პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სემიჩკის" სროლას შეწირული 22 წლის სიცოცხლე - თბილისში 90 - იანი წლები ბრუნდება?
"სემიჩკის" სროლას შეწირული 22 წლის სიცოცხლე - თბილისში 90 - იანი წლები ბრუნდება?

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2012 წელ­თან შე­და­რე­ბით, და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად არის გაზ­რდი­ლი. რის მი­ზე­ზებ­ზეც არა ერთხელ გვიმ­სჯე­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ თე­მა­ზე არ შევ­ჩერ­დე­ბით. თუმ­ცა იმის თქმა აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია, რომ სტა­ტის­ტი­კა მხო­ლოდ ციფ­რე­ბი არ არის - მისი შე­დე­გი საკ­მა­ოდ მძი­მედ და გა­მო­უს­წო­რებ­ლად აი­სა­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. რისი ერთ-ერთი მა­გა­ლი­თი რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 24 ივ­ნისს ღა­მის ვა­კე­ში, არა­ყიშ­ვი­ლის და აბა­ში­ძის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლი გახ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი­სა და ამ უბ­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, მსხვერ­პლის პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბი­სა და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი არა მხო­ლოდ მსხვერ­პლის ოჯა­ხის, არა­მედ მთე­ლი უბ­ნის ტრა­გე­დია გახ­და. მოვ­ლე­ნე­ბი კი ასე წა­რი­მარ­თა:

ვა­კე­ში, არა­ყიშ­ვილ­სა და აბა­ში­ძის ქუ­ჩე­ბის მდე­ბა­რე სუ­პერ­მარ­კეტ "იო­ლის" მე­ნე­ჯე­რი:

- "იოლი" 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს. ზა­ფხულ­ში გა­თე­ნე­ბამ­დე ბევ­რი კლი­ენ­ტი გვყავს. ყვე­ლა­ფე­რი მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ხდე­ბა, კლი­ენ­ტე­ბი ზოგ­ჯერ გვე­სა­უბ­რე­ბი­ან კი­დეც. ამი­ტო­მაც სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვად მი­ვი­ღეთ, როცა და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 3 სა­ათ­ზე მარ­კეტ­თან მან­ქა­ნა გა­ჩერ­და, ორი ბიჭი ჩა­მო­ვი­და და ჩვენ­თან შე­მო­ვი­და. კლი­ენ­ტე­ბი ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე იყ­ვნენ, გაგ­ვი­ღი­მეს, მოგ­ვე­სალმნენ, მაგ­რამ დიდ­ხანს არ გა­ჩე­რე­ბუ­ლან, არც ბევ­რი არა­ფე­რი უძებ­ნი­ათ, რო­გორც ჩანს, ფუ­ლიც არ ჰქონ­დათ, ერთ-ერ­თმა "ჩიფ­სე­ბი" აიღო, ჯი­ბი­დან ხურ­და ამო­ი­ღო, გა­დათ­ვა­ლა და გა­დაგ­ვი­ხა­და. ამის შემ­დეგ მა­შინ­ვე გა­ვიდ­ნენ. რა­ხან მათ გარ­და კლი­ენ­ტი არ გვყავ­და და სხვა არც ქუ­ჩა­ში იყო ვინ­მე, ად­ვი­ლად და­ვა­ფიქ­სი­რეთ, რომ ქუჩა გა­დაკ­ვე­თეს და ჩვენ წინ მდე­ბა­რე "კორ­პუ­სის" ბორ­დი­ურ­ზე ჩა­მოს­ხდნენ. "ჩიფ­სე­ბი" გახ­სნეს და ისევ ერ­თმა­ნეთს და­უ­წყეს სა­უ­ბა­რი. ვხე­დავ­დით, რომ მშვი­დად სა­უბ­რობ­დნენ. ამის შემ­დეგ სხვა კლი­ენ­ტი შე­მოგ­ვი­ვი­და და მას მო­ვემ­სა­ხუ­რეთ. უეც­რად ია­რა­ღის გას­რო­ლის ხმა და კი­დევ რა­ღაც ხმე­ბი გა­ვი­გო­ნეთ. გა­რეთ რომ გა­მო­ვარ­დით ამ ბი­ჭე­ბი­დან ერთ-ერთი უკვე ას­ფალტზე ეგდო და ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო. მე­ო­რე შოკ­ში იყო და უყ­ვი­რო­და, გონს მო­დიო. სხვა არა­ფე­რი ვი­ცით, სას­წრა­ფო გა­მო­ვი­ძა­ხეთ, ვი­ცით მხო­ლოდ, რომ მოკ­ლუ­ლი აქვე სა­დღაც ახ­ლოს ცხოვ­რობ­და და სას­წრა­ფო­ში გზა­ში­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ჩვენც შოკ­ში ვართ. რო­გორც მერე ხალ­ხმა გვი­თხრა, ის ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბა იყო და აქ გარ­შე­მო ყვე­ლა იც­ნობ­და."

... აღ­მოჩ­ნდა რომ ლ. დ-ს უბან­ში მარ­თლაც ყვე­ლა იც­ნობს. ქუ­ჩა­ში შემ­ხვედრმა ქალ­ბა­ტო­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი მი­მას­წავ­ლეს, გუ­ლის­ტკი­ვი­ლით აღ­ნიშ­ნეს რომ მოკ­ლულ­ზე ცუდი არა­ფე­რი გა­უ­გი­ათ. იგი­ვეს ამ­ბო­ბენ მისი მე­ზობ­ლე­ბი რაზ­მა­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი და­ი­ბა­და, გა­ი­ზარ­და და სულ 22 წლამ­დე იცო­ცხლა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სემიჩკის" სროლას შეწირული 22 წლის სიცოცხლე - თბილისში 90 - იანი წლები ბრუნდება?

"სემიჩკის" სროლას შეწირული 22 წლის სიცოცხლე - თბილისში 90 - იანი წლები ბრუნდება?

სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი. რის მიზეზებზეც არა ერთხელ გვიმსჯელია. აქედან გამომდინარე ამ თემაზე არ შევჩერდებით. თუმცა იმის თქმა აუცილებლად მიგვაჩნია, რომ სტატისტიკა მხოლოდ ციფრები არ არის - მისი შედეგი საკმაოდ მძიმედ და გამოუსწორებლად აისახება საზოგადოებაზე. რისი ერთ-ერთი მაგალითი რამდენიმე დღის წინ, 24 ივნისს ღამის ვაკეში, არაყიშვილის და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე მომხდარი დანაშაული გახდა.

თვითმხილველებისა და ამ უბნის მაცხოვრებლების თქმით, მსხვერპლის პიროვნული ღირსებისა და უდანაშაულობიდან გამომდინარე, აღნიშნული დანაშაული არა მხოლოდ მსხვერპლის ოჯახის, არამედ მთელი უბნის ტრაგედია გახდა. მოვლენები კი ასე წარიმართა:

ვაკეში, არაყიშვილსა და აბაშიძის ქუჩების მდებარე სუპერმარკეტ "იოლის" მენეჯერი:

- "იოლი" 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ზაფხულში გათენებამდე ბევრი კლიენტი გვყავს. ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ხდება, კლიენტები ზოგჯერ გვესაუბრებიან კიდეც. ამიტომაც სრულიად ბუნებრივად მივიღეთ, როცა დაახლოებით ღამის 3 საათზე მარკეტთან მანქანა გაჩერდა, ორი ბიჭი ჩამოვიდა და ჩვენთან შემოვიდა. კლიენტები ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ, გაგვიღიმეს, მოგვესალმნენ, მაგრამ დიდხანს არ გაჩერებულან, არც ბევრი არაფერი უძებნიათ, როგორც ჩანს, ფულიც არ ჰქონდათ, ერთ-ერთმა "ჩიფსები" აიღო, ჯიბიდან ხურდა ამოიღო, გადათვალა და გადაგვიხადა. ამის შემდეგ მაშინვე გავიდნენ. რახან მათ გარდა კლიენტი არ გვყავდა და სხვა არც ქუჩაში იყო ვინმე, ადვილად დავაფიქსირეთ, რომ ქუჩა გადაკვეთეს და ჩვენ წინ მდებარე "კორპუსის" ბორდიურზე ჩამოსხდნენ. "ჩიფსები" გახსნეს და ისევ ერთმანეთს დაუწყეს საუბარი. ვხედავდით, რომ მშვიდად საუბრობდნენ. ამის შემდეგ სხვა კლიენტი შემოგვივიდა და მას მოვემსახურეთ. უეცრად იარაღის გასროლის ხმა და კიდევ რაღაც ხმები გავიგონეთ. გარეთ რომ გამოვარდით ამ ბიჭებიდან ერთ-ერთი უკვე ასფალტზე ეგდო და ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მეორე შოკში იყო და უყვიროდა, გონს მოდიო. სხვა არაფერი ვიცით, სასწრაფო გამოვიძახეთ, ვიცით მხოლოდ, რომ მოკლული აქვე სადღაც ახლოს ცხოვრობდა და სასწრაფოში გზაშივე გარდაიცვალა. ჩვენც შოკში ვართ. როგორც მერე ხალხმა გვითხრა, ის ძალიან კარგი პიროვნება იყო და აქ გარშემო ყველა იცნობდა."

... აღმოჩნდა რომ ლ. დ-ს უბანში მართლაც ყველა იცნობს. ქუჩაში შემხვედრმა ქალბატონებმა, რომლებმაც მისი საცხოვრებელი ადგილი მიმასწავლეს, გულისტკივილით აღნიშნეს რომ მოკლულზე ცუდი არაფერი გაუგიათ. იგივეს ამბობენ მისი მეზობლები რაზმაძის ქუჩაზე, სადაც დანაშაულის მსხვერპლი დაიბადა, გაიზარდა და სულ 22 წლამდე იცოცხლა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ