტისთვის დადის თუ შენთვის-მეთქი? გაგიჟდა, ყველაფერი თავზე დამამხო. მითხრა: საიდან მოიტანე? შენ გგონია, ყველა ჩემზე გიჟდება?! ერთი კომპლიმენტიც კი არ უთქვამსო. მეჩხუბა, შენი ფანტაზიები შენთვის შეინახეო. ჰოდა, ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში ირაკლიმ პირდაპირ აჯახა, - ცოლად გამომყვებიო? ნინი დაიბნა და პირველი, რაც გააკეთა, სალომე გოგიაშვილს დაურეკა. უთხრა: მიშველე, ის ბიჭი, რომელიც კონცერტის მოწყობაზე მელაპარაკებოდა, ახლა ცოლობას მთხოვსო. სალომე მეუღლესთან ერთად შეხვდა ირაკლის და ნინის. ირაკლი მათაც ძალიან მოეწონათ. ნინიმ თანხმობა რომ უთხრა, სარძლოს გასაცნობად მეორე დღესვე ირაკლის მშობლები ჩამოვიდნენ. ნიშნობა კახიანების აგარაკზე, მცხეთაში მოხდა.

- ირაკლი თქვენ როგორ გაიცანით?

- მშობლებთან ერთად წყნეთში, ჩემი დის აგარაკზე დავპატიჟეთ. დავინახე თუ არა, მომეწონა. შეიძლება გქონდეს კარგი აღნაგობა, მაგრამ ცივი, კუშტი გამომეტყველება. თან ვფიქრობდი, - მოსკოვში გაზრდილია და შეიძლება, "ქართული" არაფერი ჰქონდეს-მეთქი, მაგრამ მისით აღფრთოვანებული დავრჩი. კარგი ქართველი ბიჭია, ნათელი და ღიმილიანი. თურმე, ზაფხულობით ბებიასთან ჩამოდიოდა და ქართულად კარგად ლაპარაკობს. დედამისი მამით ქართველია, დედით - რუსი. რუსი ბებია ქორწილში ჩამოვიდა. თქვეს: თავის დროზე მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად მიიჩნეოდაო. ირაკლის მამა, თემური აქ არის გაზრდილი. ის ტიპური ქართველია. თემური ჰყვებოდა, - ერთ დღეს სახლში შევედი და "ქართული ხმების" სიმღერა შემომესმა. შევედი ოთახში და რას ვხედავ, გივის მაგნიტოფონი ჩაურთავს, ხელში ღვინის ჭიქა უჭირავს და მაგნიტოფონს "უჭახუნებს", - თქვენ გაგიმარჯოთ, ბიჭებოო!

- ირაკლი ამჟამად რას საქმიანობს?

- წყალბურთს აღარ თამაშობს, ახლა ბარ-რესტორანი აქვს.

- მოსკოვში როდის გაემგზავრნენ?

- ორშაბათს. ნინი შვილიშვილია და მიყვარს, მაგრამ ირაკლი ნინიზე უკეთესია, ამ მცირე ხანში თავი ყველას ძალიან შეგვაყვარა. ნინის მის გვერდით არსად ყოფნა არ გაუჭირდება. ერეკლე გიჟდება, სიძე ისე მოსწონს. ეკა საკუთარი გრძნობების გამოხატვისას ცოტა თავშეკავებულია, მაგრამ ირაკლიზე ამბობს, - როცა არ ვხედავ, მენატრებაო.

- ერეკლეს და ეკას როგორი ურთიერთობა აქვთ? ნინიმ საქმროს მშობლები ცალ-ცალკე გააცნო?

- ისეთი ურთიერთობა აქვთ, როგორიც გაყრილ ცოლ-ქმარს შეიძლება ჰქონდეს. მეგობრები არ არიან. თუ ერთმანეთს სადმე შემთხვევით შეხვდებიან, უბრალოდ, ესალმებიან. სამაგიეროდ, ოჯახის დანარჩენ წევრებს გვაქვს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა. ნინიმ მშობლებს სთხოვა, - იქნებ ჯვრისწერას თქვენც დაესწროთო, მაგრამ ერეკლემ პირდაპირ რესტორანში მისვლა არჩია. ჯვრისწერას ეკაც არ დასწრებია.

- ნინი კარიერის გაგრძელებას მოსკოვში აპირებს?

- ძალიან უნდა, შვილი ჰყავდეს. არ აქვს სურვილი, რომ ძიძას გააზრდევინოს. მგონი, ამ ეტაპზე ნინი მთლიანად ოჯახზე გადაერთვება... შვილთან დაშორება ერეკლეს ძალიან გაუჭირდება. ეკას ანასტასია და ქეთო ჰყავს, ერეკლეს კი ნინის გარდა - არავინ.

- ნინი და ირაკლი ცალკე იცხოვრებენ?

- ირაკლის ცალკე აქვს ბინა, ოღონდ - იმავე სახლში, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ.

- მადლობა ინტერვიუსთვის, ნინის კი ბედნიერებას ვუსურვებთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება