საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კეთილისმსურველები მეუბნებოდნენ, რატომ აკლავ თავს, ამაში ხომ არ მონაწილეობდი, განზე გადექიო"
"კეთილისმსურველები მეუბნებოდნენ, რატომ აკლავ თავს, ამაში ხომ არ მონაწილეობდი, განზე გადექიო"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრა­ი­მე­რის პირ­ველ ტურ­ში და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ი­მარ­ჯვა. პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" პრა­ი­მერ­ში 4 კან­დი­და­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და: უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით ბაქ­რა­ძე, ვიცე-სპი­კე­რი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე, დე­პუ­ტა­ტე­ბი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე და შოთა მა­ლაშ­ხია. ბევ­რის­თვის პრა­ი­მე­რის ჩა­უ­ტა­რებ­ლა­დაც ნა­თე­ლია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი და­ვით ბაქ­რა­ძე იქ­ნე­ბა, რო­მელ­მაც თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში (უფრო სწო­რად, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის გა­მო­სავ­ლენ პრა­ი­მერ­ში) მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მძი­მე ჯვა­რი და მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უწო­და:

- ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხან­გრძლი­ვი ფიქ­რის შემ­დეგ მი­ვი­ღე. ჩემი მძი­მე ემო­ცი­უ­რი ფონი უკავ­შირ­დე­ბა ბევრ მოვ­ლე­ნას, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში იხი­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. დღეს მთა­ვა­რი თემა არის ის, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი წარ­სუ­ლის ობი­ექ­ტუ­რად შე­ფა­სე­ბა, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­ვა­ფა­სოთ კარ­გი, შე­ვა­ფა­სოთ ცუდი და პა­სუ­ხი აგოს ყვე­ლამ, ვინც ეს ცუდი ჩა­ი­დი­ნა. ის ბრალ­დე­ბე­ბი და ფი­რე­ბი, რაც ბოლო პე­რი­ოდ­ში გავ­რცელ­და, შო­კის მომ­გვრე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლია. მთა­ვა­რი კი­თხვა, რა­საც ჩემს თავს ვუს­ვამ­დი ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში, არის ის, რა მეთ­ქვა ხალ­ხის­თვის? საკ­მა­რი­სია თუ არა იმის თქმა, რომ ეს არ ვი­ცო­დი. საკ­მა­რი­სია თუ არა იმის თქმა, რომ ამას ვე­მიჯ­ნე­ბი? მე ჩავ­თვა­ლე, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში არ­ცოდ­ნა და ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის­გან გა­მი­ჯვნა საკ­მა­რი­სი არ იყო, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ მაქვს მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ წინა წლებ­ში ვი­ყა­ვი ამ გუნ­დის წევ­რი და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე. მე მაქვს მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, დავ­რჩე იქ, სა­დაც ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო იმი­სათ­ვის, რომ შე­ფას­დეს წარ­სუ­ლი, და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე, აღ­დგეს ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ირ­ღვა და მე­ო­რე მხრივ, ვი­მუ­შა­ოთ იმა­ზე, რომ ქვე­ყა­ნა დამ­შვიდ­დეს და წინ წა­ვი­დეს. დღეს ჩვენ შო­კი­დან შო­კამ­დე, სტრე­სი­დან სტრე­სამ­დე ვცხოვ­რობთ და ამის გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა.

- პრა­ი­მერ­ში კი­დევ სამი პირი მო­ნა­წი­ლე­ობს, რომ­ლე­ბიც, ბევ­რის აზ­რით, თქვე­ნი ფორ­მა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან.

- ამ შე­ფა­სე­ბას არ ვე­თან­ხმე­ბი. ყვე­ლა კან­დი­დატს აქვს თა­ვი­სი ღირ­სე­ბა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხაზი. სა­ბო­ლო­ოდ პარ­ტია და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­და­წყვე­ტენ, ვინ იქ­ნე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტი. პრა­ი­მე­რი ნიშ­ნავს იმას, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აღარ არის ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ფერს წყვეტს 1 ან 5 კაცი.

- IRI-ს კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს 11%-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში რისი იმე­დი გაქვთ?

- კარ­გად უნდა გა­ვი­აზ­როთ, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი. ეს არ არის ის არ­ჩევ­ნე­ბი, რომ­ლი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა. რო­გორც უნდა დას­რულ­დეს არ­ჩევ­ნე­ბი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კვლავ იქ­ნე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, იგი­ვე იქ­ნე­ბა მთავ­რო­ბაც და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბაც. ამ არ­ჩევ­ნე­ბის ამო­ცა­ნაა გა­ნი­სა­ზღვროს, იქ­ნე­ბა თუ არა ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბა ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ხელ­ში, იარ­სე­ბებს თუ არა ოპო­ზი­ცია. წინა წლებ­ში და­ვი­ნა­ხეთ, რომ რო­დე­საც ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ხელ­შია, ეს ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მებს ქმნის. ჩემი ხედ­ვით, პრე­ზი­დენ­ტო­ბის ახალ კან­დი­დატს ორი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია უნდა ჰქონ­დეს: მან უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს მთავ­რო­ბას­თან და და­ეხ­მა­როს მას, სა­დაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია და მე­ო­რე მხრივ, პრე­ზი­დენ­ტი კრი­ტი­კუ­ლი უნდა იყოს მთავ­რო­ბის მი­მართ, რომ მან არ და­ი­ვი­წყოს და­პი­რე­ბე­ბი, რაც ხალ­ხს მის­ცა.

- უც­ნა­უ­რია, რომ თქვენ მზა­ო­ბას გა­მო­ხა­ტავთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან დი­ა­ლოგ­ზე, მა­შინ რო­დე­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბამ ბო­ი­კო­ტი გა­მო­ა­ცხა­და.

- ბო­ი­კო­ტი ოპო­ზი­ცი­ის ტაქ­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯია, ხოლო დი­ა­ლო­გის შე­თა­ვა­ზე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი ნა­ბი­ჯი. ბო­ი­კო­ტი გა­მო­იწ­ვია 23 კა­ცის კა­ნო­ნი­სა და საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის უხე­ში დარ­ღვე­ვით და­კა­ვე­ბამ და ეს არ ნიშ­ნავს მთე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის ბო­ი­კოტს. რო­დე­საც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­უ­ბარს წყვე­ტენ, ქვე­ყა­ნა გახ­ლე­ჩის­კენ მი­დის. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ვა­ლია, ერ­თმა­ნეთს ელა­პა­რა­კონ, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა მშვი­დად იყოს. მზად ვარ, შევ­ხვდე ნე­ბის­მი­ერ პირს და ვე­სა­უბ­რო ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე. რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ პრე­მი­ე­რის სურ­ვი­ლი გად­მომ­ცა, რომ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, უყოყ­მა­ნოდ დავ­თან­ხმდი. ჩხუბ­სა და და­პი­რის­პი­რე­ბას ქვე­ყა­ნა აგ­რე­სი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კის ჩა­მოშ­ლის­კენ მიჰ­ყავს. მი­ვე­სალ­მე­ბი ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას და იმე­დია, ეს შეხ­ვედ­რა მო­მა­ვალ კვი­რას შედ­გე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"კეთილისმსურველები მეუბნებოდნენ, რატომ აკლავ თავს, ამაში ხომ არ მონაწილეობდი, განზე გადექიო"

"კეთილისმსურველები მეუბნებოდნენ, რატომ აკლავ თავს, ამაში ხომ არ მონაწილეობდი, განზე გადექიო"

"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის პირველ ტურში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად "ნაციონალური მოძრაობიდან" პრაიმერში 4 კანდიდატი მონაწილეობდა: უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე, დეპუტატები ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია. ბევრისთვის პრაიმერის ჩაუტარებლადაც ნათელია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება, რომელმაც თავის გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო არჩევნებში (უფრო სწორად, საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენ პრაიმერში) მიეღო მონაწილეობა, მძიმე ჯვარი და მძიმე გადაწყვეტილება უწოდა:

- ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე. ჩემი მძიმე ემოციური ფონი უკავშირდება ბევრ მოვლენას, რომელიც ბოლო პერიოდში იხილა საზოგადოებამ. დღეს მთავარი თემა არის ის, რამდენად შესაძლებელია ჩვენი წარსულის ობიექტურად შეფასება, რამდენად შესაძლებელია, დავაფასოთ კარგი, შევაფასოთ ცუდი და პასუხი აგოს ყველამ, ვინც ეს ცუდი ჩაიდინა. ის ბრალდებები და ფირები, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა, შოკის მომგვრელი და მიუღებელია. მთავარი კითხვა, რასაც ჩემს თავს ვუსვამდი ამ ბოლო პერიოდში, არის ის, რა მეთქვა ხალხისთვის? საკმარისია თუ არა იმის თქმა, რომ ეს არ ვიცოდი. საკმარისია თუ არა იმის თქმა, რომ ამას ვემიჯნები? მე ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში არცოდნა და ასეთი დანაშაულისგან გამიჯვნა საკმარისი არ იყო, რადგან მიმაჩნია, რომ მაქვს მორალური ვალდებულება, რომ წინა წლებში ვიყავი ამ გუნდის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე. მე მაქვს მორალური ვალდებულება, დავრჩე იქ, სადაც ვიყავი და ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ შეფასდეს წარსული, დაისაჯოს ყველა დამნაშავე, აღდგეს ყველა იმ ადამიანის უფლება, რომელიც დაირღვა და მეორე მხრივ, ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქვეყანა დამშვიდდეს და წინ წავიდეს. დღეს ჩვენ შოკიდან შოკამდე, სტრესიდან სტრესამდე ვცხოვრობთ და ამის გაგრძელება აღარ შეიძლება.

- პრაიმერში კიდევ სამი პირი მონაწილეობს, რომლებიც, ბევრის აზრით, თქვენი ფორმალური კონკურენტები არიან.

- ამ შეფასებას არ ვეთანხმები. ყველა კანდიდატს აქვს თავისი ღირსება და განსხვავებული ხაზი. საბოლოოდ პარტია და მისი მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი. პრაიმერი ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელშიც ყველაფერს წყვეტს 1 ან 5 კაცი.

- IRI-ს კვლევების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს 11%-იანი მხარდაჭერა აქვს. ასეთ ვითარებაში რისი იმედი გაქვთ?

- კარგად უნდა გავიაზროთ, რა მიზანს ემსახურება არჩევნები. ეს არ არის ის არჩევნები, რომლითაც ხელისუფლება შეიცვლება. როგორც უნდა დასრულდეს არჩევნები, პრემიერ-მინისტრი კვლავ იქნება ბიძინა ივანიშვილი, იგივე იქნება მთავრობაც და საპარლამენტო უმრავლესობაც. ამ არჩევნების ამოცანაა განისაზღვროს, იქნება თუ არა ყველა თანამდებობა ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, იარსებებს თუ არა ოპოზიცია. წინა წლებში დავინახეთ, რომ როდესაც ყველა პოლიტიკური თანამდებობა ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია, ეს ქვეყანაში პრობლემებს ქმნის. ჩემი ხედვით, პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს ორი ძირითადი ფუნქცია უნდა ჰქონდეს: მან უნდა ითანამშრომლოს მთავრობასთან და დაეხმაროს მას, სადაც აუცილებელია და მეორე მხრივ, პრეზიდენტი კრიტიკული უნდა იყოს მთავრობის მიმართ, რომ მან არ დაივიწყოს დაპირებები, რაც ხალხს მისცა.

- უცნაურია, რომ თქვენ მზაობას გამოხატავთ ხელისუფლებასთან დიალოგზე, მაშინ როდესაც საპარლამენტო უმცირესობამ ბოიკოტი გამოაცხადა.

- ბოიკოტი ოპოზიციის ტაქტიკური ნაბიჯია, ხოლო დიალოგის შეთავაზება სტრატეგიული ნაბიჯი. ბოიკოტი გამოიწვია 23 კაცის კანონისა და საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით დაკავებამ და ეს არ ნიშნავს მთელი საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტს. როდესაც პოლიტიკოსები საუბარს წყვეტენ, ქვეყანა გახლეჩისკენ მიდის. პოლიტიკოსების ვალია, ერთმანეთს ელაპარაკონ, რათა საზოგადოება მშვიდად იყოს. მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერ პირს და ვესაუბრო ნებისმიერ თემაზე. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერის სურვილი გადმომცა, რომ კონსულტაციებში მიმეღო მონაწილეობა, უყოყმანოდ დავთანხმდი. ჩხუბსა და დაპირისპირებას ქვეყანა აგრესიისა და ეკონომიკის ჩამოშლისკენ მიჰყავს. მივესალმები ბატონი ივანიშვილის ამ ინიციატივას და იმედია, ეს შეხვედრა მომავალ კვირას შედგება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა