მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო თოლორდავა - "მეუღლე ჩემი სიმშვიდის გარანტიაა"
ნინო თოლორდავა - "მეუღლე ჩემი სიმშვიდის გარანტიაა"

ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი ნინო თო­ლორ­და­ვა ამ­ბობს, რომ მის­თვის ოჯა­ხი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვო­ბი­დან სა­ოც­ნე­ბო, მის­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, შე­უძ­ლია, ოჯა­ხის სა­სარ­გებ­ლოდ კა­რი­ე­რა და­უ­ფიქ­რებ­ლად დათ­მოს...

- ჩემი მე­უღ­ლე - ზაზა ხა­ზა­ლია მოს­კო­ვი­დან ცოტა ხნით იყო ჩა­მო­სუ­ლი, როცა დათო დო­ი­აშ­ვი­ლის სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა­ზე პირ­ვე­ლად შევ­ხვდი. ცნო­ბი­სათ­ვის, დათო ზა­ზას მა­მი­დაშ­ვი­ლია, და­თოს მე­უღ­ლე კი მა­მა­ჩე­მის მე­გობ­რის შვი­ლი გახ­ლავთ. ჰოდა, ერთ დღეს ზა­ზამ და და­თოს მე­უღ­ლემ გა­მო­მი­ა­რეს და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, სპექ­ტაკლ "სა­ლო­მე­ა­ზე" წა­ვე­დით. ზა­ზამ 3 დღე­ში ხელი მთხო­ვა, 5 დღე­ში ცო­ლად გავ­ყე­ვი, 10 დღე­ში კი ქორ­წი­ლი გვქონ­და და მოს­კოვ­ში წა­ვე­დით.

- ყო­ველ­თვის ასე სპონ­ტა­ნუ­რად იღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს?

- დიახ, ასე­თი რამ მჩვე­ვია (იღი­მის).

- რა როლი მი­უ­ძღვის მე­უღ­ლეს თქვენს წარ­მა­ტე­ბა­ში?

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რომ ვმუ­შა­ობ, ეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა! ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა სულ სხვა გზით წა­რი­მარ­თა. მახ­სოვს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხზე მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რის ვა­კან­სი­ა­ზე მი­ვე­დი, ლე­ვან ყუ­ბა­ნე­იშ­ვილ­მა კი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა შე­მომ­თა­ვა­ზა. როცა ამის შე­სა­ხებ მე­უღ­ლეს ვუ­თხა­რი, მი­პა­სუ­ხა: ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე უარი არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ თქვაო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 10-დღი­ა­ნი ფიქ­რის შემ­დეგ მი­ვი­ღე. ზაზა ყო­ველ­თვის და ყვე­ლა­ფერ­ში მხარ­ში მიდ­გას. ამი­კო - ჩემი ვა­ჟიც გა­გე­ბით ეკი­დე­ბა იმ ამ­ბავს, რომ დე­დას მის­თვის ხში­რად არ სცა­ლია. სხვა­თა შო­რის, თა­ვა­დაც და­კა­ვე­ბუ­ლია, - ანუ ყვე­ლას ჩვენ-ჩვე­ნი საქ­მე გვაქვს.

- ამი­კოს დე­დის მო­ნატ­რე­ბის დროც არ აქვს?

- დედა სულ ენატ­რე­ბა ისე­ვე, რო­გორც დე­დას ენატ­რე­ბა ამი­კო. როცა ავად არის, მე კი სამ­სა­ხურ­ში უნდა წა­ვი­დე, გული სახ­ლში მრჩე­ბა. შა­ბათ-კვი­რას ვცდი­ლობთ, სა­მი­ვე ერ­თად ვი­ყოთ.

- მე­უღ­ლე­ზე არას­დროს გი­ეჭ­ვი­ა­ნი­ათ?

- მგო­ნია, რომ ეჭ­ვი­ა­ნო­ბა არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სის ერთ-ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა; ეს არა­პო­ზი­ტი­უ­რი გრძნო­ბაა და როცა სა­კუ­თარ თავს მსგავს რა­მე­ში გა­მო­ვი­ჭერ, ვცდი­ლობ, სი­სუს­ტის მსგავს გა­მოვ­ლი­ნე­ბას რო­გორ­მე გა­ვექ­ცე. წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა ნდო­ბა­ზე უნდა იყოს დამ­ყა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბია.

- კი­დევ ერთი შვი­ლის გა­ჩე­ნას არ აპი­რებთ? კა­რი­ე­რის გამო ხომ არ იკა­ვებთ თავს?

- კა­რი­ე­რა არა­ფერ შუ­ა­შია - როცა ღმერ­თი მომ­ცემს, ბავ­შვს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­ჩენ! ჩემ­თვის ოჯა­ხი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის. თუ ოჯახს დას­ჭირ­დე­ბა, კა­რი­ე­რას დავ­თმობ, მაგ­რამ მად­ლო­ბა უფალს, ასე­თი არ­ჩევ­ნის წი­ნა­შე არას­დროს დავ­მდგარ­ვარ.

- მუ­დამ კარგ ფორ­მა­ში ხართ...

- სხვა­თა შო­რის, ზაზა ეს­თე­ტია და ძა­ლი­ან მა­გა­რი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. თუ რა­მეს მირ­ჩევს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნამ­დვი­ლად კარ­გი იქ­ნე­ბა. ჩაც­მუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა ხში­რად ემ­თხვე­ვა: მა­ღა­ზი­ა­ში რომ შევ­დი­ვართ, ერ­თსა და იმა­ვე ტან­საც­მელს ვკი­დებთ ხელს. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ რა­ღა­ცებს მი­წუ­ნებს და ასეთ დროს ისეთ არ­გუ­მენტს მე­უბ­ნე­ბა, რომ ვე­მორ­ჩი­ლე­ბი (იღი­მის).

- რო­გორ ფიქ­რობთ, ცოლ-ქმარს ერ­თნა­ი­რი ინ­ტე­რე­სე­ბი უნდა ჰქონ­დეს თუ მყა­რი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­რან­ტი "პლუ­სი­სა" და "მი­ნუ­სის" თა­ნა­ცხოვ­რე­ბაა?

- ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ქონა ნამ­დვი­ლად, სა­ჭი­როა. როცა შენ სხვა მხა­რეს მი­ი­წევ, ის კი სულ სხვა მხა­რეს გე­ქა­ჩე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა და­ინ­გრეს.

- თუ გაქვთ მე­უღ­ლის გად­მო­ბი­რე­ბის თქვე­ნე­უ­ლი სტრა­ტე­გია, როცა ის არ გე­თან­ხმე­ბათ?

- ასეთ დროს ბევ­რს ვლა­პა­რა­კობ, ტვინს "ვბურ­ღავ". თუმ­ცა, ის თა­ვი­სას რომ და­ი­ჩე­მებს, მი­ზანს ყო­ველ­თვის აღ­წევს და თა­ვად გა­და­მი­ბი­რებს ხოლ­მე - ამის სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვს. ზაზა ჩემ­თვის სალი კლდე­სა­ვით არის. როცა პრობ­ლე­მა მაქვს, მისი სი­ტყვე­ბი: "ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა", სა­ოც­რად მამ­შვი­დებს. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით აღა­რაფ­რის მე­ში­ნია. ის არის ჩემი სიმ­შვი­დის გა­რან­ტი, ში­ნა­გა­ნი ჰარ­მო­ნი­ის სა­წყი­სი...

ამი­კო, ნინო თო­ლორ­და­ვას შვი­ლი:

- ევ­რო­პულ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ. ყვე­ლა­ზე მე­ტად კა­ლათ­ბურ­თი მა­ინ­ტე­რე­სებს და ამ მხრივ სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი მაქვს. თა­ვი­სუ­ფალ დროს მე­გობ­რე­ბი კი­ნო­ში მივ­დი­ვართ ან კა­ფე­ში ვსხდე­ბით, უფრო ხში­რად კი ეზო­ში ფეხ­ბურთს ან კა­ლათ­ბურთს ვთა­მა­შობთ. მე, დედა და მამა კვი­რა დღეს ერ­თად ვა­ტა­რებთ, ხში­რად კი დე­ი­დის ან ბე­ბი­ას სახ­ლში ვიკ­რი­ბე­ბით. ზა­ფხუ­ლო­ბით ბე­ბოს­თან ერ­თად, სუ­რამ­ში მივ­დი­ვარ, სა­დაც შა­ბათ-კვი­რას დედა და მამა ჩა­მო­დი­ან... დედა გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. ჩაც­მი­სას მე და მამა რჩე­ვებს ვაძ­ლევთ, შე­ნიშ­ვნე­ბი კი არ სჭირ­დე­ბა... ძა­ლი­ან მინ­და, და ან ძმა მყავ­დეს. ახლა პა­ტა­რა დე­ი­დაშ­ვი­ლი მყავს და იმა­ზე გა­და­მაქვს მთე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. ჭამა არ მიყ­ვარს და დედა გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობს, ისე­თი სა­დი­ლი მო­ამ­ზა­დოს, რო­მე­ლიც მაც­დუ­ნებს. ჩემი მე­გობ­რე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ის ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და კარ­გი ჟურ­ნა­ლის­ტია, ეს კი ცხა­დია, ძა­ლი­ან მი­ხა­რია... მომ­წონს, ახლა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ბავ­შვებს რომ ეხ­მა­რე­ბი­ან.

ნინო:

- ჩვენ თა­ნად­გო­მას ვუ­ცხა­დებთ ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს. პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ და­ა­ვა­დე­ბით არც ერთი ბავ­შვი არ და­ი­ღუ­პოს. თი­თო­ე­უ­ლი პა­ტა­რას მკურ­ნა­ლო­ბა მი­ნი­მუმ, 75 ათა­სი ევრო ღირს და ვი­ნა­ი­დან მშობ­ლებს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, შვი­ლებს ვე­რაფ­რით ეხ­მა­რე­ბი­ან... სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­ი­კე­მი­ით ყო­ველ­წლი­უ­რად, 60-70 ბავ­შვი ავად­დე­ბა და 5-10 პა­ტა­რა იღუ­პე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი არ­ხის ოპე­რა­ტო­რის - დიტო ცინ­ცა­ძის გარ­შე­მო გა­ვერ­თი­ან­დით და მინ­და გი­თხრათ, რომ მე­დია ასე­თი ერ­თი­ა­ნი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ქუ­ჩა­ში, დიდ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ყუ­თე­ბით დავ­დი­ო­დით და შე­სა­წირს ვი­თხოვ­დით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც დაგ­ვეხ­მარ­ნენ, ძი­რი­თა­დი თან­ხა - 140 ათა­სი ლარი კი "ქარ­თუ ბან­კმა" გად­მო­რი­ცხა. ღვთის წყა­ლო­ბით, დიტო თავს კარ­გად გრძნობს. მის­მა ავად­მყო­ფო­ბამ კი­დევ უფრო მე­ტად დაგ­ვა­ფიქ­რა და გა­დავ­წყვი­ტეთ, შექ­მნი­ლი­ყო დი­მიტ­რი ცინ­ცა­ძის დახ­მა­რე­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი. ჩვენ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან კამ­პა­ნი­ას ვი­წყებთ ბავ­შვე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად!

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ნინო თოლორდავა - "მეუღლე ჩემი სიმშვიდის გარანტიაა"

ნინო თოლორდავა - "მეუღლე ჩემი სიმშვიდის გარანტიაა"

ტელეჟურნალისტი ნინო თოლორდავა ამბობს, რომ მისთვის ოჯახი მთავარი ღირებულებაა და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან საოცნებო, მისთვის ყველაზე საყვარელ საქმეს ემსახურება, შეუძლია, ოჯახის სასარგებლოდ კარიერა დაუფიქრებლად დათმოს...

- ჩემი მეუღლე - ზაზა ხაზალია მოსკოვიდან ცოტა ხნით იყო ჩამოსული, როცა დათო დოიაშვილის სპექტაკლის პრემიერაზე პირველად შევხვდი. ცნობისათვის, დათო ზაზას მამიდაშვილია, დათოს მეუღლე კი მამაჩემის მეგობრის შვილი გახლავთ. ჰოდა, ერთ დღეს ზაზამ და დათოს მეუღლემ გამომიარეს და მარჯანიშვილის თეატრში, სპექტაკლ "სალომეაზე" წავედით. ზაზამ 3 დღეში ხელი მთხოვა, 5 დღეში ცოლად გავყევი, 10 დღეში კი ქორწილი გვქონდა და მოსკოვში წავედით.

- ყოველთვის ასე სპონტანურად იღებთ გადაწყვეტილებებს?

- დიახ, ასეთი რამ მჩვევია (იღიმის).

- რა როლი მიუძღვის მეუღლეს თქვენს წარმატებაში?

- ტელევიზიაში რომ ვმუშაობ, ეს მისი დამსახურებაა! ბავშვობიდან ვოცნებობდი ჟურნალისტობაზე, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი ცხოვრება სულ სხვა გზით წარიმართა. მახსოვს, საზოგადოებრივ არხზე მარკეტინგის დირექტორის ვაკანსიაზე მივედი, ლევან ყუბანეიშვილმა კი საინფორმაციო გადაცემის წაყვანა შემომთავაზა. როცა ამის შესახებ მეუღლეს ვუთხარი, მიპასუხა: ამ წინადადებაზე უარი არავითარ შემთხვევაში არ თქვაო. გადაწყვეტილება 10-დღიანი ფიქრის შემდეგ მივიღე. ზაზა ყოველთვის და ყველაფერში მხარში მიდგას. ამიკო - ჩემი ვაჟიც გაგებით ეკიდება იმ ამბავს, რომ დედას მისთვის ხშირად არ სცალია. სხვათა შორის, თავადაც დაკავებულია, - ანუ ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს.

- ამიკოს დედის მონატრების დროც არ აქვს?

- დედა სულ ენატრება ისევე, როგორც დედას ენატრება ამიკო. როცა ავად არის, მე კი სამსახურში უნდა წავიდე, გული სახლში მრჩება. შაბათ-კვირას ვცდილობთ, სამივე ერთად ვიყოთ.

- მეუღლეზე არასდროს გიეჭვიანიათ?

- მგონია, რომ ეჭვიანობა არასრულფასოვნების კომპლექსის ერთ-ერთი გამოხატულებაა; ეს არაპოზიტიური გრძნობაა და როცა საკუთარ თავს მსგავს რამეში გამოვიჭერ, ვცდილობ, სისუსტის მსგავს გამოვლინებას როგორმე გავექცე. წყვილის ურთიერთობა ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული, მაგრამ ზომიერების ფარგლებში ყველაფერი დასაშვებია.

- კიდევ ერთი შვილის გაჩენას არ აპირებთ? კარიერის გამო ხომ არ იკავებთ თავს?

- კარიერა არაფერ შუაშია - როცა ღმერთი მომცემს, ბავშვს აუცილებლად გავაჩენ! ჩემთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. თუ ოჯახს დასჭირდება, კარიერას დავთმობ, მაგრამ მადლობა უფალს, ასეთი არჩევნის წინაშე არასდროს დავმდგარვარ.

- მუდამ კარგ ფორმაში ხართ...

- სხვათა შორის, ზაზა ესთეტია და ძალიან მაგარი გემოვნება აქვს. თუ რამეს მირჩევს, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად კარგი იქნება. ჩაცმულობასთან დაკავშირებით ჩვენი გემოვნება ხშირად ემთხვევა: მაღაზიაში რომ შევდივართ, ერთსა და იმავე ტანსაცმელს ვკიდებთ ხელს. თუმცა, ზოგჯერ რაღაცებს მიწუნებს და ასეთ დროს ისეთ არგუმენტს მეუბნება, რომ ვემორჩილები (იღიმის).

- როგორ ფიქრობთ, ცოლ-ქმარს ერთნაირი ინტერესები უნდა ჰქონდეს თუ მყარი ურთიერთობის გარანტი "პლუსისა" და "მინუსის" თანაცხოვრებაა?

- ერთნაირი ღირებულებების ქონა ნამდვილად, საჭიროა. როცა შენ სხვა მხარეს მიიწევ, ის კი სულ სხვა მხარეს გექაჩება, შეიძლება, ურთიერთობა დაინგრეს.

- თუ გაქვთ მეუღლის გადმობირების თქვენეული სტრატეგია, როცა ის არ გეთანხმებათ?

- ასეთ დროს ბევრს ვლაპარაკობ, ტვინს "ვბურღავ". თუმცა, ის თავისას რომ დაიჩემებს, მიზანს ყოველთვის აღწევს და თავად გადამიბირებს ხოლმე - ამის საოცარი უნარი აქვს. ზაზა ჩემთვის სალი კლდესავით არის. როცა პრობლემა მაქვს, მისი სიტყვები: "ყველაფერი კარგად იქნება", საოცრად მამშვიდებს. საყვარელი ადამიანის გვერდით აღარაფრის მეშინია. ის არის ჩემი სიმშვიდის გარანტი, შინაგანი ჰარმონიის საწყისი...

ამიკო, ნინო თოლორდავას შვილი:

- ევროპულ სკოლაში ვსწავლობ. ყველაზე მეტად კალათბურთი მაინტერესებს და ამ მხრივ სერიოზული გეგმები მაქვს. თავისუფალ დროს მეგობრები კინოში მივდივართ ან კაფეში ვსხდებით, უფრო ხშირად კი ეზოში ფეხბურთს ან კალათბურთს ვთამაშობთ. მე, დედა და მამა კვირა დღეს ერთად ვატარებთ, ხშირად კი დეიდის ან ბებიას სახლში ვიკრიბებით. ზაფხულობით ბებოსთან ერთად, სურამში მივდივარ, სადაც შაბათ-კვირას დედა და მამა ჩამოდიან... დედა გემოვნებიანი ადამიანია. ჩაცმისას მე და მამა რჩევებს ვაძლევთ, შენიშვნები კი არ სჭირდება... ძალიან მინდა, და ან ძმა მყავდეს. ახლა პატარა დეიდაშვილი მყავს და იმაზე გადამაქვს მთელი სიყვარული. ჭამა არ მიყვარს და დედა გამუდმებით ცდილობს, ისეთი სადილი მოამზადოს, რომელიც მაცდუნებს. ჩემი მეგობრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ის ძალიან ლამაზი და კარგი ჟურნალისტია, ეს კი ცხადია, ძალიან მიხარია... მომწონს, ახლა ჟურნალისტები ბავშვებს რომ ეხმარებიან.

ნინო:

- ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. პროექტის მთავარი მიზანია, საქართველოში ამ დაავადებით არც ერთი ბავშვი არ დაიღუპოს. თითოეული პატარას მკურნალობა მინიმუმ, 75 ათასი ევრო ღირს და ვინაიდან მშობლებს ამის საშუალება არ აქვთ, შვილებს ვერაფრით ეხმარებიან... საქართველოში ლეიკემიით ყოველწლიურად, 60-70 ბავშვი ავადდება და 5-10 პატარა იღუპება. მოგეხსენებათ, რომ თავდაპირველად საზოგადოებრივი არხის ოპერატორის - დიტო ცინცაძის გარშემო გავერთიანდით და მინდა გითხრათ, რომ მედია ასეთი ერთიანი არასოდეს ყოფილა. ქუჩაში, დიდ სუპერმარკეტებში ყუთებით დავდიოდით და შესაწირს ვითხოვდით. საბედნიეროდ, სახელმწიფო უწყებები, ბიზნესმენებიც დაგვეხმარნენ, ძირითადი თანხა - 140 ათასი ლარი კი "ქართუ ბანკმა" გადმორიცხა. ღვთის წყალობით, დიტო თავს კარგად გრძნობს. მისმა ავადმყოფობამ კიდევ უფრო მეტად დაგვაფიქრა და გადავწყვიტეთ, შექმნილიყო დიმიტრი ცინცაძის დახმარების საქველმოქმედო ფონდი. ჩვენ ფართომასშტაბიან კამპანიას ვიწყებთ ბავშვების გადასარჩენად!

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები